24 ნოემბერი, კვირა, 2024

ანტვერპენის უნივერსიტეტის დელეგაცია თსა-ში

spot_img

Erasmus+ Staff Mobility-ის ფარგლებში თბილისის სამედიცინო აკადემიამ (თსა) ანტვერპენის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები ჩატარდა თსა-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის თემებზე: შეფასება სამედიცინო განათლებაში, შეფასება სამუშაო ადგილას (WPBA), თანატოლთა სწავლება, ტრენერების მომზადება.

შეხვედრებს უძღვებოდნენ: ნელე მიჩელი – ანტვერპენის უნივერსიტეტის პროფესორი, ოჯახის ექიმთა ევროპული აკადემიიის (EURACT) პრეზიდენტი, მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერების საგანმანათლებლო საბჭოს წევრი; კრისტინ ვან დენ ბოგერდი – ანტვერპენის უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის კოორდინატორი; კრისტოფ შოტერსი – კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის კოორდინატორი.

ტრენინგების ფარგლებში, მოწვეულმა სტუმრებმა თსა-ს ლექტორებს, პრეზენტაციების, ჯგუფური დავალებებისა და როლური თამაშების მეშვეობით, გააცნეს როგორც ანტვერპენის უნივერსიტეტის, ასევე საერთაშორისო გამოცდილება კლინიკურ გარემოში სწავლების, შეფასების მეთოდებისა და უკუკავშირის მექანიზმების შესახებ.

შეხვედრებზე ასევე განიხილეს თანატოლთა სწავლების მნიშვნელობა, ტრენერების მომზადების გზებისა და სასწავლო გარემოს შექმნის აუცილებლობა.

თსა-ში გამართულ სამუშაო შეხვედრებს წინ უძღოდა აკადემიის წარმომადგენლების – ია ავალიანის, ნინო კეკენაძისა და თამარ შოთაძის – ვიზიტი ანტვერპენში, რომლის ფარგლებშიც, აკადემიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, დაჰკვირვებოდნენ ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკურi გამოცდის (OSCE) მიმდინარეობას, ბელგიელი კოლეგების მუშაობას კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში და ასევე, კლინიკური ეტაპის სწავლებას.

თსა-ს წარმომადგენლებს ასევე ჰქონდათ  შეხვედრებიანტვერპენის უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტთან, სადაც განიხილეს უნივერსიტეტებს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები