16 აგვისტო, სამშაბათი, 2022

ამოცანა „ვეფხისტყაოსნიდან“

spot_img

მოვიდა დრო, რომ ვისაუბროთ იმაზეც, თუ როგორ ეხმარება მათემატიკა მხატვრული ლიტერატურის გააზრებას. „ვეფხისტყაოსანი“ ყველაზე მეტად ცნობილი ქართული ნაწარმოებია. ვნახოთ, როგორი ამოცანა შემოგვთავაზა შოთა რუსთაველმა თავისი პოემით.

„ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია,

მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია:

არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია,

თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია.“

ამ სტროფში საუბარია იმაზე, რომ არაბეთის მეფე როსტევანი და სარდალი ავთანდილი ერთმანეთს გაეჯიბრნენ ნადირობაში. შეჯიბრების დასრულების დროს მთვლელებმა ათჯერ ოცი ანუ 200 მოკლული ცხოველი ნახეს, ოღონდ ავთანდილისაგან დახოცილი 20-ით უფროსი (მეტი) იყო. გავყვეთ ახლა ტექსტს მათემატიკოსების პოზიციიდან.

როსტევანმა მოკლა _ X რაოდენობის ცხოველი;

ავთანდილმა მოკლა _ X +20 რაოდენობის ცხოველი;

ორივესგან მოკლულია _ X + X +20=200

ახლა კი ამოვხსნათ განტოლება:

2X +20=200

2X = 200 – 20

2X =180

X = 180/2

X = 90

ანუ როსტევანის მიერ მონადირებულია 90 ცხოველი. ახლა კი ავთანდილის რეზულტატიც გამოვთვალოთ: X +20 ანუ 90+20=110.

გადავამოწმოთ, ორივეს მიერ მონადირებულთა ჯამი რამდენია: 90+110=200. ე.ი. როსტევანისა და ავთანდილის მიერ მონადირებული ცხოველის რაოდენობაა 200, როგორც ეს სტროფში იყო ნახსენები.

ახლა კი ერთი მარტივი და სასიამოვნო აქტივობა უნდა დაგავალოთ:

ოჯახის წევრებს მოუყევით იმაზე, რომ თურმე „ვეფხისტყაოსანში“ ამოცანაა და მათ გააცანით ჩემ მიერ მოწოდებული მასალა და დასკვნაც გააკეთეთ ასეთი: მათემატიკა ლიტერატურაშიც გვხდება!

ხათუნა სვანაძე, სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №1 საჯარო სკოლის მასწავლებელი

 

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები