27 ივლისი, შაბათი, 2024

ამბავი ნახატისა, რომელიც კომპლექსური დავალების შექმნაში დამეხმარა

spot_img

 

ლიანა სონღულაშვილი
სსიპ თბილისის №215 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი

 

 

 

 

2020 წელს „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ვესწრებოდი ონლაინ ვებინარებს მუსიკის მასწავლებლებისთვის. შეხვედრების პროცესში გავეცანი ინოვაციური პროექტის თავისებურებებს, ძირითად არსს, სხვადასხვა კლასებისთვის შექმნილ კომპლექსურ დავალებებს. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, ჩამომიყალიბდა გარკვეული აზრი, ახალი ხედვა, რამაც გადამაწყვეტინა თავად შემექმნა კომპლექსური დავალება. ამაში დამეხმარა მეტად საინტერესო და სასიამოვნო ნახატი „მევიოლინე ბებო“, რომელიც ჩემი დავალების მთავარი პერსონაჟი გახდა.

თემატური ბლოკი – მუსიკა და ჩვენი ყოფა

თემა – ჩემი ცხოვრების ერთი დღე

კლასი – III

დავალების პირობა:

  • ყურადღებით დააკვირდით ნახატს და აღწერეთ. შემდეგ მოისმინეთ 4 სხვადასხვა მუსიკალური ფრაგმენტი.
  • ერთ-ერთი მუსიკალური ფრაგმენტი მიუსადაგეთ ნახატს, შემდეგ შექმენით პატარა მოთხრობა და, თქვენ მიერ შერჩეული მუსიკის ფონზე, წაიკითხეთ კლასის წინაშე.

ნამუშევარში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

  • რომელი მუსიკალური ფრაგმენტი შეურჩიეთ ნახატს? რატომ?
  • მუსიკის რომელი გამომსახველი ხერხები დაგეხმარათ ნახატის შერჩევაში?
  • რა განწყობას გიქმნით თქვენ მიერ შერჩეული ფრაგმენტი?

 საკითხი – მუსიკით აღწერა, ამბის მოყოლა

სამიზნე  ცნება – მუსიკა და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები.

ქვეცნებები:

  • რბილი, წკრიალა, ხავერდოვანი, ნაზი, სასიამოვნო ტემბრი;
  • თანაბარი, მშვიდი, მოძრავი, აღელვებული, ცოცხალი, საცეკვაო რიტმი;
  • სევდიანი, მღერადი, ნახტომისებური მელოდია;
  • კეთილხმოვანი ჟღერადობა.

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას წინ უძღოდა კლასის თანდათანობითი მიყვანა ახალ ცოდნამდე, ნაცნობ კონტექსტებზე დაყრდნობით. მოვახდინეთ წინარე ცოდნაზე ახალი ცოდნის კონსტრუირება.

ქვეცნებების, გამომსახველობითი ხერხების საფუძველზე, გავააქტიურეთ დეკლარატიული ცოდნა, მელოდიის ხასიათისა და რიტმიული შეგრძნებების მიხედვით. გამოვიყენე სტრატეგია:

ვიცი მინდა ვიცოდე გავიგე
მელოდია

რიტმი

ტემბრი – რბილი, მჭექარე, წკრიალა, ხავერდოვანი

როგორც ცხრილიდან ჩანს, მოსწავლეებისთვის ტემბრული შეგრძნებების ასეთი ფორმულირება სიახლეს წარმოადგენდა. ამიტომაც, გაკვეთილებზე ვისმენდით გამძაფრებული და მრავალფეროვანი ტემბრული ფონის მქონე მუსიკალურ ფრაგმენტებს.

კომპლექსური დავალების პირობიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა აღწერეს ნახატი, მასზე წარმოდგენილი პრესონაჟები, მათი განწყობა, საქმიანობა და საკუთარი ვერსიები ზეპირად წარმოადგინეს. ამ აქტიურ შემოქმედებით პროცესში მთელი კლასი იყო ჩართული.

შემდეგ ყურადღებით მოისმინეს 4 სხვადასხვა მუსიკალური ფრაგმენტი და, გამომსახველობითი ხერხების დახმარებით, არჩევანი გააკეთეს ერთ-ერთ მათგანზე, რომელიც მიესადაგებოდა მევიოლინის შესრულებას. საკუთარი არგუმენტები წერილობითი ნამუშევრების სახით წარმოადგინეს.

ბოლოს შექმნეს პატარა მოთხრობა,რომელიც მათ მიერ შერჩეული მუსიკალური ფრაგმენტის ფონზე კლასის წინაშე წაიკითხეს.

წარმოგიდგენთ ერთ – ერთი მოსწავლის ნამუშევარს.

ბებია და ბაბუა

 ერთ მშვენიერ სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. მათ ტკბილი სიბერე ჰქონდათ. ბაბუა ყოველ საღამოს გაზეთს კითხულობდა. ბებიას კი ვიოლინოზე დაკვრა უყვარდა. ერთ მშვენიერ საღამოს ბებიამ ისე თბილად დაუკრა ვიოლინოზე, რომ ბაბუას ჩაეძინა.

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებმა გამოავლინეს ფუნქციურ-სოციალური უნარები: კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, ხასიათი, ნება. ასევე, განივითარეს მოსმენისა და დაკვირვების, წერისა და მეტყველების უნარ-ჩვევები.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები