3,758 სკოლის ზურგჩანთა, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს ოფისის წინ, განათავსეს, 2018 წელს კონფლიქტის ზონაში დაღუპულ ბავშვებს განასახიერებდა.
ამაღელვებელი სანახავი იყო ათასობით ზურგჩანთის რიგი, რომლებიც სასაფლაოს გაგახსენებდათ. სასწავლო წლის დასაწყისში მოწყობილი ინსტალაცია ერთგვარი გზავნილი გახდა მსოფლიო ლიდერებისთვის — გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს მათ, დაასრულონ ძალადობა და დაიცვან საომარი მოქმედებების არეალში მყოფი ბავშვები.
„UNICEF-ის ზურგჩანთები ყოველთვის იყო იმედისა და ბავშვობის შესაძლებლობის სიმბოლო, – ამბობს UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰენრიეტა ფორი, – რამდენიმე კვირაში, მსოფლიო ლიდერები გაეროს გენერალურ ასამბლეაზეა შეიკრიბებიან ბავშვთა უფლებების კონვენციის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ამ ინსტალაციამ კი მათ არსებული რეალობა უნდა შეახსენოთ.“
„გასულ წელს, კონფლიქტურ ზონებში, 12000-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა ან მძიმე ტრავმა მიიღო. ეს ყველაზე დიდი რაოდენობაა მას შემდეგ, რაც გაერომ ამ მძიმე დანაშაულის მონიტორინგის გამოქვეყნება დაიწყო,“ – ნათქვამია გენერალური მდივნის 2019 წლის წლიურ მოხსენებაში „ბავშვები და შეიარაღებული კონფლიქტები“. ეს მხოლოდ დადასტურებული ციფრებია, სავარაუდოდ კი, რეალური რიცხვი გაცილებით მეტია.