27 ივლისი, შაბათი, 2024

ალტერნატიული რეკომენდაციები  პროფესიული კოლეჯებისთვის

spot_img

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პანდემიის შემდგომ ამოქმედების გეგმასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად, კოლეჯების დირექტორებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. განიხილეს საგანმანათლებლო სივრცეში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც კოლეჯები აღმოჩნდნენ. გაიმართა დისკუსია, რომლის მიმდინარეობისას კოლეჯების წარმომადგენლებმა, მათთვის საინტერესო საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტაციები მიიღეს.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პროფესიული განათლების მიწოდების სპეციფიკა, რომელიც რეალურ და სიმულირებულ სამუშაო გარემოში სწავლებას გულისხმობს,  განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. შესაბამისად, გადაწყდა, რომ სამინისტროები იმუშავებენ რეკომენდაციებში უფრო მეტად მოქნილი ალტერნატივების დამატებაზე, რაც პროფესიული განათლების მრავალდარგოვან ბუნებას უკეთ მოერგება და კოლეჯების უსაფრთხო ოპერირებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩართული იყო რეკომენდაციების მომზადების პროცესშიც. ყველა კოლეჯი ინტენსიურად მუშაობს რეკომენდაციების დაკმაყოფილებაზე, რაც მათი გახსნისა და ჩვეული ოპერირების რეჟიმში დაბრუნებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

ასევე თანამშრომლობს განათლების სამინისტრო კერძო სექტორთან. მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა მორიგი ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, გიორგი პერტაიასთან, პალატის წევრი და სხვა დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლებთან.

კორონავირუსის პანდემიამ შრომის ბაზარზე ისეთი ახალი უნარების ფლობის აუცილებლობა წარმოშვა, რაც ბიზნესს მომავალში შეუფერხებლად ოპერირების შესაძლებლობას მისცემს. ბიზნეს სექტორთან შეხვედრების თემა სწორედ ადამიანური რესურსების კუთხით ბიზნესის ახალი საჭიროებებისა და სამინისტროს მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯების განხილვა იყო.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას განათლების სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. სავაჭრო პალატის წევრი კომპანიები ჩართული არიან მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. ასევე პალატა თავის მხრივ, ხელს უწყობს დუალური განათლების დანერგვას და პოპულარიზაციას.

დიალოგი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გაგრძელდება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები