27 ივლისი, შაბათი, 2024

აკადემიური წელი არ გამოცხადდება, ერთიანი ეროვნული გამოცდების დრო და ფორმატი უცვლელი დარჩება

spot_img

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განცხადა, რომ მნიშვნელოვანია, იქ, სადაც გვაქვს წარმატებები, ეს წარმატებები დავაფიქსიროთ. ასეთ წარმატებად კი, დისტანციური სწავლება დაასახელა. „OECD-მ წარმოადგინა ანგარიში, სადაც დისტანციური განათლების მოდელი, რომელიც საქართველოში იყო დანერგილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, შეფასებულია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად მსოფლიოში. ამისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ განათლების სამინისტროს. საერთოდ, ხაზგასმით გამოყოფილი იყო „ტელესკოლის“ პროექტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. ეს ის ნაბიჯებია, რომელმაც შეიძლება მოგვცეს საშუალება, განათლების სამინისტროსთან ერთად, ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება, დავძლიოთ და ეს არ მოგვიწიოს. ესეც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერმა.

აკადემიური წლის გამოცხადება რომ საჭირო აღარ იქნება, მთავრობის ადმინისტრაციაში  გამართულ ბრიფინგზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმაც დაადასტურა.

„ტელესკოლა და ონლაინ ფორმატი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვვაში არ ჩავარდება. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჩარჩო დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დასაძლევად, განათლების მიმართულებით, საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში.

ამ დოკუმენტში დეტალურადაა განხილული ყველა ის ღონისძიება, რაც გატარებულია საქართველოში განათლების სამინისტროს მიერ და განსაკუთრებით არის გამოყოფილი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს, საქართველოს პირველ არხთან ერთად, -პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა, რადგან პროექტი განკუთვნილია ყველასთვის.

ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული დისტანციური სწავლების ღონისძიებებიც, კერძოდ, ის პროგრამები, რომელიც სკოლების მიერ არის გამოყენებული დისტანციური სწავლებისთვის“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ამ ეტაპზე, ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატის ან თარიღის ცვლილების საკითხი არ განიხილება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით, გახანგრძლივებულია ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა და, „ტელესკოლის“ პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით,  წამყვანი სპეციალისტებისგან იღებენ კონსულტაციებს.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები