3 ნოემბერი, კვირა, 2024

აი, ასე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლო მინ­და! 17 წლის მარიამის გზავ­ნი­ლი მთი­დან

spot_img
სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მთის რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა­ზე აისა­ხე­ბა. პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვას მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვა სჭირ­დე­ბა.
17 წლის მა­რი­ა­მი ჭუ­ბე­რის ხე­ო­ბის მკვიდ­რია. ყო­ველ­დღი­უ­რად ცდი­ლობს, რა­ი­მე წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს მშობ­ლი­უ­რი სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. რო­გო­რია მთა­ში მცხოვ­რე­ბი მო­ზარ­დე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა — ამის შე­სა­ხებ მა­რი­ა­მ ანსიანი თა­ვად გვი­ამ­ბობს.

ცო­ტა რამ ჩემ შე­სა­ხებ

მთის საზღ­ვ­რის­პი­რა სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნას­თ­ვის უდი­დე­სი სტი­მუ­ლია, თქვე­ნი გა­ზე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით რომ მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ვი­სა­უბ­რო და მთი­დან ხმა მი­ვაწ­ვ­დი­ნო ბარ­ში მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას — რო­გო­რია მთის ბავ­შ­ვე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, რა პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვთ აქ ახალ­გაზ­რ­დებს, მო­ზარ­დებს, რამ­დე­ნად ახერ­ხე­ბენ ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, აქვთ თუ არა სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნონ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მო­ახ­დი­ნონ იდე­ების დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა, რო­გო­რია მა­თი გა­რე­მო-პი­რო­ბე­ბი, და სა­ერ­თოდ, რა უჭირთ ან რა უხა­რი­ათ…

მე ვარ მა­რი­ამ ან­სი­ა­ნი, 17 წლის, სვა­ნე­თი­დან. ვსწავ­ლობ ჭუ­ბე­რის სა­ჯა­რო სკო­ლის XII კლას­ში. ვარ აბი­ტუ­რი­ენ­ტი, კა­ლიგ­რა­ფი, ვქარ­გავ, ვთა­მა­შობ ფრენ­ბურთს, მა­გი­დის ჩოგ­ბურთს, ვარ ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბ­ლის „ნენ­ს­კ­რა“ სო­ლის­ტი, ვგა­ლობ ტა­ძარ­ში, გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვარ ფო­ტოგ­რა­ფი­ით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მაქვს ჩე­მი ფო­ტოგ­რა­ფი­ის გვერ­დი — mariamy’s photography. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თო სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებ­ში, რაც ხელს შე­უწყობს ჩე­მი თე­მი­სა და ახალ­გაზ­რ­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

ჩე­მი სკო­ლა

ჭუ­ბე­რის სა­ჯა­რო სკო­ლა დი­დი ის­ტო­რი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია. დაწყე­ბი­თი სკო­ლა 1912 წელს და­არ­ს­და. 1953 წელს კი, პე­და­გო­გე­ბის დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვით, სა­შუ­ა­ლო სკო­ლად გა­და­კეთ­და. 1993 წელს, აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ, სკო­ლა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად ყვე­ლა­ფე­რი გა­ნად­გურ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ომის პე­რი­ოდ­ში სკო­ლის შე­ნო­ბას თა­ვი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლებ­მა შე­ა­ფა­რეს. სი­ცი­ვის და არა­ხელ­საყ­რე­ლი საცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­მო, იძუ­ლე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ, და­ეწ­ვათ ყვე­ლა­ფე­რი, რაც კი ხელთ მოხ­ვ­დე­ბო­დათ. გა­ნად­გურ­და სკო­ლის მდი­და­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა, ქი­მი­ი­სა და ფი­ზი­კის სას­კო­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, და­იწ­ვა ხის კარ-ფან­ჯა­რა, დარ­ჩა მხო­ლოდ სკო­ლის შე­უ­ლე­სა­ვი კედ­ლე­ბი. პე­და­გოგ­თა დღე­ვან­დელ­მა შე­მად­გენ­ლო­ბამ, ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­დან და­იწყო სკო­ლის შე­ნე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ გვაქვს კე­თილ­მოწყო­ბი­ლი სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი, არ არ­სე­ბობს გა­სახ­დე­ლი ოთა­ხი და სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი, ჩვე­ნი სკო­ლის ვაჟ ფრენ­ბურ­თელ­თა გუნ­დ­მა ფრენ­ბურ­თის სას­კო­ლო სპორ­ტულ ოლიმ­პი­ა­და­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. გო­გო­ნა­თა გუნ­დ­მა კი ამა­ვე სა­ხე­ო­ბა­ში, რა­ი­ო­ნის მას­შ­ტა­ბით, მო­ი­პო­ვა გა­მარ­ჯ­ვე­ბა. ფრენ­ბურ­თ­ში მსგავ­სი მას­შ­ტა­ბუ­რი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს. ჩვენ­თ­ვის, ერ­თი პა­ტა­რა საზღ­ვ­რის­პი­რა სოფ­ლის­თ­ვის, ეს წარ­მა­ტე­ბა ძა­ლი­ან ბევრს ნიშ­ნავს.

სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბ­ლი „ნენ­ს­კ­რა“, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით მო­ნა­წი­ლე­ობს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი სა­გუნ­დო კო­ლექ­ტი­ვე­ბის ეროვ­ნულ კონ­კურ­სებ­ში.

2013 წელს, სკო­ლა­ში, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­სა და ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ცენ­ტ­რის მხარ­და­ჭე­რით, გა­იხ­ს­ნა კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი სტუ­დია. ჩვე­ნი სკო­ლის კა­ლიგ­რა­ფე­ბი ყო­ველ­წ­ლი­ურ კა­ლიგ­რა­ფი­ულ კონ­კურ­სებ­ში იმარ­ჯ­ვე­ბენ. ბო­ლო ორი წე­ლია, ჩვე­ნი სკო­ლის კა­ლიგ­რა­ფი თა­მარ გად­რა­ნი პირ­ვე­ლო­ბას არა­ვის უთ­მობს.

2014 წელს, „ეტა­ლო­ნის“ გამარჯვებული ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე ირაკლი აფრასიძე გახდა; 2018 წელს, „ეტა­ლო­ნის“ რა­ი­ო­ნულ ტურ­ზე ბეთქილ რეზესიძემ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა, ასე­ვე საპ­რი­ზო ად­გი­ლები და­ვი­კა­ვეთ მე და სესილი ჩხვიმიანმა.

ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლე­ბი

მას­წავ­ლებ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე სკო­ლის თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბა მოწ­მობს. სკო­ლა­ში ძა­ლი­ან ჭირს ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ბო­ლო წლე­ბია, პროგ­რა­მის „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ მხარ­და­ჭე­რით, მა­თე­მა­ტი­კა­ში მოწ­ვე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გვყავს და ახ­ლაც ვე­ლო­დე­ბით. სამ­წუ­ხა­როა, რომ სკო­ლა­ში არ არ­სე­ბობს ქი­მი­ის, ფი­ზი­კის და ბი­ო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი. არ გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩა­ვა­ტა­როთ ცდე­ბი და თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა პრაქ­ტი­კა­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. სწო­რედ ეს არის იმის მი­ზე­ზი, რომ ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ნაკ­ლე­ბია.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა

სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი სე­რი­ო­ზულ დახ­ვე­წას სა­ჭი­რო­ებს, რა­თა მოს­წავ­ლემ სწო­რად და­ლა­გე­ბუ­ლი ქრო­ნო­ლო­გი­ით შეძ­ლოს თე­მის შეს­წავ­ლა არა მხო­ლოდ ტექ­ს­ტობ­რი­ვი მა­სა­ლით, არა­მედ ეპო­ქა­ლუ­რად. აუცი­ლე­ბე­ლია, პე­და­გოგ­თა ხში­რი დატ­რე­ნინ­გე­ბა, რო­გორ­მე თა­ვი რომ და­ვაღ­წი­ოთ რე­პე­ტი­ტორ­თა ინ­ს­ტი­ტუტს და სკო­ლამ თა­ვი­სი ფუნ­ქ­ცია და­იბ­რუ­ნოს — მოს­წავ­ლეს იმ დო­ნის გა­ნათ­ლე­ბა მის­ცეს, რომ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შე ჩაირიცხოს. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ჩვე­ნი სკო­ლის არც ერ­თი მოს­წავ­ლე, და­მა­ტე­ბით, არას­დ­როს მომ­ზა­დე­ბუ­ლა ქა­ლაქ­ში და სა­უ­კე­თე­სო ქუ­ლე­ბით, სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტე­ბით ირიცხე­ბი­ან უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში. სა­სურ­ვე­ლია, ქარ­თუ­ლი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და­ი­ნერ­გოს ევ­რო­პუ­ლი სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დი და გა­მოც­დი­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად ფი­ნუ­რი, ინ­გ­ლი­სუ­რი, ნი­დერ­ლან­დუ­რი ან სხვ.

მთის ახალ­გაზ­რ­დე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა

მთის ახალ­გაზ­რ­დებს არ აქვთ მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მო. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტა­ლან­ტი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. სოფ­ლის ახალ­გაზ­რ­დებს არ აქვთ იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნონ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უმ­რავ­ლე­სო­ბა ტო­ვებს სო­ფელს და ამ და­ნაკ­ლი­სის შევ­სე­ბას ქა­ლა­ქად ცდი­ლობს. სო­ფელ­ში არ არ­სე­ბობს სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი, შე­მეც­ნე­ბით-გა­სარ­თო­ბი თუ ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ცენ­ტ­რე­ბი, სა­დაც ისი­ნი შეძ­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლას, შე­ეჩ­ვე­ვი­ან დე­ბა­ტებს, დის­კუ­სი­ებს, ის­წავ­ლი­ან ერ­თ­მა­ნე­თის აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მას, გა­ნუ­ვი­თარ­დე­ბათ მოს­მე­ნის კულ­ტუ­რა, გა­ი­აზ­რე­ბენ სა­კუ­თარ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, თავს ერ­თი მთლი­ა­ნი სო­ცი­უ­მის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იგ­რ­ძ­ნო­ბენ და გახ­დე­ბი­ან და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი. თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში, ამ აუცი­ლე­ბე­ლი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბა ახალ­გაზ­რ­დებ­ში არა­სულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პ­ლექსს იწ­ვევს. ზაფხუ­ლის არ­და­დე­გებ­ზე, რო­დე­საც თბი­ლი­სი­დან ჩე­მი ნა­თე­სა­ვე­ბი ჩა­მო­დი­ან, ამ­ბო­ბენ, რომ ცეკ­ვის წრე­ზე, ტან­ვარ­ჯიშ­ზე, ჭად­რაკ­ზე, რაგ­ბი­ზე და ა.შ.   და­დი­ან. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, მე­კითხე­ბოდ­ნენ შენ რას შვე­ბიო? უხერ­ხუ­ლო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა მიპყ­რობ­და, მო­ბუ­სუ­ლი ვპა­სუ­ხობ­დი მათ შე­კითხ­ვას. მიჩ­ნ­დე­ბო­და კითხ­ვა, რა­ტომ არ იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თან? ვფიქ­რობ­დი, მეც მათ­სა­ვით წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, მსგავ­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ მქო­ნო­და? ამის გა­მო, პა­ტა­რა­ო­ბი­სას, არ მინ­დო­და სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა და მოწყე­ნი­ლი ვი­ჯე­ქი ხოლ­მე, ვფიქ­რობ, ეს დე­ფი­ცი­ტი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ბა­რი­ე­რი მა­ინც იქ­ნე­ბა.

ბუ­ლინ­გი

ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო, არა მარ­ტო მთის ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, არა­მედ ზო­გა­დად, ახალ­გაზ­რ­დებ­ში არის ბუ­ლინ­გი. ბუ­ლინ­გის გა­მომ­წ­ვე­ვი ერთ-ერ­თი ფაქ­ტო­რი სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რ­ცის არარ­სე­ბო­ბაა. ყვე­ლა­ნი ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში ყვე­ლა მო­ზარ­დი ცდი­ლობს თვით­დამ­კ­ვიდ­რე­ბას და თუ­კი მას არ აქვს სა­სურ­ვე­ლი გა­რე­მო, სა­დაც და­ხარ­ჯავს ენერ­გი­ას, მი­აღ­წევს წარ­მა­ტე­ბას, მი­ე­ცე­მა ცხოვ­რე­ბის ხა­ლი­სი, მა­შინ თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბის­თ­ვის უხეშ ფორ­მას მი­მარ­თავს — უმ­ც­რო­სე­ბის თუ თა­ნა­ტო­ლე­ბის ჩაგ­ვ­რას, აგ­რე­სი­ას, და­ცინ­ვას… ამით ავ­ტო­რი­ტე­ტის და პო­პუ­ლა­რო­ბის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლობს. არის კი­დევ ერ­თი პრობ­ლე­მა, რომ­ლის აღ­მოფხ­ვ­რა­საც სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და შე­უწყოს ხე­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა ახალ­გაზ­რ­დას არ აქვს ერ­თ­ნა­ი­რი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ოჯახს არ შეს­წევს ძა­ლა მო­ზარ­დის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უწყოს ხე­ლი, რის გა­მოც ბავ­შ­ვი იჩაგ­რე­ბა და უქ­რე­ბა მო­ტი­ვა­ცია. სა­ხელ­მ­წი­ფომ თა­ნაბ­რად უნ­და იზ­რუ­ნოს ყვე­ლა სკო­ლი­სა თუ თე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რა­თა მო­ზარ­დი იმის გა­მო არ და­ი­ჩაგ­როს, რომ ის ღა­რი­ბია!

წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი

პირ­ვე­ლი, რაც მახ­სენ­დე­ბა ეს ჩე­მი დე­ბი­უ­ტია. სვა­ნე­თის ახალ­გაზ­რ­დულ­მა იდე­ამ, რო­მელ­საც „ევ­რო­პის ფონ­დი“ აფი­ნან­სებს, პრო­ექ­ტე­ბის წე­რის კონ­კურ­სი გა­მო­აცხა­და. მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რად­გან მინ­დო­და სა­ქა­არ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნებს, ჩემს კლა­სე­ლებს დავ­ხ­მა­რე­ბო­დი და სტი­მუ­ლი მი­მე­ცა მათ­თ­ვის. ჩემ­მა პრო­ექ­ტ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვა. მი­ვი­ღე თა­ნა­დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი „ნენ­სკ­რა ჰიდ­რო“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, სკო­ლას შევ­ძი­ნე სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი, ჩა­ვა­ტა­რეთ ტრე­ნინ­გი და სე­მი­ნა­რი ნარ­კო­ტი­კის, ალ­კო­ჰო­ლის და თამ­ბა­ქოს მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, გავ­მარ­თეთ შე­ჯიბ­რე­ბე­ბი სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბებ­ში, მო­ვიწ­ვიე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლე­ბი. და­ბო­ლოს, პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მო­ნა­პო­ვა­რი — აღ­ვად­გი­ნე ყვე­ლა ის ძვე­ლი სვა­ნუ­რი თა­მა­შო­ბე­ბი, რო­მელ­საც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი თა­მა­შობ­დ­ნენ. მო­ვაწყ­ვე სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბა, იმის გა­მო­ძა­ხი­ლად, რომ მი­უ­ხე­და­ვად დღე­ვან­დე­ლი აქ­ტი­უ­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბე­ბი­სა, ჩვენ არ ვი­ვიწყებთ წარ­სულს და პა­ტივს ვცემთ მას.

ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ევ­რო­პის აკა­დე­მი­უ­რი ცენ­ტ­რის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ პრო­ექ­ტ­ში „ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მო­დე­ლი­რე­ბა — 2018“. მსგავ­სი ტი­პის კონ­კურ­სებ­ში ეს ჩე­მი პირ­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იყო, წარ­მა­ტე­ბით ვი­ას­პა­რე­ზე და კო­მი­ტე­ტის სამ სა­უ­კე­თე­სო დე­ლე­გატს შო­რის დავ­სა­ხელ­დი. პრო­ექ­ტ­ში „გა­ა­ცა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­პას“, მარ­თა­ლია, ვერ გა­ვი­მარ­ჯ­ვე, სტრას­ბურ­გამ­დე სულ რა­ღაც 0.4 ქუ­ლა და­მაკ­ლ­და, მაგ­რამ გავ­ხ­დი ევ­რო­პის აკა­დე­მი­უ­რი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის, ეთერ სა­ნა­ი­ა­სა და დარ­ბა­ზის სიმ­პა­თია. დავ­ჯილ­დოვ­დი 500-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რით ბა­კუ­რი­ა­ნის პრო­ფე­სი­ულ ბა­ნაკ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის. მი­უ­ხე­და­ვად ვერ­გა­მარ­ჯ­ვე­ბი­სა, ჩემ­თ­ვის ეს კონ­კურ­სი იყო სა­უ­კე­თე­სო, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვა­ცა­ნი, თუ რა სიძ­ვე­ლე­ე­ებს ინა­ხავს სვა­ნე­თი არა მარ­ტო ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლად, არა­მედ სა­მარ­თ­ლის მხრი­ვაც და რო­გო­რი იყო აქ ქა­ლის უფ­ლე­ბე­ბი. მოხ­სე­ნე­ბა სვა­ნურ სა­მე­დი­ა­ტო­რო სა­სა­მარ­თ­ლო­ზე გა­ვა­კე­თე, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ მხო­ლოდ სვა­ნეთ­ში გვხვდე­ბიან ქა­ლი მე­დი­ა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უდი­დე­სი ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­დ­ნენ. ისი­ნი აგ­ვა­რებ­დ­ნენ ისეთ მძი­მე და­ნა­შა­ულს, რო­გო­რიც სის­ხ­ლის აღე­ბაა. სვა­ნეთ­ში ქა­ლის უფ­ლე­ბე­ბი არას­დ­როს იყო მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი (და თუ იყო რა­ი­მე, ამას თა­ვი­სი ახ­ს­ნა ჰქონდა). ზო­გა­დად, ქა­ლის კულ­ტის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს ის ფაქ­ტიც, რომ მზის ღმერ­თია „ლი­ლე“, რომ­ლის სა­დი­დებ­ლად, ჯერ კი­დევ ქრის­ტი­ა­ნო­ბამ­დე, სიმ­ღე­რა-სა­გა­ლო­ბე­ლი და­ი­წე­რა. მი­უ­ხე­და­ვად მას­ში არ­სე­ბუ­ლი წარ­მარ­თუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი­სა, სიმ­ღე­რა დღემ­დე შე­მორ­ჩა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს არა­ფორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ პრო­ექ­ტ­ში „სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა სა­მი­ტი“ გა­მორ­ჩე­ულ დე­ლე­გა­ტად დავ­სა­ხელ­დი და უამ­რა­ვი სა­ჩუ­ქა­რი და ვა­უ­ჩე­რი მი­ვი­ღე. ფი­ზი­კის ოლიმ­პი­ა­და­ში „არ­ქი­მე­დეს თა­სი“ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი მქონ­და.

ჩვე­ნი ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბ­ლი „ნენ­ს­კ­რა“ სა­გუნ­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და — სვა­ნუ­რი ფერ­ხუ­ლის „თა­მარ დე­დო­ფა­ლი“ ერთ-ერ­თი სო­ლის­ტი ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლი-მე­ო­რე ად­გი­ლე­ბი და­ვი­კა­ვეთ.

2019 წლის 7 ივ­ნისს, და­მო­უ­კი­დე­ბელ ბავ­შ­ვ­თა და სტუ­დენ­ტ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნილ პრო­ექ­ტ­ში „გა­ი­ცა­ნი მსოფ­ლიო და გა­ნა­ვი­თა­რე შე­ნი რე­გი­ო­ნი“, წარ­ვად­გი­ნე თე­მა „ტუ­რიზ­მი ჭუ­ბერ­ში“(ფო­ტო­მა­სა­ლით), გა­ვი­მარ­ჯ­ვე და 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით გა­ვემ­გ­ზავ­რე კა­ბა­დო­კი­ა­ში და გად­მო­მე­ცა 2000-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი, გა­ნათ­ლე­ბის აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში.

ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ რე­პორ­ტაჟ­ში, რო­მე­ლიც ჭუ­ბერ­ში ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას მი­ეძღ­ვ­ნა. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და არა იმი­ტომ, რომ ტე­ლე­ვი­ზორ­ში გა­მოვ­ჩ­ნ­დი, არა­მედ ჩე­მი სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის წინ­გა­დად­გ­მულ ერთ პა­ტა­რა ნა­ბიჯ­ში მეც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი.

რად­გან ჩე­მი სოფ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ დგას ნაგ­ვის ბუნ­კე­რე­ბი (ნა­გა­ვი იყ­რე­ბა მდი­ნა­რე­ში, სა­დაც წი­თელ წიგ­ნ­ში შე­ტა­ნი­ლი წი­თელ­წინ­წ­კ­ლე­ბა კალ­მა­ხი ბი­ნად­რობს), დავ­წე­რე პრო­ექ­ტი ნაგ­ვის ურ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვე­ლო­დე­ბი პა­სუხს.

ჩე­მი სო­ფე­ლი – ჭუ­ბე­რი

ჭუ­ბე­რი ვი­ღა­ცის­თ­ვის უბ­რა­ლოდ ლა­მა­ზი სო­ფე­ლია, ვი­ღა­ცის­თ­ვის – სუფ­თა ჰა­ე­რი, ვის­თ­ვის -სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ად­გი­ლი, მაღ­ლა მთებ­ში აზი­დუ­ლი ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბა თა­ვი­სი მკაც­რი უნი­კა­ლუ­რი კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბით… ჩემ­თ­ვის კი ჭუ­ბე­რი ყვე­ლა­ფე­რია.

ჭუ­ბე­რი უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი სო­ფე­ლია. ადა­მი­ა­ნის გა­ჩე­ნის კვა­ლი ძვ.წ III-II ათას­წ­ლე­უ­ლე­ბი­დან იღებს სა­თა­ვეს. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლა, ად­რე­უ­ლი ან­ტი­კუ­რი ხა­ნი­დან, ყვე­ლა ეპო­ქის მო­სახ­ლე­ო­ბის ბი­ნად­რო­ბას ადას­ტუ­რებს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, V სა­უ­კუ­ნი­დან XIX სა­უ­კუ­ნემ­დე ჭუ­ბე­რი და­უ­სახ­ლე­ბე­ლია. დღე­საც არ არის ახ­ს­ნი­ლი თუ რა­ტომ აიყა­რა მო­სახ­ლე­ო­ბა. არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ ამის მი­ზე­ზი ბი­ზან­ტი­ა­სა და ირანს შო­რის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სის­ხ­ლის­მ­ღ­ვ­რე­ლი ბრძო­ლე­ბი იყო, ჭუ­ბე­რის უღელ­ტე­ხი­ლებ­ზე ბა­ტო­ნო­ბი­სათ­ვის. ჭუ­ბე­რი, მთელ სვა­ნეთ­ში ყვე­ლა­ზე სტრა­ტე­გი­უ­ლი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს საზღ­ვ­რი­დან პირ­ვე­ლი სო­ფე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით აუცი­ლე­ბე­ლია მას­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა.

„ტუ­რიზ­მი სვა­ნეთ­ში“ და ყვე­ლას ახ­სენ­დე­ბა მეს­ტია, უშ­გუ­ლი და მი­სი მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი, კოშ­კე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­თ­ლაც თა­ნაბ­რად აკ­ვირ­ვებს ად­გი­ლობ­რივ­საც და ტუ­რის­ტ­საც, მაგ­რამ გა­ნა არ არ­სე­ბობს სვა­ნეთ­ში სხვა სოფ­ლე­ბი, გა­ნა მათ არა­ნა­ი­რი პერ­ს­პექ­ტი­ვა არ გა­აჩ­ნი­ათ?! ჭუ­ბე­რი ერთ-ერ­თი სო­ფე­ლია, სა­დაც ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის კო­ლო­სა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლია. რა თქმა უნ­და, თუ სა­ხელ­მ­წი­ფო სწო­რად შე­ა­ფა­სებს ად­გი­ლობ­რივ რე­სურსს და მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნებს.

ეკო­ტუ­რიზ­მი

ეკო­ტუ­რიზ­მი შე­და­რე­ბით ახა­ლი დარ­გია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტუ­რიზ­მის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ნაკ­ლებ კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბას მო­ითხოვს, და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ზე, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მცი­რე ჯგუ­ფებ­ზე და დიდ მო­გე­ბა­ზე. ეკო­ტუ­რის­ტე­ბი ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, რი­სი გა­მო­მუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც ჩვენს სო­ფელს აქვს. იგი­ვე ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი სკო­ლის კა­ლიგ­რა­ფე­ბი ვას­რუ­ლებთ, ასე­ვე გვყავს ხე­ზე კვე­თის სა­უ­კე­თე­სო ოს­ტა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ტუ­რის­ტებს ნა­წარმს შეს­თა­ვა­ზე­ბენ და შე­იქ­მ­ნე­ბა მცი­რე ბაზ­რე­ბი. ჭუ­ბერ­ში ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ეკო და აგ­რო­ტუ­რიზ­მი, რად­გან ტუ­რის­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, ტყის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი არი­ან. ჭუ­ბე­რი გა­მო­ირ­ჩე­ვა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ბუ­ნე­ბით, მი­სი ტე­რი­ტო­რი­ის, და­ახ­ლო­ე­ბით, 15100 ჰექ­ტა­რი ტყეს უკა­ვია, ის აერ­თი­ა­ნებს 230-მდე სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბის მცე­ნა­რეს, მათ შო­რის რე­ლიქ­ტურ­სა და გამ­ყინ­ვა­რე­ბის პე­რი­ო­დის მცე­ნა­რე­ებ­საც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჭუ­ბერ­ში მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბი არ არის, ჩვე­ნი მი­წა უძ­ვე­ლეს ის­ტო­რი­ას ინა­ხავს. არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გათხ­რე­ბის შე­დე­გად, სოფ. ლა­რი­ლარ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ძვ.წთ.აღ.მდე   VI-V სა­უ­კუ­ნე­ე­ბით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი კრე­მა­ცი­უ­ლი სა­მა­რო­ვა­ნი, მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქუ­რე­ბი, ალექ­სან­დ­რე მა­კე­დო­ნე­ლი­სა და ლი­სი­მა­ქეს სტა­ტე­რე­ბის (მო­ნე­ტე­ბის) ად­გი­ლობ­რი­ვი მი­ნა­ბა­ძე­ბი, სო­ფელ ზე­მო მარ­ღის სა­გუ­შა­გო სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კოშ­კე­ბი, სო­ფელ ლა­ხამ­ში — ად­რებ­რინ­ჯა­ოს ხა­ნის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქუ­რე­ბი. ასე­ვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია და­ქა­ნე­ბუ­ლი ცუ­ლე­ბი, საფხე­კე­ბი, მი­წის და­მუ­შა­ვე­ბის იარა­ღე­ბი, ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მეს­ტი­ის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა. ტუ­რის­ტებს ეს სფე­რო გან­სა­კუთ­რე­ბით იზი­დავს.

ჭუ­ბერ­ში არა­ერ­თი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტია. მა­თი ხილ­ვი­სას, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, და­გე­უფ­ლე­ბათ გა­სა­ო­ცა­რი გან­ც­და, რო­მელ­საც ვე­რა­სო­დეს და­ი­ვიწყებთ (არ­სე­ბობს ჭუ­ბე­რის ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დი „ჭუ­ბე­რი-chuberi“, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ და­ათ­ვა­ლი­ე­როთ ჯერ კი­დევ აღ­მო­უ­ჩე­ნე­ლი სა­მოთხე). სამ­წუ­ხა­როა, რომ არც ერთ ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ში ჭუ­ბერ­ზე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ დევს, და­ახ­ლო­ე­ბით ათამ­დე ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტი­დან მხო­ლოდ ერ­თია მარ­კი­რე­ბუ­ლი. ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა ხომ პირ­და­პირ კავ­შირ­შია ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას­თან — თუ ჭუ­ბე­რის მო­სახ­ლე­ო­ბას უფ­რო მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კა ექ­ნე­ბა, ეს ხომ სა­ხელ­მ­წი­ფო­ზეც აისა­ხე­ბა. ამ პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად აუცი­ლე­ბე­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს მაქ­სი­მა­ლუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა.

მო­მა­ვა­ლი, რო­მე­ლიც მინ­და მქონ­დეს

მე ერ­თი რამ ვი­ცი, ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნო და მო­ვახ­მა­რო ჩემს სა­ხელ­მ­წი­ფოს. მინ­და ვიცხოვ­რო ისე, რო­გორც ცხოვ­რობ­დ­ნენ ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. არ მინ­და ჩემ­ზე თქვან: „მოკ­ვ­და ლუ­არ­სა­ბი ისე, რო­გორც იხო­ცე­ბი­ან ბევ­რ­ნი ჩვენ­გან­ნი, რო­მელ­ნიც არც თა­ვის სი­ცოცხ­ლით უმა­ტე­ბენ რას­მეს ქვე­ყა­ნას და არც თა­ვის სიკ­ვ­დი­ლით აკ­ლე­ბენ“ . მინ­და ჩა­ვა­ბა­რო თსუ-ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. დღეს­დღე­ო­ბით, ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო ძა­ლას კარ­გი დიპ­ლო­მა­ტია წარ­მო­ად­გენს, მყა­რი ეკო­ნო­მი­კა და ძლი­ე­რი სამ­ხედ­რო ძა­ლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩე­მი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი მაქვს.

გზავ­ნი­ლი მთი­დან

თუ ჩე­მი ხმა მთი­დან ბარ­ში მი­აღ­წევს, მინ­და ვთქვა, რომ მსურს, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მა თუ ყვე­ლა პრო­ექ­ტი თა­ნაბ­რად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყოს ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის. ჩვე­ნი საზ­რუ­ნა­ვი ის უნ­და იყოს, რომ რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და გა­რე­მოც აქვთ ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რ­დებს, მეტ­ნაკ­ლე­ბად, სო­ფელ­ში მცხოვ­რებ­თათ­ვი­საც შე­იქ­მ­ნას, რად­გან არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბამ მო­ზარ­დი სამ­წუ­ხა­რო შე­დე­გე­ბამ­დე არ მიიყ­ვა­ნოს.

თუ ეს გა­თა­ნაბ­რე­ბა არ მოხ­დე­ბა, გვე­ყო­ლე­ბა ისე­თი თა­ო­ბა, რო­მელ­საც არ სჯე­რა სა­კუ­თა­რი თა­ვის, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, ვერ იბ­რ­ძ­ვის პროგ­რე­სის­თ­ვის, ამის ძა­ლა არ შეს­წევს და არც უნა­რი. ახალ­გაზ­რ­დე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფოს ხერ­ხე­მა­ლია და ჩვე­ნი ამო­ცა­ნა სწო­რედ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე ახალ­გაზ­რ­დე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა უნ­და იყოს, რი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ თა­ნას­წო­რი გან­მა­ნათ­ლებ­ლო­ბით.

ოც­ნე­ბა

დღეს მიკ­ვირს, მაგ­რამ ბავ­შ­ვო­ბა­ში არა­სო­დეს მი­ოც­ნე­ბია. ბუ­ნე­ბით მე­ოც­ნე­ბე არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ, სურ­ვი­ლის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვას ვი­სა­ხავ­დი მიზ­ნად.

დღეს კი მაქვს ოც­ნე­ბა და სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს სა­ოც­ნე­ბოა! მინდა, ისეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში   ვიცხოვ­რო, სა­დაც იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბა, არ იქ­ნე­ბა შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი, კო­რუფ­ცია, არ იარ­სე­ბებს ნე­პო­ტიზ­მი და ადა­მი­ა­ნებს გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნა­ბა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა. ვოც­ნე­ბობ, ის რე­სურ­სი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რ­დებ­შია, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას მოხ­მარ­დეს. ბევრს ვითხოვ, თუმ­ცა ჩვენ გვაქვს ამის პო­ტენ­ცი­ა­ლი და ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. აი, ასე­თი სა­ქარ­თ­ვე­ლო მინ­და!

ესაუბრა მა­კა ყი­ფი­ანი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები