27 ივლისი, შაბათი, 2024

ათეულთა კლუბის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

spot_img

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. საბჭოს მიზანია უზრუნველყოს ათეულთა კლუბის ფარგლებში სხვადასხვა პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და კოორდინირება. ასევე, საჭიროებისამებრ ათეულთა კლუბის სახელით ითანამშრომლოს ეროვნული ჯილდოს საორგანიზაციო ჯგუფთან და სხვა მესამე პირებთან.

ათეულთა კლუბის საკოორდინაციო საბჭო შედგება 6 წევრისგან, რომელთა შერჩევა მოხდა კენჭისყრით, თითოეული წლის საუკეთესო ათეულის შემადგენლობიდან. საბჭოს, ასევე, ჰყავს საბჭოს წევრების მიერ 2 წლის ვადით არჩეული თავმჯდომარე, რომელიც გაუძღვება საბჭოს სამუშაო შეხვედრებს და უზრუნველყოფს მიღებული გადაწყვეტილებების ზედამხედველობას.

⇑⇓ ათეულთა კლუბის საკოორდინაციო საბჭოს წევრები არიან:

2017 წელითინათინ ზარდიაშვილი, ქ. თბილისის N143 სკოლის ქიმია და ფიზიკის მასწავლებელი;

2018 წელითემურ სუყაშვილი, ქალაქ მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების/მოქალაქეობის მენტორი მასწავლებელი;

2019 წელიგიორგი ჭაუჭიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძველი ქვეშის ქართული ენის მასწავლებელი;

2020 წელიანა კინწურაშვილი, ქ. თბილისის, კერძო სკოლის „ქორალი“ – მათემატიკის მასწავლებელი;

2021 წელიქეთევან სეფიაშვილი, ქ. თბილისის N10 და N108 სკოლების ფიზიკის მენტორი მასწავლებელი;

⇑⇓ ათეულთა კლუბის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე:

2022 წელიმიმოზა ღოლიჯაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო და გორის მეცნიერებათა სკოლის სამოქალაქო განათლების, მოქალაქეობის მენტორი მასწავლებელი.

2018 წელს ჯილდოს ფინალისტების ინიციატივითა და განათლების კოალიციის მხარდაჭერით, შეიქმნა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბი, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პროგრესული პედაგოგიური პრაქტიკის გავრცელებას. ათეულთა კლუბი მუშაობს როგორც შიდა ქსელის გაძლიერების, ასევე მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარებისა და სასკოლო საზოგადოების გაძლიერებისთვის.

ათეულთა კლუბი აერთიანებს 70 მასწავლებელს (2023 წელი).

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები