23 მაისი, ხუთშაბათი, 2024

ავტორიზაციის სტანდარტის პირველი კრიტერიუმი

spot_img
ნატა შოთაძე
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის 2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი, დირექტორთა გამოცდის კონკურსანტი

 

 

⇒ სკოლის ფილოსოფია

1) სკოლის მისია

2) ხედვა

3) ღირებულებები

) სკოლის მისია:

სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისთვის პოზიტიური, განმავითარებელი და უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც თითოეული ჩვენგანისთვის წარმატების თანაბარ შანსს უზრუნველყოფს.

მისიის განსახორციელებლად სკოლა ისახავს მიზნებს: იყოს ხარისხზე ორიენტირებული, ეროვნულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაყრდნობილი სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულება, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა მოქალაქეებს მისცემს საფუძვლიან ზოგად განათლებას, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის უნარს, გახდის კონკურენტუნარიანებს, აუმაღლებს სამოქალაქო ცნობიერებას, აღზრდის თითოეულ მათგანს ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ.

) ხედვა:

სკოლა უნდა გახდეს წამყვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, შესაბამისი განათლების მიმწოდებელთა შორის.

ამ მიზნით, ძირითადი მიმართულებები იქნება:

ა) ესგ-ს შესაბამისად, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, სწავლა-სწავლების ახალი მეთოდების დანერგვაზე მუდმივი ზრუნვა და ცოდნის კონსტრუირებით ახალგაზრდეში თვითმყოფადობის, დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების გამომუშავება, რაც ხელს შეუწყობს მათ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად და წარმატებულ პირებდ ჩამოყალიბებას;

ბ) სკოლის ყველა თანამშრომლის ზრუნვა ბავშვის ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულფასოვან წევრად;

გ) ყველა პედაგოგს კარგად ესმის, რომ არ არსებობს სწორხაზოვანი სწავლება, რადგან ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუაური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს, რომ დაინახოს თითოეული ბავშვის განვითარების პროგრესი, თანადგომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულითა და ერთგულებით.

) ღირებულებები: თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა, პასუხისმგებლობა, ერთგულება, სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, პატრიოტიზმი, ტოლერანტობა.

ამ ღირებულებების ჩამოყალიბებას სკოლა შეძლებს, თუ:

ა) სასკოლო საზოგადოება გააცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას, იქნება შედეგზე ორიენტირებული;

ბ) სკოლა დანერგავს ინოვაციურ მეთოდებს, გაითვალისწინებს წარსულ გამოცდილებას, იზრუნებს სწავლა-სწავლების ხარისხზე;

გ) სკოლის პერსონალის მუდმივი პროფესიონალიზმი და განვითარება, მუშაობა გუნდურად და კოლეგიალობის დაცვა.

სკოლის დაგეგმვა და განვითარება:

ეს მოიცავს შვიდწლიან სტრატეგიულ გეგმას და ერთწლიან სამოქმედო გეგმას, დაფუძნებულს სტრატეგიულ გეგმაზე.

საგანმანათლებლო ლიდერს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობა სკოლის ეფექტიანად მართვის პროცესში, უნდა გამოყოს პრიორიტეტები სტრატეგიული მიზნებისათვის და შექმნას ამ მიზნების განხორციელების მექანიზმი.

სკოლის სტრატეგიული გეგმა

  • სკოლის ადმინისტრაციული დოკუმენტების დახვეწა და დამტკიცება;
  • სკოლის ავტორიზაციის მოპოვება და მისი შენარჩუნება;
  • საქმიანობების მონიტორინგისა და თვითშეფასების მუდმივმოქმედი ციკლის დანერგვა;
  • მატერიალური და ტექნიკური ბაზის მოწესრიგება;
  • ხარისხის მართვის განყოფილების ჩამოყალიბება და ამოქმედება;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება.

სკოლის განვითარების ერთწლიანი გეგმა

♦ სკოლის ადმინისტრაციული და სასწავლო დოკუმენტაციის განხილვა, ცვლილებების შეტანა და დამტკიცება, სკოლის წესდების, შინაგანაწესისა და სხვა აქტების განახლება, მასწავლებელთა და პერსონალთა ხელშეკრულებების გაფორმება, სასკოლომსასწავლო გეგმის შემუშავება;

♦ ავტორიზაციის მოპოვება და შენარჩუნება;

♦ სკოლის მტერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;

♦ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

♦ საგნობრივი კათედრების ეფექტურად ფუნქციონირების ხელშეწყობა;

♦ სწავლა-სწავლების ხარისხზე ზრუნვა;

♦ მშობელთა ჩართულობის გააქტიურება.

ეს ჩემი, როგორც მომავალი საგანმანათლებლო ლიდერის, ხედვაა კონკრეტული სკოლის ფილოსოფიის, რომელიც, რა თქმა უნდა, მორგებული იქნება იმ სკოლის საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე, სადაც მომიხდება მოღვაწეობა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები