5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ავტორიზაციის პროცესში მხარდაჭერის მიზნით მომსახურება

spot_img

ძვირფასო მეგობრებო, გახშირდა შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს სთავაზობენ ფასიან მომსახურეობას ავტორიზაციის პროცესში მხარდაჭერის მიზნით.

როდესაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებდა ავტორიზაციის განახლებული საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის, ასევე საჯარო სკოლებში განახლებული სტანდარტებით ავტორიზაციის პროცესის დაწყების თაობაზე, იმავდროულად ითავისებდა პასუხისმგებლობას, რომ ახალ სტანდარტების დანერგვის და ავტორიზაციის განხორციელების პროცესში საჯარო და კერძო სკოლებს დასჭირდებოდათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შექმნა კიდეც სათანადო მექანიზმები.

გთხოვთ მიიღოთ ცნობად, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები და უწყებები, მათ შორის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სრულიად უსასყიდლოდ, მესამე პირების ჩართულობის გარეშე ეწევიან ასეთ სერვისებს კერძო და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის და მიგვაჩნია, რომ ეს სერვისები სრულად პასუხობს კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს და საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებებს ავტორიზაციის კონტექსტში.

მსგავსი სერვისები მომავალ წელს კიდევ უფრო ინტენსიურად იქნება მიწოდებული. შესაბამისად, სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურეობის შინაარსზე და ხარისხზე ცენტრი არ იღებს პასუხისმგებლობას.

საჭირო კონსულტაციის და მხარდაჭერის მიღების მიზნით გთხოვთ მიმართოთ ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: generaledu@eqe.ge ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (+995 322) 200 220 (*3599).

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები