16 თებერვალი, კვირა, 2025

ავაზაკები ხიდის თავში 

spot_imgspot_img

განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ლომაია (2004-2007), რომლის პირადი პასუხისმგებლობით დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში, დაანონსებულ ცვლილებებს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ასე გამოეხმაურა.

ავაზაკები ხიდის თავში 

2000-იანი წლების დასაწყისში ჩატარებული ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევების თანახმად, საქართველოში, ყოველწლიურად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მისაღებ გამოცდებზე აღებული ქრთამი 10 მილიონ დოლარს აღემატებოდა და უნივერსიტეტებში „თავისით“, ანუ ფულისა და ნაცნობობის გარეშე, აბიტურიენტთა 20%-ზე ნაკლები ირიცხებოდა. ჩვენ ყველას გვახსოვს, როდის დასრულდა უნივერსიტეტებში ქრთამითა და ჩალიჩით მოწყობის თითქმის ორმოცწლიანი ტრადიცია. ეს 2005 წლის ზაფხულში მოხდა, როდესაც პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა. მაშინ, ჩვენმა საზოგადოებამ, თავისი ისტორიის ეს სამარცხვინო ფურცელი გადაფურცლა. საყოველთაო აღიარებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორც განათლების რეფორმის შემადგენელი ნაწილი, „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი გახდა. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე, მეამაყება იმ გუნდის ლიდერობა, რომელმაც ამ პროექტს ხორცი შეასხა. დღეს, ჩვენი საზოგადოების ამ საერთო მონაპოვარს საფრთხე ემუქრება – კორუფცია მისაღებ გამოცდებზე შეიძლება დაბრუნდეს. ისევე, როგორც ის დაბრუნდა სახელმწიფო მმართველობის სხვა მრავალ სფეროში.

მეტაფორულად, გამოცდები წარმომედგინა, როგორც ორ ქალაქს შორის ჩამომავალ მდინარეზე გადებული ხიდი. ვისაც ერთი ქალაქიდან (სკოლა) მეორეში (უნივერსიტეტი) გადასვლა უნდოდა, ხიდის თავში დაბანაკებული ავაზაკებისთვის ქრთამი უნდა მიეცა. გადაიხდი – გაივლი, ვერ გადაიხდი და დაიჩაგრები. მაშინ, ჩვენ ეს ავაზაკები გავყარეთ, ხიდი შევაკეთეთ, გავანათეთ და გადასვლის ყველა მსურველისთვის ცოდნაზე დაფუძნებული, თანაბარი და სამართლიანი პირობები შევქმენით. დღემდე, ასიათასობით ახალგაზრდამ გაიარა ეს ხიდი, საკუთარი პასუხისმგებლობით, სიბეჯითითა და ცოდნით.

ჩვენ იმთავითვე კარგად გვესმოდა, რომ ხიდის მოწესრიგება, რეფორმის ერთი ნაწილი იყო. ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებელთა მოტივაცია და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა, სკოლების მართვა და თვითმმართველობა, ფიზიკური გარემოს გაუმჯობესება შეადგენდნენ სხვა კომპონენტებს. ყველა ამ მიმართულებით გადაიდგა ნაბიჯები, 2004-2007 წლებში ყველაზე ენერგიულად, შემდგომი 1-2 წელი, ომის გათვალისწინებით, მეტ-ნაკლებად.

მერე, როგორც ხდება ხოლმე, ახალ საქმეს მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. პირველი ილუზია იყო, მეორე – შური. ერთიანი ეროვნული გამოცდების ფენომენალურმა წარმატებამ, ზოგიერთს იმის ილუზია შეუქმნა, რომ განათლების ხარისხის ამაღლება მხოლოდ გამოცდებით იყო შესაძლებელი, რასაც მოჰყვა: „აქ ეს გამოცდა დავამატოთ, იქ ეს გამოვაკლოთ, და ყველაფერი მოსეწრიგდება“. განათლების ხარისხის გაუმჯობესების მარტივი, სწრაფი და იაფი რეცეპტები მართალია მიმზიდველია, თუმცა, როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, წარმატება კომპლექსურ, გრძელვადიან და ფინანსურად უზრუნველყოფილ სტრატეგიებს მოაქვს. სამწუხაროდ, 2010 წლიდან ხელისუფლების პრიორიტეტები შეიცვალა. რეფორმა დაამუხრუჭეს, მისი ზოგიერთი კომპონენტი გააუქმეს, ზოგიერთს მიმართულება დიამეტრულად შეუცვალეს, მაგრამ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა გადარჩა.

რაც შეეხება მეორე მოწინააღმდეგეს, შურს, სამართლიანობისთვის შეიძლება ითქვას, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებს მოშურნეები არც ნაციონალური მოძრაობის დროს აკლდა. 2012 წლის შემდეგ კი, ბრძოლა ამ სისტემის წინააღმდეგ, უკვე პოლიტიკური ანგარიშსწორების და „ნაციონალური მემკვიდრეობის გადმონაშთებთან“ ბრძოლის განუყოფელი ნაწილი გახდა. როგორ ვხედავთ, აქაც ნაცად ხერხს იყენებენ – შემოაგდე თემა, მოსინჯე საზოგადოების რეაქცია და შესაბამისად იმოქმედე. ბოლო ინიციატივები, ამ პოლიტიკის გაგრძელებად შეგვიძლია განვიხილოთ.

იმ ორ, მეტაფორულ ქალაქში ცხოვრების დონე არ გაუმჯობესებულა. ხიდის თავთან, ისევ ავაზაკები შეუნიშნავთ.

ნუ დავაბრუნებთ ავაზაკებს ხიდთან!

 

 

spot_img

მკითხველთა კლუბი

სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა და­ნა­კარ­გი­სა და ტკი­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ

დაკ­ვირ­ვე­ბი­ხართ? - ზოგ­ჯერ დღე ისე გა­დის, საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ მა­ინც სულ თან ვა­ტა­რებთ და გვაქვს გან­ც­და, რომ რო­ცა ის გვერ­დით გვე­გუ­ლე­ბა,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

საბ­ჭო­თა ეპო­ქა რჩე­ულ ქარ­თულ მოთხ­რო­ბებ­ში

წიგ­ნი, რო­მელ­ზეც ახ­ლა მინ­და გი­ამ­ბოთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის იმ ერთ ყვე­ლა­ზე სა­ბე­დის­წე­რო ეპო­ქას ეძღ­ვ­ნე­ბა, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ერ­ქ­ვა. ან­თო­ლო­გია „ბი­ჭი­კოს ავად­მ­ყო­ფო­ბის ის­ტო­რია“, რომ­ლის ქვე­სა­თა­უ­რია „მოთხ­რო­ბე­ბი საბ­ჭო­თა...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები