27 ივლისი, შაბათი, 2024

ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის მზეა

spot_img

ინ­გა ქლი­ბა­ძე

სსიპ ზუ­რაბ ძა­მუ­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის №220 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

სადღაც ამო­ვი­კითხე – იყო ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და­ვა­ლე­ბაა ამ­ქ­ვეყ­ნად და უნ­და ეცა­დო, რომ შე­ნი წყა­ლო­ბით შენ გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბი გახ­დ­ნენ უკე­თე­სე­ბი, ვიდ­რე არი­ან. რთუ­ლი მი­სიაა, თუმ­ცა არა შე­უძ­ლე­ბე­ლი. ადა­მი­ა­ნუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი ხომ მო­ი­ცავს პა­ტი­ოს­ნე­ბას, სან­დო­ო­ბას, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას, დის­ციპ­ლი­ნას, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბას, სიყ­ვა­რულს, მშვი­დო­ბას, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბას. ადა­მი­ა­ნუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი ვრცელ­დე­ბა ასე­ვე უან­გა­რო­ბა­ზე და რაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტად მიჩ­ნე­ვა­ზე.

სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში ხში­რად მივ­მარ­თავთ სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებს, მოს­წავ­ლე­ებ­ში სწო­რედ ამ ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გაღ­ვი­ძე­ბის მიზ­ნით, რად­გან, ჩვე­ნი, რო­გორც პე­და­გო­გე­ბის, მი­ზა­ნი, გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის სრულ­ფა­სო­ვან პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ცაა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბას ვგეგ­მავთ და ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

ახ­ლა­ხან სა­ა­ხალ­წ­ლო არა­და­დე­გე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ ჩემს მე­ოთხეკ­ლა­სე­ლებს და­ფის ზე­მოთ გაკ­რუ­ლი ახა­ლი წარ­წე­რა და­ვახ­ვედ­რე: „თქვენს მოს­ვ­ლას კედ­ლე­ბიც ღი­მი­ლით ხვდე­ბი­ან“. ვაკ­ვირ­დე­ბო­დი პა­ტა­რე­ბის სა­ხე­ებს, რომ­ლებ­მაც ინ­ტე­რე­სით წა­ი­კითხეს წარ­წე­რა და სა­სი­ა­მოვ­ნო ღი­მილ­მაც გა­დაჰ­კ­რათ სა­ხე­ზე.

– მა­ა­ას… – ეს ერ­თი სიტყ­ვა მითხ­რეს მხო­ლოდ და სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე მზე­რა წარ­წე­რის­კენ გა­და­ი­ტა­ნეს… და და­ვიწყეთ სა­უ­ბა­რი მო­ნატ­რე­ბა­სა და სიყ­ვა­რულ­ზე.

მეც ეს სა­უ­ბა­რი გა­მო­ვი­ყე­ნე და იდე­ას, რო­მე­ლიც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მქონ­და, მა­თი სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ვას­ხი ფრთე­ბი.

– სა­ხე­ლე­ბის დარ­ქ­მე­ვა რომ შე­გეძ­ლოთ, რა სა­ხელს და­არ­ქ­მევ­დით ორ­შა­ბათს? – ვკითხე პა­ტა­რებს.

– რად­გან ასე ძა­ლი­ან მოგ­ვე­ნატ­რა ერ­თ­მა­ნე­თი, ალ­ბათ, მო­ნატ­რე­ბა­სო, — მი­პა­სუ­ხეს.

– ოჰ, რა კარ­გია, ორ­შა­ბა­თი მო­ნატ­რე­ბის დღე ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მო­ნატ­რე­ბა მე­გობ­რო­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მაშ, სამ­შა­ბა­თი მე­გობ­რო­ბის დღე ყო­ფი­ლა!

ასე მსჯე­ლო­ბით ყვე­ლა დღეს და­ვარ­ქ­ვით თა­ვი­სი სა­ხე­ლი:

ოთხ­შა­ბა­თი – სიყ­ვა­რუ­ლის დღე, ხუთ­შა­ბა­თი – სი­კე­თი­სა და პა­რას­კე­ვი – მად­ლი­ე­რე­ბის.

სა­ხე­ლე­ბის დარ­ქ­მე­ვის შემ­დეგ სას­წ­რა­ფოდ გა­ვამ­ზა­დეთ ფე­რა­დი ფურ­ც­ლე­ბი და პოს­ტე­რიც შევ­ქ­მე­ნით, კვი­რის დღე­ების სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი­თა და ჩვენ მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი სა­ხე­ლე­ბით. აღ­ნიშ­ნულ პოს­ტერს სას­წავ­ლო რე­სურ­სის და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც მი­ვე­ცით. კვი­რის დღე­ე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბებ­ზე მი­მაგ­რე­ბულ პა­ტა­რა „ჯი­ბა­კებ­ში“ ვდებთ ჩხი­რებს, რომ­ლებ­საც ვა­წერთ იმ ნა­წარ­მო­ე­ბის სა­ხელ­სა და ავ­ტორს, რო­მელ­საც წა­ვი­კითხავთ (ან წა­ვი­კითხეთ) და, ნა­წარ­მო­ე­ბის თე­მის მი­ხედ­ვით, ვა­ნა­წი­ლებთ „ჯი­ბა­კებ­ში“. კონ­კ­რე­ტულ სა­კითხ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად სა­უბ­რის დროს, ხში­რად მო­ვიშ­ვე­ლი­ებთ ხოლ­მე შეს­წავ­ლილ მოთხ­რო­ბებ­სა თუ ან­და­ზებს. პა­ტა­რებს მეტ-ნაკ­ლე­ბად უჭირთ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მჯე­ლო­ბა, ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი აქ­ტი­ვო­ბა კი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა მსჯე­ლო­ბი­სას. არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი კი უკ­ვე კარ­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პო­ზი­ციაა, რო­მე­ლიც პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და მოს­მე­ნას იმ­სა­ხუ­რებს, რად­გან იგი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია.

მა­გა­ლი­თის­თ­ვის, უკ­ვე შეს­წავ­ლი­ლი მოთხ­რო­ბე­ბი: რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის „კე­თი­ლი ბე­ბე­რი ბუ­ე­ბი“, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „ჭკვი­ა­ნი ძაღ­ლე­ბი“  და „სი­კე­თის უკ­ვ­და­ვე­ბა“ სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­და­ვა­ნა­წი­ლეთ სი­კე­თის თე­მა­ში და რო­დე­საც სი­კე­თის თე­მა­ზე მსჯე­ლო­ბას და­ვიწყებთ, არ­გუ­მენ­ტე­ბად, მარ­ტი­ვად გა­ვიხ­სე­ნებთ თი­თო­ე­ულ მათ­განს, შე­სა­ბა­მი­სად, აღარ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ ნა­წარ­მო­ე­ბი­დან ფრაგ­მენ­ტის მოყ­ვა­ნა.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მე­ბის გან­ხილ­ვი­სას, ერ­თ­მა პა­ტა­რამ სა­ოც­რად მო­იწყი­ნა და გულ­დაწყ­ვე­ტით მითხ­რა:

– მას­წავ­ლე­ბე­ლო, ჩემ­მა მე­ზო­ბელ­მა, 17 წლის გო­გო­ნამ, თა­ვი მო­იკ­ლა. ძა­ლი­ან ცუ­დად ყო­ფი­ლა ბო­ლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე ამ­ბო­ბენ, ვე­რა­ვინ გა­უ­გო რა პრობ­ლე­მა ჰქონ­დაო და იცით, რა მა­ინ­ტე­რე­სებს, მას­წავ­ლე­ბე­ლო? კი­დეც რომ გა­ე­გო ვინ­მეს მი­სი პრობ­ლე­მა, შეძ­ლებ­დ­ნენ კი დახ­მა­რე­ბას? იქ­ნებ ვერ ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ და ამი­ტომ არ ამ­ბობ­და…

ბუ­ნებ­რი­ვია, უზო­მოდ შე­მა­წუ­ხა 17 წლის მო­ზარ­დის ტრა­გე­დი­ამ და არა­ნაკ­ლებ ცუ­დად ჩა­მეს­მა ყურ­ში პა­ტა­რა გო­გო­ნას მი­ერ დას­მუ­ლი შე­კითხ­ვა – შეძ­ლებ­დ­ნენ კი დახ­მა­რე­ბას?

– მო­დი, ასე მო­ვიქ­ცეთ, – ვუთხა­რი გო­გო­ნას, – თუ­კი მე შენ და­გიმ­ტ­კი­ცებ, რომ უსუ­ლო საგ­ნებს შე­უძ­ლი­ათ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ერ­თ­მა­ნე­თის დახ­მა­რე­ბა, მა­შინ ხომ და­ი­ჯე­რებ, რომ ადა­მი­ა­ნებს ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შეგ­ვ­წევს ძა­ლა ერ­თ­მა­ნეთს და­ვეხ­მა­როთ? ხომ და­ი­ჯე­რებ, რომ გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცია არ არ­სე­ბობს?

– უსუ­ლო საგ­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთს და­ეხ­მა­რე­ბი­ან , მას­წავ­ლე­ბე­ლო? – ვე­ღარ და­მა­ლა გა­ო­ცე­ბა.

– დი­ახ, და­ეხ­მა­რე­ბი­ან და ამას ახ­ლა­ვე და­გიმ­ტ­კი­ცებ!

სას­წ­რა­ფოდ მო­ვი­ძიე ორი სან­თე­ბე­ლა კო­ლე­გებ­თან. პა­ტა­რა ლამ­ბა­ქით წყა­ლი მო­ვი­ტა­ნე და მო­ვემ­ზა­დე.

– პა­ტა­რე­ბო, რო­გორც ხე­დავთ, ხელ­ში ორი სან­თე­ბე­ლა მი­ჭი­რავს, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ეს ხართ თქვენ (მი­ვა­ნიშ­ნე სან­თე­ბე­ლა­ზე, რო­მე­ლიც მარ­ცხე­ნა ხელ­ში მე­ჭი­რა) და ეს მე­ო­რე კი (მარ­ჯ­ვე­ნა ხელ­ში რო­მე­ლიც მე­ჭი­რა) თქვე­ნი მე­გო­ბა­რი… და­აკ­ვირ­დით, ორი­ვე ანა­თებს, ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან, მხი­ა­რუ­ლე­ბი… მაგ­რამ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა რთუ­ლი პე­რი­ო­დი, რთუ­ლი მო­მენ­ტი, რო­დე­საც არ ვართ კმა­ყო­ფილ­ნი და ბედ­ნი­ერ­ნი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით, აღარ ვა­ნა­თებთ, აღარ ვბრწყი­ნავთ. აღარ ვართ კარგ გან­წყო­ბა­ზე (ამ დროს მარ­ჯ­ვე­ნა ხელ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი სან­თე­ბე­ლა ჩავ­დე წყლი­ან ლა­ბაქ­ში, ცხა­დია დას­ველ­და და ვაჩ­ვე­ნე ბავ­შ­ვებს, რომ ნამ­დ­ვი­ლად აღარ ანა­თებ­და).

– რო­გორ ფიქ­რობთ, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რა­მეს შე­უძ­ლია ახ­ლა მი­სი (თქვე­ნი მე­გობ­რის) ან­თე­ბა, ანუ გა­დარ­ჩე­ნა?

– ან­თე­ბით ვერ ავან­თებთ, მაგ­რამ შეგ­ვიძ­ლია გა­ვათ­ბოთ მე­ო­რე სან­თებ­ლა­თი, – მი­პა­სუ­ხეს პა­ტა­რებ­მა.

– გა­ვათ­ბობთ, მაგ­რამ მა­ინც ვერ აინ­თე­ბა, თუმ­ცა, თუ­კი თქვენ ანა­თებთ (მი­ვა­ნიშ­ნე მარ­ცხე­ნა ხელ­ში მო­თავ­სე­ბულ სან­თე­ბე­ლა­ზე), მა­შინ მჯე­რა, რომ შე­გიძ­ლი­ათ, თქვე­ნი მე­გო­ბა­რიც აან­თოთ (ვაჩ­ვე­ნე, რომ და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი სან­თე­ბე­ლა­თი მარ­ტი­ვად ავან­თე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სან­თე­ბე­ლა) და თან და­ვა­მა­ტე: ხე­დავთ რამ­ხე­ლა ძა­ლა გქო­ნი­ათ?

სი­ა­მოვ­ნე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ბავ­შ­ვე­ბის გა­ო­ცე­ბულ სა­ხე­ებს, რომ­ლე­ბიც მო­მი­ახ­ლოვ­დ­ნენ და თა­ვად დარ­წ­მუნ­დ­ნენ, რომ მარ­ჯ­ვე­ნა ხელ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი სან­თე­ბე­ლა ნამ­დ­ვი­ლად აღარ ინ­თე­ბო­და, მაგ­რამ მე­ო­რე სან­თე­ბე­ლა­თი მარ­ტი­ვად ვან­თებ­დით მას.

– აბა, რაც ვნა­ხეთ, რა დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია აქე­დან?

– რო­დე­საც ვხე­დავთ, რომ ადა­მი­ა­ნი ბედ­ნი­ე­რი არ არის, შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­დეთ, და­ვე­ლა­პა­რა­კოთ, შე­ვე­ცა­დოთ ჩვე­ნი წი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა გა­ვუ­ზი­ა­როთ და ისიც ავან­თოთ.

– მშვე­ნი­ე­რია. მა­შინ მე კი­დევ უფ­რო მეტს გეტყ­ვით. გა­ინ­ტე­რე­სებთ, რას ნიშ­ნავს ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ადა­მი­ა­ნი?

წა­ვი­კითხეთ ნაწყ­ვე­ტი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბი­დან „იგი სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის იყო გა­ჩე­ნი­ლი“, კი­დევ ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დით „ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის დღეა“…

წა­კითხუ­ლის ირ­გ­ვ­ლივ ბევ­რი ვიმ­ს­ჯე­ლეთ და მე­ო­რე დღის­თ­ვის მოს­წავ­ლე­ებს მი­ვე­ცი თხზუ­ლე­ბა: „ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის მზეა“, რო­მელ­ზეც უნ­და ემ­ს­ჯე­ლათ და თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბე­ბი არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად და­ე­სა­ბუ­თე­ბი­ნათ.

მე­ო­რე დღეს ყვე­ლა მოს­წავ­ლის ნა­მუ­შე­ვა­რი გან­ვი­ხი­ლეთ, პა­ტა­რე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით მსჯე­ლობ­დ­ნენ თე­მის ირ­გ­ვ­ლივ, ის­მენ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნე­თის მო­საზ­რე­ბებ­სა და არ­გუ­მენ­ტებს, რის შემ­დე­გაც მო­ვაწყ­ვეთ სას­კო­ლო გა­მო­ფე­ნა: „ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის მზეა“. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე შე­იქ­მ­ნა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნიც.

სტა­ტი­ას კი და­ვას­რუ­ლებ იმით, რი­თაც და­ვიწყე – არც ისე რთუ­ლია, იყო ადა­მი­ა­ნი!

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები