9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის სწავ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბი­სათ­ვის

spot_img

ნონა მაჭარაშვილი
სსიპ მალ­ხაზ აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩა­ის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი

მზია აბაშიძე
სსიპ მალ­ხაზ აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩა­ის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ჯა­რო სკო­ლის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არის მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებს, ახალ­გაზ­რ­დებს და ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებს აძ­ლევს ცოდ­ნას, უნარ-ჩვე­ვებს და ას­წავ­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც მათ თემ­ში ქმე­დი­თი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ.

გა­ნათ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სფე­რო­ში, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი ერთ-ერ­თი კომ­პო­ნენ­ტია, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სას­კო­ლო ასა­კის ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის სწავ­ლე­ბას, ცოდ­ნის მი­ღე­ბას პი­რა­დი და სო­ცი­ა­ლუ­რი გარ­დაქ­მ­ნის გზით. იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თა­ნას­წო­რია, მი­უ­ხე­და­ვად მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი­სა.

რო­გორ უნ­და აღ­ვ­ზარ­დოთ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი ისეთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ და, ამავ­დ­რო­უ­ლად, სურთ და­იც­ვან არა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი, არა­მედ სხვა­თა უფ­ლე­ბე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი? რა არის სკო­ლის იდე­ა­ლუ­რი რო­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად მო­აზ­როვ­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის წა­ხა­ლი­სე­ბის საქ­მე­ში? სა­სურ­ვე­ლია, მოს­წავ­ლე­ებს შევ­თა­ვა­ზოთ ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს შემ­დეგ ფა­ზებს: გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნას, გან­ხილ­ვას, გა­აზ­რე­ბას, გან­ზო­გა­დე­ბას და გა­მო­ყე­ნე­ბას. გან­ზო­გა­დე­ბის ფა­ზა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმით, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ვარ­ჯი­შოს შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას „რე­ა­ლურ სამ­ყა­როს“ და­უ­კავ­ში­რე­ბენ, კონ­კ­რე­ტუ­ლად კი იმას, თუ რო­გორ ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გან­ც­და ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბის ფა­ზას, მოს­წავ­ლე­ე­ბი იძი­ე­ბენ, თუ რი­სი გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლი­ათ მათ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად.

გვსურს გა­გი­ზი­ა­როთ ჩვენ მი­ერ შშმ პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის სპე­ცი­ფი­კუ­რი უფ­ლე­ბე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნის შექ­მ­ნას და ჯგუ­ფის შიგ­ნით თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მის გან­ვი­თა­რე­ბას.

მოს­წავ­ლე­ებს, თავ­და­პირ­ვე­ლად, ავუხ­სე­ნით, რომ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც და­ა­ვა­დე­ბის, ტრავ­მის, გო­ნებ­რი­ვი თუ ფი­ზი­კუ­რი დე­ფექ­ტის შე­დე­გად მეტ-ნაკ­ლე­ბად დარ­ღ­ვე­უ­ლი აქვს ორ­გა­ნიზ­მის სა­სი­ცოცხ­ლო ფუნ­ქ­ცი­ე­ბი. ასე­ვე ავუხ­სე­ნით, რომ ყვე­ლა შეზღუ­დუ­ლი უნა­რი თან­და­ყო­ლი­ლი არ არის და შე­საძ­ლოა ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე შე­იზღუ­დოს რო­მე­ლი­მე უნა­რი, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს პრო­ფე­სი­უ­ლი შრო­მის უნა­რის სრულ ან ნა­წი­ლობ­რივ და­კარ­გ­ვას, ან­და ყო­ფა-ცხოვ­რე­ბის არ­სე­ბით გაძ­ნე­ლე­ბას.

ეს აქ­ტი­ვო­ბა მოს­წავ­ლე­ებს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, და­ფიქ­რ­დ­ნენ და იმ­ს­ჯე­ლონ, თუ რო­გორ შე­უძ­ლია ფი­ზი­კურ დე­ფექ­ტებს შე­უზღუ­დოს პირს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბით სარ­გებ­ლო­ბის უნა­რი და გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რა­ტომ უნ­და ვი­ყოთ ტო­ლე­რან­ტუ­ლე­ბი ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ.

აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის დაგ­ჭირ­დე­ბათ ბავ­შ­ვის კონ­ტუ­რუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ან ქა­ღალ­დის/მუ­ყა­ოს თო­ჯი­ნა, ქა­ღალ­დე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ტან­საც­მე­ლი, ყელ­სახ­ვე­ვი და წე­ბო, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ზე ტან­საც­მ­ლის და­სა­წე­ბებ­ლად.

აქ­ტი­ვო­ბის დაწყე­ბამ­დე ჰკითხეთ ბავ­შ­ვებს, თუ იც­ნო­ბენ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს, სთხო­ვეთ ჩა­მოთ­ვა­ლონ მათ­თ­ვის ცნო­ბი­ლი ზო­გი­ერ­თი შეზღუ­დუ­ლი უნა­რი. ასე­ვე ჰკითხეთ, თუ უფიქ­რი­ათ იმა­ზე, რას ნიშ­ნავს იყო უსი­ნათ­ლო?

და­ყა­ვით ბავ­შ­ვე­ბი ოთხ­კა­ცი­ან ჯგუ­ფე­ბად. აჩ­ვე­ნეთ მათ ქა­ღალ­დის თო­ჯი­ნე­ბი და ტან­საც­მ­ლის კომ­პ­ლექ­ტე­ბი თი­თო­ე­უ­ლი ამ ფი­გუ­რი­სათ­ვის. გა­ნუ­მარ­ტეთ ჯგუ­ფის თი­თო­ე­ულ წევრს, რომ ისი­ნი, მო­ნაც­ვ­ლე­ო­ბით, თვა­ლახ­ვე­უ­ლე­ბი ჩა­აც­მე­ვენ ტან­საც­მელს ქა­ღალ­დის თო­ჯი­ნას. ჯგუ­ფის და­ნარ­ჩენ­მა წევ­რებ­მა კი დახ­მა­რე­ბა უნ­და გა­უ­წი­ონ რჩე­ვე­ბით.

მი­უ­თი­თეთ ჯგუ­ფებს, რომ ყელ­სახ­ვე­ვით აუხ­ვი­ონ თვა­ლი ერთ ბავშვს და თი­თო-თი­თოდ მის­ცენ ტან­საც­მ­ლის დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მან სწორ ად­გი­ლას უნ­და და­ა­წე­ბოს ქა­ღალ­დის თო­ჯი­ნას. უთხა­რით, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ილა­პა­რა­კონ, მაგ­რამ რო­დე­საც თვა­ლახ­ვე­ულ ბავშვს დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბა, მი­თი­თე­ბა მის­ცენ.

იმი­სათ­ვის, რომ სა­ვარ­ჯი­შო აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, ყო­ველ ოთხ წუთ­ში, შეც­ვა­ლეთ რო­ლე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რო­გო­რი წარ­მა­ტე­ბით აც­მევს ბავ­შ­ვი ქა­ღალ­დის თო­ჯი­ნას. აქ­ტი­ვო­ბა იქამ­დე გა­აგ­რ­ძე­ლეთ, სა­ნამ ყვე­ლა ბავ­შ­ვი არ იქ­ნე­ბა თვა­ლახ­ვე­უ­ლი.

და­სას­რულს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ვარ­ჯი­შოს შემ­დ­გო­მი გან­ხილ­ვა და შე­ფა­სე­ბა, რის­თ­ვი­საც მოს­წავ­ლე­ებ­მა უნ­და უპა­სუ­ხონ შე­კითხ­ვებს:

  1. რა გრძნო­ბაა, რო­ცა უსი­ნათ­ლო ხარ?
  2. ძნე­ლია იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი სხვა­ზე?
  3. მი­ი­ღეთ თუ არა ჯგუ­ფის­გან სა­სარ­გებ­ლო მი­თი­თე­ბე­ბი? შე­ეძ­ლო ჯგუფს, რომ უფ­რო მე­ტად დაგ­ხ­მა­რე­ბო­დათ?
  4. რო­გორ მოგ­წონთ მი­თი­თე­ბე­ბის მი­ცე­მა? ძნე­ლი იყო თუ არა ზო­გი­ერ­თი მი­თი­თე­ბის გან­მა­რტე­ბა?
  5. უსი­ნათ­ლო რომ იყოთ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, კი­დევ რი­სი გა­კე­თე­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბო­დათ?

სა­ინ­ტე­რე­სო და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის პა­სუ­ხე­ბი ამ კითხ­ვებ­ზე: „სიბ­ნე­ლე­ში ხარ მარ­ტო, ვერ ხე­დავ შენ ირ­გ­ვ­ლივ რა ხდე­ბა, მხო­ლოდ სა­უბ­რე­ბი გეს­მის და ცდი­ლობ, წარ­მო­იდ­გი­ნო სი­ტუ­ა­ცია. ძნე­ლი იყო მი­თი­თე­ბე­ბის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დე­ბა“; „დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი ძნე­ლი გა­და­სა­ლა­ხია. გო­ნე­ბა სულ და­ძა­ბუ­ლი გაქვს და სმე­ნას აძ­ლი­ე­რებ. ხე­ლე­ბის ცე­ცე­ბით უნ­და მი­ი­ღო სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა“; „თავს ვგრძნობ­დი შეზღუ­დუ­ლად, ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მქონ­და, თით­ქოს, ყვე­ლა­ფერს არას­წო­რად გა­ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა მი­თი­თე­ბე­ბი, მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბამ თით­ქოს თვა­ლე­ბი ამი­ხი­ლა. და­მა­ფიქ­რა, რომ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბა ჩვე­ნი გვერ­დ­ში დგო­მა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა, რა­თა მა­თაც მი­ე­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ისარ­გებ­ლონ ყვე­ლა იმ უფ­ლე­ბით, რომ­ლი­თაც ჩვენ ვსარ­გებ­ლობთ“; „მი­თი­თე­ბე­ბის მი­ცე­მა არც ისე ად­ვი­ლი იყო, თა­ვი მის ად­გი­ლას უნ­და წარ­მო­იდ­გი­ნო და სწო­რად მი­უ­თი­თო, რომ შეძ­ლოს და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა…“

იმის სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ, რომ დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვაც გარ­კ­ვე­ულ სიძ­ნე­ლე­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, სცა­დეთ უსაფ­რ­თხო ად­გილ­ზე მოკ­ლე სა­ვარ­ჯი­შოს ჩა­ტა­რე­ბა, რო­გო­რიც არის „სი­ა­რუ­ლი სხვი­სი დახ­მა­რე­ბით“, რაც იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ ერთ თვა­ლახ­ვე­ულ ბავშვს მე­ო­რე ბავ­შ­ვი და­ა­ტა­რებს. შე­გიძ­ლი­ათ, ასე­ვე, ბავ­შ­ვებს მის­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი აწარ­მო­ონ სხვა სა­ხის შეზღუ­დულ უნა­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გო­რიც არის შეზღუ­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბა (შე­ჯიბ­რი ტომ­რე­ბით სირ­ბილ­ში, ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი ყა­ვარ­ჯ­ნე­ბით, ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი ცა­ლი ხე­ლით თმის და­ვარ­ცხ­ნა და შეკ­ვ­რა, ან ცა­ლი ხე­ლით ელ­ვა შე­საკ­რა­ვის შეკ­ვ­რა ტან­საც­მელ­ზე და ა.შ.), ან ლა­პა­რა­კის, კითხ­ვის, ან­გა­რი­შის შეზღუ­დუ­ლი უნა­რი.

სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის და გან­ხილ­ვის შემ­დეგ ბავ­შ­ვე­ბი რწმუნ­დე­ბი­ან, რომ არა მარ­ტო შეზღუ­დუ­ლი უნა­რით და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, არა­მედ მი­თი­თე­ბე­ბის მი­ცე­მაც გარ­კ­ვე­ულ სიძ­ნე­ლე­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. აქ­ვე, მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­ებს ყუ­რადღე­ბა უნ­და გა­ა­მახ­ვი­ლე­ბი­ნოს იმ ფაქ­ტ­ზე, რომ უნარ­შეზღუ­დულ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ ბევ­რი რამ და­მო­უ­კი­დებ­ლად აკე­თონ, მა­თაც ისე­თი­ვე მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი და უფ­ლე­ბე­ბი აქვთ, რო­გო­რიც ყვე­ლა სხვა ადა­მი­ანს.

ამ­რი­გად, მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ხელს შე­უწყობს მოს­წავ­ლე­ებს, გა­ი­აზ­რონ მათ­და­მი მი­ნი­ჭე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი, და­ა­ფა­სონ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რი რო­ლი ითა­მა­შონ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კ­ვიდ­რე­ბა­ში.

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები