23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი და მა­ძი­ე­ბე­ლი სუ­ლის ჩა­სახ­ვა/ამოძ­რა­ვე­ბა ბავ­შ­ვო­ბი­დან, წრფე­ლი და მო­უ­თო­კა­ვი სურ­ვი­ლე­ბი­დან იწყე­ბა

spot_img
ვაგ­რ­ძე­ლებთ რუბ­რი­კას „მწერ­ლე­ბი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის“, სა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რე­ბი მა­თი ცხოვ­რე­ბის წიგ­ნებ­ზე მოგ­ვიყ­ვე­ბი­ან, რომ­ლებ­მაც თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა. გა­ნახ­ლე­ბულ რუბ­რი­კა­ში მწერ­ლე­ბი ბავ­შ­ვებ­სა და მო­ზარ­დებს ასაკ­სა და ინ­ტე­რე­სებ­ზე მორ­გე­ბულ სა­კითხავ ლი­ტე­რა­ტუ­რას შე­ურ­ჩე­ვენ და გაგ­ვი­ზი­ა­რე­ბენ, მათ­თ­ვის რო­მე­ლი წიგ­ნით და­იწყო მკითხ­ვე­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გრძე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გზა. ეს იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი ავ­ტო­რებ­სა და ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე, მომ­ნუს­ხ­ველ წიგ­ნებ­სა და იმ და­უ­ვიწყარ თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც მკითხ­ველ­თა ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რია…

🖍რუბ­რი­კის სტუ­მა­რია მწე­რა­ლი და გა­მომ­ცე­მე­ლი ზვი­ად კვა­რაცხე­ლია.

დე­და, რო­გორც წამ­კითხ­ვე­ლი

თვალ­წინ მიდ­გას: ზაფხუ­ლის მცხუნ­ვა­რე დღეს, სა­დი­ლის შემ­დეგ, ყვე­ლა­ნი რომ მო­სას­ვე­ნებ­ლად გა­ვიკ­რი­ფე­ბო­დით ჩვენ-ჩვენს ოთა­ხებ­ში, დე­და­ჩე­მი ჩა­ნიშ­ნულ ად­გი­ლას გა­დაშ­ლი­და წიგნს, სა­ი­და­ნაც ახა­ლი, უც­ნო­ბი და მომ­ნუს­ხ­ვე­ლი სამ­ყა­რო უნ­და გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი­ყო ჩვენ თვალ­წინ.

მე და ჩე­მი ძმა ამ წუთს გა­ფა­ცი­ცე­ბით ვე­ლო­დით. სა­უცხოო გან­ც­დაა – გა­რეთ მზე აჭერს, პა­პა­ნა­ქე­ბაა, შენ კი კაკ­ლის ქვეშ წა­მო­წო­ლი­ლი ის­მენ უჩ­ვე­უ­ლო და თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვევ ამ­ბებს. მა­შინ მიკ­ვირ­და, რამ­დენ ხანს შე­ეძ­ლო დე­დას ეკითხა ჩვენ­თ­ვის ზღაპ­რე­ბის წიგ­ნი, ისე, რომ არ დაღ­ლი­ლი­ყო და მოწყე­ნაც არ შე­პარ­ვო­და. არ მახ­სოვს, თვი­თონ შე­ეწყ­ვი­ტოს ან ვინ­მე უხე­შად შე­მოჭ­რი­ლი­ყოს, სა­ნამ ჩვენ თვი­თონ არ გა­მო­ვე­თი­შე­ბო­დით – დაგ­ვე­ძი­ნე­ბო­და. ზღაპ­რის პერ­სო­ნა­ჟე­ბი ძილ­შიც გა­ნაგ­რ­ძობ­დ­ნენ ცხოვ­რე­ბას, სიზ­მარ­შიც მოგ­ვ­ყ­ვე­ბოდ­ნენ.

წიგ­ნი, რო­მელ­მაც ჩემს ბავ­შ­ვო­ბა­ზე წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა

ერ­თი ასე­თი მშობ­ლი­უ­რი ნო­დარ წუ­ლე­ის­კი­რის „მუ­რი­კე­ლა ღრრრ“ იყო და ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩემს ბავ­შ­ვო­ბას სწო­რედ მი­სი ღრე­ნა და ყე­ფა გას­დევს, სა­ნამ ავ­ტო­მა­ტე­ბის კა­კა­ნის, და­ბომ­ბ­ვი­სა და სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ხმა შე­მო­აღ­წევ­და.

ჯერ მარ­ტო სა­ხე­ლე­ბი იყო და­უ­ვიწყა­რი: მუ­რი­კე­ლას დე­დას ავ­მ­ყე­ფა­რი ერ­ქ­ვა, მის მე­ტო­ქე და მე­გო­ბარ კნუ­ტებს – ფი­სუ­ნია ფი და პი, იმათ დე­დას კი – ქალ­ბა­ტო­ნი ფიჰ­ფი­სო. ერთ დღე­საც პა­ტა­რა ლეკ­ვი მუ­რი­კე­ლა მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს და სოფ­ლი­დან თბი­ლის­ში წა­იყ­ვა­ნეს. აქე­დან იწყე­ბა ყვე­ლა­ფე­რი – აქე­დან იძა­ბე­ბო­და ჩვე­ნი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა. სულ­მო­უთ­ქ­მე­ლად ვე­ლო­დით, რას იზამ­და დიდ ქა­ლაქ­ში მოხ­ვედ­რი­ლი ლეკ­ვი, რო­მელ­საც გზა­ში­ვე გა­მო­უც­ვა­ლეს სა­ხე­ლი – მი­კი შე­არ­ქ­ვეს, მაგ­რამ მუ­რი­კე­ლა ახალ სა­ხელს შე­ეჩ­ვია, ახალ ყო­ფას კი – ვე­რა. კორ­პუ­სე­ბის სი­ვიწ­რო­ვე­ში მოხ­ვედ­რილს სა­ბე­დის­წე­რო ამ­ბე­ბი გა­დახ­და – ჯერ იყო და, ბავშვს უკ­ბი­ნა, მე­რე ათი დღე მო­უ­წია ცხო­ველ­თა სამ­კურ­ნა­ლო პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში ყოფ­ნა, იქი­დან გა­მო­წე­რი­ლი ვი­ღაც მძღოლს გა­ა­ტა­ნეს სოფ­ლის­კენ, იმან კი შუა ქა­ლაქ­ში ჩა­მოს­ვა და „ეზოს ძაღ­ლი“ თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბულ მა­წან­წა­ლა „თა­ნა­მოძ­მე­ებს“ პი­რის­პირ შე­ა­ტო­ვა.

მეც და ჩემს ძმა­საც ერ­თი ქუ­ჩის ძაღ­ლი მოგ­ვ­წონ­და ძა­ლი­ან – ბუ­ტუ­ზო (იგი­ვე ყურ­შა), იქა­უ­რო­ბის წი­ნამ­ძღო­ლი, რო­მელ­საც ცა­ლი თვა­ლი ლომ­მა დას­თხა­რა. ერ­თხელ ზო­ო­პარ­კ­ში, ლუკ­მა­პუ­რის სა­შოვ­ნე­ლად გა­სულს ლო­მის გა­ლი­ა­ში შე­ე­ყო თა­თი, რა­თა ხორ­ცის­თ­ვის ჩა­ევ­ლო კლან­ჭე­ბი, გა­ლი­ის კი­დეს­თან მი­ე­ჩო­ჩე­ბი­ნა და და­ეთ­რია. ლომ­მა თა­ვი მო­იმ­ძი­ნა­რა თურ­მე და რო­გორც კი ბუ­ტუ­ზო ხორცს წა­ე­პო­ტი­ნა, წა­მო­ვარ­და, ტო­რი ჩას­ცხო და ცა­ლი თვა­ლი და­უ­ბუშ­ტა. თუმ­ცა საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გა, მუ­რი­კე­ლამ სა­ხე­ლო­ვან ბუ­ტუ­ზო­საც შე­უღ­რი­ნა.

თვი­თონ ეს სიტყ­ვა – ღრრრ – უც­ნა­უ­რი მშობ­ლი­უ­რო­ბით ხვდე­ბო­და გულს და არა მარ­ტო იმი­ტომ, მშობ­ლის­გან წა­კითხუ­ლი რომ გვეს­მო­და, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­თა და შე­უ­გუ­ებ­ლო­ბით, მკაცრ ცხოვ­რე­ბა­ში გაძ­ლე­ბი­თა და გა­რე­მო პი­რო­ბებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბით იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი. ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს უღ­რენ­და მუ­რი­კე­ლა – კა­ტის კნუ­ტებს, გაფხო­რილ ინ­და­ურს, მა­წან­წა­ლა ძაღ­ლებს, ქუ­ჩას და ზღვა­საც, მაგ­რამ ღრე­ნა მი­სი ახი­რე­ბა კი არა, უფ­რო თვით­გა­დარ­ჩე­ნი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბის ინ­ს­ტინ­ქ­ტი იყო. ინ­ს­ტინ­ქ­ტი, რო­მელ­მაც დი­დი ქა­ლა­ქი­დან თა­ვი­სი სოფ­ლის­კენ მი­მა­ვალ გზას გა­უ­ყე­ნა და მთე­ლი წე­ლი სიცხე-სი­ცი­ვე­სა და ხი­ფათ-ფა­თე­რაკ­ში გა­მოვ­ლის ძა­ლა მის­ცა.

…მა­შინ არ დავ­კ­ვირ­ვე­ბი­ვარ, მაგ­რამ წლე­ბის შემ­დეგ რომ დავ­ხე­დე ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ზღაპ­რის გა­რე­კანს, მი­სი ავ­ტო­რის – ნო­დარ წუ­ლე­ის­კი­რის შე­სა­ხე­ბაც მო­მინ­და რა­ღა­ცე­ბის შეტყო­ბა. მე­რე სადღაც წა­ვი­კითხე, რომ სხვა ბევ­რი წიგ­ნიც და­უ­წე­რია, უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტიც ყო­ფი­ლა და იმ ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბე­ბის შემ­დეგ მარ­ნე­ულ­ში წა­სუ­ლა, სო­ფელ წე­რაქ­ვის სკო­ლის დი­რექ­ტო­რად და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლად.

ეს ის დროა, რო­ცა ავ­ტო­მა­ტე­ბის კა­კა­ნი მუ­რი­კე­ლას ყე­ფა­სა და ღრე­ნა­ზე მე­ტად ის­მის ჩვენს ბავ­შ­ვო­ბა­ში. მუ­რი­კე­ლა კი ჩუ­მად არის, სადღაც მი­მა­ლუ­ლა, თით­ქოს თა­ვის დროს ელო­დე­ბა, რომ ღა­მის დამ­თ­რ­გუნ­ველ სი­ჩუ­მე­ში გამ­კ­რ­თალ ლან­დებს გა­მო­ენ­თოს და გა­ა­გო­ნოს თა­ვი­სი სა­ბე­დის­წე­რო და მშობ­ლი­უ­რი ღრრრ…

სა­მი წიგ­ნი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის

 

📚 მარკ ტვე­ნის „ჰაკ­ლ­ბე­რი ფი­ნის თავ­გა­და­სა­ვა­ლი“

მი­სი­სი­პი­ვით წყა­ლუხ­ვი წიგ­ნია – ყვე­ლა ასა­კის მკითხ­ველს შე­უძ­ლია ჩაყ­ვინ­თოს და ზე­და­პირ­ზე თა­ვი­სი სა­სურ­ვე­ლი ამ­ბა­ვი ამო­ი­ტა­ნოს. ტომ სო­ი­ე­რი რომ უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლია ჩვენ­ში, ამას თა­ვი­სი, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ის­ტო­რია აქვს, მაგ­რამ ჰაკ ფი­ნის­თ­ვის კვალ­ში 7-8 წლი­დან ჩად­გო­მამ ბავ­შ­ვის სამ­ყა­რო­სა და ცნო­ბი­ე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი შე­იძ­ლე­ბა შე­ას­რუ­ლოს. ამ ასა­კის მო­ზარ­დე­ბი უკ­ვე სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩე­ბის ტრან­ს­ლა­ცი­ებს ან ჩა­ნა­წე­რებ­საც უყუ­რე­ბენ, ხი­ფა­თე­ბი, ბრძო­ლა და ათას­გ­ვა­რი ოინი მათ­თ­ვის უცხო არაა, არც ის თე­მე­ბი, ძა­ლა­დო­ბა და რა­სიზ­მი რომ ჰქვია. ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი და მა­ძი­ე­ბე­ლი სუ­ლის ჩა­სახ­ვა/ამოძ­რა­ვე­ბა ხომ სწო­რედ ბავ­შ­ვო­ბი­დან, წრფე­ლი და მო­უ­თო­კა­ვი სურ­ვი­ლე­ბი­დან იწყე­ბა.

 

📚 ლე­ვან ბოლ­ქ­ვა­ძის „ზღა­პარ­ში მოხ­ვედ­რი­ლი ბი­ჭის ამ­ბა­ვი

მე­ფე ჩი­გი­დი გა­დაწყ­ვეტს, უკ­ვ­და­ვი იყოს და ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, ერ­თი შე­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე მარ­ტივ და მო­უ­ლოდ­ნელ გზას აირ­ჩევს — დროს და­ა­ტუ­სა­ღებს. „დრო­ზე დი­დი დღე­სას­წა­უ­ლი ამ­ქ­ვეყ­ნად არ არ­სე­ბობს. მე­ო­რე სას­წა­უ­ლი კი ის არის, რომ ადა­მი­ან­მა დრო­ის აწყ­ვა ის­წავ­ლა“, — ამას მე­სა­ა­თე ბა­ზი­ლიო ამ­ბობს, მაგ­რამ მე­ფე ჩი­გი­დი არა მხო­ლოდ დროს, ბუ­ნე­ბა­საც გა­მო­უ­ტანს გა­ნა­ჩენს, მის და­მორ­ჩი­ლე­ბა­საც შე­ეც­დე­ბა: შუა ზაფხულ­ში თოვ­ლი­ან ამინ­დებს გა­მო­აცხა­დებს და უცებ გა­ზაფხუ­ლის ჩახ­ჩა­ხა მზით გა­ნა­თე­ბულ ქუ­ჩებ­ში თბი­ლად, ქურ­ქებ­ში გა­მოწყო­ბი­ლი ხალ­ხი გა­მოჩ­ნ­დე­ბა, გო­გო-ბი­ჭე­ბი სი­ცილ-კის­კი­სით მო­ე­დე­ბი­ან ქუ­ჩებს, ცი­გუ­რე­ბით „სრი­ა­ლე­ბენ“, „გუნ­და­ო­ბენ“. ერთ დღე­საც, სა­სახ­ლე­ში, სა­დაც მე­ფის არის­ტოკ­რა­ტი ქვე­შევ­რ­დო­მე­ბი წარ­ბ­შე­უხ­რე­ლად ამ­ტ­კი­ცე­ბენ, მი­ხაკს ნივ­რის სუ­ნი აქ­ვ­სო, ჭა­ბუ­კა გა­მოჩ­ნ­დე­ბა და ყვე­ლა­ფერს „თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნებს“: სა­შა­ქარ­ლა­მო­ში ბის­კ­ვი­ტი, რო­მე­ლიც დი­დი ხა­ნია ჯი­უ­ტად არ ამო­დის, ამო­ვა და ტორ­ტი გა­მოცხ­ვე­ბა; დამ­ჭ­კ­ნა­რი ყვა­ვი­ლე­ბი, რო­გორც კი ჭა­ბუ­კას ხე­ლი შე­ე­ხე­ბათ, გა­მო­ცოცხ­ლ­დე­ბი­ან და გა­ი­ხა­რე­ბენ… ცხა­დია, ეს სი­ურ­პ­რი­ზი მე­ფე ჩი­გი­დის­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო არ უნ­და იყოს – მთა­ვა­რი ამ­ბა­ვიც აქე­დან იწყე­ბა…

 

📚 ეთერ თა­თა­რა­ი­ძე „მა­მა­მან ღმერთს ჩა­მაჰ­ყა­რა სა­ხე­ლი“

მას­წავ­ლე­ბე­ლი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ალ­ბათ უფ­რო ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ვიქ­ნე­ბო­დი და მეშ­ვი­დე ან მერ­ვე კლა­სე­ლებს ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ცხოვ­რე­ბას სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში შე­ტა­ნი­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბით არ ვას­წავ­ლი­დი. ტყუ­ი­ლი შრო­მაა — გო­ნე­ბა­ში მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბი და თა­რი­ღე­ბი შე­დის და სტა­ტის­ტი­კურ მა­რაგს უფ­რო ამ­დიდ­რებს, ვიდ­რე წარ­მო­სახ­ვას.

ცხოვ­რე­ბა ადა­მი­ა­ნის ვნე­ბე­ბი, მიწყ­დომ-მოწყ­დო­მა, სი­ხა­რუ­ლი, გა­მარ­ჯ­ვე­ბა და მარ­ცხია – და ეს რომ სკო­ლის ასა­კი­დან­ვე ვი­ცო­დეთ, მგო­ნი, აჯო­ბებ­და, მით უმე­ტეს, დი­დი კა­ცის კვალს და საქ­მეს ადევ­ნე­ბუ­ლებ­მა.

ჩვენ­ში ბევ­რი კარ­გი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი და­წე­რი­ლა, ახ­ლაც იწე­რე­ბა, მაგ­რამ ის ერ­თი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან უჩ­ვე­უ­ლო და მშობ­ლი­უ­რი სა­ხე­ლი ჰქვია, ფორ­მი­თაც და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლია.

„მა­მა­მა ღმერთს ჩა­მაჰ­ყა­რა სა­ხე­ლი“ ბევ­რი რამ მი­ზე­ზით სა­ჭი­რო და სა­სარ­გებ­ლო წიგ­ნია. ჯერ ერ­თი და მთა­ვა­რი, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი ალ­ბათ ყვე­ლა­ზე სან­დო წყა­როა: აქ კარ­გად ჩანს ვა­ჟას ხა­სი­ა­თი, ყო­ფა, ოჯა­ხი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სო­ფელ­თან („ბა­რემ იკ­ვე­თეს მა­მა­ჩე­მი, მაგ­რა­მა ღმერ­თ­მა და ქვე­ყა­ნამ არ მა­იკ­ვე­თა“); პი­რად თე­მებ­საც ეხე­ბა გულ­ქა­ნი („ვა­ჟას ქა­ლე­ბი უყ­ვარ­დაო!.. სა­და სცა­ლო­და წაწ­ლო­ბი­სა და ქა­ლე­ბის­თ­ვი­ნა; მე არ ვი­ცო­დი, მა­მაი რაი იყო, მაშ, ფიი!.. რო­მე­ლი მწე­რა­ლია, რო ქა­ლებ­ზე არა სწერ­დეს!.. ფე­თე­ბას შე­იყ­რი­და, ქა­ლი რა­სა ჰქვი­ა­ნო, გა­ნა ქალს არ ახ­სე­ნებ­და, ქვე­ყა­ნა ლა­მა­ზიც არი და უშ­ნო­ცა, თვა­ლე­ბის ჭკვა­ზე უნ­და იაროს კაც­მაო?.. გუ­ლის ხმა­ზე უნ­და იაროს, გუ­ლის ჭკვა­ზე­დაო, – იცო­და…“).

კი­დევ იმით არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პერ­სო­ნა­ჟე­ბის რე­ა­ლურ პრო­ტო­ტი­პებ­ზეც გვაძ­ლევს ინ­ფორ­მა­ცი­ას. თუნ­დაც ეს ფრაგ­მენ­ტი: „ბუ­ე­ბი“ არ წა­გი­კითხავ, ეთე­რო? ეგეც თა­ვის ობ­ლებ­ზე აქვ და­წე­რი­ლი ბე­ჩავ მა­მა­სა. „ვერ მოჰ­ხე­ლეო“. – რამ­დენ­ჯერ ვე­ძახ­დით ობოლ-ოხ­რე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­სა და­კარ­გულ სა­ქონ­ზე­და შავ­შუ­ა­ღა­მე­სა. ეეე!..“ ან ეს: „ხმე­ლი წი­ფე­ლი? რო­გორ არ მახ­სონ! აი, ზენ სა­დამ იყო ხმე­ლი წი­ფე­ლი, ახუ­ნის გორ. სა­ქო­ნი და­მი­დი­ო­და, რას არ მახ­სონ… ჩემ გულს რა შედ­რეკ­და…“

კი­დევ ის, რომ ამ­ბე­ბით მდი­და­რი წიგ­ნია. ეტყო­ბა, ეთერ თა­თა­რა­ი­ძემ ბო­ლომ­დე გახ­ს­ნა გულ­ქან რა­ზი­კაშ­ვი­ლი და თით­ქ­მის ყვე­ლა­ფერ­ზე ალა­პა­რა­კა: აკა­კის­გან ნათ­ქ­ვა­მი „ენას გი­წუ­ნებ, ფშა­ვე­ლოს“ ვა­ჟა­სე­უ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ოჯახ­ში (მი­სი ლექ­სი „აკა­კის პა­სუ­ხად“ ყვე­ლამ ვი­ცით); დე­დი­ნაც­ვა­ლი­სა და გე­რე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა; „სტილ­ნი“ მწერ­ლებ­თან ქა­ლამ­ნი­ა­ნი პო­ე­ტის შეხ­ვედ­რე­ბი; ბი­ძის – თე­დო­სა და ძმის – ლე­ვა­ნის ტრა­გი­კუ­ლი აღ­სას­რუ­ლის ნამ­დ­ვი­ლი ვერ­სი­ე­ბი; ჩარ­გ­ლი­დან შორს – დი­დუ­ბე­ში და­მარ­ხუ­ლი მა­მის მო­ნატ­რე­ბა…

ქარ­თულ დო­კუ­მენ­ტურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ბი­ოგ­რა­ფი­ულ რო­მა­ნებ­ში იშ­ვი­ა­თად მო­ი­ძებ­ნე­ბა ასე­თი მარ­გა­ლი­ტი, ტკი­ვი­ლი­ა­ნი, ემო­ცი­უ­რად სრულ­ყო­ფი­ლი და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი, ისე­თი, ეს ად­გი­ლი რო­მაა:

„ისე მივ­დი­ვარ სა­მა­რე­ში, მა­მის სა­მა­რე არ მი­ნა­ხავ. რო და­მიწყე­ბენ, გა­ნახ­ვებ­თო, ვატყუ­ებ, ვყო­ფილ­ვა­რო, ზოგ­თა. ეთე­რო, შენ იცო­დე სი­მარ­თ­ლე, რო მე მა­მის სა­მა­რე არ მი­ნა­ხავ, არა, ქა­ლო, არ შე­მიძ­ლავ იმის საფ­ლა­ვის ნახ­ვა, არა. მე ვინც მიყ­ვარ­და, იმის საფ­ლავს რა მა­ნახ­ვებს. არა ვნა­ხავ იმის სა­მა­რე­სა, არა. წარ­მო­ვიდ­გენ, რო ძვლე­ბი­ღაა და რა­ნა­ი­რათ უნ­და ავი­ტა­ნო, იქავ გავ­თავ­დე­ბი, იქა­ვა“.

გენად გაბოძის ფოტო

 

ზვი­ად კვარა­ც­ხე­ლია

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები