21 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024

აბოს ღა­ლა­ტი – შეხ­ვედ­რა ავ­ტორ­თან

spot_img

ამ სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ახა­ლი სას­კო­ლო წიგ­ნე­ბი შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზა მე­ა­თე კლა­სის­თ­ვის. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, მას­ში თავ­მოყ­რი­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მა­სა­ლე­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის გა­მო, თუმ­ცა ჩვე­ნი ყუ­რადღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მი­იქ­ცია, იოვა­ნე სა­ბა­ნის­ძის „აბოს წა­მე­ბას­თან“ კონ­ტექ­ს­ტ­ში და­ბეჭ­დილ­მა, წე­რილ­მა „აბოს ღა­ლა­ტი“, რომ­ლის ავ­ტო­რიც ცნო­ბი­ლი ფი­ლო­ლო­გი ოქ­ტაი ქა­ზუ­მო­ვი გახ­ლავთ.

მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სწო­რედ იმი­ტომ აღ­მოჩ­ნ­და წე­რი­ლი, რომ თა­ვად ოქ­ტაი, აღ­მ­სა­რებ­ლო­ბით, მუს­ლი­მია, ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი. უამ­რა­ვი კითხ­ვა თუ წი­ნა­აღ­მ­დე­გობ­რი­ვი აზ­რი დაგ­როვ­და ნა­წარ­მო­ე­ბის შეს­წავ­ლი­სას, აბოს ნა­ბიჯს, მომ­ხ­რე­ებ­თან ერ­თად, კრი­ტი­კო­სე­ბიც გა­მო­უჩ­ნ­დ­ნენ, წე­რი­ლიც, ცო­ტა არ იყოს, გა­მო­ცა­ნა­სა­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე. მოკ­ლედ, გა­დაწყ­და, ბა­ტო­ნი ოქ­ტაი უნ­და გა­მო­სუ­ლი­ყო ჩვენ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე (უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ პირ­ვე­ლად არ მომ­ხ­და­რა ასე­თი რამ, ად­რეც, 2020 წლის გა­ზაფხულ­ზე, ფო­თის მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11ა კლა­სის­თ­ვის, მან სა­გან­გე­ბოდ და­წე­რა ორი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წე­რი­ლი თე­მა­ზე – მო­უ­წო­დებს თუ არა ის­ლა­მი კა­ცის კვლას, ვა­ჟას პო­ე­მე­ბის ჭრილ­ში, ორი­ვე „მას­წავ­ლე­ბე­ლი.ჯი­ზე“ გა­მოქ­ვეყ­ნ­და. მა­შინ ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვად გახ­დ­ნენ კრი­ტი­კო­სის აქ­ტი­უ­რი მკითხ­ვე­ლე­ბი და კრი­ტი­კო­სე­ბი. სწო­რედ ეს ძვე­ლი მე­გობ­რო­ბა გა­მო­ვი­ყე­ნეთ, აქ­ვე გთა­ვა­ზობთ ხსე­ნე­ბუ­ლი წე­რი­ლე­ბის ბმუ­ლებს:  http://mastsavlebeli.ge/?p=29686http://mastsavlebeli.ge/?p=29720).

ასე ჩაგ­ვერ­თო ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ში „აბოს ღა­ლა­ტის“ ავ­ტო­რი, რა­თა და­ეც­ვა თა­ვი­სი­ვე წე­რი­ლის მთა­ვა­რი გმი­რი – ჩვენ­თ­ვის წმინ­და­ნი, ის­ლა­მის­ტე­ბის­თ­ვის – მო­ღა­ლა­ტე… რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნა, მის­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე იყო ამ წე­რი­ლის სას­კო­ლო წიგ­ნებ­ში შე­ტა­ნა. ჩვენ მხო­ლოდ ერ­თი გაკ­ვე­თი­ლი დავ­გეგ­მეთ ავ­ტორ­თან ერ­თად, მაგ­რამ სა­მი გაკ­ვე­თი­ლიც არ აღ­მოჩ­ნ­და საკ­მა­რი­სი. თბი­ლი, მე­გობ­რუ­ლი და ზო­მი­ე­რი იუმო­რით გა­ჯე­რე­ბუ­ლი მთხრო­ბე­ლი გულ­წ­რ­ფელ ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რებ­და, ამი­ტომ,მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნ­და ცოცხა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ერ­თან. მათ ბევ­რი რამ ჰკითხეს ად­რე­სატს, მა­გა­ლი­თად: რა­ტომ არის ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის მო­ღა­ლა­ტე ვარ­ს­ქენ პი­ტი­ახ­ში და აბო, რო­მელ­მაც იგი­ვე ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, რჯუ­ლი შე­იც­ვა­ლა, წმინ­და­ნი (გი­ორ­გი ა.)? აღი­ა­რებ­და თუ არა ბა­ტო­ნი ოქ­ტაი აბოს წმინ­და­ნო­ბას ან რა­ტომ თვლი­და, რომ მი­სი ნა­ბი­ჯი – ღა­ლა­ტი სწო­რად არ იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი (ქე­თი რ.)? რას შეც­ვ­ლი­და დღეს თა­ვის წე­რილ­ში, წლე­ბის გა­და­სა­ხე­დი­დან ხომ არ გა­და­ა­ფა­სა რა­მე, რო­გორ უყუ­რე­ბენ დღეს არა­ბეთ­ში მე-8 სა­უ­კუ­ნის ამ­ბებს, ანუ აბოს რჯულ­შეც­ვ­ლა­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბას ქრის­ტე­სათ­ვის (გი­ორ­გი კ.)?

აგ­რეთ­ვე: რა­ტომ აიძუ­ლებ­და ის­ლა­მი ქრის­ტი­ა­ნებს სარ­წ­მუ­ნო­ებ­რივ ძა­ლა­დო­ბას, რა­კი ეს კა­ნო­ნებ­ში არ ეწე­რა თა­ვი­დან­ვე, იყო თუ არა ის „მახ­ვი­ლით პყრო­ბი­ლი“ რჯუ­ლი და რამ­დე­ნად ეთანხ­მე­ბო­და ავ­ტო­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ამ აზრს (ანა­ნო ჩ.)? რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა მა­შინ­დელ და თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ლამს შო­რის (ლუ­კა ქ.)? რო­გორ უყუ­რებს ის ირან­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს (მა­რი­ამ-ნი­ნო კ.)?

ან აბო რომ დაპყ­რო­ბი­ლი ერის შვი­ლი ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორ ფიქ­რობთ, მო­ინ­დო­მებ­და მჩაგ­ვ­რე­ლის, დო­მი­ნან­ტის, რე­ლი­გი­ის მი­ღე­ბას (მე­გი კ.)? ხომ არ მო­გი­წო­დათ აბომ თა­ვად გად­მო­გედ­გათ ქრის­ტი­ა­ნო­ბის­კენ ნა­ბი­ჯი ან სხვა რე­ლი­გი­ურ­მა აღ­მ­სა­რებ­ლო­ბამ ხომ არ მოგ­ხიბ­ლათ ოდეს­მე (მე­გი ქ.)? არ მი­მაჩ­ნია,რომ ყვე­ლა მო­ღა­ლა­ტე სინ­დი­სის კარ­ნა­ხით იც­ვ­ლის რწმე­ნას, რო­გორ უნ­და გა­ვარ­ჩი­ოთ, ვინ სინ­დი­სით და ვინ ან­გა­რე­ბით აკე­თებს ამას, კა­ცის გულს ყვე­ლა ხომ ვერ ხე­დავს (ანა­ნო ჭ.)? თქვე­ნი აზ­რით, რა არის ქრის­ტი­ა­ნო­ბა­ში ისე­თი, რომ ბევ­რი უცხო­ე­ლი და სხვა რჯუ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქრის­ტი­ან­დე­ბო­და, იბ­რ­ძოდ­ნენ მის და­სა­ცა­ვად, რო­ცა ხში­რად თვით ქრის­ტი­ა­ნე­ბი არ იცა­ვენ მის წე­სებს ასე თავ­გა­მო­დე­ბით (ან­დ­რია ბ.)?

იმ დღეს კი­დევ ბევ­რი კითხ­ვა და­ის­ვა. ამო­უ­წუ­რა­ვი და უსაზღ­ვ­რო აღ­მოჩ­ნ­და ბავ­შ­ვე­ბის ცნო­ბის­წა­დი­ლი. ბო­ლოს ავ­ტორ­მა თვი­თო­ნაც და­უს­ვა რამ­დე­ნი­მე შე­კითხ­ვა ბავ­შ­ვებს, მო­ის­მი­ნა მა­თი პა­სუ­ხე­ბი, შებ­რუ­ნე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­აც შეს­თა­ვა­ზა და მი­უ­თი­თა, რომ ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ზე, მის სწორ შეგ­ნებ­სა და გა­ნათ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რამ ჩემს მე-10ბ კლასს და­უ­ტო­ვა გან­ც­და, რომ დრო­ის რო­მე­ლი­ღაც მო­ნაკ­ვეთ­ში ისევ უნ­და შეხ­ვ­დ­ნენ ბა­ტონ ოქ­ტა­ის, რო­მელ­მაც ამ წე­რი­ლით კი­დევ ერ­თხელ უთხ­რა თა­ვი­სი­ანს, უცხო­სა და ახ­ლო­ბელს, რომ ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რე მი­სი ერე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­შია, მათ ტო­ლე­რან­ტულ ურ­თი­ერ­თო­ბას ემ­ყა­რე­ბა და რომ ღმერ­თი სიყ­ვა­რუ­ლია, არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ქრის­ტი­ა­ნი ხარ თუ არაქ­რის­ტი­ა­ნი, მუს­ლი­მი თუ არა­მუს­ლი­მი. სიყ­ვა­რულს ხომ სა­მა­ნი არ აქვს. აი,ასე არ და­ი­ნა­ხა ავ­ტორ­მა მო­ღა­ლა­ტე აბო­ში…

მაია გვი­ჩია
სსიპ ფო­თის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელი 

 

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები