21 ივლისი, კვირა, 2024

აბიტურიენტობა საქართველოში, ფინანსური პრობლემების ფონზე

spot_img

ნინო ჯინჭარაძე

 

აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა მომ­ზა­დე­ბა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია რო­გორც მოს­წავ­ლის­თ­ვის, ასე­ვე ოჯა­ხის­თ­ვის. ეს პრო­ცე­სი გარ­კ­ვე­ულ ფი­ნან­სებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მო­ითხოვს დრო­სა და მონ­დო­მე­ბას, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად. სკო­ლის მოს­წავ­ლე, გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩა­ი­რიცხე­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში – უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი რე­პე­ტი­ტო­რებ­თან ემ­ზა­დე­ბი­ან, უფ­რო რომ გა­იღ­რ­მა­ვონ ცოდ­ნა და გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბის გა­რე­შე შეძ­ლონ. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ შვი­ლე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის, ზო­გი­ერ­თი, ფი­ნან­სუ­რი უსახ­ს­რო­ბის გა­მო, ქვე­ყა­ნა­საც კი ტო­ვებს და სა­მუ­შა­ოდ უცხო მხა­რე­ში მი­ემ­გ­ზავ­რე­ბა.

მოს­წავ­ლე­თა გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხის შეს­წავ­ლა და გა­და­ხედ­ვა აუცი­ლე­ბე­ლია. ამას­თან ერ­თად, სა­ინ­ტე­რე­სოა თა­ვად მო­მა­ვა­ლი სტუ­დენ­ტე­ბის აზ­რი – რამ­დე­ნად სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნია მა­თი სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა; ახერ­ხებს თუ არა სკო­ლა მათ­თ­ვის, თუნ­დაც სა­შუ­ა­ლო დო­ნე­ზე, ცოდ­ნის მი­ცე­მას; აფა­სებს თუ არა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი მათ მი­ერ მი­ღე­ბულ ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას და არა კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის ცოდ­ნას; რამ­დე­ნად გამ­ჭ­ვირ­ვა­ლეა გა­რე­მო, სა­დაც ცოდ­ნის ამაღ­ლე­ბა უწევთ.

⇑⇓ სა­შუ­ა­ლოდ, რამ­დენს იხ­დის მშობელი ერ­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტის მომ­ზა­დე­ბა­ში და რამდენად ადეკ­ვა­ტუ­რია რე­პე­ტი­ტორ­თა ანაზღა­უ­რე­ბა

თა­მარ მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი ორი აბი­ტუ­რი­ენ­ტის დე­დაა.

– ჩე­მი ორი­ვე შვი­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტია, 7000 ლარს ვიხ­დი თი­თო­ე­უ­ლის მო­სამ­ზა­დებ­ლად, ჯამ­ში – 14000 ლარს.

მას­წავ­ლებ­ლე­ბი ძა­ლი­ან ბევრს შრო­მო­ბენ იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შ­ვებ­მა შე­სა­ბა­მი­სი ცოდ­ნა მი­ი­ღონ. ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გაძ­ვირ­და, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აუცი­ლე­ბე­ლია ჩე­მი შვი­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბა. ვფიქ­რობ, ადეკ­ვა­ტუ­რია რე­პე­ტი­ტორ­თა ანაზღა­უ­რე­ბა – ყვე­ლას შრო­მა უნ­და და­ფას­დეს. მეც ვცდი­ლობ გა­ვუმ­კ­ლავ­დე გა­და­სა­ხა­დებს.

ია გა­ბა­ი­ძე ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს. მას მი­აჩ­ნია, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი გა­და­სა­ხა­დი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია.

– ჩემ­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია და არ ვფიქ­რობ, რომ ადეკ­ვა­ტუ­რია რე­პე­ტი­ტო­რე­ბის­თ­ვის გა­ღე­ბუ­ლი თან­ხა, მით უმე­ტეს, სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. თვე­ში 3 სა­გა­ნი (4-სა და 5-ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ), მი­ნი­მუმ, 450 ლა­რი ჯდე­ბა. ვინც მეტ სა­გან­ში ემ­ზა­დე­ბა, შე­საძ­ლოა, 900 ლარ­ზეც ავი­დეს. ეს ალო­გი­კუ­რია და ძნე­ლია ამ ყვე­ლა­ფერ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა. შრო­მა ყვე­ლას უნ­და და­უ­ფას­დეს. ზო­გის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი უფ­რო მა­ღა­ლია, ვიდ­რე ჩე­მი (1100) ან პი­რი­ქით, მაგ­რამ მე მა­ინც ასე მი­მაჩ­ნია.

♦ თი­კო კე­რე­სე­ლი­ძე აბი­ტუ­რი­ენ­ტის მშო­ბე­ლია ქუ­თა­ი­სი­დან, ამ­ჟა­მად იტა­ლი­ა­ში ცხოვ­რობს.

 – აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ოჯა­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც გა­აჩ­ნია. სა­ბო­ლო­ოდ, ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ამის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს გა­და­სა­ხა­დის ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა თუ არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რო­ბა. ჩე­მი შვი­ლის რე­პე­ტი­ტორ­თან მომ­ზა­დე­ბა, ოთხ სა­გან­ში, 2000 დო­ლა­რი მიჯ­დე­ბა. ეს არ არის ცო­ტა, ბევრს არ აქვს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, თუმ­ცა მე მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად აღ­ვიქ­ვა და გა­ვა­კე­თო ყვე­ლა­ფე­რი იმის­თ­ვის, რომ ჩემ­მა შვილ­მა გა­მოც­დე­ბი კარ­გად ჩა­ა­ბა­როს.

⇑⇓ რას ფიქრობენ აბიტურიენტები:

გი­ორ­გი დუმ­ბა­ძე ბა­თუ­მის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლეა.

– რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რე­პე­ტი­ტო­რი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად?

– ამ მო­მენ­ტის­თ­ვის რე­პე­ტი­ტო­რი აუცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ, ჩე­მი აზ­რით, ასე არ უნ­და იყოს. ბა­რი­ე­რი­სა და კონ­კუ­რენ­ცი­ის ქუ­ლე­ბის­თ­ვის რე­პე­ტი­ტო­რი არ გა­მოდ­გე­ბა, მაგ­რამ საგ­რან­ტო ქუ­ლის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა ღირს, მაგრამ მთე­ლი წე­ლი ზედ­მე­ტია, მხო­ლოდ 1-2 თვე შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა, რე­პე­ტი­ტორს გა­აჩ­ნია და ისიც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, რო­გორ ას­წავ­ლის.

– ფიქ­რობთ, რომ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი თან­ხა ადეკ­ვა­ტუ­რია?

– ფა­სი, სა­შუ­ა­ლოდ, 150 ლა­რია და მე­ტი. ბა­თუმ­შიც კი, სა­დაც თბი­ლის­ზე და­ბა­ლი ფა­სე­ბია, 100 დო­ლა­რამ­დეც ადის გა­და­სა­ხა­დი. ჩემ­თ­ვის სა­სა­ცი­ლოა, რე­პე­ტი­ტორ­ში მე­ტი ფუ­ლი რომ იხარ­ჯე­ბა, ვიდ­რე გრან­ტი აფი­ნან­სებს.

– სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნია?

– სკო­ლას გა­აჩ­ნია. მეტ­წი­ლად, ის არ იძ­ლე­ვა სა­ბა­ზი­სო მი­ნი­მუმს, რო­მე­ლიც თუნ­დაც ეროვ­ნუ­ლებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ამი­ტო­მა­ცაა მოთხოვ­ნა რე­პე­ტი­ტო­რებ­ზე.

– რა უნ­და გა­ა­კე­თოს სკო­ლამ იმის­თ­ვის, რომ სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა მი­ი­ღონ მოს­წავ­ლე­ებ­მა?

– სკო­ლა ვე­რა­ფერს იზამს, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ უნ­და შეც­ვა­ლოს სის­ტე­მა, რა­ღა­ცე­ბი შე­ას­წო­როს. იდე­უ­რა­დაც, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გა­მო­სა­ვა­ლი მათ უნ­და ჰქონ­დეთ.

– ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი მოს­წავ­ლის ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას ამოწ­მებს თუ კონ­კ­რე­ტუ­ლი პროგ­რა­მის ცოდ­ნას?

– ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტულ ცოდ­ნას ამოწ­მებს. გა­მო­ნაკ­ლი­სი ალ­ბათ ქარ­თუ­ლის ეს­სეა, სა­დაც ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის კრი­ტე­რი­უ­მია და ისიც სამ­ქუ­ლი­ა­ნი 34-იდან.

ნუ­ცა წე­რე­თე­ლი ქარ­თ­ველ იუნ­კერ­თა სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის №52 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლეა, ისიც ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა.

– რე­პე­ტი­ტო­რი აუცი­ლე­ბე­ლია, რად­გან კონ­კ­რე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბას გვაძ­ლევს, ზოგს სა­ერ­თოდ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­შიც ეხ­მა­რე­ბა. უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლად ვსწავ­ლობთ. ჩე­მი მა­გა­ლი­თით ვიტყ­ვი, რომ მეტ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ვგრძნობ, უფ­რო მონ­დო­მე­ბუ­ლი ვარ და მო­ტი­ვა­ცი­ა­საც მმა­ტებს, მთლი­ა­ნად სწავ­ლა­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი.

მი­სი აზ­რით, მომ­ზა­დე­ბა დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და სურს, ოჯახს ეს ყო­ვე­ლი­ვე და­უ­ფა­სოს. ნუ­ცა სკო­ლის სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნი­სა და ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­სა­ხე­ბაც გვე­სა­უბ­რე­ბა.

– საკ­მა­ოდ ძვი­რია გა­და­სა­ხა­დე­ბი, მინ­და, რომ გა­მოც­დე­ბი კარ­გად ჩა­ვა­ბა­რო და ჩემს მშობ­ლებს ამით გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა, და­ვუ­ფა­სო გა­წე­უ­ლი შრო­მა, რა­საც ამ­ჟა­მად ჩემ­თ­ვის აკე­თე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნას, ეს ყვე­ლას სჭირ­დე­ბა. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ყო­ველ­თ­ვის ეხ­მა­რე­ბა გა­სულ წლებ­ში ნას­წავ­ლი მა­სა­ლა, მე პი­რა­დად ასე ვარ. თუმ­ცა, სკო­ლა დიდ ცოდ­ნას არ იძ­ლე­ვა, წლე­ბის შემ­დეგ, თუ ვინ­მე, ცნო­ბის­თ­ვის, არ გა­და­ხე­დავს, მგო­ნია, რომ არც გა­ახ­სენ­დე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­გა­ნი. ამი­ტომ, არ ვფიქ­რობ, რომ ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას აძ­ლევ­დეს სკო­ლა. ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ამოწ­მებს ბავ­შ­ვე­ბის ერუ­დი­რე­ბა­სა და დრო­ის კონ­კ­რე­ტულ მო­ნაკ­ვეთ­ში იმ ცოდ­ნის და­ფიქ­სი­რე­ბას, რო­მე­ლიც მხო­ლოდ რო­მე­ლი­მე საგ­ნის ცოდ­ნას ასა­ხავს. უფ­რო მო­ხერ­ხე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვინც მე­ტად სხარ­ტია, მი­სი შე­დე­გი მა­ღა­ლია. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ვინც სხარ­ტად ვერ წერს, უცო­დი­ნა­რია.

თეკ­ლა თვა­რა­ძე ქუ­თა­ი­სის ი. ოცხე­ლის სა­ხე­ლო­ბის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლეა, წელს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს აბა­რებს.

– რო­ცა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მო­წეს­რიგ­დე­ბა, მა­შინ და­ლაგ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ჩემს სკო­ლა­ში, ამ კუთხით, კარ­გი სი­ტუ­ა­ციაა, მაგ­რამ არის სკო­ლე­ბი, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი ვერ იღე­ბენ სრულ­ფა­სო­ვან ცოდ­ნას, მას­წავ­ლებ­ლე­ბის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის გა­მოც კი, ამი­ტომ ეს სა­კითხი მი­სა­ხე­დია. სკო­ლა ვერ გვაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ უმაღ­ლე­სი შე­დე­გი ვაჩ­ვე­ნოთ გა­მოც­დებ­ზე, ამი­ტომ რე­პე­ტი­ტო­რი აუცი­ლე­ბე­ლია, რა­თა გა­ვი­წა­ფოთ იმის­თ­ვის, რა­საც ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მა გვთხოვს. ფი­ნან­სებს რაც შე­ე­ხე­ბა, ყვე­ლას­თ­ვის არ არის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, მათ შო­რის ჩე­მი ოჯა­ხის­თ­ვის და ამის გა­მო დე­და­ჩე­მი საზღ­ვარ­გა­რეთ მუ­შა­ობს. სკო­ლა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის კუთხით უფ­რო ან­ვი­თა­რებს ბავშვს, ვიდ­რე ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ბო­ლომ­დე რე­პე­ტი­ტორ­თა­ნაც კი არ არი­ან დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი თა­ვი­ანთ თავ­ში. ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის ცოდ­ნას გუ­ლის­ხ­მობს, ზო­გი იზე­პი­რებს და გა­მოც­და­ზე ისე გა­დის, ამი­ტომ ეს გა­მოც­დე­ბი არ ამოწ­მებს ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას.

მშობ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის გარ­და, ამ სა­კითხ­ზე პე­და­გო­გის აზ­რიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ისე­თი რე­პე­ტი­ტო­რე­ბიც არ­სე­ბო­ბენ, რომ­ლე­ბიც თვლი­ან, რომ არ არის სა­ჭი­რო მოს­წავ­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა და სკო­ლა უნ­და აძ­ლევ­დეს მათ შე­სა­ბა­მის ცოდ­ნას.

⇑⇓ რეპეტიტორის მოსაზრება

♦ თა­კო ტა­ტა­ლაშ­ვი­ლი ადი­გე­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ არალ­ში ცხოვ­რობს. სწავ­ლობ­და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე.

– რო­გორც პე­და­გო­გი, ფიქ­რობთ, რომ სკო­ლა სა­ფუძ­ვ­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბას აძ­ლევს მოს­წავ­ლე­ებს?

– სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლა არ აძ­ლევს ბავ­შ­ვებს შე­სა­ბა­მის ცოდ­ნას. რე­პე­ტი­ტო­რი ეხ­მა­რე­ბა თი­თო­ე­ულ მათ­განს გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, არ უნ­და იყოს სა­ჭი­რო. რა­საც კერ­ძო მე­ცა­დი­ნე­ო­ბა სჭირ­დე­ბა, ის შე­იძ­ლე­ბა სკო­ლა­შიც ის­წავ­ლე­ბო­დეს. სკო­ლის მა­სა­ლა ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან მწი­რია, თუნ­დაც გრა­მა­ტი­კა, ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც ასეა, რე­პე­ტი­ტო­რი მოს­წავ­ლეს ამას და­მა­ტე­ბით უხ­ს­ნის. ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ნა­ხავს, რო­მე­ლიც, გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბის ნაც­ვ­ლად, „ორიფ­ლე­ი­მის“ ან „ეივო­ნის“ ჟურ­ნალს ფურ­ც­ლავს. ამით არა­ვის ვაკ­ნი­ნებ, ფაქტს აღ­ვ­ნიშ­ნავ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასე­თი პე­და­გო­გე­ბი ხში­რად აფერ­ხე­ბენ მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას.

– რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ რე­პე­ტი­ტო­რო­ბა?

– ეს ჩე­მი შე­მო­სავ­ლის წყა­როა. პირ­ველ რიგ­ში, მსი­ა­მოვ­ნებს ბავ­შ­ვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია. სკო­ლა­ში აღარ ვმუ­შა­ობ, გა­დავ­წყ­ვი­ტე მო­ვამ­ზა­დო ისი­ნი. სულ რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც რე­პე­ტი­ტო­რო­ბა და­ვიწყე. წელს, პირ­ვე­ლად, გავ­დი­ვარ მას­წავ­ლე­ბის გა­მოც­და­ზე, რთუ­ლი პრო­ფე­სიაა და დიდ მზა­ო­ბას მო­ითხოვს. ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მომ­წონს, ამი­ტომ მოვ­კი­დე ხე­ლი ამ საქ­მი­ა­ნო­ბას.

– ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას ამოწ­მებს?

– უმე­ტე­სად, საგ­ნის ცოდ­ნა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ეს­სეს გარ­და, თით­ქ­მის, არც ერთ სხვა სა­გან­ში არ ჩანს მოს­წავ­ლის ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა, ამი­ტომ ეს გა­რე­მო­ბა არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია შე­ფას­დეს სწავ­ლის ხა­რის­ხი, სკო­ლის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბა გუ­ლის­ხ­მობს მო­წეს­რი­გე­ბულ გა­ნათ­ლე­ბის სი­ტე­მას, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მოს­წავ­ლის ცოდ­ნის ამაღ­ლე­ბა­სა და გაღ­რ­მა­ვე­ბა­ზე.

 

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები