13 ივლისი, შაბათი, 2024

აბიტურიენტის გვერდი

spot_img
ელენე ძაგნიძე 
სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლა

 

ცხა­დია, ჩემ­თ­ვის, რო­გორც აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის, პრი­ო­რი­ტე­ტი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბაა. უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია, დავ­დი­ვარ 3 მას­წავ­ლე­ბელ­თან – ქარ­თულ­ში, ის­ტო­რი­ა­სა და ინ­გ­ლი­სურ­ში. ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ხარ­ჯო თი­თო­ე­ულ სა­გან­ში, რა­თა სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მი­ვი­ღო.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შე­სა­ხებ, რა თქმა უნ­და, მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია. ბევრ მათ­გან­ზე ინ­ტერ­ნე­ტი­დან შე­ვიტყ­ვე, რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კი ჩვენს სკო­ლა­ში იყო, რა­თა დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნო ჩვენ­თ­ვის მა­თი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი, პი­რო­ბე­ბი. გა­მი­ჭირ­და სა­სურ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ჩე­ვა (ალ­ბათ, ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ჩემს თა­ნა­ტოლს) იმი­ტომ, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწო­რად შე­ვარ­ჩი­ოთ უნი­ვერ­სი­ტე­ტი – რამ­დე­ნად ერ­გე­ბა ის ჩვენს ინ­ტე­რე­სებს და რამ­დე­ნად შეგ­ვიწყობს ხელს სა­სურ­ვე­ლი მო­მავ­ლის შე­ნე­ბა­ში. პირ­ველ ნომ­რად, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი შე­ვარ­ჩიე, რად­გან ჩე­მი ბევ­რი ნაც­ნო­ბი სწავ­ლობს იქ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე (რო­მელ­ზე ჩა­ბა­რე­ბაც მსურს). მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვი­ცი, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სწავ­ლაა. გარ­და ამი­სა, აქვთ გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბიც, რომ­ლებ­მაც გან­სა­კუთ­რე­ბით მი­იქ­ცია ჩე­მი ყუ­რადღე­ბა, ვი­ნა­ი­დან მსურს ცო­ტა ხნით ევ­რო­პა­ში სწავ­ლა, იქა­უ­რი კულ­ტუ­რის, ცხოვ­რე­ბის წე­სის გა­საც­ნო­ბად, რა­თა დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნა ჩემს ქვე­ყა­ნას მო­ვახ­მა­რო. არ მქო­ნია სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ღია კა­რის დღე­ებს დავ­ს­წ­რე­ბო­დი, თუმ­ცა სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, უშუ­ა­ლოდ მე­ნა­ხა სა­სურ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი. რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, ჩვენს სკო­ლა­ში ხში­რად ეწყო­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან. ჩა­მო­დი­ოდ­ნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, გვი­ტა­რებ­დ­ნენ პრე­ზენ­ტა­ცი­ას არა მარ­ტო უშუ­ა­ლოდ თა­ვი­ან­თი სას­წავ­ლებ­ლის შე­სა­ხებ, არა­მედ ცალ­კე­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბის შე­სა­ხე­ბაც.

პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა მარ­თ­ლაც დი­დი პრობ­ლე­მაა. მინ­და, რომ პო­ლი­ტი­კო­სი გა­მო­ვი­დე, რად­გან მინ­და შევ­ც­ვა­ლო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა. ვფიქ­რობ, ბევ­რი რამ გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია და ძა­ლი­ან მინ­და, ჩემს ქვე­ყა­ნას გა­მო­ვად­გე. მეტ­წი­ლად, სწო­რედ სკო­ლამ გან­საზღ­ვ­რა ჩე­მი ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რად­გან, გარ­და პროგ­რა­მუ­ლი სა­კითხე­ბი­სა, ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გაკ­ვე­თილ­ზე გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. გან­სა­კუთ­რე­ბით, ის­ტო­რი­ა­ში ნას­წავლ მა­სა­ლას გან­ვი­ხი­ლავ­დით დღე­ვან­დელ ჭრილ­ში, რა­მაც ბიძ­გი და სურ­ვი­ლი მომ­ცა, გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნა ის, რაც აშ­კა­რად გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი და შე­საც­ვ­ლე­ლია.

ჩემს თა­ო­ბა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია იურის­ტო­ბა, ძა­ლი­ან ბევრ მე­გო­ბარს სურს სა­მარ­თალ­ზე ჩა­ბა­რე­ბა და კონ­კუ­რენ­ცი­აც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია ამ ფა­კულ­ტეტ­ზე. ჩვენს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თა სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ. ვფიქ­რობ, ის ფაქ­ტი, რომ იური­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სხვა ბევ­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტის არ­ჩე­ვა­ნია, შემ­თხ­ვე­ვი­თი არაა. ამ სფე­რო­ებ­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია ანაზღა­უ­რე­ბა, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს მათ აქ­ტუ­ა­ლო­ბას. ვერ ვიტყ­ვი, რომ აბი­ტუ­რი­ენტს სიღ­რ­მი­სე­უ­ლად აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი და გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­საძ­ლე­ბე­ლია დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იც­ვა­ლოს ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, გა­და­ვა­ფა­სოთ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, თუმ­ცა არც ეს არის პრობ­ლე­მა. უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს, რომ მრა­ვალ­მ­ხ­რივ გან­ვ­ვი­თარ­დეთ და სა­ბო­ლო­ოდ, დავ­ყა­ბულ­დეთ იმას, რაც მარ­თ­ლა გვსურს.

პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ზე მეტ-ნაკ­ლე­ბად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ვარ. ჩვენ­თან, სკო­ლა­ში, იყ­ვ­ნენ საქ­ნახ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცია გა­ა­კე­თეს.

რე­პე­ტი­ტორ­თან ორი წე­ლია ვემ­ზა­დე­ბი. სა­მი­ვე სა­გა­ნი, ყო­ველ­თ­ვი­უ­რად, 290 ლა­რი გვიჯ­დე­ბა. ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მო­დე­ლი ძა­ლი­ან მომ­წონს ქარ­თულ­სა და ინ­გ­ლი­სურ­ში, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, ის­ტო­რი­ა­ში ბევ­რად უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო იყო გა­სუ­ლი წლის, მო­ი­ცავ­და ბევრ სხვა­დას­ხ­ვა და­ვა­ლე­ბას და მრა­ვალ­მ­ხ­რივ შეგ­ვეძ­ლო გა­მოგ­ვევ­ლი­ნა ცოდ­ნა ღია და­ვა­ლე­ბე­ბით, ახ­ლა კი, ჩემ­თ­ვის, მო­საწყე­ნია ამ­დე­ნი და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­ვა­ლე­ბის კე­თე­ბა.

ვფიქ­რობ, გრან­ტის მო­პო­ვე­ბის შან­სი მაქვს, რად­გან ორი წე­ლია მთელ გულს ვდებ იმ საქ­მე­ში, რა­საც ვა­კე­თებ. იმე­დი მაქვს, რომ გა­მარ­თ­ლ­დე­ბა ჩე­მი მო­ლო­დი­ნი.

 

თეკ­ლა ჩაკ­ვე­ტა­ძე
ქუ­თა­ი­სის იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის №1 სას­წავ­ლე­ბე­ლი

 

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბა­ში დი­დი მონ­დო­მე­ბით ვემზადები. საკ­მა­ოდ სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვარ და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვცდი­ლობ, ჩე­მი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა იყოს ნა­ყო­ფი­ე­რი და გა­მოც­დე­ბიც ჩემ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გით დას­რულ­დეს. მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია ხომ წარ­მა­ტე­ბის­კენ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, ასე თუ ისე, მქონ­და, მაგ­რამ არა ყვე­ლა­ზე, რა­მაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ჩე­ვის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ გა­წე­ლა და გა­არ­თუ­ლა. ჩემ­თ­ვის საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწო­რი გა­რე­მო და იქ არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც უფ­რო მარ­ტივს და სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის ახალ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბას. ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავირ­ჩიე, მაგ­რამ ამა­ში სა­ბო­ლო­ოდ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი არ ვარ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბიც, რა­საც ქუ­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყ­ვეტ. უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ჩე­ვა მო­ხერ­ხ­და რე­ი­ტინ­გი­თა და იქ მოღ­ვა­წე პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თა და და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვით, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაც და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ვი­ღე, რად­გან ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე უკეთ მე ვი­ცი რას ვე­ძებ სა­მო­მავ­ლოდ.

სამ­წუ­ხა­როდ, ღია კა­რის დღე­ებს არ დავ­ს­წ­რე­ბი­ვარ, თუმ­ცა ჩა­ნა­წე­რებს ვუს­მენ­დი და ვკითხუ­ლობ­დი. ვი­გებ­დი მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რა სჯობს იცო­დეს აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა. მომ­რავ­ლ­და სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი, ამი­ტომ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის რთუ­ლია, მე ფსი­ქო­ლო­გია ავირ­ჩიე. ფსი­ქო­ლო­გი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვარ წლე­ბია და ეს არ­ჩე­ვა­ნიც, შე­სა­ბა­მი­სად, დი­დი ხნის წინ, და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ვი­ღე. ვეც­ნო­ბო­დი ინ­ფორ­მა­ცი­ებს ამ პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ, ვი­ღებ­დი რჩე­ვებს სტუ­დენ­ტე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც უკ­ვე სწავ­ლო­ბენ ამ ფა­კულ­ტეტ­ზე, ვკითხუ­ლობ­დი ფსი­ქო­ლო­გი­ურ წიგ­ნებს, ვუ­ყუ­რებ­დი ფილ­მებს და ყვე­ლა­ფერს, რაც ამ თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბო­და. ასე­ვე, აუცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნი რა­მით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს მის მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ას­თან, მგო­ნია, რომ ჩე­მი თა­ვის სა­უ­კე­თე­სო ვერ­სი­აც ამ პრო­ფე­სი­ა­ში ვიქ­ნე­ბი.

აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა პრო­ფე­სი­ას გა­უ­აზ­რებ­ლად ირ­ჩევს, რი­სი ბევ­რი მა­გა­ლი­თიც მაქვს გარ­შე­მო. სამ­წუ­ხა­როა, რომ არც ისე ხში­რია შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მე­ტად იყოს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ინ­ფორ­მა­ცია უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ფა­კულ­ტე­ტე­ბის შე­სა­ხებ. ეს რომ არა, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თი­თო­ე­უ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი სა­კუ­თა­რი სა­ოც­ნე­ბო პრო­ფე­სი­ით ის­წავ­ლი­და.

ჩე­მი კლა­სე­ლე­ბი­დან, სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აპი­რებს. რე­პე­ტი­ტორ­თან მომ­ზა­დე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ვე­ცა­დე თა­ვი შე­მე­კა­ვე­ბი­ნა. ვა­პი­რებ ჩა­ვა­ბა­რო სა­მი საგ­ნით, გა­მოც­დე­ბის­თ­ვის კი ვემ­ზა­დე­ბი კერ­ძო სკო­ლა­ში, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­უ­ღა­ლა­ვად ცდი­ლო­ბენ მო­მა­წო­დონ მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია და მი­მა­ღე­ბი­ნონ ის გა­ნათ­ლე­ბა, რაც გა­მოც­დე­ბის კარ­გად ჩა­ბა­რე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბა. რე­პე­ტი­ტორ­თან მომ­ზა­დე­ბა საკ­მა­ოდ დიდ დროს წა­მარ­თ­მევ­და და, ამავ­დ­რო­უ­ლად, ფი­ნან­სუ­რა­დაც საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სკო­ლას ოქ­როს მე­დალ­ზე ვამ­თავ­რებ, ვერ ვიტყ­ვი, რომ მო­ლო­დი­ნე­ბი დი­დი მაქვს ან არ მაქვს. სტრე­სუ­ლი პე­რი­ო­დი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბუ­ნებ­რი­ვია, საკ­მა­ოდ გან­ვიც­დი და ზოგ­ჯერ გრანტს არც კი გან­ვი­ხი­ლავ. მო­ტი­ვა­ცი­ის მოზღ­ვა­ვე­ბის შემ­დეგ კი, ზოგ­ჯერ, და­დე­ბი­თი გან­წყო­ბი­თაც ვარ. სა­ბო­ლო­ოდ, ვი­მე­დოვ­ნებ, ჩე­მი 12-წლი­ა­ნი შრო­მა და­მი­ფას­დე­ბა და სა­თა­ნა­დო შე­დეგს მი­ვი­ღებ.

 

ბი­ჭი­კო ქო­ნი­აშ­ვი­ლი
სსიპ ნო­დარ ხა­დუ­რის სა­ხე­ლო­ბის გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. ქვე­შის სა­ჯა­რო სკო­ლა

 

მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის, უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ჩე­ვა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რად­გან არ­ჩე­ვა­ნი საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო. სა­ბო­ლო­ოდ, და­მო­უ­კი­დებ­ლად, პირ­ველ ნომ­რად ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავირ­ჩიე (BTU). მათ მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­რე­მო, სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა აკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩემს არ­ჩე­ვანს – კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, სწო­რედ ამ პრო­ფე­სი­ა­ში ვხე­დავ სა­კუ­თარ თავს, რად­გან ბავ­შ­ვო­ბი­დან მიდ­რე­კი­ლე­ბა და დი­დი ინ­ტე­რე­სი მაქვს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მართ.

ჩემ თა­ო­ბა­ში საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ასე­ვე, სა­მარ­თალ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა, ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გი და სხვა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ფე­სი­ე­ბი.

ჩე­მი კლა­სი­დან 90% სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში აპი­რებს, ხო­ლო და­ნარ­ჩე­ნი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა რე­პე­ტი­ტორ­თან მომ­ზა­დე­ბას, დი­ახ, მე ვემ­ზა­დე­ბი 3 სა­გან­ში, რო­მე­ლიც ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ბარ­დე­ბა, მომ­ზა­დე­ბა კი, და­ახ­ლო­ე­ბით, 300 ლა­რი ჯდე­ბა.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლე­ბის გა­მოც­დის მო­დე­ლი მომ­წონს და არა­ნა­ირ ცვლი­ლე­ბას არ შე­ვი­ტან­დი მას­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლია. დი­დი იმე­დი მაქვს და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვეც­დე­ბი გრან­ტის მო­პო­ვე­ბას.

თებ­რო­ნია ლომ­სა­ძე
სსიპ დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წმინ­და მე­ფე ვახ­ტანგ გორ­გას­ლის სახ. სკო­ლა-ინ­ტერ­ნა­ტი

 

რო­გორ ვემ­ზა­დე­ბი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის? ალ­ბათ ისე, რო­გორც ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენ­ტი – თავ­და­უ­ზო­გა­ვად, ვი­ნა­ი­დან ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩე­მი მო­მა­ვა­ლი. ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, მო­ვი­ძი­ოთ ინ­ფორ­მა­ცია ნე­ბის­მი­ე­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ, თუმ­ცა არ­ჩევ­ნის გა­კე­თე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ან ოჯახ­ში მე-5 ბავ­შ­ვი ვარ, შე­სა­ბა­მი­სად, ჩე­მი უფ­რო­სი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და­მეხ­მა­რა. ამავ­დ­რო­უ­ლად, ვცდი­ლობ­დი, ინ­ფორ­მა­ცია უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შე­სა­ხებ ნე­ბის­მი­ე­რი შე­საძ­ლო წყა­რო­დან მი­მე­ღო. ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მივ­ხ­ვ­დი, რომ გან­ზო­გა­დე­ბუ­ლად უნი­ვერ­სი­ტე­ტის ძებ­ნა არ გა­მო­მად­გე­ბო­და, ასე რომ, ძი­ე­ბა უშუ­ა­ლოდ იმ ფა­კულ­ტე­ტე­ბის გან­ხ­რით გა­ვაგ­რ­ძე­ლე, რომ­ლე­ბიც ჩე­მი ინ­ტე­რე­სის სა­განს წარ­მო­ა­და­გენ­და.

ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი და ვეს­წ­რე­ბო­დი სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ღია კა­რის დღე­ებს. არ­ჩე­ვა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვე­რი­სი­ტეტ­ზე შე­ვა­ჩე­რე. და­მე­თან­ხ­მე­ბით, პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა ნამ­დ­ვი­ლად არ არის მარ­ტი­ვი, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ შევ­ძე­ლი, ჩე­მი ინ­ტე­რე­სე­ბი, ხა­სი­ა­თი და სურ­ვი­ლი ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­მე­თან­ხ­მე­ბი­ნა და მთის მდგრა­დი ტუ­რიზ­მი და მას­პინ­ძ­ლო­ბის მე­ნეჯ­მენ­ტი ავირ­ჩიე.

პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას ბევ­რი ფაქ­ტო­რია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. ინ­ტე­რეს­თან ერ­თად და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვაც უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნო. ვფიქ­რობ, ინ­ფორ­მა­ცი­ის დე­ფი­ცი­ტი ჩე­მი თა­ო­ბის­თ­ვის დი­დი პრობ­ლე­მა არ უნ­და იყოს. მთა­ვა­რია, ეს ინ­ფორ­მა­ცია კარ­გად გა­ი­აზ­რო და მსჯე­ლო­ბის შე­დე­გად მიხ­ვი­დე გო­ნივ­რულ დას­კ­ვ­ნამ­დე. მარ­თა­ლია ჩე­მი თა­ო­ბის­თ­ვის ბევ­რად უფ­რო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, სა­მარ­თ­ლის და ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტე­ბი, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სფე­რო, რო­მელ­შიც უკეთ წარ­მო­ვა­ჩენ თავს. ვფიქ­რობ, ჩემს თვით­რე­ა­ლი­ზე­ბა­ში დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის ჩემს სკო­ლას.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებს, საკ­მა­ოდ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ვარ მათ შე­სა­ხებ. ჩემ­მა ორ­მა ძმამ, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, ჩვენს რა­ი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი პროფ­სას­წავ­ლე­ბე­ლიც და­ამ­თავ­რა.

იმის და მი­უ­ხე­და­ვად, რომ სკო­ლა საკ­მა­ოდ ჩარ­თუ­ლია აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში, რე­პე­ტი­ტო­რებ­თან მომ­ზა­დე­ბა მა­ინც დამ­ჭირ­და, ვი­ნა­ი­დან სა­ჭი­როა დი­დი მა­სა­ლის გა­და­მე­ო­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა უცხო ენას, ვფიქ­რობ, მომ­ზა­დე­ბა არას­დ­რო­საა ზედ­მე­ტი.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მო­დე­ლი, სავ­სე­ბით მი­სა­ღე­ბია ჩემ­თ­ვის. გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­წონს ის, რომ გა­მოც­დე­ბი უფ­რო მე­ტად გა­აზ­რე­ბა­სა და მსჯე­ლო­ბას მო­ითხოვს, ვიდ­რე თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას.

გრანტს რაც შე­ე­ხე­ბა, მი­სი მო­პო­ვე­ბა ნე­ბის­მი­ერ მო­წა­დი­ნე­ბულ აბი­ტუ­რი­ენტს შე­უძ­ლია, თუმ­ცა წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი. ვფიქ­რობ, გა­მოც­დებს წარ­მა­ტე­ბით დავ­ძ­ლევ.

ნა­თია ჯა­ნაშ­ვი­ლი
სსიპ დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ოფ. სამ­რეკ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლა

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვემ­ზა­დე­ბი. მიზ­ნის­კენ სა­ვა­ლი გზა და სა­სურ­ველ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რა, რა თქმა უნ­და, მო­ითხოვს შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ჩე­ვას, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე შე­ვა­ჩე­რე, რად­გან ჩემს სურ­ვი­ლებ­ზე და მოთხოვ­ნი­ლე­ბებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. ცხა­დია, დღეს პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა გარ­კ­ვე­ულ სირ­თუ­ლეს უკავ­შირ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნია, ეს კი­დევ უფ­რო გაბ­ნევს. ჩე­მი აზ­რით, წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი იქ, სა­დაც შენს თავს ყვე­ლა­ზე მე­ტად ხე­დავ, მოგ­წონს და გი­ზი­დავს. არ­სე­ბობს გა­მოთ­ქ­მაა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მომ­წონს: „აირ­ჩიე სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც გიყ­ვარს და ცხოვ­რე­ბა­ში არც ერ­თი დღე არ მო­გი­წევს მუ­შა­ო­ბა“.

ჩე­მი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ში დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის სკო­ლას. სკო­ლა ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, სა­დაც ხდე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი და და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­აზ­როვ­ნე პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს მას­წავ­ლებ­ლებს გა­წე­უ­ლი შრო­მის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა კი ჩე­მი ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბელს, ქალ­ბა­ტონ ნი­ნო დევ­რი­საშ­ვილს, რომ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის წყა­ლო­ბით ვგეგ­მავ გავ­ხ­დე ბი­ო­ლო­გი.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებს, ვფიქ­რობ, შე­სა­ნიშ­ნა­ვი შან­სია მათ­თ­ვის, ვი­საც  არ სურს სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით აირ­ჩი­ოს სპე­ცი­ა­ლო­ბა და და­ე­უფ­ლოს მას.

დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იღებს პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას. ჩე­მი კლა­სე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს ირ­ჩევს, თუმ­ცა დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ზო­გი­ერ­თი პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ზეც შე­ა­ჩე­რებს არ­ჩე­ვანს.

რე­პე­ტი­ტორ მას­წავ­ლებ­ლებ­თან მე­ცა­დი­ნე­ო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, დღეს ნამ­დ­ვი­ლად აქ­ტუ­ა­ლუ­რია, სკო­ლის გარ­და, და­მა­ტე­ბით მომ­ზა­დე­ბა. თა­მა­მად ვიტყ­ვი, რომ ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იხარ­ჯე­ბოდ­ნენ გაკ­ვე­თილ­ზე და ნე­ბის­მი­ერ გა­მოც­და­ზე გას­ვ­ლა სკო­ლი­დან მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით საკ­მა­რი­სია. თუმ­ცა ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­და­საწყ­ვე­ტი სა­კითხია.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მო­დე­ლი ჩემ­თ­ვის მი­სა­ღე­ბია. ის გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­მო­ვავ­ლი­ნოთ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და უნა­რე­ბი. ვფიქ­რობ, კარ­გად ვარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის, ვეც­დე­ბი სა­კუ­თა­რი ცოდ­ნა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად წარ­მო­ვა­ჩი­ნო და სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტი მო­ვი­პო­ვო.

და­ბო­ლოს, წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენტს და ვურ­ჩევ არ ინერ­ვი­უ­ლონ, რად­გან მთა­ვა­რია მონ­დო­მე­ბა და მიზ­ნის­კენ უწყ­ვე­ტი სწრაფ­ვა. მე­ტიც – მოს­წავ­ლე­ო­ბა, და გან­სა­კუთ­რე­ბით აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბა, ყვე­ლა­ზე ტკბი­ლად გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი პე­რი­ო­დია ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში.

 

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები