26 სექტემბერი, ორშაბათი, 2022

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

spot_img
საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე გექნებათ. კონკრეტული თარიღის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე.
პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში ეწვიეთ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს.
თუ გსურთ არჩეული პროგრამის სხვა საფეხურზე გადატანა, წაშალეთ ის და კურსორი დააყენეთ იმ პროგრამასთან, რომლის შემდეგაც გინდათ მისი ჩასმა. ჩაწერეთ კოდი და მიეცით ბრძანება-დამატება.
აუცილებლად დაიმახსოვრეთ მონაცემები. შენახვის ღილაკის გამოყენების გარეშე ცვლილებები სისტემაში არ აისახება.
გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია ის პროგრამა, რომელიც თქვენს რეიტინგულ სიაშია მითითებული, მოცემულია აბიტურიენტის სარეგისტრაციო გვერდის ბმულზე: კონკურსი პროგრამებზე.
პროგრამის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ:
აკრედიტებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამა (არააკრედიტებული პროგრამა არ ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით);
გაზრდილია თუ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
მითითებულია თუ არა საგანმანათლებლო პროგრამაზე სპეციალური მოთხოვნები;
საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობა;
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის საფასური;
თუ რომელ ქალაქში მიმდინარეობს სწავლა ამ საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით.
გახსოვდეთ, თქვენ მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
გისურვეთ წარმატებას!

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები