2 მარტი, შაბათი, 2024

აბიტურიენტთა დასახმარებლად

spot_img
წარმოგიდგენთ თამარ ელიოზიშვილისა და თამარ ძაძამიას მიერ შედგენილ,
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ, კრებულს
ქართულ ენასა და  ლიტერატურაში. 

კრებულში შესულია ტექსტის რედაქტირების, წაკითხულის გააზრებისა და წერითი დავალების ნიმუშები, რომლებიც მთლიანად შეესაბამება ეროვნული გამოცდების ფორმატს. გასააზრებელი ტექსტები აღებულია როგორც საპროგრამო, ისე არასაპროგრამო მასალიდან, სულ შერჩეულია 40 ნაწარმოები.

კრებულს ბოლოში ერთვის რედაქტირებული ტექსტები და კითხვების სწორი პასუხები, ამასთანავე, იმ აბიტურიენტთა რამდენიმე ნაშრომი, რომლებმაც 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

ნაშრომი დახმარებას გაუწევს როგორც აბიტურიენტებს, ისე უფროსკლასელებს.

კრებულის შეძენა შეგიძლიათ შემდეგ მაღაზიებში:
ცოტნე დადიანის №43; ცოტნე დადიანის №22/24; აგრეთვე, მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გამოყენებული ლიტერატურა:
ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები: X კლასი (თამაზ ვასაძე),  XI კლასი (თამაზ ვასაძე, ნინო შარაშენიძე),  XII კლასი (თამაზ ვასაძე, ნუგზარ მუზაშვილი, ნიკოლოზ ჩუბინიძე), თბილისი, „დიოგენე“, 2006, 2008, 2010 წწ.
ქართული მწერლობა (ლექსიკონი-ცნობარი), გამომცემლობა „განათლება“, 1984წ.

 

კრებულის შემდგენლები ყველა რაციონალურ და საქმიან შენიშვნას გაითვალისწინებენ სამომავლოდ.

 

ავტორები: თამარ ელიოზიშვილი, თამარ ძაძამია

Eliozishvilitamar@gmail.com; Tamrikodzadzamia84@gmail.com

T: 595 155 416; 599 103 793

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები