13 ივლისი, შაბათი, 2024

აბიტურიენტების გვერდი

spot_img

წლე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, უმაღ­ლეს სა­გა­ნა­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე ჩა­ბა­რე­ბის სურ­ვი­ლი 47 ათას­ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა გა­მოთ­ქ­ვა. დამ­ღ­ლელ და შრო­მა­ტე­ვად სა­გა­მოც­დო მზა­დე­ბის პე­რი­ოდს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა საკ­მა­ოდ ყო­ჩა­ღად უმ­კ­ლავ­დე­ბა და ამ­ბობს, რომ მთა­ვა­რი მოტი­ვა­ტო­რი „წარ­მა­ტე­ბის­კენ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია“, რო­მელ­საც გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბით და­ა­დას­ტუ­რე­ბენ.

ჩვე­ნი რუბ­რი­კის სტუმ­რე­ბი  გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რო­ბენ აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის რთულ გზა­ზე, სკო­ლის როლ­ზეც და პრო­ფე­სი­ე­ბის არ­ჩე­ვა­ნის სირ­თუ­ლე­ებ­ზეც; გვი­ზი­ა­რე­ბენ მო­საზ­რე­ბებს სა­გა­მოც­დო მო­დელ­ზე – რას შეც­ვ­ლიდ­ნენ ან რა­ტომ; აქე­ცენ­ტებს აკე­თე­ბენ   პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, რო­მელ­საც, მა­თი აზ­რით, მე­ტი ყუ­რადღე­ბა უნ­და და­ეთ­მოს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

ქე­თე­ვან ჩაკ­ვე­ტა­ძე
სსიპ ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ.ზუ­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა

 

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბა ჩემ­თ­ვის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და სა­ინ­ტე­რე­სოა. კარ­გი შე­დე­გი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია მუდ­მი­ვი შრო­მა, მონ­დო­მე­ბა, ვცდი­ლობ, გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მე­ცა­დი­ნე­ო­ბა იყოს ნა­ყო­ფი­ე­რი. ყო­ველ­დღე წი­ნას­წარ ვი­ნიშ­ნავ სა­კითხებს, რომ­ლე­ბიც იმ კონ­კ­რე­ტულ დღეს უნ­და ვის­წავ­ლო ან თუნ­დაც გა­ვი­მე­ო­რო. მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა ამ პე­რი­ოდ­ში ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან მა­თი ჩემ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რია, მო­ტი­ვა­ცია კი წარ­მა­ტე­ბის­კენ გა­დად­გ­მუ­ლი დი­დი ნა­ბი­ჯია.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ყო­ველ­წ­ლი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს ცნო­ბარს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­შიც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და პროგ­რა­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, ამი­ტომ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბი­სა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ჩე­ვა მა­ინც ურ­თუ­ლე­სი იყო. სი­მარ­თ­ლე რომ ვთქვა, ბო­ლომ­დე დღე­საც არ მაქვს ზუს­ტად გა­დაწყ­ვე­ტი­ლი. პირ­ველ ნომ­რად არ­ჩე­ულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ვი­ღე, თუმ­ცა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე იმ მე­გობ­რე­ბის რჩე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან, და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც ინ­ტერ­ნე­ტით მო­ვი­ძიე ინ­ფორ­მა­ცია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა ჯგუ­ფებ­ში ვკითხუ­ლობ­დი ამა თუ იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­ხა­სი­ა­თე­ბას.

აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის, უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ჩე­ვი­სას, დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ღია კა­რის დღე­ზე მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მსგავ­სი ტი­პის შეხ­ვედ­რე­ბი ხში­რად ეწყო­ბო­და რო­გორც დის­ტან­ცი­უ­რად, ისე პი­რის­პირ. ჩემ­თ­ვის კომ­ფორ­ტუ­ლი იყო დის­ტან­ცი­უ­რი ღია კა­რის დღე­ე­ბი, ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე­ში ამა თუ იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვი­ზი­ა­რებ­და სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს ეძ­ლე­ვათ.

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის ქო­ნა, ვფიქ­რობ, პრი­ვი­ლე­გიაა, რად­გან არ ვარ შეზღუ­დუ­ლი და შე­მიძ­ლია ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და შე­საძ­ლე­ბლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ავირ­ჩიო პრო­ფე­სია, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბას და­ვუ­კავ­ში­რებ. სკო­ლამ დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ჩემს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ში, რად­გან მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, და­მა­ტე­ბით საგ­ნად, პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცია ამერ­ჩია. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­ნი და­მეხ­მა­რა გა­მერ­კ­ვია, სა­დაა ჩე­მი ად­გი­ლი, რა შე­მიძ­ლია და ჩემს უნა­რებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რო­მელ­საც მო­მა­ვალ­ში არ ვი­ნა­ნებ.

21-ე სა­უ­კუ­ნის აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­ში არა­ერ­თი პრო­ფე­სიაა პო­პუ­ლა­რუ­ლი. NAEC-ის ვებ­გ­ვერ­დ­ზე და­ვაკ­ვირ­დი კონ­კუ­რენ­ცი­ას სხვადა­ს­ხ­ვა პროგ­რა­მა­ზე და რო­გორც ჩანს, აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა დი­დი ნა­წი­ლი არ­ჩე­ვანს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ პრო­ფე­სი­ებ­ზე აკე­თებს. სამ­წუ­ხა­როა, რომ მე არ მქო­ნია შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დავ­ს­წ­რე­ბო­დი შეხ­ვედ­რას, სა­დაც ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ვი­ღებ­დი მოთხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ. მაგ­რამ, ვფიქ­რობ, გა­აზ­რე­ბუ­ლად ავირ­ჩიე მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია, რად­გან არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბამ­დე ბევ­რიც ვი­ფიქ­რე და კვლე­ვა-ძი­ე­ბაც არ დამ­ზა­რე­ბია.

ვფიქ­რობ, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ნაკ­ლე­ბად ფლო­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ზე, რად­გან უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მათ­ზე არაა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია, არ ტარ­დე­ბა გაც­ნო­ბი­თი შეხ­ვედ­რე­ბი ან ტარ­დე­ბა ვიწ­რო წრე­ებ­ში. ეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არაა საკ­მა­რი­სი. ჩე­მი კლა­სე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აპი­რებს სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას.

რე­პე­ტი­ტორ­თან ვემ­ზა­დე­ბი სამ სა­გან­ში, რო­მელ­თა ჩა­ბა­რე­ბა­საც ვა­პი­რებ მო­მა­ვალ­ში. სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩე­მი მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად უან­გა­როდ, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის გარ­და, მაძ­ლევ­და მი­თი­თე­ბებს და სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით მამ­ზა­დებ­და. ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის რე­პე­ტი­ტო­რი დე­და­ჩე­მია, ამი­ტომ გა­მი­მარ­თ­ლა.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მოს­წავ­ლის ფაქ­ტობ­რი­ვი ცოდ­ნის შემოწმე­ბა­ზე, მე, ფაქ­ტობ­რივ ცოდ­ნას­თან ერ­თად, შე­ვა­მოწ­მებ­დი მოს­წავ­ლის იმ უნა­რებს, რომ­ლე­ბიც აუცი­ლე­ბე­ლია წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის, ანუ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბით შე­ვა­მოწ­მე­ბდი თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში ჩე­მი რე­სურ­სი თით­ქ­მის სრუ­ლად ჩავ­დე, ვფიქ­რობ, აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ცოდ­ნი­სა და შრო­მის ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი შე­დე­გი.

რე­ზო გელ­ბა­ხი­ა­ნი-გუ­ლიშ­ვი­ლი
სსიპ თეთ­რიწყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. დიდ­გო­რის სა­ჯა­რო სკო­ლა

 

მე­ექ­ვ­სე კლა­სი­დან მინ­დო­და, იური­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, ფა­კულ­ტე­ტის და უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ჩე­ვან­ზე გავ­ლე­ნა ჩემ­მა უფ­როს­მა დამ მო­ახ­დი­ნა, რო­მელ­მაც ორი წლის წინ ჩა­ა­ბა­რა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იური­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის არ­ჩე­ვი­სას უპი­რა­ტე­სო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს მი­ვა­ნი­ჭე, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი კი – თსუ-ს, რად­გან ვი­ცი, რომ სა­უ­კე­თე­სო იური­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი აქვს და დი­დი არ­ჩე­ვა­ნი გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­ში. ასე რომ, არც უნი­ვერ­სი­ტე­ტის შერ­ჩე­ვა, მით უფ­რო – ფა­კულ­ტე­ტის, არ გამ­ჭირ­ვე­ბია.

რა თქმა უნ­და, სა­მო­მავ­ლოდ გაც­ვ­ლით პროგ­რა­მა­ზე ვფიქ­რობ, რად­გან ნე­ბის­მი­ერ ახალ­გაზ­რ­დას, რო­მელ­საც სურს, თა­ვის საქ­მე­ში იყოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, უცხო ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და იქ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა უპი­რო­ბოდ სა­სი­კე­თოდ წა­ად­გე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის შერ­ჩე­ვას, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მე არ მახ­სენ­დე­ბა, ჩვენ­თან, სკო­ლა­ში, მო­სუ­ლიყ­ვ­ნენ და სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი გა­ეც­ნოთ, შე­მო­ე­თა­ვა­ზე­ბი­ათ. ეს სა­კითხი, ვფიქ­რობ, თა­ვად მოს­წავ­ლე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მან უნ­და მო­ი­ძი­ოს და იპო­ვოს ინ­ფორ­მა­ცია ამა თუ იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ, იყოს მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, აირ­ჩი­ოს და გა­არ­კ­ვი­ოს, რო­მე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მის­ცემს ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას. ასე­ვეა პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბიც. აკა­დე­მი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა ჩე­მი თა­ო­ბის­თ­ვის უფ­რო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ზე სკო­ლის პე­რი­ოდ­ში აქ­ცენ­ტი ნაკ­ლე­ბად კეთ­დე­ბა. ჩემს ინ­ტე­რეს­შიც არ შე­დი­ო­და ეს სა­კითხი და ამი­ტომ ნაკ­ლე­ბად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ვარ.

სხვა­თა შო­რის, ჩემ არ­ჩე­ულ პრო­ფე­სი­ას რომ და­ვუბ­რუნ­დე, იური­დი­უ­ლი ჩემ გა­რე­მო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი არ არის. ვფიქ­რობ, ჩე­მი თა­ნა­ტო­ლე­ბი უფ­რო ფი­ნან­სურ სა­კითხს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, რამ­დე­ნად შე­მო­სავ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა მა­თი არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სია. ამი­ტომ, ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სია ჩემს თა­ო­ბა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია. ჩემ­თ­ვის კი ფი­ნან­სუ­რი სა­კითხი გა­დამ­წყ­ვე­ტი არ ყო­ფი­ლა, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე თუ რამ­დე­ნად უხ­ს­ნის გზას ახალ­გაზ­რ­დას იური­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი, სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­მუ­შაოა, ასე რომ, ინ­ტე­რეს­მა უფ­რო გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა ამ ფა­კულ­ტე­ტის არ­ჩე­ვა. მარ­ტო გუ­ლის­თ­ქ­მას არ მივ­ყო­ლი­ვარ, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად შე­ვარ­ჩიე ჩე­მი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია.

სკო­ლამ დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა ჩემს სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­ში, უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ ჩე­მი სკო­ლის თი­თო­ე­უ­ლი პე­და­გო­გის. მათ დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ჩვენს გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ისი­ნი ჩვენს არ­ჩე­ვანს ყო­ველ­თ­ვის პა­ტივს სცემ­დ­ნენ. რე­პე­ტი­ტორ­თან არ მოვ­მ­ზა­დე­ბულ­ვარ. კლას­ში 2 მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვით და ყვე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სი ჩვენ­კენ იყო მო­მარ­თუ­ლი. ჩე­მი მე­გო­ბა­რიც უმაღ­ლე­სის გა­მოც­დე­ბის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა, მან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი აირ­ჩია.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მო­დე­ლი ძა­ლი­ან მომ­წონს, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას მორ­გე­ბუ­ლია. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი მო­დე­ლია. მო­მა­ვალ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს და მოს­წავ­ლე­ებს მინ­და ვურ­ჩიო, მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი და შრო­მა­ტე­ვა­დია. თუ მთე­ლი 11 წე­ლი არა­ფე­რი გის­წავ­ლია, მხო­ლოდ მე-12 კლას­ში ბე­ჯი­თო­ბა და გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბა საკ­მა­რი­სი ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან ეს სა­ფუძ­ვ­ლი­ან ცოდ­ნას მო­ითხოვს. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლემ გა­ი­აზ­როს, რომ თუ თა­ვი­დან­ვე არა, სულ მცი­რე, ბო­ლო 3-4 წე­ლი ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და გა­დამ­წყ­ვე­ტია. თუ­კი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ სკო­ლა წარ­მა­ტე­ბით, მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე, მგო­ნია, გრან­ტის მო­პო­ვე­ბის შან­ს­საც არ გა­ვუშ­ვებ ხე­ლი­დან.

ნი­კო­ლოზ ბა­რა­მი­ძე
სსიპ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე

 

ჩვენს თა­ო­ბა­ში უფ­რო მარ­ტი­ვი გახ­და ონ­ლა­ინ რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბა და სწრა­ფად ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა. სწო­რედ ონ­ლა­ინ რე­სურ­სე­ბის დახ­მა­რე­ბით მი­ვი­ღე ინ­ფორ­მა­ცია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შე­სა­ხებ. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ვი­ღე და ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე შე­ვა­ჩე­რე, რად­გან ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ის სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლებ­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტი გვთა­ვა­ზობს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, დავ­ს­წ­რე­ბო­დი რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ღია კა­რის დღე­ებს, თუმ­ცა მინ­და ვთქვა ისიც, რომ სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი ჩემს სკო­ლა­შიც ტარ­დე­ბო­და, სა­დაც სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­ვე­ცა­ნი იმ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს, რომ­ლებ­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტებს გვთა­ვა­ზობ­დ­ნენ.

ყო­ველ­თ­ვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და სა­მარ­თ­ლის სფე­რო და სწო­რედ ამ ინ­ტე­რეს­მა გა­ნა­პი­რო­ბა ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი. სკო­ლა­შიც ხში­რად ეწყო­ბო­და აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გვაძ­ლევ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ზო­გა­დი წარ­მოდ­გე­ნა გვქო­ნო­და სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ და გაგ­ვე­გო უფ­რო მე­ტი იმა­ზე, რაც გვა­ინ­ტე­რე­სებ­და. ჩვე­ნი თა­ო­ბა, უფ­რო მე­ტად, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­თაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. სწო­რედ ეს სფე­როა ბა­ზარ­ზე ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დი, თუმ­ცა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას კარ­გად არ აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლო ანაზღა­უ­რე­ბი­სა და სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის სა­კითხი. ამ მხრივ, ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბა, ზოგ­ჯერ, არას­წო­რად იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა ძალ­ზე მარ­ტი­ვია. პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი­დან­ვე ვი­ყა­ვით, თუმ­ცა ჩემს კლას­ში, ამ მხრივ, დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა არ ყო­ფი­ლა.

რთუ­ლია ისე­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტის პოვ­ნა, რო­მე­ლიც რე­პე­ტი­ტორ­თან არ და­დის. რა თქმა უნ­და, სკო­ლამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი ითა­მა­შა ძი­რე­უ­ლი ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა­ში, თუმ­ცა, ბო­ლო წლე­ბია, რე­პე­ტი­ტო­რე­ბი აქ­ტი­უ­რად მეხ­მა­რე­ბი­ან, რომ ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სწო­რად და­ვა­ორ­გა­ნი­ზო. ქარ­თუ­ლი, უცხო­უ­რი ენა და ის­ტო­რია ის საგ­ნე­ბია, რომ­ლებ­საც ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე ვა­ბა­რებ. ამ საგ­ნებ­ში მომ­ზა­დე­ბა კი 250 ლა­რამ­დე მიჯ­დე­ბა.

ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­დე­ლი მეტ-ნაკ­ლე­ბად მი­სა­ღე­ბია ჩემ­თ­ვის, თუმ­ცა ვი­სურ­ვებ­დი, რომ ფაქ­ტობ­რივ ცოდ­ნა­ზე მე­ტად, აბი­ტუ­რი­ენ­ტის ლო­გი­კურ და კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბას აფა­სებ­დეს.

იმე­დია გრან­ტის მო­პო­ვე­ბას თა­ვი­სუფ­ლად შევ­ძ­ლებ, რად­გან ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ უნა­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ვი­მუ­შა­ვე.

გი­გი მი­გი­ნე­იშ­ვი­ლი
სსიპ ქ. ფო­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის №5 სა­ჯა­რო სკო­ლა

 

ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დე­ბამ­დე სულ რა­ღაც ერ­თი თვე დარ­ჩა და აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში, თუმ­ცა მთე­ლი წე­ლი საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი იყო. ვთვლი, რომ გა­მოც­დე­ბის­თ­ვის საკ­მა­ოდ კარ­გად მოვემ­ზა­დე­.

აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა­სა თუ არ­ჩე­ვა­ში, ვეც­ნო­ბი ყვე­ლა ახალ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. ვფიქ­რობ, ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ჩე­ვას დი­დი ყუ­რადღე­ბა უნ­და და­უთ­მოს, კარ­გად გა­ი­აზ­როს და გა­ეც­ნოს მათ პი­რო­ბებ­სა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს. მინ­და გითხ­რათ, რომ კარ­გი უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ჩე­ვა, ხში­რად, ფა­კულ­ტე­ტის არ­ჩე­ვა­ზე რთუ­ლიც კია, რად­გან აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ყუ­რადღე­ბას აქ­ცევს, რო­გო­რი გა­რე­მოა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­გო­რი ლექ­ტო­რე­ბი ჰყავს, აქვს თუ არა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ან თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას იძ­ლე­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტი. თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, უპირ­ვე­ლე­სი სა­კითხი და, ასე ვთქვათ, გა­დამ­წყ­ვე­ტი მა­ინც სწავ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბაა. ვფიქ­რობ, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი უნ­და იყოს.

რად­გან დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნი­ვერ­სი­ტე­ტის შერ­ჩე­ვა მარ­ტი­ვი არ არის, ამი­ტომ გა­მოც­დი­ლი ხალ­ხის­გან მი­ვი­ღე რჩე­ვე­ბი და შე­ვე­ცა­დე, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ასე­ვე სკო­ლის პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თხელ გვქონ­და შეხ­ვედ­რა სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, რომ­ლებ­მაც მოგ­ვა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია თა­ვი­ანთ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზე, რა­მაც შემ­დ­გომ კი­დევ უფ­რო გა­მი­მარ­ტი­ვა არ­ჩე­ვა­ნი.

ვფიქ­რობ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მე­ტი ყუ­რადღე­ბა უნ­და და­ეთ­მოს პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას. ყვე­ლა­ნა­ი­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­შია. შე­სა­ბა­მი­სად, მოს­წავ­ლე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა არ­ჩე­ვანს უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ზე აკე­თებს. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ჩვენს თა­ო­ბა­ში პრი­ო­რი­ტე­ტია, რად­გან მი­იჩ­ნე­ვენ, რომ პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბი პერ­ს­პექ­ტი­ვა და ხელ­შეწყო­ბა აქვს. წელს ჩე­მი სკო­ლის სა­მო­ცამ­დე კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი­დან, რო­გორც ვი­ცი, არც ერ­თი არ აპი­რებს პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას.

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ირ­ჩე­ვენ სხვა­დას­ხ­ვა ფა­კულ­ტეტს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად პო­პუ­ლა­რუ­ლია რამ­დე­ნი­მე ფა­კულ­ტე­ტი, ესე­ნია: ბიზ­ნე­სი, სა­მარ­თა­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, პროგ­რა­მი­რე­ბა და სა­მე­დი­ცი­ნო. ნა­წი­ლი იმი­ტომ ირ­ჩევს, რომ ნამ­დ­ვი­ლად მოს­წონს ეს პრო­ფე­სია, ნა­წი­ლი – სხვი­სი გავ­ლე­ნის ქვეშ ექ­ცე­ვა, უმე­ტე­სო­ბას კი არ აქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, რო­მელ ფა­კულ­ტეტ­ზე სურთ სწავ­ლა და პო­პუ­ლა­რულ პრო­ფე­სი­ებს ირ­ჩე­ვენ.

მე არ­ჩე­ვა­ნი სა­მარ­თალ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე შე­ვა­ჩე­რე. მომ­წონს ეს სფე­რო და მსურს, მო­მა­ვალ­ში, ჩე­მი პრო­ფე­სია გახ­დეს – აუცი­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ან­მა ის საქ­მე აკე­თოს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს.

სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლა ვერ და­მეხ­მა­რა ფა­კულ­ტე­ტის შერ­ჩე­ვა­სა და უკეთ გაც­ნო­ბა­ში. სკო­ლე­ბი, ჯერ კი­დევ, მა­მე­ბის თა­ო­ბის სის­ტე­მით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ. ვფიქ­რობ, სკო­ლა უნ­და ეხ­მა­რე­ბო­დეს მოს­წავ­ლეს სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა­ში.

რე­პე­ტი­ტო­რი, დღეს­დღე­ო­ბით, ერთ-ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ მოს­წავ­ლემ სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად შე­ის­წავ­ლოს სა­გა­ნი, თუმ­ცა ეს დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ზოგს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს და სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ახერ­ხებს სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბას. მოს­წავ­ლეს სკო­ლა უნ­და აძ­ლევ­დეს ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას, ეხ­მა­რე­ბო­დეს საგ­ნის სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად შეს­წავ­ლა­ში. რა­ტომ­ღაც ეს ბევ­რი მი­ზე­ზის გა­მო ვერ ხერ­ხ­დე­ბა, ერთ-ერ­თი კი კლას­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბაა.

ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს რაც შე­ე­ხე­ბა, წი­ნა წლე­ბის ტეს­ტე­ბის ნი­მუ­შებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ბა­რი­ე­რი შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი უნ­და იყოს და ტეს­ტე­ბიც – უფ­რო რთუ­ლი. ვფიქ­რობ, უნ­და შე­იც­ვა­ლოს უმაღ­ლეს­ში ჩა­ბა­რე­ბის წე­სე­ბი და კრი­ტე­რი­უ­მე­ბი.

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები