13 ოქტომბერი, კვირა, 2024

„აბე­სა­ლომ და ეთე­რი“ გი­ზო ჟორ­და­ნი­ას 90 წლის­თავს მი­ეძღ­ვ­ნა

spot_img

21 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლი­სის ზ. ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო თე­ატ­რ­ში, 173-ე სე­ზო­ნი ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის უკ­ვ­და­ვი ოპე­რით „აბე­სა­ლომ და ეთე­რი“ (რე­ჟი­სო­რი – გი­ზო ჟორ­და­ნია; სცე­ნოგ­რა­ფია, კოს­ტი­უ­მე­ბი და გა­ნა­თე­ბა – გი­ორ­გი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვი­ლი) გა­იხ­ს­ნა.

დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სე­ზო­ნის გახ­ს­ნა მი­უ­ლო­ცა სამ­ხატ­ვ­რო ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, ბად­რი მა­ი­სუ­რა­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ სპექ­ტაკ­ლი ეძღ­ვ­ნე­ბა დამ­დ­გ­მე­ლი რე­ჟი­სო­რის, გი­ზო ჟორ­და­ნი­ას 90 წლის­თავს და დას­ძი­ნა, რომ ყო­ვე­ლი ახა­ლი სე­ზო­ნი „აბე­სა­ლომ და ეთე­რით“ გა­იხ­ს­ნე­ბაო. შემ­დეგ სიტყ­ვა გა­დას­ცა ოპე­რის ამაგ­დარ სო­ლისტს, ელ­დარ გე­წა­ძეს: „გი­ზო ჟორ­და­ნია არა მხო­ლოდ დი­დი რე­ჟი­სო­რი იყო, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის დი­დი მე­გო­ბა­რი…“

სპექ­ტაკ­ლის დამ­დ­გ­მე­ლი დი­რი­ჟო­რი გახ­ლ­დათ ზა­ზა აზ­მა­ი­ფა­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სპექ­ტაკლს თა­ვად დი­რი­ჟო­რობ­და და მსმე­ნე­ლის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ოვა­ცია და­იმ­სა­ხუ­რა. რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, შე­უ­და­რე­ბე­ლი იყო თე­ატ­რის ორ­კეს­ტ­რი, გუნ­დი, სა­ბა­ლე­ტო და­სი და ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტი „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი“.

წამ­ყ­ვან პარ­ტი­ებს მღე­როდ­ნენ: აბიო მე­ფე – გო­ჩა და­თუ­სა­ნი, ნა­თე­ლა – ირი­ნა ალექ­სი­ძე, აბე­სა­ლო­მი – არ­მაზ და­რაშ­ვი­ლი, ეთე­რი – მაყ­ვა­ლა ას­პა­ნი­ძე, მურ­მა­ნი – სულ­ხან გვე­ლე­სი­ა­ნი, მა­რი­ხი – მა­რი­კა მა­ჩი­ტი­ძე.

სპექ­ტაკ­ლ­მა სრუ­ლი ან­შ­ლა­გით ჩა­ი­ა­რა. და­სას­რულს, მა­ყუ­რე­ბელ­მა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა გა­მორ­ჩე­უ­ლი ტე­ნო­რი – არ­მაზ და­რაშ­ვი­ლი, ბრწყინ­ვა­ლე სოპ­რა­ნო – მაყ­ვა­ლა ას­პა­ნი­ძე, ასე­ვე სა­ბა­ლე­ტო და­სი და ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის –  „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი.

სპექ­ტაკლს ეს­წ­რე­ბო­და გი­ზო ჟორ­და­ნი­ას მე­უღ­ლე, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ნა­თე­ლა ვაჩ­ნა­ძე.

მა­რი­კა პო­პი­აშ­ვი­ლი

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები