უახლესი სტანდარტების სკოლა

1001

თბილისის №100 საჯარო სკოლის 700-მდე მოსწავლე უახლესი სტანდარტის, ახალ, თანამედროვე შენობაში ისწავლის. თანამედროვე კაბინეტებით, საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიებით, საკონფერენციო და სპორტული დარბაზებით აღჭურვილი შენობა, ყველა კრიტერიუმით, მოსწავლეზეა ორიენტირებული.

ძველი შენობის დემონტაჟის შემდეგ, ახალი სკოლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და მისმა ბიუჯეტმა 5 506 000 ლარი შეადგინა.

დატოვეთ კომენტარი