ცენტრის ანგარიშვალდებულების მექანიზმები იხვეწება

704

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მართვისა და განვითარების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრების შემადგენლობა განისაზღვრა.

საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: სამინისტროს წარმომადგენელი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, დამსაქმებელთა და სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორის წარმომადგენელი, უცხოელი სპეციალისტი და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, რომელთა ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება ცენტრის საქმიანობის განვითარებისათვის. უახლოეს მომავალში საკოორდინაციო საბჭოს დაემატება სტუდენტიც, რომელიც შეირჩევა კონკურსის წესით.

საკოორდინაციო საბჭო განიხილავს ცენტრის სამოქმედო/სტრატეგიულ გეგმებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათში შესატანი ცვლილებებისა და ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ; ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებსა და პროცედურებს, შეიმუშავებს წინადადებებს მათი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით; ცენტრის საქმიანობის ანგარიშებს და ცენტრის ბიუჯეტის პროექტს; ცენტრის საქმიანობის გარე შეფასების შედეგებს; განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.

დატოვეთ კომენტარი