თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ

842

6 ნოემბერს, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში „ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის“ სისხლის ბანკის უანგარო დონორთა აქცია მოეწყო.

მანდატურის სამსახურში, სისხლის ჩაბარების აქციაში, სახელწოდებით – „თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“, მონაწილეობდნენ სამსახურის ადმინისტრაცია და მანდატურები. აქციის მიზანია სისხლის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის სისხლის უანგარო გაღება. აღსანიშნავია, რომ ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკიდან, საქართველოს მასშტაბით, 70-მდე კლინიკა მარაგდება როგორც ონკოლოგიური პროფილის, ასევე გადაუდებელი სამედიცინო დამარების. მათ სისხლი და მისი კომპონენტები ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში ესაჭიროებათ.

აქციის მონაწილე თითოეულ დონორს სხვადასხვა ტიპის უფასო გამოკვლევა ჩაუტარდა ვირუსებზე და, ინსტიტუტის სახელით, „მადლობის სიგელები“ გადაეცა.

დატოვეთ კომენტარი