„თავ­დაც­ვა და უსაფ­რ­თხო­ე­ბა“   არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი, რო­მელ­მაც კითხ­ვე­ბი გა­ა­ჩი­ნა

1166

არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს კი­დევ ერ­თი ახა­ლი სა­გა­ნი „თავ­დაც­ვა და უსაფ­რ­თხო­ე­ბა“ შე­ე­მა­ტე­ბა, საგ­ნის მი­სია პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბის გაზ­რ­დაა. საგ­ნის სწავ­ლე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როა და რო­გორც ლე­ვან იზო­რია გან­მარ­ტავს „მიდ­გო­მა ტო­ტა­ლუ­რი თავ­დაც­ვის პრინ­ციპს ეფუძ­ნე­ბა. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უნ­და მოხ­დეს არა მხო­ლოდ სამ­ხედ­რო რე­სურ­სე­ბის, არა­მედ მთე­ლი ეროვ­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და კო­ორ­დი­ნი­რე­ბა“. მი­ნის­ტ­რი ამ­ბობს, რომ ეს აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია მთელ მსოფ­ლი­ო­ში იმ ქვეყ­ნე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც გარ­კ­ვე­უ­ლი საფ­რ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან: „ჩვენ გა­ვე­ცა­ნით სკან­დი­ნა­ვი­ის, ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბის, ის­რა­ე­ლის გა­მოც­დი­ლე­ბას, ლა­პა­რა­კია მცი­რე ერებ­ზე, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბას აქვს გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. ჩავ­თ­ვა­ლეთ სა­ჭი­როდ, რომ ცნო­ბი­ე­რე­ბის, პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბის გაზ­რ­დის მიზ­ნით, შეგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პი­ლოტ-პრო­ექ­ტის სა­ხით, კერ­ძოდ, „თავ­დაც­ვი­სა და უსაფ­რ­თხო­ე­ბის“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც მო­ზარდ თა­ო­ბას გა­აც­ნობს, თუ რა საფ­რ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე დგას სა­ქარ­თ­ვე­ლო. ეს საფ­რ­თხე­ე­ბია რო­გორც კონ­ვენ­ცი­უ­რი, ისე არა­კონ­ვენ­ცი­უ­რი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბი­ო­ლო­გი­ურ ან სხვა კა­ტას­ტ­რო­ფებ­თან და შე­სა­ბა­მი­სად, ამ საფ­რ­თხე­ებს სჭირ­დე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი აღ­ქ­მა. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საფ­რ­თხე ქვეყ­ნის­თ­ვის, რომ­ლის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, მომ­დი­ნა­რე­ობს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა ქარ­თ­ველ­მა უნ­და იცო­დეს, თუ რო­გორ იქ­ნა რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ეს საფ­რ­თხე ოკუ­პა­ცი­ის სა­ხით.“

„თავ­დაც­ვას და უსაფ­რ­თხო­ე­ბას“, სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში, 14 სკო­ლის მე­ა­თეკლა­სე­ლე­­ბი   იან­ვ­რი­დან შე­ის­წავ­ლი­ან. საგ­ნის პე­და­გო­გე­ბი სამ­ხედ­რო პი­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­და­ამ­ზა­დეს, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს და­წე­რა კი წვრთნე­ბი­სა და სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბის სარ­დ­ლო­ბას თავ­დაც­ვის მი­ნის­ტ­რის 2017 წლის 16 მა­ი­სის №393 ბრძა­ნე­ბით და­ე­ვა­ლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სა­გა­ნი „თავ­დაც­ვა და უსაფ­რ­თხო­ე­ბა“, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე გა­ი­ჩი­ნა სხვა­დას­ხ­ვა თვალ­სა­ზ­რი­სით. მთა­ვა­რი კითხ­ვე­ბი კი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს თე­მა­ტი­კამ (გან­სა­კუთ­რე­ბით 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის სწავ­ლე­ბამ) და სკო­ლებ­ში სამ­ხედ­რო პი­რე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბად შეს­ვ­ლამ გა­ა­ჩი­ნა.

შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძის (CCIIR-ის დი­რექ­ტო­რი) აზ­რით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვას ბევ­რი გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა ახ­ლავს, მათ­გან სამ ძი­რი­თად პრობ­ლე­მას გა­მო­ყოფს და ამ­ბობს, რომ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ გა­ხა­და ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, თუ რო­გორ შე­ვა ახა­ლი სა­გა­ნი „თავ­დაც­ვა და უსაფ­რ­თხო­ე­ბა“ სკო­ლებ­ში, მის­თ­ვის სრულ­ყო­ფი­ლი არ არის.

„სა­გა­ნი „სამ­ხედ­რო ის­ტო­რია და ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვა“ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ნა­წი­ლია არ­ჩე­ვი­თი საგ­ნის სა­ხით, ამი­ტომ ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც, გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია და ამა­ში ახა­ლი არა­ფე­რია. თუმ­ცა, ერ­თი პრობ­ლე­მა სწო­რედ ამას უკავ­შირ­დე­ბა — ჩვენ არ გვი­ნა­ხავს X-XII კლა­სე­ბის ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, კონ­ცეპ­ტის დო­ნე­ზეც კი არ ვი­ცით რა იგეგ­მე­ბა X- XII კლა­სებ­ში და ამის ქვეშ რო­გორ მო­ი­აზ­რე­ბა ახა­ლი საგ­ნის სწავ­ლე­ბა, სა­ერ­თოდ გა­უ­გე­ბა­რია. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ უნ­და ვას­წავ­ლოთ ახა­ლი სა­გა­ნი ისე, რომ ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ზო­გა­დი კონ­ცეფ­ცი­აც არ ვი­ცით. სრუ­ლი აბ­სურ­დია, რად­გან სა­გა­ნი, რომ­ლის შე­ტა­ნა­საც გვთა­ვა­ზო­ბენ სკო­ლებ­ში, არ გა­მომ­დი­ნა­რე­ობს X- XII კლა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ხედ­ვი­დან. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია აპ­რი­ო­რი რო­გორ გა­დაწყ­და ამ საგ­ნის შე­მო­ტა­ნა. ჯერ კონ­ცეფ­ცია უნ­და იყოს, შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯერ მთლი­ა­ნო­ბა­ში უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ და ბო­ლოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დო­ნე­ზე, რომ შე­ვა­ფა­სოთ კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის არ­სი და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. ასე­ვე, უნ­და ვი­ცო­დეთ იმ არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც ამ კლა­სებ­ში იგეგ­მე­ბა ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან არას­წო­რი მიდ­გო­მაა, საქ­მის პი­რუ­კუ კე­თე­ბა.“

მე­ო­რე მთა­ვარ და კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მას შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე, სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის „გა­რე­შე პი­რე­ბის“ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ზე და­გეგ­მ­ვას უკავ­ში­რებს და ამ­ბობს: „ეს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დეპარტამენტის ინი­ცი­ა­ტი­ვა კი არ არის, არა­მედ სხვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ღი­ად ას­რუ­ლებს. სამ­წუ­ხა­როდ, გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კი არ გან­საზღ­ვ­რა­ვენ, რა უნ­და ის­წავ­ლოს ჩვენ­მა მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბამ, არა­მედ ვი­ღა­ცე­­ბი (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში — თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­დან) კარ­ნა­ხო­ბენ, გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კი ამას ფორ­მას აძ­ლე­ვენ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გან­მა­ნათ­ლებ­ლის და გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის ხმა და­კარ­გუ­ლია, უფ­რო სწო­რად, მხო­ლოდ ვი­ღა­ცის და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. სწო­რედ ეს არის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბასა და სა­კითხ­ზე მსჯე­ლო­ბი­სას.

თუ გავ­ყ­ვე­ბით სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის პრობ­ლე­მებს, აუცი­ლებ­ლად მი­ვალთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს­თან. ით­ქ­ვა, რომ ამ საგ­ნის სახ­ელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო ამზადებს. თუ­კი ეს არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნია, მა­შინ გეტყ­ვით, რომ არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არ აქვს — 30-მდე არ­ჩე­ვი­თი საგ­ნი­დან მხო­ლოდ 3-ს. ამის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, ისე რო­გორც შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ერ­თოდ არ აირ­ჩი­ოს არ­ცერ­თ­მა სკო­ლამ. გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, რა­ტომ აკე­თებს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო ამას? თუ­კი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი წე­რენ, ეს კი­დევ უფ­რო არას­წო­რია, რად­გან, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გრი­ფი­რე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს ამ­ზა­დე­ბენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბია უკ­ვე ამ დარ­გ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ, დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბაც და­აგ­რო­ვეს, მაგ­რამ ხში­რად, მათ­თ­ვი­საც რთუ­ლია მე­თო­დო­ლო­გი­უ­რად გა­მარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს და­წე­რა. მა­შინ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა, რო­მელ­მაც მარ­თ­ალია, კარ­გად იცის ფაქ­ტობ­რი­ვი და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რე, მაგ­რამ არ იცის რო­გორ მი­ა­წო­დოს ეს ში­ნა­არ­სი სწო­რი მე­თო­დით მოს­წავ­ლეს, და­წე­როს მე­თო­დუ­რად გა­მარ­თუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო? კი­დევ ვი­მე­ო­რებ, ეს უჭირთ დღეს გან­მა­ნათ­ლებ­ლებ­საც და მას­წავ­ლებ­ლებ­საც, რად­გან სრუ­ლი­ად სხვა მიდ­გო­მე­ბი და მოთხოვ­ნე­ბია — ანა­ლი­ტი­კუ­რი და სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და არა დას­წავ­ლა. ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს უჭირთ, არა­თუ თავ­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტებს. მე არ მაქვს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო იყო დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი და დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ობ­დ­ნენ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შექ­მ­ნა­ზე, თუ უშუ­ა­ლოდ თვი­თონ წერ­დ­ნენ მას.“

მე­სა­მე პრობ­ლე­მად სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად შეს­ვ­ლას ასა­ხე­ლებს, რად­გან ისი­ნი არ არი­ან გან­მა­ნათ­ლებ­ლე­ბი და გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ იცი­ან ის მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უნ­და გა­მო­ი­ყე­ნონ სწავ­ლე­ბი­სას, მე­ტიც, სა­ერ­თოდ სხვა ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბებს არი­ან მიჩ­ვე­უ­ლე­ბი.

რა არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ცა მსგავ­სი ტი­პის საგ­ნებს ვას­წავ­ლით და რა უნა­რე­ბი უნ­და გა­ნუ­ვით­რ­დეს მოს­წავ­ლეს? — ამ კითხ­ვას შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე პა­სუ­ხობს: „სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიდ­გო­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­ცა ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის რა­ღაც ფაქ­ტე­ბის ტვინ­ში ჩა­ჭედ­ვა გვინ­და და ვახ­დენთ მათ ინ­დოქ­ტ­რი­ნა­ცი­ას და არა მო­აზ­როვ­ნე და ანა­ლი­ტი­კოს მო­ქა­ლა­ქედ აღ­ზ­რ­დას.

მოს­წავ­ლეს უნ­და გან­ვუ­ვი­თა­როთ კვლე­ვის უნა­რი, მან უნ­და შეძ­ლოს ამა თუ იმ სა­კითხ­ზე სხვა­დას­ხ­ვა წყა­რო­ე­ბის მო­ძი­ე­ბა, მი­სი და­მუ­შა­ვე­ბა, ანა­ლი­ზი და მას­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით დას­კ­ვ­ნე­ბის ­კე­თე­ბა წე­რი­ლო­ბით თუ ზე­პი­რად. მოს­წავ­ლემ აუცი­ლებ­ლად უნ­და შეძ­ლოს სა­კითხის გარ­შე­მო, ცოდ­ნა­სა და წყა­რო­ე­ბის ანა­ლიზ­ზე და­ფუძ­ნე­ბით, სა­კუ­თა­რი ხედ­ვის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა და დის­კუ­სი­ა­ში ჩარ­თ­ვა — კლას­ში მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ხედ­ვე­ბი­სა და აზ­რე­ბის ჭი­დი­ლი უნ­და შე­იქ­მ­ნას. ეს არის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის მი­ზა­ნი — ასე­თი გა­რე­მო უნ­და შე­იქ­მ­ნას და ეს უნა­რე­ბი უნ­და გა­ნუ­ვი­თარ­დეს მოს­წავ­ლეს, მათ შო­რის, ამ საგ­ნე­ბი­სა თუ სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რემ, რო­მელ­მაც იცის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ესა ­თუ ის სა­კითხი და პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ეს მოთხოვ­ნე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. ის მხო­ლოდ ფაქ­ტე­ბის მი­წო­დე­ბას შეძ­ლებს და მის და­მახ­სოვ­რე­ბას შე­უწყობს ხელს. აი, ამ მთა­ვარ პრობ­ლე­მას ვხე­დავ, რო­ცა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად შეს­ვ­ლა­ზე ვასუბ­რობ.“

თუმ­ცა, სამ­ხედ­რო პი­რე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში სა­სარ­გებ­ლოდ ჩარ­თ­ვას სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­ინც ხე­დავს — თუ­კი მათ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მო­იწ­ვე­ვენ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის, საკუთარ გამოცდილებაზე სასაუბროდ, მი­სი აზ­რით, ეს ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა. ან თუნ­დაც სამ­ხედ­რო­ე­ბის კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თ­ვა, ამ­ბობს, რომ კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბი, გარ­თო­ბი­სა და დროს­ტა­რე­ბის ნაც­ვ­ლად, სა­უ­კე­თე­სოდ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ და შე­მეც­ნე­ბი­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა შევძინოთ: „მო­იწ­ვი­ონ სამ­ხედ­რო პი­რე­ბი სტუმ­რის სტა­ტუ­სით ან თა­ვად ეწ­ვი­ონ სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებს, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი ად­გილ­ზე გა­ეც­ნო­ბი­ან, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ჩვე­ნი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი, რა ტი­პის სის­ტე­მა არ­სე­ბობს, რა გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ მათ და ა.შ. ასე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ძა­ლი­ან მი­სა­სალ­მე­ბე­ლია და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­გან­მან­თ­ლებ­ლო მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბა. მაგ­რამ ის, რომ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რეს ვას­წავ­ლე­ბი­ნოთ ასე­თი სა­კითხე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიდ­გო­მებ­ში არ ჯდე­ბა“.

***

სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შე­ფა­სე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი შალ­ვა მეკ­რა­ვიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს იმ ძი­რი­თად მიზ­ნებ­ზე, რო­მლ­ებზეც სა­გნის სწავ­ლე­ბა დგას და გვაც­ნობს იმ ში­ნა­არ­სობ­რივ კონ­ტექ­ს­ტებს, რომ­ლი­თაც ყვე­ლა­ზე კარ­გად შე­იძ­ლე­ბა იმ ცხრა შე­დე­გის რე­ა­ლი­ზე­ბა, რო­მე­ლიც არ­ჩე­ვი­თი საგ­ნის სწავ­ლე­ბი­სას მი­იღ­წე­ვა.

 

-სა­ინ­ტე­რე­სოა საგ­ნის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხარე, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დი­დი მით­ქ­მა-მოთ­ქ­მა გა­მო­იწ­ვია და გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი მი­სი სწავ­ლე­ბის საფ­რ­თხე­ებ­ზეც კი ალა­პა­რაკ­და.

– ჯერ­ჯე­რო­ბით სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტია, შე­სა­ბა­მი­სად, არც პროგ­რა­მაა დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი და არც გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არ­სე­ბობს. ბუ­ნებ­რი­ვია, ვერც იქ­ნე­ბა, რად­გან პი­ლო­ტი­რე­ბის არ­სიც სწო­რედ ეს არის — ჯერ უნ­და გა­მო­ი­ცა­დოს. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბის ინი­ცი­რე­ბის შემ­დეგ, შე­იქ­მ­ნა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც მო­ამ­ზა­და ახა­ლი საგ­ნის სტან­დარ­ტი, წლი­უ­რი პროგ­რა­მა, მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტი. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო კი თა­ვად თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რომ მო­ამ­ზა­და. პირ­ვე­ლი ვერ­სია საკ­მა­ოდ მძი­მე სამ­ხედ­რო ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით იყო დატ­ვირ­თუ­ლი, ამი­ტომ სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ქი­რა­ვე­ბულ­მა ავ­ტორ­მა გა­ა­კე­თა წიგ­ნის რე­დაქ­ტი­რე­ბა და ადაპ­ტი­რე­ბა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის დო­ნე­ზე.

საგ­ნის პროგ­რა­მა მო­ი­ცავს სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წილს სტან­დარ­ტის სა­ხით და სა­რე­კო­მენ­და­ციო ნა­წილს წლი­უ­რი პროგ­რა­მი­სა და გზამ­კ­ვ­ლე­ვის სა­ხით. სტან­დარ­ტი საგ­ნის მიზ­ნებს გან­საზღ­ვ­რავს და, ალ­ბათ, სწო­რედ აქე­დან უნ­და და­ვიწყოთ სა­უ­ბა­რი — რა მიზ­ნებს ისა­ხავს და რა­ტომ უნ­და შე­ვი­დეს სკო­ლა­ში. საგ­ნის სწავ­ლე­ბის მიზ­ნე­ბია: ხე­ლი შე­უწყოს მოს­წავ­ლის პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბის, სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი თვით­შეგ­ნე­ბის ამაღ­ლე­ბას; და­ა­ნა­ხოს სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი საფ­რ­თხე­ე­ბი და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი (ბუ­ნებ­რი­ვია, იგუ­ლის­ხ­მე­ბა სამ­ხედ­რო საფ­რ­თხე­ე­ბი — დი­ვერ­სი­ე­ბი, ტე­რო­რიზ­მი და ა.შ.); გა­აც­ნოს სამ­ხედ­რო საქ­მის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი და გა­მო­უ­მუ­შა­ოს სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბა­ში უსაფ­რ­თხო ქცე­ვის წე­სე­ბი, თვით­გა­დარ­ჩე­ნი­სა და სხვი­სი დახ­მა­რე­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი. ამ ძი­რი­თად მიზ­ნებ­ზე დგას სა­გა­ნი, რომ­ლის პი­ლო­ტი­რე­ბა­საც ვიწყებთ.

თუმ­ცა, ერ­თია მიზ­ნე­ბი და მე­ო­რეა ში­ნა­არ­სი. საგ­ნის სწავ­ლე­ბა სამ ძი­რი­თად თე­მას მო­ი­ცავს — 2008 წლის ომი; სა­ქარ­თ­ვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში; შე­ი­ა­რა­ღე­ბა. სა­ერ­თოდ, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მებ­ში, ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის სწავ­ლე­ბის იდეა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ თე­მე­ბი კონ­ტექ­ს­ტე­ბის სა­ხი­თაა, რო­მელ­თა და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში, მოს­წავ­ლეს ის უნარ-ჩვე­ვე­ბი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ცოდ­ნა უნ­და გან­ვუ­ვი­თა­როთ, რაც მიზ­ნებ­სა და შე­დე­გებ­ში გვაქვს და­სა­ხუ­ლი. მიზ­ნე­ბი უკ­ვე გა­გა­ცა­ნით, მაგ­რამ, რო­გორც გითხა­რით, არ­სე­ბობს მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბი, რო­მლებიც უფ­რო ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბია და მათ უნ­და მიჰ­ყ­ვეს მას­წავ­ლე­ბე­ლი. ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის სწავ­ლე­ბა­ში ცხრა შე­დე­გია გა­მო­ყო­ფი­ლი, რომ­ლე­ბიც, ამავ­დ­რო­უ­ლად, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ორი­ენ­ტი­რე­ბია. მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლემ, საგ­ნის ფარ­გ­ლებ­ში,   უნ­და შეძ­ლოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო საფ­რ­თხე­ე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბა, ასე­ვე — სა­ერ­თა­შო­რი­სო საფ­რ­თხე­ე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის (ტე­რო­რიზ­მი, კი­ბერ­საფ­რ­თხე­ე­ბი და ა.შ.); ბუ­ნებ­რი­ვი და ტექ­ნო­გე­ნუ­რი კა­ტას­ტ­რო­ფე­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა და მა­თი პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბა; გარ­და ამი­სა, მოს­წავ­ლემ უნ­და შეძ­ლოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს თავ­დაც­ვის სის­ტე­მის სტრუქ­ტუ­რის, ფუნ­ქ­ცი­ე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბა, ასე­ვე, უსაფ­რ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის, რო­გო­რი­ცაა, მაგალითად, გა­ე­რო და ნა­ტო, ფუნ­ქ­ცი­ე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბა. თვით­გა­დარ­ჩე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ასე­თი მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბი გვაქვს: მოს­წავ­ლემ უნ­და შეძ­ლოს ბუ­ნებ­რი­ვი და ტექ­ნო­გე­ნუ­რი კა­ტას­ტ­რო­ფე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის სა­ჭი­რო ქმე­დე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, სი­ცოცხ­ლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თ­ვის სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა (თუნ­დაც ისე­თი პრი­მი­ტი­უ­ლის, რო­გო­რი­ცაა კრი­ზი­სულ პი­რო­ბებ­ში ცეცხ­ლის დან­თე­ბა, საკ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბა და სხვ.), ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და ად­გილ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა. მი­საღ­წევ   შე­დე­გებ­ზე ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი სა­მი თე­მის ფარ­გ­ლებ­ში ვმუ­შა­ობთ — ვსწავ­ლობთ 2008 წლის ომს, სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებსა თუ შე­ი­ა­რა­ღე­ბას, მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­ინც ამ ცხრა შე­დე­გის მიღ­წე­ვა­ზე ზრუ­ნავს.

– რა­ტომ 2008 წლის ომი? რა­ტომ გა­კეთ­და აქ­ცენ­ტი ამ კონ­ტექ­ს­ტ­ზე?

– რო­დე­საც სა­მუ­შაო ჯგუ­ფი შედ­გა, რო­მელ­შიც შე­დი­ოდ­ნენ რო­გორც თავ­დაც­ვის, ისე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ, რა კონ­ტექ­ს­ტე­ბი შეგ­ვერ­ჩია საგ­ნის­თ­ვის. თა­ვის­თა­ვად, რო­ცა მიზ­ნე­ბი და სას­წავ­ლო შე­დე­გე­ბი გან­ვ­საზღ­ვ­რეთ, გვჭირ­დე­ბო­და ისე­თი სფე­რო­ე­ბი, რომ­ლი­თაც კარ­გად შევ­ძ­ლებ­დით ამ ცხრა შე­დე­გის რე­ა­ლი­ზე­ბას. ძა­ლი­ან ლო­გი­კუ­რად იკ­ვე­თე­ბო­და აზ­რი, რომ აუცი­ლებ­ლად უნ­და აგ­ვე­ღო რო­მე­ლი­მე ომი, რო­გორც სამ­ხედ­რო საფ­რ­თხის გა­მოვ­ლი­ნე­ბა. სხვა­დას­ხ­ვა ვა­რი­ან­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, მათ შო­რის, პირ­ვე­ლი ან მე­ო­რე მსოფ­ლიო ომე­ბი, მაგ­რამ ამ სა­კითხს დრო­ის დის­ტან­ცი­ით მი­ვუ­დე­ქით. აღ­ნიშ­ნულ ომებს დრო­ით ძა­ლი­ან და­შო­რე­ბუ­ლი ვართ და რად­გან პე­და­გო­გი­კა­ში არის პრინ­ცი­პი, რაც შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან ახ­ლოს იყოს სა­გა­ნი, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ აგ­ვე­ღო ყვე­ლა­ზე ახ­ლო პე­რი­ოდ­ში მომ­ხ­და­რი რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბო­ლო ომი, რო­მე­ლიც   მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც უფ­რო ნაც­ნო­ბია. არ ვი­ცი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ზუს­ტად რო­გორ ჩა­ი­წე­რე­ბა, მაგ­რამ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში წე­რია, რომ: თე­მა 2008 წლის ომის შე­სა­ხებ იდე­ა­ში უნ­და მო­ი­ცავ­დეს მა­სა­ლას, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ებს ისეთ წარ­მოდ­გე­ნებს   ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბებს, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად: სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, რაც საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის სა­ქარ­თ­ვე­ლოს უსაფ­რ­თხო­ე­ბას და ის, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ერთ-ერთ მიზ­ნად სწო­რედ სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფ­რ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ისა­ხა­ვენ. აი, ეს წარ­მოდ­გე­ნე­ბი უნ­და ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ მოს­წავ­ლე­ებს, მათ უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­რონ ომის თა­ნამ­დე­ვი ბუ­ნებ­რი­ვი და ტექ­ნო­გე­ნუ­რი კა­ტას­ტ­რო­ფე­ბი; რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ზრუ­ნა­ვენ და ა.შ. ეს არის ის მთა­ვა­რი ორი­ენ­ტი­რე­ბი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლემ საგ­ნის სწავ­ლე­ბი­სას უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­როს.

რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია რა­ტომ მა­ინ­ც­და­მა­ინც 2008 წლის ომი, სა­კითხ­ში გა­სარ­კ­ვე­ვად, გა­გაც­ნობთ ახა­ლი თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ზო­გი­ერთ სი­ახ­ლეს, რაც უფ­რო ღრმად გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა   ამ თე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. მა­გა­ლი­თად, მე­სა­მე თა­ო­ბის სას­წავ­ლო გეგ­მას ახა­ლი ერ­თე­უ­ლი და­ე­მა­ტა საკ­ვან­ძო კითხ­ვე­ბის სა­ხით. გა­გაც­ნობთ რამ­დე­ნი­მეს,   რო­მელ­ზეც უნ­და აიგოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. მა­გა­ლი­თად, 2008 წლის ომის თე­მის ფარ­გ­ლებ­ში, გვაქვს ასე­თი საკ­ვან­ძო კითხ­ვე­ბი — რა­ტომ ეს­წ­რაფ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას? რო­გორ აისა­ხე­ბა ეს სწრაფ­ვა ქვეყ­ნის უსაფ­რ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა­ზე? რა­ტომ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი გა­მოწ­ვე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფ­რ­თხო­ე­ბის­თ­ვი­საც და სა­ქარ­თ­ვე­ლოს უსაფ­რ­თხო­ე­ბის­თ­ვი­საც? რა­ტომ აწყო­ბენ დი­ვერ­სი­ებს? რო­გორ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს თავ­დაც­ვის სის­ტე­მა? რა­ტომ და­იწყო რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს 2008 წლის ომი? რა­ტომ ჩა­ე­ბა რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ფ­ლიქ­ტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და რო­გორ ფუქ­ნ­ცი­ო­ნი­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფ­რ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა? რა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით შე­უძ­ლია ევ­რო­საბ­ჭოს და გა­ე­როს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფ­ლიქ­ტებ­ზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა? ამის გარ­და, გვაქვს მოს­წავ­ლე­თათ­ვის მი­სა­ცე­მი და­ვა­ლე­ბე­ბის იდე­ე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, ასე­თი ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევთ მე­ა­თეკ­ლა­სე­ლებს — მა­გა­ლი­თად, სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­პორ­ტა­ჟის მომ­ზა­დე­ბა 2008 წლის 5 დღის შე­სა­ხებ. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს რო­ლუ­რი თა­მა­შია და მოს­წავ­ლე­ებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტის/რე­პორ­ტი­ო­რის რო­ლი უნ­და მო­ირ­გონ და­ვა­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას. ასე­ვე, ერთ-ერ­თი და­ვა­ლე­ბის იდეაა „2008 წლის ომ­ში მო­ნა­წი­ლე ჯა­რის­კა­ცის დღი­უ­რი“, ასე­ვე, მათ უნ­და მო­ამ­ზა­დონ პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი: „2008 წლის ომის გმი­რე­ბის შე­სა­ხებ“, „სა­ქარ­თ­ვე­ლო კი­ბერ­გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე“ — ეს თე­მა საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აგ­ვის­ტოს ომის დროს რა დი­დი დარ­ტყ­მა მი­ა­ყე­ნეს ჰა­კე­რებ­მა ჩვენს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცეს. ერთ-ერ­თი და­ვა­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს, ასე­ვე: ესეს და­წე­რა 2008 წლის ომის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ; მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მის „აგ­ვის­ტოს 5 დღე“ გან­ხილ­ვა; რო­ლუ­რი თა­მა­ში სა­მი­ტის შე­სა­ხებ, სა­დაც 2008 წლის ომი გა­ნი­ხი­ლე­ბა; დე­ბა­ტე­ბი თე­მა­ზე: „ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რო­გორც საფ­რ­თხე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ და „იმი­ტი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სის გა­მარ­თ­ვა — ომის გა­სა­მარ­თ­ლე­ბა“. აი, ასე­თი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას ვა­პი­რებთ. რო­გორც ხე­დავთ, ეს არა მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რის­თ­ვის აღ­მოჩ­ნ­დეს სა­ინ­ტე­რე­სო. მე­ტიც, ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო მგო­ნია ამ საგ­ნის შე­მო­ტა­ნა, თუნ­დაც, მსგავ­სი და­ვა­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

– „სამ­ხედ­რო ის­ტო­რია და ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვა“ არ­სე­ბულ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ისე­დაც ის­წავ­ლე­ბა, რა­ტომ გახ­და აუცი­ლე­ბე­ლი   ახა­ლი საგ­ნის შე­მო­ღე­ბა?

– დი­ახ, ასე­თი სას­წავ­ლო კურ­სი არ­სე­ბობს, მაგ­რამ ეს იგი­ვე სა­გა­ნი არ არის. თუ შე­ა­და­რებთ ძველ და ახალ სა­განს რა­დი­კა­ლურ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას და­ი­ნა­ხავთ. პირ­ველ რიგ­ში, გეტყ­ვით იმას, რომ „სამ­ხედ­რო ის­ტო­რია და ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვა“ ეს არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნია მე­ო­რე თა­ო­ბის ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში და ჯერ კი­დევ ძვე­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით ის­წავ­ლე­ბა, რო­გორც სა­გა­ნი „სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა“   (მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან ის ახა­ლი საგ­ნით — „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა“ — შე­იც­ვ­ლე­ბა), ანა­ლო­გი­უ­რად „სამ­ხედ­რო ის­ტო­რია და ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის“ სა­განს „თავ­დაც­ვა და უსაფ­რ­თხო­ე­ბა“ ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­ვი­ზია და უკ­ვე გვაქვს დაწყე­ბი­თი და სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რე­ბის რე­ვი­ზი­რე­ბუ­ლი ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი, რო­მე­ლიც მე­სა­მე თა­ო­ბის სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ე­ბა. ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის სას­წავ­ლო გეგ­მის მომ­ზა­დე­ბა.

–  რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­განს სამ­ხედ­რო პი­რე­ბი ას­წავ­ლი­ან. ეს სი­ახ­ლეც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მსჯე­ლო­ბის საგ­ნად იქ­ცა — რა­ტომ სამ­ხედ­რო პი­რე­ბი? ოპო­ნენ­ტ­თა აზ­რით, მი­უ­ღე­ბე­ლია სკო­ლა­ში მა­თი შეს­ვ­ლა, რად­გან მო­ზარ­დებ­ში ანა­ლი­ტი­კუ­რი და სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად გან­ვი­თა­რე­ბა ხში­რად პრო­ფე­სი­ო­ნალ მას­წავ­ლებ­ლებ­საც კი უჭირთ.

– პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი იდეა ვე­ტე­რა­ნი სამ­ხედ­რო პი­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბაც არის, რად­გან, გა­დაწყ­და, რომ სწო­რედ მათ უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ საგ­ნის სწავ­ლე­ბა, რაც, პრინ­ციპ­ში, მე პი­რა­დად, სწო­რად მი­მაჩ­ნია. აქ ერ­თი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია — მას­წავ­ლებ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ორი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი იკ­ვე­თე­ბა:   პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნა და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბი — ანუ მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, კლა­სის მარ­თ­ვა, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მოს შექ­მ­ნა და ა.შ. შერ­ჩე­ულ სამ­ხედ­რო პი­რებს ნამ­დ­ვი­ლად აქვთ საკ­მა­ოდ ღრმა პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნა, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა მათ პე­და­გო­გი­ურ უნა­რებს, მა­თი გა­დამ­ზა­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რო­მელ­მაც სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი საკ­მა­ოდ ვრცე­ლი, თვე­ნა­ხევ­რი­ა­ნი, ტრე­ნინ­გი ჩა­უ­ტა­რა.

პროგ­ნო­ზი­რე­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი გა­მი­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მე­ი­მე­დე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბა მო­უ­წევთ, რად­გან მათ სე­რი­ო­ზუ­ლი, მრა­ვა­ლე­ტა­პი­ა­ნი გა­დარ­ჩე­ვა გა­ი­ა­რეს. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ამა­ში კი­დევ უფ­რო დავ­რ­წ­მუნ­დით, საკ­მა­ოდ სან­დო­მი­ან და პო­ზი­ტი­ურ ადა­მი­ა­ნე­ბად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ გაკ­ვე­თი­ლე­ბის გაძღო­ლა და მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მთა­ვა­რი მა­ინც მას­წავ­ლე­ბე­ლი/სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მ­მარ­თ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ ამ დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას   გა­დამ­ზა­დე­ბულ სამ­ხედ­რო­ებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა მაძ­ლევს — გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და თა­ვის სფე­რო­ში კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვფიქ­რობ, არც გა­ნათ­ლე­ბა­ში შე­ირ­ცხ­ვე­ნენ თავს.

– სა­პი­ლო­ტე სკო­ლებ­ში იქ­ნე­ბი­ან თუ არა ჩარ­თუ­ლი რე­გი­ო­ნის სკო­ლე­ბი და რო­გორ გა­ნი­საზღ­ვ­რა პედაგოგთა შრო­მი­თი ანაზღა­უ­რე­ბა?

– პი­ლო­ტი­რე­ბას თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს. ჩვენ­მა ფსი­ქო­ლოგ­მა პი­ლო­ტი­რე­ბა­ში ჩარ­თო რო­გორც თბი­ლი­სის, ისე რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ანაზღა­უ­რე­ბას, რა­კი ჯერ მხო­ლოდ პი­ლო­ტი­რე­ბაა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ საგ­ნის მა­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ბი­უ­ჯეტ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­ფა­სო პროგ­რა­მა შე­მუ­შავ­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მი­ი­ღე­ბენ ანაზღა­უ­რე­ბას. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ სა­კითხ­ზე ბო­ლოს ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე. საგ­ნის­თ­ვის კვი­რა­ში მხო­ლოდ ორი სა­ა­თია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ ექ­ნე­ბათ მოჭ­რი­ლი ხელ­ფა­სი, რად­გან სა­ა­თობ­რი­ვი ანაზღა­უ­რე­ბით ძა­ლი­ან მი­ზე­რუ­ლი თან­ხის აღე­ბა მო­უ­წევთ. პი­ლო­ტი­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ანაზღა­უ­რე­ბის ასე­თი პროგ­რა­მის დამ­ტ­კი­ცე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი