თა­ო­ბის სათ­ქ­მე­ლი ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გაკ­ვე­თილ­ზე

310

 

სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი­სად­მი ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მა ისე­თი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე გვა­ფიქ­რებს, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლეს საგ­ნი­სად­მი მეტ ინ­ტე­რესს გა­უ­ჩენს. დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვაა სა­ჭი­რო იმის­თ­ვის, რომ სა­ინ­ტე­რე­სო, ხა­ლი­სი­ა­ნი და, ამა­ვე დროს, შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ა­ტა­რო. ბევრს ვკითხუ­ლობთ აქ­ტი­უ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დებ­ზე, ვცდი­ლობთ დავ­ნერ­გოთ, თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სის ფარ­გ­ლებ­ში, ხში­რად ვერ ვი­ღებთ სა­სურ­ველ შე­დეგს. უცხო­უ­რი ენის გაკ­ვე­თილ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტია, მოს­წავ­ლემ შეძ­ლოს მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ მა­სა­ლა­ზე დი­ა­ლო­გის/კო­მუ­ნი­კა­ცი­ის წარ­მარ­თ­ვა. ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­მი­ვე სა­ფე­ხურ­ზე, თუმ­ცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სწავ­ლე­ბის დო­ნე, ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი, ასა­კობ­რი­ვი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი და მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი. უმ­ჯო­ბე­სია, ტექ­ს­ტე­ბი ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას­თან იყოს ახ­ლოს. წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც სკო­ლა­ში ის­წავ­ლე­ბა, არც ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას და არც ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა; ტექ­ს­ტე­ბი და და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­შია მო­ცე­მუ­ლი, მე­თო­დუ­რად გა­მარ­თუ­ლია, თუმ­ცა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სოა. ასეთ დროს მას­წავ­ლებ­ლის შრო­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია ფუ­ჭი იყოს. ამი­ტომ ვცდი­ლობთ გო­ნებ­რი­ვი იერი­შით მოს­წავ­ლე­თათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბის შერ­ჩე­ვას და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მა­სა­ლის მო­ძი­ე­ბა­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვას. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მოს­წავ­ლემ უცხო­ურ ენა­ზე გა­მარ­თუ­ლი სა­უ­ბა­რი შეძ­ლოს, უმ­ჯო­ბე­სია, გაკ­ვე­თილ­ზე ინ­გ­ლი­სუ­რად ისა­უბ­რონ, ამი­ტომ, მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­თან­ხ­მე­ბით, ვარ­ჩევთ სა­კითხავ მა­სა­ლას და შემ­დეგ ვსა­უბ­რობთ წა­კითხუ­ლი წიგ­ნის ირ­გ­ვ­ლივ. მა­გა­ლი­თად, ვი­ყე­ნებ აქ­ტი­ვო­ბას — ანა­ლი­ტი­კუ­რი კო­მენ­ტა­რი — „ფიქ­რე­ბი ნა­წარ­მო­ე­ბის წა­კითხ­ვის შემ­დეგ“. მე-10 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­დის­კუ­სიო თე­მად ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რის მოთხ­რო­ბა ,,თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“ აირ­ჩი­ეს. და­ვინ­ტე­რეს­დი, რა­ტომ მა­ინ­ც­და­მა­ინც „თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“? დის­კუ­სი­ი­სას მთა­ვარ სატ­კი­ვარს, თა­ო­ბის სატ­კი­ვარს აეხა­და ფარ­და, რად­გან რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რი, ჰოლ­დენ კოლ­ფილ­დი ხომ მა­თი თა­ო­ბის სათ­ქ­მელს გა­მო­ხა­ტავს.

ჯე­რომ დე­ვიდ სე­ლინ­ჯერ­მა თა­ვი­სი სა­ე­ტა­პო რო­მა­ნი „თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“ ზრდას­რუ­ლი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის და­წე­რა, თუმ­ცა გა­უცხო­ე­ბის, უმან­კო­ე­ბი­სა და ამ­ბო­ხე­ბის თე­მებ­მა ეს წიგ­ნი სა­ოც­რად პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­და სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის თი­ნე­ი­ჯე­რებს შო­რის. ფი­ლო­ლო­გი მალ­ხაზ ხარ­ბე­დი­აც, რო­მე­ლიც რო­მანს „თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ ნა­წარ­მო­ებს უწო­დებს, ამ­ბობს, რომ ამ ტექ­ს­ტით სე­ლინ­ჯერ­მა და­სავ­ლურ კულ­ტუ­რა­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს ეტაპს — მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის პე­რი­ოდს — ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი: „ის, თა­ვი­სი არ­სით, ასე ვთქვათ, ტრა­დი­ცი­უ­ლიც არის, — მას „აღ­ზ­რ­დის რო­მა­ნი“ შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ“.

ჰოლ­დე­ნი 16 წლის ბი­ჭია, რო­მელ­საც პრეს­ტი­ჟუ­ლი სკო­ლი­დან რიცხა­ვენ და ნიუ-იორ­კ­ში გა­დაწყ­ვეტს გაქ­ცე­ვას. ის სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ხე­ტი­ა­ლობს ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში, ხვდე­ბა ბევრ ადა­მი­ანს — მე­ძავს, ყო­ფილ მას­წავ­ლე­ბელს, გო­გოს, რო­მე­ლიც ცო­ტა­თი მოს­წონს, და სხვებს. სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბი­სა თუ სიყ­ვა­რუ­ლის ძი­ე­ბას იგი იმ დას­კ­ვ­ნამ­დე მიჰ­ყავს, რომ სამ­ყა­რო „მატყუ­ა­რე­ბი­სა“ და „გა­იძ­ვე­რე­ბის“ ხელ­შია. შვე­ბას ჰოლ­დე­ნი მხო­ლოდ თა­ვი­სი პა­ტა­რა დის, ფი­ბის სა­ხით პო­უ­ლობს. ბავ­შ­ვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი და მათ­თან უფ­რო­სე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა — სე­ლინ­ჯე­რის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ერთ-ერ­თი თან­მ­დე­ვი თე­მაა. ალ­ბათ, ამი­ტო­მაც ით­ვ­ლე­ბა, რომ, ამ მწერ­ლის მსგავ­სად, ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ მო­ა­ხერ­ხა თა­ნა­მედ­რო­ვე, ხში­რად გულ­გ­რილ და ფა­რი­სევ­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში უმან­კო­ე­ბი­სა და გულ­წ­რ­ფე­ლო­ბის ასე ტრა­გი­კუ­ლად და გულ­ში­ჩამ­წ­ვ­დო­მად ასახ­ვა.

მე-10-11 კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს სიყ­ვა­რუ­ლის თე­მაც აღელ­ვებთ. ჰოლ­დე­ნიც მათ ასაკ­შია, მის რო­მან­ტი­კულ სიყ­ვა­რულს კლავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა. უმან­კო და სუფ­თა ბავ­შ­ვი, სა­ნამ მას არ გარ­ყ­ვ­ნის ფლი­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ვერ ეგუ­ე­ბა კონ­ფორ­მიზმს. თვალ­თ­მაქ­ცო­ბა მა­შინ იწყე­ბა, რო­ცა ხვდე­ბი, რომ ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ითხოვს შენ­გან. ამი­ტო­მაც ჰოლ­დე­ნის გაზ­რ­და, მი­სი გა­დას­ვ­ლა ბავ­შ­ვო­ბი­დან დი­დო­ბა­ში საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. მას ეში­ნია, არ უნ­და, და­ემ­ს­გა­ვოს უფ­რო­სებს, შე­ე­გუ­ოს ტყუ­ილს და გახ­დეს ფლი­დი. ჰოლ­დენს უნ­და, და­იც­ვას თა­ვი­სი და, ფი­ბი, თვალ­თ­მაქ­ცი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან. მის წარ­მოდ­გე­ნა­ში კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და­ცუ­ლი მხო­ლოდ მი­სი ძმა ელია, რო­მე­ლიც აღა­რაა ცოცხა­ლი. ის ისე­თად დარ­ჩა მო­გო­ნე­ბებ­ში, რო­გო­რი უმან­კოც ბავ­შ­ვო­ბა­ში იყო. ელი ვე­ღარ გა­იზ­რ­დე­ბა, მაგ­რამ სიკ­ვ­დი­ლი არ არის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი. სიკ­ვ­დი­ლი ტრა­გე­დიაა, რო­მე­ლიც ახ­ლობ­ლებს ანად­გუ­რებს. ამი­ტომ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ჯერ ფი­ბი­სა და მე­რე სხვა ბავ­შ­ვე­ბის დაც­ვაა, რომ არ და­ემ­ს­გავ­სონ უფ­რო­სებს. რო­გორ უნ­და და­ვიც­ვათ ბავ­შ­ვე­ბი? აქ ჰოლ­დე­ნი ხა­ტავს ჭვა­ვის ყა­ნის სუ­რათს, რო­მელ­შიც ბავ­შ­ვე­ბი თა­მა­შო­ბენ. მათ არ იცი­ან იმ საფ­რ­თხის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც იქ­ვეა ჩა­საფ­რე­ბუ­ლი. ესაა კლდე, სა­ი­და­ნაც, თა­მაშ­ში გარ­თუ­ლი ბავ­შ­ვი ისე შე­იძ­ლე­ბა გა­და­ი­ჩე­ხოს, რომ დაყ­ვი­რე­ბაც ვერ მო­ას­წ­როს. აი, აქ უნ­და იყოს ვი­ღაც ისე­თი უფ­რო­სი, რო­მელ­საც ადარ­დებს ბავ­შ­ვე­ბის ბე­დი. ცხა­დია, ჰოლ­დენ კოლ­ფილ­დის მი­ერ წარ­მო­სა­ხუ­ლი სუ­რა­თი მე­ტა­ფო­რაა. მე­ტა­ფო­რაა ჭვა­ვის ყა­ნა, მე­ტა­ფო­რაა კლდეც და მე­ტა­ფო­რაა დამ­ჭე­რი — ქეთ­ჩე­რიც (catcher). ეს მე­ტა­ფო­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად შეგ­ვიძ­ლია გა­ვი­გოთ. ვი­ღა­ცის­თ­ვის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებს იჭერს, იცავს ხი­ფა­თის­გან, მას­წავ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ — არა ჰოლ­დე­ნის­თ­ვის. მი­სი აზ­რით, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ისე­ვეა კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი, რო­გორც ცხოვ­რე­ბა სკო­ლის გა­რეთ. არც ჭვა­ვია ბავ­შ­ვუ­რი სი­ლა­ღე და უდარ­დე­ლო­ბა, ჭვა­ვის ყა­ნა საფ­რ­თხეა და არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ იქ­ვე კლდეა, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ ჭვა­ვის ყა­ნა­შია ჩა­საფ­რე­ბუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლი საფ­რ­თხე, თუნ­დაც მას იმ კონ­კ­რე­ტულ მო­მენ­ტ­ში რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბას ვარ­ქ­მევ­დეთ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, მოს­წავ­ლე­ებ­მა მიგ­ვა­ნიშ­ნეს, რომ ჩვენ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, უნ­და ვი­ყოთ „დამ­ჭე­რი მო­თა­მა­შე­ე­ბი ჭვა­ვის ყა­ნა­ში“.

შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებს ვთხოვ ცი­ტა­ტე­ბის ამო­წე­რას და შერ­ჩე­უ­ლი ცი­ტა­ტე­ბით ვხვდე­ბით მათ გან­წყო­ბას:

 

  1. „People always clap for the wrong reasons.“

„მე თუ მკითხავთ, ხალ­ხი სულ რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე უკ­რავს ტაშს.“

 

  1. „Certain things they should stay the way they are. You ought to be able to stick them in one of those big glass cases and just leave them alone. I know that’s impossible, but it’s too bad anyway.“

„უბ­რა­ლოდ რა­ღა­ცე­ბი მა­ინც აჯო­ბებ­და, უც­ვ­ლე­ლი რჩე­ბო­დეს. უნ­და შე­იძ­ლე­ბო­დეს რა­ღა­ცე­ბი შუ­შის კედ­ლის მიღ­მა ჩა­მო­ა­ლა­გო და იყოს თა­ვის­თ­ვის, უც­ვ­ლე­ლად. ვი­ცი შე­უძ­ლე­ბელ რა­ღა­ცას ვითხოვ, მაგ­რამ ხო კარ­გი იქ­ნე­ბო­და.“

 

  1. „Among other things, you’ll find that you’re not the first person who was ever confused and frightened and even sickened by human behavior. You’re by no means alone on that score, you’ll be excited and stimulated to know. Many, many men have been just as troubled morally and spiritually as you are right now. Happily, some of them kept records of their troubles. You’ll learn from them—if you want to. Just as someday, if you have something to offer, someone will learn something from you. It’s a beautiful reciprocal arrangement. And it isn’t education. It’s history. It’s poetry.“

„მე­რე იმა­საც მიხ­ვ­დე­ბი, რომ არც პირ­ვე­ლი ხარ და არც უკა­ნას­კ­ნე­ლი, ვი­საც ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ბორ­კი­ლებ­მა აუბ­ნია თავ­გ­ზა და არ იცის, სა­ით წა­ვი­დეს. მიხ­ვ­დე­ბი, რომ მარ­ტო არა ხარ. უამ­რავ ვინ­მეს ისე­ვე აწ­ვა­ლებ­და ზნე­ობ­რი­ვი თუ სუ­ლი­ე­რი პრობ­ლე­მე­ბი, რო­გორც შენ ახ­ლა, ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ზოგ­მა წე­რი­ლო­ბით აღ­ნუს­ხა სა­კუ­თა­რი გან­ც­დე­ბი და შე­გიძ­ლია მათ­გან ის­წავ­ლო — თუ სურ­ვი­ლი გექ­ნა, რა­ღა თქმა უნ­და. ისე­ვე რო­გორც ერთ მშვე­ნი­ერ დღეს სხვამ შე­იძ­ლე­ბა შენ­გან მი­ი­ღოს რა­მე. ეს რა­ღაც დახ­მა­რე­ბის ხე­ლის გაწ­ვ­დე­ნა­სა­ვი­თაა — ოღონდ ეს სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა არაა — ეს ის­ტო­რიაა, ან პო­ე­ზია.“

 

  1. „I know he’s dead! Don’t you think I know that? I can still like him, though, can’t I? Just because somebody’s dead, you don’t just stop liking them, for God’s sake–especially if they were about a thousand times nicer than the people you know that’re alive and all.“

„მეც ვი­ცი რო მკვდა­რია! მე­რე რა — გგო­ნია, ამი­ტო აღარ მიყ­ვარს? ვი­ღაც რო აღარ არის შენ­თან, ეს კი­დე იმას არ ნიშ­ნავს, უც­ბად გა­გიქ­რეს გრძნო­ბა — მით უმე­ტეს, თუ ის ვი­ღაც ცოცხ­ლად დარ­ჩე­ნი­ლებ­ზე ათას­ჯერ უკე­თე­სი ვინ­მე იყო.“

 

  1. „Lawyers are all right, I guess – but it doesn’t appeal to me,” I said. “I mean they’re all right if they go around saving innocent guys’ lives all the time, and like that, but you don’t do that kind of stuff if you’re a lawyer. All you do is make a lot of dough and play golf and play bridge and buy cars and drink Martinis and look like a hot-shot. And besides. Even if you did go around saving guys’ lives and all, how would you know if you did it because you really wanted to save guys’ lives, or because you did it because what you really wanted to do was a terrific lawyer, with everybody slapping you on the back and congratulating you in court when the goddam trial was over, the reporters and everybody, the way it is in the dirty movies? How would you know you weren’t being a phony? The trouble is, you wouldn’t.“

„ვე­ქი­ლებს კი­დევ არა უშავს — ოღონდ რა სა­ჩე­მო საქ­მეა. კი ბა­ტო­ნო, ვი­ღაც უდა­ნა­შა­უ­ლოდ ბრალ­დე­ბულს გა­ა­მარ­თ­ლე­ბი­ნე­ბენ ხოლ­მე და რა­მე ეგე­თე­ბი, ოღონდ ეგეთ რა­მეს მარ­ტო კი­ნო­ში აკე­თე­ბენ. ცხოვ­რე­ბა­ში კი — ფულს. და კი­დე გოლფს თა­მა­შო­ბენ და ბრიჯს და მარ­ტი­ნის ყლუ­წა­ვენ და მან­ქა­ნებს ყი­დუ­ლო­ბენ ყო­ველ ორ წე­ლი­წადს ახალს… და რო მო­ა­ხერ­ხო კი­დეც ვინ­მეს გა­დარ­ჩე­ნა, რა გა­რან­ტია გაქ რო სწო­რედ მა­გი­ტო არ აკე­თებ — იმი­ტო, ბო­ლოს რო ყვე­ლამ ტა­ში და­გიკ­რას და მხარ­ზე ხე­ლი გიტყა­პუ­ნოს და გი­ლო­ცავ­დ­ნენ პრო­ცე­სის მე­რე და რე­პორ­ტი­ო­რე­ბი გარ­შე­მო და მთე­ლი ამ­ბა­ვი, რო­გორც იმ კი­ნო­ებ­შია? რა იცი რო სა­კუ­თარ თავს არ ატყუ­ებ? რით მიხ­ვ­დე­ბი? ვე­რაფ­რით.“

 

  1. „People coming and putting a bunch of flowers on your stomach on Sunday, and all that crap. Who wants flowers when you’re dead? Nobody.“

„ივ­ლის მე­რე ხალ­ხი და ზედ სტო­მაქ­ზე და­მაყ­რი­ან ხოლ­მე ყვა­ვი­ლებს, კვი­რადღე­ო­ბით. არა, რო მოკ­ვ­დე­ბი რა­ღა ჩემ ფე­ხე­ბად მინ­და? არაფ­რად. რო მოკ­ვ­დე­ბი, მკვდა­რი ხარ და მკვდა­რი.“

 

  1. „Anyway, I keep picturing all these little kids playing some game in this big field of rye and all. Thousands of little kids, and nobody’s around — nobody big, I mean — except me. And I’m standing on the edge of some crazy cliff. What I have to do, I have to catch everybody if they start to go over the cliff — I mean if they’re running and they don’t look where they’re going I have to come out from somewhere and catch them. That’s all I do all day. I’d just be the catcher in the rye and all. I know it’s crazy, but that’s the only thing I’d really like to be.“

„წარ­მო­ვიდ­გენ­დი ხოლ­მე რო ათა­სო­ბით ბავ­შ­ვი თა­მა­შობს ჭვა­ვის ყა­ნა­ში, ერ­თ­მა­ნეთს დას­დე­ვენ და არც ერ­თი უფ­რო­სი ვინ­მე მათ­თან არაა, მარ­ტო მე ვარ იქ და ყა­ნის მიჯ­ნა­ზე, ზედ კლდის პი­რას ვდგა­ვარ. იქით კი­დე უფ­ს­კ­რუ­ლია. მთე­ლი ჩე­მი საქ­მეც ეგ არი — რო­მე­ლი­მე ბავ­შ­ვი რო იქით გა­იქ­ცე­ვა, უფ­ს­კ­რუ­ლი­სა­კენ, დრო­ზე უნ­და ჩა­ვავ­ლო ხე­ლი და არ გა­ვუშ­ვა. ეგაა მთე­ლი ჩე­მი საქ­მე — დამ­ჭე­რად ვმუ­შა­ობ ჭვა­ვის ყა­ნა­ში. აი ეგ მინ­და რო ვი­ყო. ვაფ­რენ, ხო იცი.“

 

  1. „Don’t ever tell anybody anything. If you do, you start missing everybody.“

„ნუ­რა­ვის ნუ­რა­ფერს უამ­ბობთ, თო­რემ მე­რე ყვე­ლა­ზე დაგ­წყ­დე­ბათ გუ­ლი.“

 

და­ბო­ლოს, ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოწ­ვე­ვა უცხო­უ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის მა­ინც მოს­წავ­ლე­თა და­ინ­ტე­რე­სე­ბაა. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ჭი­როა, ენის გაკ­ვე­თი­ლი ნაკ­ლე­ბად დამ­ღ­ლე­ლი და მოს­წავ­ლე­ე­ბის პი­რად ინ­ტე­რე­სებს მორ­გე­ბუ­ლი იყოს, რად­გან მათ მი­ერ არ­ჩე­უ­ლი წიგ­ნით, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ორ საქ­მეს ვა­კე­თებთ, მათ სატ­კი­ვარ­საც ვხვდე­ბით.

 

თა­მარ კირ­ვა­ლი­ძე

ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის

№199 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

მალ­ხაზ ხარ­ბე­დია: „სე­ლინ­ჯე­რის თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“

მალხაზ ხარბედია: “სელინჯერის თამაში ჭვავის ყანაში”

თა­ნა­მედ­რო­ვე უცხო ენის გაკ­ვე­თი­ლი

15 ნო­ემ­ბე­რი, 2013 ეკა­ტე­რი­ნე შა­ვერ­დაშ­ვი­ლი

თანამედროვე უცხო ენის გაკვეთილი

ნე­ტა ვინ აკა­ვებს ბავ­შ­ვებს კლდის პირ­ზე ჭვა­ვის ყა­ნა­ში?

9 თე­ბერ­ვა­ლი, 2018 ნეს­ტან რა­ტი­ა­ნი

ნეტა ვინ აკავებს ბავშვებს კლდის პირზე ჭვავის ყანაში?

დატოვეთ კომენტარი