20 აპრილი, შაბათი, 2024

ტაო-კლარ­ჯე­თის ქრონიკები

spot_img
მა­კა ყი­ფი­ან­ი
ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის 155 წლი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ციკლს თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა მას­პინ­ძ­ლობს — „ტაო კლარ­ჯე­თი და ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი“. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში გა­ი­მარ­თა ის­ტო­რი­კო­სის, ბუ­ბა კუ­და­ვას სა­ჯა­რო ლექ­ცია თე­მა­ზე — „ტაო-კლარ­ჯე­თი (რომ არა ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი…“), სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის იმ გა­ნუ­ზო­მელ ღვაწ­ლ­ზე, რო­მე­ლიც მეც­ნი­ერს ტაო-კლარ­ჯე­თის ძეგ­ლე­ბის აღ­ნუს­ხ­ვა­ში მი­უძღ­ვის. ბა­ტონ­მა ბუ­ბამ ტაო-კლარ­ჯეთ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­სა და დღემ­დე მოღ­წე­უ­ლი ტაძ­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან ბევრ ნა­ტაძ­რალ­ზე მე­ჩე­თია აგე­ბუ­ლი. „ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სა­ხელ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს თით­ქ­მის ყვე­ლა რე­გი­ო­ნის ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლის, სიძ­ვე­ლე­ე­ბის, ხელ­ნა­წე­რე­ბის, ხა­ტე­ბის, სხვა­დას­ხ­ვა ნივ­თე­ბის კვლე­ვა და შეს­წავ­ლა. მი­სი ამო­ცა­ნა იყო მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­და­ერ­ჩი­ნა ინ­ფორ­მა­ცია. ალ­ბათ გრძნობ­და, ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად და გა­აზ­რე­ბუ­ლა­დაც, რომ იდ­გა და მო­დი­ო­და სა­ში­ში ეპო­ქა, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა ეს სიძ­ვე­ლე­ე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ასეც მოხ­და… ინ­ფორ­მა­ცია, რაც დღეს ჩვე­ნამ­დე მო­ვი­და, არის სწო­რედ მი­სი „არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბის“, კვლე­ვე­ბის, აღ­წე­რი­ლო­ბე­ბის და მი­სი სა­მეც­ნი­ე­რო ან­გა­რი­შე­ბის წყა­ლო­ბით“ — აღ­ნიშ­ნა ბა­ტონ­მა ბუ­ბამ.
100 წლის წინ, 1917 წელს, სამ­ხ­რეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი­სა და მი­სი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის მი­ერ ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცია მო­ეწყო (ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი — ექვთიმე თაყაიშვილი; სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ჟი­ნე­რი — ანატოლი კალგინი; მხატ­ვა­რი — დიმიტრი შევარდნაძე; მო­ხა­ლი­სე ხუ­როთ­მოძღ­ვა­რი, ალ­პი­ნის­ტი — ილია ზდანევიჩი; მხატ­ვა­რი — ლადო გუდიაშვილი; მხატ­ვარ-მსა­ხი­ო­ბი — მიხეილ ჭიაურელი; ტაო-კლარ­ჯეთ­ში გზამ­კ­ვ­ლე­ვი — ალექსანდრე ციციშვილი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ემად­ლი­ე­რე­ბო­და ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი.
თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ქარ­თულ­მა სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რე­ა­ლუ­რად, პირ­ვე­ლად მა­შინ აღ­მო­ა­ჩი­ნა ტაო-კლარ­ჯე­თი და მი­სი დი­დე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა.
1917 წელს, ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის ექ­ს­პე­დი­ცი­ის დას­რუ­ლე­ბას ფეხ­და­ფეხ მოჰ­ყ­ვა რუ­სუ­ლი ჯა­რი… მა­ლე საზღ­ვა­რიც ჩა­ი­კე­ტა და რე­გი­ონ­ში ექ­ს­პე­დი­ცია თუ მოგ­ზა­უ­რო­ბა, მომ­დევ­ნო 70-80 წე­ლი, შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი გრძნობ­და ის­ტო­რი­უ­ლი მო­მენ­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნა დრო და ექ­ს­პე­დი­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. „სულ იმას ვში­შობ­დი, ის არ და­ი­კარ­გოს, ის არ წახ­დეს, ყვე­ლა­ფე­რი აღ­ვ­წე­რო, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი გა­მოვ­ს­ცე, გად­მო­ვი­ღო, შე­ვი­ძი­ნო, შე­მო­ვა­წირ­ვი­ნო, მუ­ზე­უ­მი შევ­ქ­მ­ნა, რომ შე­ი­ნა­ხოს ეს ყვე­ლა­ფე­რი-მეთ­ქი და ასე მინ­დო­და ჩე­მი მუ­შა­ო­ბა… სად მქონ­და იმის დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ დავ­მ­ჯ­და­რი­ყა­ვი და ნამ­დ­ვი­ლი გა­მოკ­ვ­ლე­ვა მე­წე­რა?! რაც მო­ვას­წა­რი, ისიც მიკ­ვირს?! რო­გორ არ მე­ზა­რე­ბო­და?! რო­გორ ვა­ხერ­ხებ­დი ამ­დენ რა­მეს, პირ­და­პირ საკ­ვირ­ვე­ლია! ამას ყვე­ლა­ფერს იმის­თ­ვის ვა­კე­თებ­დი, რომ მე­რე გა­მოჩ­ნ­დე­ბოდ­ნენ მკვლე­ვა­რე­ბი და ყვე­ლა­ფერს შე­ის­წავ­ლიდ­ნენ“. — წერს ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი.
„…რუ­სეთ-ოს­მა­ლე­თის ომი ჯერ კი­დევ მძვინ­ვა­რებ­და. ფრონ­ტის ხა­ზი, ხში­რად, არ­ც­თუ ისე შორს იყო ჩვენ­გან. ცი­სარ­ტყე­ლე­ბის ნაც­ვ­ლად, მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ის უხი­ლა­ვი ყუმ­ბა­რე­ბი და ხმა დაგ­ვივ­ლი­და… 1917 წელს ექ­ს­პე­დი­ცი­ამ, რომ­ლის წევ­რე­ბი გახ­ლ­დათ ინ­ჟი­ნერ- არ­ქი­ტექ­ტო­რი ანა­ტო­ლი კა­ლი­გი­ნი, მხატ­ვ­რე­ბი დი­მიტ­რი შე­ვარ­დ­ნა­ძე, მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი, პო­ე­ტი ილია ზდა­ნე­ვი­ჩი და მე, ბა­ტონ ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის უშუ­ა­ლო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, გად­მო­ვი­ღეთ ფრეს­კე­ბი, ას­ლე­ბი, ტაძ­რე­ბის გეგ­მე­ბი და ჭრი­ლე­ბის ნა­ხა­ტე­ბი. გა­კეთ­და მუ­ლა­ჟი მა­თი ბა­რე­ლი­ე­ფე­ბი­სა და ა.შ. ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მო­ვი­ტა­ნეთ თბი­ლის­ში და დღეს მუ­ზე­უ­მის სა­კუთ­რე­ბას შე­ად­გენს. ექ­ს­პე­დი­ცი­ამ ზუს­ტად გა­არ­კ­ვია, და­ად­გი­ნა ტაძ­რე­ბის, ეკ­ლე­სი­ე­ბის, ცი­ხე­ე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი და ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა, რაც ამ ექ­ს­პე­დი­ცი­ამ­დე უც­ნო­ბი და შე­უ­მოწ­მე­ბე­ლი იყო მეც­ნი­ე­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თ­ვის. ჩვენ ვმუ­შა­ობ­დით ყარ­სის, არ­ტა­ა­ნი­სა და ოლ­თი­სის ვრცელ არე­ში, აქ მდე­ბა­რე ძეგ­ლ­თა შო­რის არის ჩვე­ნი ხუ­როთ­მოძღ­ვ­რე­ბის შე­დევ­რე­ბიც — იშ­ხა­ნი, ხა­ხუ­ლი, ოშ­კი, ბა­ნა, ოთხ­თა ეკ­ლე­სია და პარ­ხა­ლი. ამ და­უ­ღა­ლა­ვი მეც­ნი­ე­რის წყა­ლო­ბით, და­ზუს­ტ­და მა­თი შექ­მ­ნის თა­რი­ღე­ბი, დე­ტა­ლუ­რად გა­ირ­კ­ვა მრა­ვა­ლი წარ­წე­რა, დად­გინ­და მოხ­სე­ნი­ე­ბულ პირ­თა ვი­ნა­ო­ბა და სა­ხე­ლე­ბი; ცხა­დი გახ­და მა­თი დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და რო­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ა­ში… მე და მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი დავ­ფოფხავ­დით ამ ძეგ­ლებ­ზე, მათ ნან­გ­რევ­თა კედ­ლებ­ზე, იქ­ვე ჩვენ ახ­ლოს იდ­გა ექ­ვ­თი­მე და გა­ფა­ცი­ცე­ბით მოგ­ვ­ძა­ხო­და: — ყმაწ­ვი­ლე­ბო! კარ­გად და­აც­ქერ­დით ქო­რო­ნი­კო­ნებს! თა­რი­ღის აღ­მ­ნიშ­ვ­ნელ ასო­ებს. ზუს­ტად ამო­ი­კითხეთ ყვე­ლა მათ­გა­ნი! თვი­თონ რო­გორც „ქო­რო­ნი­კო­ნი“ იდ­გა, დურ­ბინ­დით ათ­ვა­ლი­ე­რებ­და ამ ნიშ­ნებს. თუ რა­ი­მე ახალს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს ამო­ი­კითხავ­და, არა­და, აქ ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი იყო… ახალ­გაზ­რ­დად წა­მო­ვარ­დე­ბო­და, ქა­ღალდს დრო­შა­სა­ვით ააფ­რი­ა­ლებ­და და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით შეს­ძა­ხებ­და: — აღ­მო­ჩე­ნაა!… ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა!“ — ამო­ნა­რი­დი ლა­დო გუ­დი­აშ­ვი­ლის წე­რი­ლი­დან „სამ­ხ­რეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილ­თან ერ­თად“.
***
ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რ­ცის ერთ ნა­წილ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის, სამ­ხ­რეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოწყო­ბი­ლი ექ­ს­პე­დი­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი ბევ­რი უც­ნო­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო, ტექ­ს­ტუ­რი და ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა, ექ­ს­პე­დი­ცი­ის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი — ოშ­კის და­სავ­ლე­თის ფა­სა­დის ორ­მა­გი სარ­კ­მე­ლი, ბა­ნას ტაძ­რის სა­კურ­თხე­ვე­ლი, ოთხ­თა ეკ­ლე­სია, პარ­ხა­ლი, სოფ­ლის და ტაძ­რის სა­ერ­თო ხე­დით, ხა­ხუ­ლი — სა­კურ­თხევ­ლი­სა და გუმ­ბა­თის კა­მა­რის მო­ხა­ტუ­ლო­ბა, იშ­ხა­ნი — მცი­რე ეკ­ლე­სი­ის მორ­თუ­ლო­ბა და წარ­წე­რა…, ნა­ხა­ზე­ბი, ნა­ხა­ტე­ბი, დღეს უკ­ვე ექ­ს­პო­ნა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქამ­დე არ უნა­ხავს; ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის ქუ­დი; ასე­ვე დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და, გას­ც­ნო­ბო­და მეც­ნი­ე­რის პი­რა­დი ბიბ­ლი­ო­თე­კის იშ­ვი­ათ წიგ­ნებს: მფლო­ბე­ლი­სად­მი სა­სა­ჩუქ­რედ გა­და­ცე­მუ­ლი წარ­წე­რე­ბით, წიგ­ნებს მი­სი მი­ნა­წე­რე­ბით, თა­ვად ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის მი­ერ რე­დაქ­ტი­რე­ბულ ნი­მუ­შებს — კალ­მით შე­ტა­ნი­ლი შე­ნიშ­ვ­ნე­ბით და შეს­წო­რე­ბე­ბით; გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია საზღ­ვარ­გა­რეთ, კერ­ძოდ, პა­რიზ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის ექ­ს­პო­ზი­ცია; დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და, ასე­ვე, გას­ც­ნო­ბო­და ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის უნი­კა­ლურ პი­რად ბიბ­ლი­ო­თე­კას, რო­მე­ლიც, თა­ვის დრო­ზე, მეც­ნი­ერ­მა სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა ეროვ­ნულ სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კას. ღო­ნის­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას პირ­ვე­ლად გაჟ­ღერ­და ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის შე­სა­ხებ და­ცუ­ლი კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას, შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის და მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ხმო­ვა­ნი ჩა­ნა­წე­რე­ბი.
სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზის მე­ო­რე მხა­რეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ბუ­ბა კუ­და­ვას მი­ერ ტაო-კლარ­ჯეთ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი: ტაო — ოთხ­თა მო­ნას­ტე­რი, კავ­კა­სი­ძე­ე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო ცი­ხე, ოთხ­თა ეკ­ლე­სი­ის ცი­ხე, იშ­ხა­ნი, ბა­ნა, მა­მაწ­მინ­დის ეკ­ლე­სი­ის გუმ­ბა­თი, პარ­ხა­ლის მო­ნას­ტე­რი, ხა­ხუ­ლის ტა­ძა­რი, ოშ­კის ტა­ძა­რი, ოპი­ზის მო­ნას­ტ­რის ნაშ­თე­ბი; კო­ლა; და­დე­შე­ნის სა­ე­პის­კო­პო­სო ტაძ­რის ნან­გ­რე­ვე­ბი, კლარ­ჯე­თი — ოპი­ზის მო­ნას­ტ­რის ნაშ­თე­ბი, პა­რე­ხის და ხან­ძ­თის მო­ნას­ტ­რე­ბი და სხვ…
ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, თსუ-ს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი: „სა­ზო­გა­დო­ე­ბას ხან­და­ხან ავიწყ­დე­ბა, რომ ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი, გარ­და იმი­სა, რომ იყო წმინ­და­ნი და სა­გან­ძუ­რის მცვე­ლი, იყო უდი­დე­სი მეც­ნი­ე­რი. პირ­ვე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცია ტაო-კლარ­ჯეთ­ში მი­სი თა­ოს­ნო­ბით მო­ეწყო. აღ­ნიშ­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში სწო­რედ მის სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბას გვინ­და გა­ვუს­ვათ ხა­ზი. ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი იყო პირ­ვე­ლი, ვინც ჯერ კი­დევ რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ის პე­რი­ოდ­ში გა­ბე­და და და­იწყო ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ის „შეგ­რო­ვე­ბა“ — ეძებ­და, შო­უ­ლობ­და, ყი­დუ­ლობ­და, არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ექ­ს­პე­დი­ცი­ებს აწყობ­და… ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვილს, მხო­ლოდ უცხო­ეთ­ში გა­და­მა­ლუ­ლი ქარ­თუ­ლი გან­ძი რომ და­ეც­ვა და და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა სამ­შობ­ლო­ში, ესეც ეყო­ფო­და სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის უკ­ვ­დავ­სა­ყო­ფად, მაგ­რამ თვით ამ სა­გან­ძუ­რის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მან ჯერ კი­დევ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას მო­ი­პო­ვა, აღ­მო­ა­ჩი­ნა და შე­ის­ყი­და“.
მა­რი­კა ჩხე­ი­ძე, ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის მომ­ხ­მა­რებ­ლის მო­ზიდ­ვის და სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცი­ებს უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში. მათ შო­რის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია მოგ­ზა­უ­რო­ბა ტაო-კლარ­ჯეთ­ში. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, სა­ი­უ­ბი­ლეო წლი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ტაო-კლარ­ჯე­თის­თ­ვის დაგ­ვეთ­მო. ჩვენ ყვე­ლა­ნი ვთან­ხ­მ­დე­ბით იმა­ზე, რომ ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი დი­დი მეც­ნი­ე­რი იყო, გარ­კ­ვე­ულ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ვგრძნობთ მი­სი ღვაწ­ლის წი­ნა­შე. ამი­ტომ, მეც­ნი­ე­რის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბას ვგეგ­მავთ“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები