20 აპრილი, შაბათი, 2024

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცესს მორ­გე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ბავ­შ­ვო თა­მა­შე­ბი

spot_img

მაშ,ასე!

„— რა­ტომ იყო რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე­ლი ბავ­შ­ვი გო­ნე­ბაჩ­ლუნ­გი?

— იმი­ტომ, რომ მას არ ჰქონ­და სა­თა­მა­შო!“

დი­ახ, ხუმ­რო­ბა იქით იყოს, სა­თა­მა­შო­სა და თა­მაშს მარ­თ­ლაც დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ბავ­შ­ვ­თა აღ­ზ­რ­დის, სწავ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში, რო­გორც მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი­სად­მი მა­თი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­ზა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. თა­მა­ში მხო­ლოდ გარ­თო­ბა რო­დია, პი­რი­ქით, გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ცე­სია, რაც ბავშვს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, შე­ი­მეც­ნოს გა­რე­სამ­ყა­რო. უფ­რო მე­ტი, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცესს მორ­გე­ბუ­ლი თა­მა­ში მოს­წავ­ლეს გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს სა­კუ­თა­რი აზ­რი და გა­უ­ზი­ა­როს სხვებს; ავი­თა­რებს ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, შე­ჯა­მე­ბი­სა და დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნის უნარ-ჩვე­ვებს; აყა­ლი­ბებს ანა­ლი­ტი­კურ აზ­როვ­ნე­ბას. აჩ­ვევს მოს­წავ­ლე­ებს სხვა­თა აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მას, მოს­მე­ნა­სა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას; გა­ნა­პი­რო­ბებს მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბას სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში; მოს­წავ­ლე ხდე­ბა აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე, სწავ­ლე­ბას სა­ფუძ­ვ­ლად ედე­ბა მი­სი პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა, პი­რა­დად მი­სი თვი­სე­ბე­ბი და ცოდ­ნა. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს თა­მა­ში მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში. ხომ შე­გიმ­ჩ­ნე­ვი­ათ, რო­გო­რი ხა­ლი­სი­ა­ნე­ბი ხდე­ბი­ან ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­ცა არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში სხვა­დას­ხ­ვა თა­მა­შით ერ­თო­ბი­ან. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­ხა­ლი­სე­ბა ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი მიზ­ნე­ბის ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტულ სა­კითხს წარ­მო­ად­გენს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მუდ­მი­ვად ვგეგ­მავ ისეთ აქ­ტი­ვო­ბებს, რაც ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში და­მეხ­მა­რე­ბა.

ერ­თხელ, შეს­ვე­ნე­ბა­ზე, ყუ­რადღე­ბა მი­ვაქ­ციე, რო­გორ ერ­თო­ბოდ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი „ქა­ლა­ქო­ბა­ნას“ თა­მა­შით, რა ხა­ლი­სი­ა­ნე­ბი და ბუ­ნებ­რი­ვე­ბი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი და ლა­ღე­ბი იყ­ვ­ნენ. და­მე­ბა­და იდეა, შე­მეს­წავ­ლა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თ­ვის მო­მერ­გო პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ბავ­შ­ვო თა­მა­შე­ბი. და­ვიწყე კვლე­ვა. ოცამ­დე თა­მა­ში ჩა­ვი­წე­რე. მე­რე და­ვა­ხა­რის­ხე და შე­ვარ­ჩიე რამ­დე­ნი­მე, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად მო­ერ­გო ჩემს მი­ზანს. მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, მათ­თან შე­თან­ხ­მე­ბით, მა­თი მხარ­და­ჭე­რი­თა და აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, იხ­ვე­წე­ბა და სა­ბო­ლოო სა­ხეს იღებს ესა თუ ის თა­მა­ში. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ გაგ­ვი­ხა­ლის­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, რო­გორ ამაღ­ლ­და მო­ტი­ვა­ცია. გა­მარ­ჯ­ვე­ბის ჟი­ნით შეპყ­რო­ბი­ლე­ბი, რო­გო­რი მონ­დო­მე­ბით ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თ­ვის, რო­ცა იცოდ­ნენ, რომ   შე­ჯიბ­რი და თა­მა­ში ელო­დათ.

გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ გაკ­ვე­თილ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თა­მაშს წინ უძღ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შაო, სას­წავ­ლო მა­სა­ლის სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი შეს­წავ­ლა-გა­აზ­რე­ბა, მოს­წავ­ლე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ, მი­ი­ღონ მე­ტი ცოდ­ნა, და­აკ­ვირ­დ­ნენ დე­ტა­ლებს, უკეთ ჩას­წ­ვ­დ­ნენ ტექ­ს­ტის არსს და გა­ი­აზ­რონ მას­ში მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

თა­მა­შის დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი:

კითხ­ვე­ბის დას­მა — მოს­წავ­ლე­ე­ბი ად­გე­ნენ და შემ­დეგ სვა­მენ შე­კითხ­ვებს წა­კითხუ­ლის ირ­გ­ვ­ლივ, რაც ეხ­მა­რე­ბა მათ, გა­ი­აზ­რონ ში­ნა­არ­სი, თა­მა­შის მსვლე­ლო­ბის დროს კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ ტექ­ს­ტ­ზე, სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­ი­აზ­რონ კონ­ტექ­ს­ტი და დას­ვან სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის შე­კითხ­ვე­ბი. კითხ­ვე­ბის დას­მა ეფექ­ტურს ხდის გა­გე­ბის პრო­ცესს.

ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბა — მოს­წავ­ლე­ე­ბი ხსნი­ან და აზუს­ტე­ბენ პა­სუ­ხებს წი­ნა­რე ცოდ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბის გზით. ეს ეტა­პი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მათ­თ­ვის, ვი­საც ჰგო­ნია, რომ აქ მი­ზა­ნი მხო­ლოდ თა­მა­შია ან თა­მა­ში თვით­მი­ზა­ნია.

შე­ჯა­მე­ბა — მოს­წავ­ლე­ებს აჩ­ვევს ლა­კო­ნუ­რად და გა­სა­გე­ბად გად­მოს­ცენ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია.

მიზ­ნე­ბი და მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი:

 * შეს­წავ­ლი­ლი სა­კითხე­ბის გა­მე­ო­რე­ბა და ცოდ­ნის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა;

*   მხატ­ვ­რუ­ლი თუ არამ­ხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­აზ­რე­ბის უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა;

* პერ­სო­ნაჟ­თა სა­ხე­ე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა;

* კითხ­ვე­ბის შედ­გე­ნი­სა და დას­მის უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა;

* ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის შევ­სე­ბა-გამ­დიდ­რე­ბა;

* აზ­რის ცხა­დად, ლა­კო­ნუ­რად, მკა­ფი­ოდ და მწყობ­რად გა­მო­ხატ­ვის უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა;

* მსჯე­ლო­ბი­სა და სა­აზ­როვ­ნო მოქ­მე­დე­ბა­თა (ანა­ლი­ზი, შე­და­რე­ბა, გან­ზო­გა­დე­ბა) უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა;

* ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბი­სა და ლო­გი­კუ­რი დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა.

ორ­გა­ნი­ზე­ბის ფორ­მა:

თა­მა­შის მსვლე­ლო­ბის დროს მოს­წავ­ლე­ე­ბი ზოგ­ჯერ მას­წავ­ლებ­ლის როლ­საც ითავ­სე­ბენ. ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ან მცი­რე ჯგუ­ფებ­ში და თა­ვად წარ­მარ­თა­ვენ სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის პრო­ცესს.

ჯგუ­ფე­ბად და­ნა­წი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად, მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი წე­სი ასე­თია:

კლას­ში ვა­რი­გებ 5 ფე­რის თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბის სტი­კერს. შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ე­ბი ერ­თ­ნა­ი­რი ფე­რის სტი­კე­რე­ბით ჯგუფ­დე­ბი­ან.

გა­მო­ყე­ნე­ბა:

შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც დაწყე­ბით­სა და სა­ბა­ზო, ისე სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე.

მო­ი­ცავს ბლუ­მის ყვე­ლა სა­ფე­ხურს. მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი უნ­და იყოს, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი დრო და­უთ­მოს ახ­ს­ნა­სა და გა­აზ­რე­ბას.

ზოგ თა­მაშს მთე­ლი გაკ­ვე­თი­ლი ეთ­მო­ბა, ზო­გი კი შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რო­გორც ერთ-ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა.

№1 „ქა­ლა­ქო­ბა­ნა“

მი­ზა­ნი:

მხატ­ვ­რუ­ლი თუ არამ­ხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის სიღ­რ­მი­სე­უ­ლად გა­აზ­რე­ბის უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა;

ტექ­ს­ტი­დან ფაქ­ტობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის ამოკ­რე­ბა (ანუ მოქ­მე­დე­ბის ად­გი­ლის, დრო­ის, პერ­სო­ნა­ჟე­ბის შე­სა­ხებ);

სა­ჭი­რო მა­სა­ლის (ცი­ტა­ტე­ბი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან, სხვა­დას­ხ­ვა მკვლე­ვარ­თა მო­საზ­რე­ბე­ბი, ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბი და სხვ.) წი­ნას­წარ მოგ­რო­ვე­ბა;

ტექ­ს­ტის პე­რიფ­რა­ზი­რე­ბა (რაც ხელს უწყობს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­აზ­რე­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, და­მახ­სოვ­რე­ბას);

აზ­რის მკა­ფი­ოდ და გა­სა­გე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

თა­მა­შის აღ­წე­რა:

თა­მა­ში ეფექ­ტუ­რია რო­გორც მხატ­ვ­რულ, ისე არამ­ხატ­ვ­რულ ტექ­ს­ტებ­ზე სა­მუ­შა­ოდ, მა­თი სიღ­რ­მი­სე­უ­ლი წვდო­მის, უკეთ გა­აზ­რე­ბის, შე­ჯა­მე­ბის მიზ­ნით. მოს­წავ­ლე­ე­ბი წი­ნას­წარ არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი, რომ მო­უ­წევთ შეს­წავ­ლილ მა­სა­ლა­ზე სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ეფექ­ტუ­რია მწერ­ლის ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის შე­ჯა­მე­ბის­თ­ვის.

კლა­სი იყო­ფა 4-5-კა­ცი­ან ჯგუ­ფე­ბად. ერ­თი ან ორი მოს­წავ­ლე დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლია, მათ ევა­ლე­ბათ თა­მა­შის მსვლე­ლო­ბა­ზე თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა, შე­დე­გე­ბის შე­მოწ­მე­ბა და ანა­ლი­ზი. თი­თო­ე­ულ ჯგუფს ურიგ­დე­ბა სა­მუ­შაო ფურ­ც­ლე­ბი.

ქუ­ლე­ბის და­წე­რის წე­სი:

ერ­თ­ნა­ი­რი სწო­რი პა­სუ­ხი — 5 ქუ­ლა.

გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სწო­რი პა­სუ­ხი — 10 ქუ­ლა.

მხო­ლოდ ერ­თი ჯგუ­ფის სწო­რი პა­სუ­ხი — 15 ქუ­ლა.

არას­წო­რი პა­სუ­ხი — 0 ქუ­ლა.

ყვე­ლა­ზე დრო­უ­ლად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბის­თ­ვის — ბო­ნუ­სი 5 ქუ­ლა.

სა­მუ­შაო სრულ­დე­ბა ჯგუ­ფუ­რად. ყო­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რი უნ­და უკავ­შირ­დე­ბო­დეს შე­სა­ჯა­მე­ბელ მა­სა­ლას. ცხრი­ლის შევ­სე­ბის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლია დრო — 3-5 წუ­თი. ჯგუ­ფე­ბი შეს­რუ­ლე­ბულ და­ვა­ლე­ბას აბა­რე­ბენ დამ­კ­ვირ­ვებ­ლებს.

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ეტა­პი არის ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბა (ჯგუ­ფის სხვა­დას­ხ­ვა წევ­რი ხსნის და გან­მარ­ტავს ცხრილ­ში ჩა­წე­რილ მო­ნა­ცე­მებს).

ქუ­ლე­ბის შე­ჯა­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოვ­ლინ­დე­ბა გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი.

იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ რამ­დე­ნი­მე ჯგუფ­მა თანაბა­რი ქუ­ლე­ბით და­ამ­თავ­რა თა­მა­ში, მას­წავ­ლე­ბელს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის გა­მო­სავ­ლე­ნად მზად უნ­და ჰქონ­დეს კითხ­ვე­ბი,

მა­გა­ლი­თად:

რო­გორ გეს­მით ფრა­ზე­ო­ლო­გიზ­მი „ენის მოკ­ვ­ნე­ტა“?

ა) გა­ჩუ­მე­ბა;

ბ) ენის ტკი­ვი­ლი;

გ) ბევ­რი ლა­პა­რა­კი.

№2 „ორ­დ­რო­შო­ბა­ნა”

მი­ზა­ნი:

კითხ­ვე­ბის შედ­გე­ნი­სა და დას­მის უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა.

რეკ­ვი­ზი­ტი:

ორი სა­შუ­ა­ლო ზო­მის დრო­შა.

თა­მა­შის აღ­წე­რა:

თა­მაშს წინ უძღ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შაო. მოს­წავ­ლე­ე­ბი ნა­წარ­მო­ე­ბის შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში, პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­კითხებ­თან ერ­თად, მუ­შა­ო­ბენ კითხ­ვე­ბის შედ­გე­ნა­ზე, რაც მათ კი­დევ ერ­თხელ ეხ­მა­რე­ბა ნა­წარ­მო­ე­ბის დე­ტა­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა­სა თუ სიღ­რ­მი­სე­ულ გა­აზ­რე­ბა­ში, მთა­ვა­რი და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი სა­კითხე­ბის გა­მიჯ­ვ­ნა­ში. შე­მა­ჯა­მე­ბელ გაკ­ვე­თილ­ზე კლა­სი იყო­ფა ორ ჯგუ­ფად. თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფი ზის ერ­თ­მა­ნე­თის პი­რის­პირ და აქვს თა­ვი­სი დრო­შა. თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის გა­მარ­ჯ­ვე­ბა და მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე ჯგუ­ფის დრო­შის მო­პო­ვე­ბა. დრო­შის წარ­თ­მე­ვა შე­იძ­ლე­ბა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ იგი დარ­ჩე­ბა დაც­ვის, ანუ მო­თა­მა­შის გა­რე­შე. რო­გორ უნ­და მოხ­დეს ეს?

თა­მაშს იწყებს ის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც სწო­რად და პირ­ვე­ლი გას­ცემს პა­სუხს მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ დას­მულ კითხ­ვას, მა­გა­ლი­თად:

რო­მე­ლი შე­სიტყ­ვე­ბაა მცდა­რი?

ა) სათ­ვა­ლე­ე­ბი­ა­ნი კა­ცი;

ბ) სამ­ყო­ფი ად­გი­ლი;

გ) უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ამის შემ­დეგ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მო­თა­მა­შის გუნ­დი იწყებს კითხ­ვე­ბის დას­მას. ჯგუ­ფე­ბი კითხ­ვებს ერ­თ­მა­ნეთს შე­სა­ჯა­მე­ბე­ლი მა­სა­ლი­დან უს­ვა­მენ, რის­თ­ვი­საც ისი­ნი, რო­გორც ვთქვით, წი­ნას­წარ არი­ან მომ­ზა­დე­ბულ­ნი. თი­თო­ე­ულ მო­ნა­წი­ლეს აქვს უფ­ლე­ბა, აირ­ჩი­ოს მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე ჯგუ­ფის ის მო­თა­მა­შე, რო­მელ­საც და­უს­ვამს კითხ­ვას. თუ მოს­წავ­ლე ვერ უპა­სუ­ხებს შე­კითხ­ვას, ტო­ვებს თა­მაშს. ჯგუფს შე­უძ­ლია შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს კითხ­ვის დას­მის უფ­ლე­ბა, თუ მი­სი რო­მე­ლი­მე წევ­რი სწორ პა­სუხს გას­ცემს შე­კითხ­ვას და­მარ­ცხე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის ნაც­ვ­ლად. თუ ჯგუ­ფი ჩა­აგ­დებს კითხ­ვას, მომ­დევ­ნო შე­კითხ­ვას ისევ მო­გე­ბუ­ლი ჯგუ­ფის რო­მე­ლი­მე წევ­რი სვამს. ასე გრძელ­დე­ბა თა­მა­ში ერთ-ერ­თი ჯგუ­ფის სრულ და­მარ­ცხე­ბამ­დე, ანუ, რო­ცა აღარ დარ­ჩე­ბა დრო­შის დამ­ც­ვე­ლი არც ერ­თი წევ­რი, მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე ჯგუ­ფის დრო­შა გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებ­თან გა­და­ვა.

№3 „წრე­ში ბურ­თი“

მი­ზა­ნი:

არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა; კითხ­ვე­ბის შედ­გე­ნი­სა და დას­მის უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა.

რეკ­ვი­ზი­ტი:

პა­ტა­რა ბურ­თი

მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა:

მი­ნი­მუმ — 5, მაქ­სი­მუმ — 10

თა­მა­შის აღ­წე­რა:

მო­თა­მა­შე­ე­ბი სხდე­ბი­ან წრე­ში. თა­მაშს იწყებს ის, ვინც ყვე­ლა­ზე ად­რე და სწო­რად გას­ცემს პა­სუხს მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ დას­მულ კითხ­ვას, მა­გა­ლი­თად:

რა შე­იძ­ლე­ბა იყოს გამ­ჭო­ლი?

ა) ქა­რი;

ბ) ამინ­დი;

გ) ბე­დი.

და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი მო­თა­მა­შე მას­წავ­ლებ­ლის­გან იღებს ბურთს, რო­მელ­საც გა­და­უგ­დებს, თა­ვი­სი სურ­ვი­ლი­სა­მებრ, სხვა მო­თა­მა­შეს და უს­ვამს კითხ­ვას შეს­წავ­ლი­ლი მა­სა­ლი­დან (ამ თა­მა­შით შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­ჯა­მოთ ერ­თი რო­მე­ლი­მე ნა­წარ­მო­ე­ბი ან თე­მა­ტუ­რად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ვრცე­ლი გან­ვ­ლი­ლი მა­სა­ლა.). თუ მო­თა­მა­შე სწო­რად გას­ცემს პა­სუხს, იგი მო­ი­პო­ვებს შე­კითხ­ვის დას­მის უფ­ლე­ბას, თუ ვე­რა — გა­დის თა­მა­ში­დან. სწორ პა­სუხს ამ­ბობს შე­კითხ­ვის დამ­ს­მე­ლი და მო­ი­პო­ვებს მე­ო­რე კითხ­ვის დას­მის უფ­ლე­ბას.

მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, დას­ვას და­მა­ზუს­ტე­ბე­ლი კითხ­ვე­ბი.

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნა:

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია მო­თა­მა­შე, რო­მე­ლიც ბო­ლოს დარ­ჩე­ბა წრე­ში. ეს თა­მა­ში ეფექ­ტუ­რია რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რის, ასე­ვე გრა­მა­ტი­კის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე.

მა­გა­ლი­თად, მე­ექ­ვ­სე კლას­ში ჩვენ ამ თა­მა­შით გა­ვი­მე­ო­რეთ და შე­ვა­ჯა­მეთ კუმ­შ­ვა-კვე­ცა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თა­მაშს წინ უნ­და უძღო­დეს მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შაო. მოს­წავ­ლე­ე­ბი არა მხო­ლოდ თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას გა­იღ­რ­მა­ვე­ბენ, არა­მედ პრაქ­ტი­კულ უნარ-ჩვე­ვებ­საც გა­ი­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ და კითხ­ვის დას­მის ტექ­ნი­კა­საც და­ე­უფ­ლე­ბი­ან.

№4 „ბო­ლოს­წი­ნა ასო“

მი­ზა­ნი:

ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბა.

მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა:

4-5 მო­ნა­წი­ლე

თა­მა­შის აღ­წე­რა:

პირ­ვე­ლი ამ­ბობს ნე­ბის­მი­ერ სიტყ­ვას, შემ­დე­გი მო­თა­მა­შე ამ­ბობს სიტყ­ვას წი­ნა სიტყ­ვის ბო­ლოს­წი­ნა ასო­ზე. ამ თა­მაშ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ერ­თი პი­რო­ბა: მოს­წავ­ლე­ებ­მა სიტყ­ვე­ბი უნ­და და­ა­სა­ხე­ლონ შეს­წავ­ლი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი­დან. მა­გა­ლი­თად, ავი­ღოთ ისევ სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის იგა­ვე­ბი.

მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ­ბო­ბენ იგა­ვე­ბი­დან შემ­დეგ სიტყ­ვებს:

I მოს­წავ­ლე ამ­ბობს: „მე­ფუნ­დუ­კე“; II — „კუ“; III — „უფ­ლის­წუ­ლი“; IV — „ლო­მი“; V — „მა­მა­ლი“…

ის, ვინც ვერ შეძ­ლებს სიტყ­ვის თქმას 20 წა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ვარ­დე­ბა თა­მა­ში­დან.

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნა:

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია ის, ვინც ბო­ლოს დარ­ჩე­ბა და სიტყ­ვე­ბი არ გა­მო­ე­ლე­ვა.

თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იგა­ვე­ბის ში­ნა­არ­სის გად­მო­ცე­მა და ანა­ლი­ზი.

№5 „სიტყ­ვო­ბა­ნა“

მი­ზა­ნი:

* ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბა;

* მეხ­სი­ე­რე­ბის ვარ­ჯი­ში.

მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა:

4-5 მო­ნა­წი­ლე

თა­მა­შის აღ­წე­რა:

ზო­გი­ერ­თი სიტყ­ვა ამა თუ იმ ავ­ტო­რის თხზუ­ლე­ბებ­ში გა­უ­გე­ბა­რია მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის. ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თუ ყო­ვე­ლი სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ გვეს­მის. ამი­ტომ, მას შემ­დეგ, რაც გან­ვ­მარ­ტავთ უც­ნობ სიტყ­ვებს, მოს­წავ­ლე­ებს ვა­ვა­ლებ, და­ის­წავ­ლონ ისი­ნი და წი­ნას­წარ ვაფ­რ­თხი­ლებ, რომ სწო­რედ ამ სიტყ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ვი­თა­მა­შებთ მომ­დევ­ნო გაკ­ვე­თილ­ზე ჩვენ­თ­ვის უკ­ვე კარ­გად ცნო­ბილ თა­მაშ „სიტყ­ვო­ბა­ნას“.

მე­ო­რე დღეს, სურ­ვი­ლი­სა­მებრ, ვი­ძა­ხებ 4-5 მო­თა­მა­შეს. პირ­ვე­ლი ამ­ბობს ერთ სიტყ­ვას, მე­ო­რე — პირ­ვე­ლი მო­თა­მა­შის ნათ­ქ­ვამ სიტყ­ვას იმე­ო­რებს და უმა­ტებს თა­ვის სიტყ­ვას, მე­სა­მე პი­ვე­ლი და მე­ო­რე მო­თა­მა­შის სიტყ­ვას უმა­ტებს თა­ვი­სას და ასე შემ­დეგ. და­მარ­ცხე­ბუ­ლია და თა­მა­ში­დან ვარ­დე­ბა ის, ვინც ზუს­ტად და თან­მიმ­დევ­რუ­ლად ვერ გა­ი­მე­ო­რებს და­სა­ხე­ლე­ბულ სიტყ­ვა­თა რიგს. სიტყ­ვე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა იწყე­ბა თა­ვი­დან და მთავ­რ­დე­ბა, რო­ცა ერ­თი მო­თა­მა­შე რჩე­ბა თა­მაშ­ში.

„სიტყ­ვო­ბა­ნა“ შე­იძ­ლე­ბა ვი­თა­მა­შოთ ერთ ან რამ­დე­ნი­მე შეს­წავ­ლილ ნა­წარ­მო­ებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სიტყ­ვე­ბით.

გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად ვი­ყე­ნებ ძვე­ლი ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ნი­მუ­შე­ბის სწავ­ლე­ბი­სას.

მა­გა­ლი­თად, შე­ვის­წავ­ლეთ იაკობ ხუ­ცე­სის „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბა“ და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ვი­თა­მა­შოთ „სიტყ­ვო­ბა­ნა“.

ერ­თი მოს­წავ­ლე ამ­ბობს — „არ­გა­ნი“;

მე­ო­რე — „არ­გა­ნი“, „ერ­გა­სი“;

მე­სა­მე — „არ­გა­ნი“, „ერ­გა­სი“, ზა­ტი­კი“;

მე­ოთხე — „არ­გა­ნი“, „ერ­გა­სი“, „ზა­ტი­კი“, „კა­რა­უ­ლი“;

მე­ხუ­თე — „არ­გა­ნი“, „ერ­გა­სი“, „ზა­ტი­კი“, „კა­რა­უ­ლი“, “დი­ას­პა­ნი“…

ხუ­თი მო­თა­მა­შის შემ­თხ­ვე­ვა­ში, აგ­რ­ძე­ლებს ისევ პირ­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე — „არ­გა­ნი“, „ერ­გა­სი“, „ზა­ტი­კი“, „კა­რა­უ­ლი“, “დი­ას­პა­ნი“, „ალი­ზი“…

თა­მა­ში გა­ცი­ლებ­ით ში­ნა­არ­სი­ა­ნი გახ­დე­ბა, თუ მოს­წავ­ლე­ებს, გარ­კ­ვე­ულ ეტაპ­ზე, შე­ვე­კითხე­ბით სიტყ­ვე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბებს. მა­გა­ლი­თად, წა­გე­ბულ მოს­წავ­ლეს შეგ­ვიძ­ლია მივ­ცეთ თა­მაშ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შან­სი, თუ იგი გან­მარ­ტავს სა­მი სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას მა­ინც, ან თა­ვად გან­საზღ­ვ­რეთ, რო­დის იქ­ნე­ბა ეს უფ­რო ეფექ­ტუ­რი. ასე მოს­წავ­ლე­ებს ეცო­დი­ნე­ბათ, რომ თა­მა­შის მი­ზა­ნი სიტყ­ვე­ბის მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზე­პი­რე­ბა კი არა, ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბაა.

№6 „სიტყ­ვე­ბით თა­მა­ში“

მი­ზა­ნი:

ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბა

რეკ­ვი­ზი­ტე­ბი:

ფურ­ცე­ლი და სა­წე­რი კა­ლა­მი

მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა:

მი­ნი­მუმ — 4, მაქ­სი­მუ­მი თა­ვად გან­საზღ­ვ­რეთ.

ორ­გა­ნი­ზე­ბის ფორ­მა შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ისე ჯგუ­ფუ­რი.

თა­მა­შის აღ­წე­რა:

და­წე­რეთ რა­ი­მე გრძე­ლი სიტყ­ვა და და­ა­წე­სეთ დრო.

მო­ცე­მულ დრო­ში მო­თა­მა­შე­ებ­მა ამ სიტყ­ვის შე­მად­გე­ნე­ლი ასო­ე­ბის­გან უნ­და შე­ად­გი­ნონ სხვა სიტყ­ვე­ბი.

მა­გა­ლი­თად, თუ საწყის სიტყ­ვად გვაქვს „ჰიდ­რო­ე­ლექ­ტ­რო­სად­გუ­რი“, ამ სიტყ­ვის შე­მად­გე­ნე­ლი ასო­ე­ბის­გან შეგ­ვიძ­ლია მო­ვი­ფიქ­როთ სიტყ­ვე­ბი: „ლექ­სი“, „დრო“, „სო­რო“ და ასე შემ­დეგ.

თა­მა­შის დაწყე­ბის წინ უნ­და შე­თან­ხ­მ­დეთ იმა­ზე, თუ რამ­დენ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოთ საწყის სიტყ­ვა­ში არ­სე­ბუ­ლი ასო — ერ­თხელ თუ რამ­დე­ნი­მე­ჯერ.

მა­გა­ლი­თად, თუ საწყის სიტყ­ვა­ში ასო „თ“ გვაქვს ერ­თხელ, შეგ­ვიძ­ლია თუ არა, ვა­წარ­მო­ოთ სიტყ­ვა „თი­თი“.

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნა:

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია ის, ვინც და­წე­სე­ბულ დრო­ში საწყი­სი სიტყ­ვის ასო­ე­ბის­გან შე­ად­გენს ყვე­ლა­ზე მეტ სიტყ­ვას.

№7 „ნა­მი­ო­კო­ბა­ნა“// „ასო­ცი­ა­ცი­ო­ბა­ნა”

მი­ზა­ნი:

ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბი­სა და და ლო­გი­კუ­რი დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა.

თა­მა­შის აღ­წე­რა:

„ნა­მი­ო­კო­ბა­ნას“ თა­მა­შობს 2 გუნ­დი. თი­თო გუნ­დ­ში 4-5 მო­ნა­წი­ლეა. ერთ-ერ­თი მო­თა­მა­შე მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე გუნ­დის წევრს ჩუ­მად ეუბ­ნე­ბა სიტყ­ვას ან შე­სიტყ­ვე­ბას (პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლი­დან). ამ უკა­ნას­კ­ნე­ლის მი­ზა­ნია, თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი მი­ახ­ვედ­როს, თუ რა სიტყ­ვა უთხ­რა მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გემ. მო­თა­მა­შე მათ ეუბ­ნე­ბა ერთ სიტყ­ვას, ე.წ. „ნა­მი­ოკს“. სულ სა­მი „ნა­მი­ო­კის“ მი­ცე­მაა ნე­ბა­დარ­თუ­ლი. თუ გუნ­დის წევ­რე­ბი გა­მო­იც­ნო­ბენ ჩა­ფიქ­რე­ბულ სიტყ­ვას, მათ 1-დან 3 ქუ­ლამ­დე და­ე­წე­რე­ბათ. 3 — იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ პირ­ვე­ლი­ვე მი­ნიშ­ნე­ბით გა­მო­იც­ნეს. წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში 3 ქუ­ლა ეწე­რე­ბა მე­ო­რე გუნდს და თა­მაშ­საც ისი­ნი აგ­რ­ძე­ლე­ბენ.

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნა:

თა­მა­ში გრძელ­დე­ბა დათ­ქ­მულ ქუ­ლამ­დე.

მა­გა­ლი­თად, შე­ვის­წავ­ლეთ ილი­ას „მგზავ­რის წე­რი­ლე­ბი“, ვთა­მა­შობთ „ნა­მი­ო­კო­ბა­ნას“.

მო­თა­მა­შემ მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე გუნ­დის წევრს უჩურ­ჩუ­ლა სიტყ­ვა „ფრან­სი­ე­ლი“. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი თა­ვის გუნდს ეუბ­ნე­ბა „ნა­მი­ოკს“: „პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც გვხვდე­ბა მხო­ლოდ I თავ­ში“. მე­ო­რე „ნა­მი­ო­კი“ შე­იძ­ლე­ბა იყოს ასე­თი — „ევ­რო­პე­ლი“, მე­სა­მე — „თა­ნა­უგ­რ­ძ­ნობს მგზავრს“.

№8 „ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟის გა­მოც­ნო­ბა“

მი­ზა­ნი:

პერ­სო­ნაჟ­თა სა­ხე­ე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა.

რეკ­ვი­ზი­ტე­ბი:

ფურ­ცე­ლი და კა­ლა­მი

მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა:

მი­ნი­მუმ — 3, მაქ­სი­მუმ — 10, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია 5-6

თა­მა­შის აღ­წე­რა:

მო­თა­მა­შე­ე­ბი სხდე­ბი­ან წრე­ზე. თი­თო­ე­უ­ლი ფურ­ცელ­ზე წერს ყვე­ლა­სათ­ვის ნაც­ნობ პერ­სო­ნაჟს და ამოტ­რი­ა­ლე­ბულ ფურ­ცელს მის მარ­ჯ­ვ­ნივ მჯდომ მო­ნა­წი­ლეს აწ­ვ­დის. მო­თა­მა­შემ არ უნ­და წა­ი­კითხოს, რა წე­რია მის ფურ­ცელ­ზე, ეს იცის მხო­ლოდ იმ მო­ნა­წი­ლემ, რო­მელ­მაც და­წე­რა ამ პერ­სო­ნა­ჟის სა­ხე­ლი. ამის შემ­დეგ ყვე­ლა ერ­თ­დ­რო­უ­ლად იმაგ­რებს მო­წო­დე­ბულ ფურ­ცელს შუბ­ლ­ზე (შე­იძ­ლე­ბა მარ­ტი­ვად ენით და­ვას­ვე­ლოთ და მი­ვი­მაგ­როთ).

თა­მა­შის მი­ზა­ნია, ყვე­ლა მო­თა­მა­შემ გა­მო­იც­ნოს თა­ვი­სი პერ­სო­ნა­ჟი. თი­თო­ე­ულ მო­თა­მა­შეს აქვს უფ­ლე­ბა, დას­ვას მხო­ლოდ ათი კითხ­ვა. მი­ი­ღე­ბა მხო­ლოდ ის კითხ­ვე­ბი, რომ­ლის შე­საძ­ლო პა­სუ­ხია „კი“ ან „არა“. მო­ნა­წი­ლეს შე­უძ­ლია ზე­დი­ზედ რამ­დე­ნი­მე კითხ­ვის დას­მა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის მი­ღე­ბამ­დე. მას შემ­დეგ, რაც პირ­ვე­ლი მო­თა­მა­შე კითხ­ვა­ზე უარ­ყო­ფით პა­სუხს მი­ი­ღებს, ჯე­რი მომ­დევ­ნო მო­თა­მა­შე­ზე გა­და­დის.

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნა:

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია მო­თა­მა­შე, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი გა­მო­იც­ნობს სა­კუ­თარ პერ­სო­ნაჟს.

№9 „მჯე­რა/არ მჯე­რა“

მი­ზა­ნი:

ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლის — მოქ­მე­დე­ბის ად­გი­ლის, დრო­ის, მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, საქ­მის ვი­თა­რე­ბის, მოვ­ლე­ნა­თა თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბის, პერ­სო­ნაჟ­თა ქცე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის, ცი­ტა­ტე­ბის, სხვა­დას­ხ­ვა მკვლე­ვარ­თა მო­საზ­რე­ბე­ბის, ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბის გა­მე­ო­რე­ბა და ცოდ­ნის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა.

მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა:

მი­ნი­მუმ — 2, მაქ­სი­მუმ — 10, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია — 5-6

თა­მა­შის აღ­წე­რა:

მო­თა­მა­შე­ე­ბი სხდე­ბი­ან წრე­ზე. პირ­ვე­ლი მო­თა­მა­შე ასა­ხე­ლებს ფაქტს, რაც შე­იძ­ლე­ბა იყოს სწო­რი ან არას­წო­რი. მის მარ­ჯ­ვ­ნივ მჯდო­მი მო­თა­მა­შის ამო­ცა­ნაა, გა­მო­იც­ნოს, სი­მარ­თ­ლეს ამ­ბობს თუ იტყუ­ე­ბა პირ­ვე­ლი მო­თა­მა­შე და, შე­სა­ბა­მი­სად, უპა­სუ­ხოს „მჯე­რა“ ან „არ მჯე­რა“. თუ ვერ გა­მო­იც­ნო სწო­რად, იგი გა­ვარ­დე­ბა თა­მა­ში­დან.

მა­გა­ლი­თად:

პირ­ვე­ლი მო­თა­მა­შე ამ­ბობს:

„გოგ­ჩა არის ტბა სომ­ხეთ­ში.“

მარ­ჯ­ვ­ნივ მჯდო­მი ამ­ბობს — „მჯე­რა.“

რად­გან ეს პა­სუ­ხი სწო­რია, იგი აგ­რ­ძე­ლებს თა­მაშს. თუ­კი მან თქვა „არ მჯე­რა“, გა­ვარ­დე­ბა თა­მა­ში­დან.

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნა:

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია მო­თა­მა­შე, რო­მე­ლიც თა­მაშ­ში დარ­ჩე­ბა ბო­ლომ­დე.

№10 „სა­მა­სო­ო­ბა­ნა“

მი­ზა­ნი:

მარ­ტი­ვი წი­ნა­და­დე­ბე­ბის შედ­გე­ნა­ზე ვარ­ჯი­ში.

თა­მა­შის აღ­წე­რა:

ეფექ­ტუ­რია სწავ­ლე­ბის დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე.

შეს­წავ­ლი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი­დან (მა­გა­ლი­თად, „ძა­ლა ერ­თო­ბი­სა“) ვა­სა­ხე­ლებთ სამ­სიტყ­ვი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბის პირ­ველ ასო­ებს და ბავ­შ­ვებ­მა უნ­და გა­მო­იც­ნონ ეს წი­ნა­და­დე­ბა, მა­გა­ლი­თად:

ო ვ ჰ — ოც­და­ა­თი ვა­ჟი ჰყვა;

მ ი კ — მო­ა­ტა­ნი­ნა ის­რე­ბის კო­ნა;

ძ ა ე — ძა­ლა არის ერ­თო­ბა­ში.

და ა.შ.

თუ მო­თა­მა­შემ გა­მო­იც­ნო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა, იწე­რე­ბა 3 ქუ­ლა, თუ შე­ად­გი­ნა მსგავ­სი — 1 ქუ­ლა.

ამ­რი­გად, შე­დე­გი თვალ­სა­ჩი­ნოა:

თა­მაშ-თა­მა­შით შე­მოგ­ვეს­წავ­ლა პროგ­რა­მუ­ლი მა­სა­ლა, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი გახ­და სა­ხა­ლი­სო, მოს­წავ­ლე­ებს აუმაღ­ლ­დათ მო­ტი­ვა­ცია, მი­ი­ღეს ცოდ­ნა და გა­ნუ­ვი­თარ­დათ სხვა­დას­ხ­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რი; მი­ეჩ­ვივ­ნენ სა­ვა­რა­უ­დო შე­კითხ­ვე­ბის წი­ნას­წარ ჩა­მო­წე­რას; ტექ­ს­ტი­დან ფაქ­ტობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის წი­ნას­წარ მოგ­რო­ვე­ბას; ტექ­ს­ტის პა­რაფ­რა­ზი­რე­ბას (რაც ხელს უწყობს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­აზ­რე­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, და­მახ­სოვ­რე­ბას); აზ­რის მკა­ფი­ოდ და გა­სა­გე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას; არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ მსჯე­ლო­ბა­სა და ადეკ­ვა­ტუ­რი დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნას; ცი­ტა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად; და­კავ­ში­რე­ბი­სა და თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სი ხერ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას; ის­წავ­ლეს სხვა­თა აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მა, მოს­მე­ნა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა.

 

რუსუდან ნადარეიშვილი

ბათუმის №9 საჯარო სკოლა

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თა­მა­შე­ბი — http://buki.ge/programs-list.html
  2. მაია ფირ­ჩხა­ძე, „თა­მა­შის გა­მო­ყე­ნე­ბა ახა­ლი მა­სა­ლის ახ­ს­ნის გაკ­ვე­თილ­ზე“ — http://mastsavlebeli.ge/?p=10034
  3. სას­წავ­ლო თა­მა­შე­ბი — http://ge.game-game.com/tags/469/
  4. რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ სას­წავ­ლო თა­მა­ში? — https://edu.aris.ge/news/rogor-SevarCioT-saswavlo-TamaSi.html
  5. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თა­მა­შე­ბის ნაკ­რე­ბი —

http://ncp.ge/ge/saganmanatleblo-tamashebi/tamashi-gcompris-813

  1.  რა თა­მა­შე­ბი ელით მოს­წავ­ლე­ებს სკო­ლა­ში ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან? — https://www.allnews.ge/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები