19 აპრილი, პარასკევი, 2024

სკო­ლა უნ­და გან­ვი­თარ­დეს, რო­გორც ერ­თი­ა­ნი ინ­ს­ტი­ტუ­ცია

spot_img
ლა­ლი ჯე­ლა­ძე
რო­გორც ცნო­ბი­ლია, ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში დაწ­ყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე (I-VI კლა­სებ­ში) გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბით და­იწყო, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში კი ეს სი­ახ­ლე­ მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან იგეგ­მე­ბა.
რა სა­ხის მხარ­და­ჭე­რა შეს­თა­ვა­ზა სა­მი­ნის­ტ­რომ მას­წავ­ლებ­ლებს ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის და­სა­ნერ­გად იმ სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტის გარ­და, რო­მე­ლიც 150-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­იწყო და რა მო­ლო­დი­ნი აქვთ პი­ლო­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ამ სა­კითხებ­ზე სა­უბ­რობს სკო­ლამ­დე­ლი და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვა.
— უფ­რო დე­ტა­ლუ­რად რომ აგ­ვიხ­ს­ნათ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბებს მო­ი­ცავს 150-ე სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი და რა მო­ლო­დი­ნი გაქვთ?
— სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ მი­ნის­ტ­რ­მა გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ხუ­თი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით — სკო­ლამ­დე­ლი, ზო­გა­დი, პრო­ფე­სი­უ­ლი, უმაღ­ლე­სი და მეც­ნი­ე­რე­ბა — სი­ახ­ლე­ე­ბი და­ა­ა­ნონ­სა. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წილ­ში რე­ფორ­მა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას გუ­ლის­ხ­მობს. ვიდ­რე სკო­ლებ­ში მა­სობ­რი­ვად გა­ვალთ, თბი­ლი­სის 150-ე სკო­ლა­ში და­ვიწყეთ სი­ახ­ლე­ე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის ყვე­ლა პე­და­გო­გი, რად­გან მიგ­ვაჩ­ნია, რომ სკო­ლა უნ­და გან­ვი­თარ­დეს რო­გორც ერ­თი­ა­ნი ინ­ს­ტი­ტუ­ცია (და არა გა­მორ­ჩე­უ­ლი ან უფ­რო წინ წა­სუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბით), სა­დაც ყვე­ლა თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში იმუ­შა­ვებს, ერ­თად და­გეგ­მავს, იმ­ს­ჯე­ლებს და იფიქ­რებს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.
სა­პი­ლო­ტედ შერ­ჩე­ულ სკო­ლა­ში, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს უკ­ვე ჩა­უ­ტარ­და ტრე­ნინ­გი მე­თო­დო­ლო­გი­ა­ში — რო­გორ სწავ­ლობს მოს­წავ­ლე, რას ნიშ­ნავს კარ­გი, სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლი და,ზო­გა­დად, პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მო, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებს არ რცხვე­ნი­ათ კითხ­ვე­ბის დას­მის, შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის. მათ უნ­და იცოდ­ნენ, რომ სკო­ლა სწო­რედ ამის­თ­ვის არ­სე­ბობს, რაც მთა­ვა­რია, მხარ­და­ჭე­რას უნ­და გრძნობ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლებ­ლებ­მა გა­ი­აზ­რონ, რო­გო­რი უნ­და იყოს კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი, და რო­გორ და­გეგ­მონ მათ, გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლად, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი. ე.წ. ყო­ველ­დღი­უ­რი ქო­უ­ჩინ­გი, რა­საც ახ­ლა ვა­კე­თებთ საგ­ნობ­რი­ვი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის და­ნერ­გ­ვის კუთხით, სწო­რედ ამას გუ­ლის­ხ­მობს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცე­ვა საკ­ლა­სო შე­ფა­სე­ბა­საც. რა შე­დე­გებ­ზე გაგ­ვიყ­ვანს სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი? ამის შე­სა­ფა­სებ­ლად სას­კო­ლო კულ­ტუ­რის კვლე­ვა და მოს­წავ­ლე­თა პრე­შე­ფა­სე­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ, რა­თა გვცოდ­ნო­და, ახ­ლა რა მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს. პი­ლო­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი, პოს­ტ­შე­ფა­სე­ბა იგეგ­მე­ბა. ტეს­ტი, რო­მელ­საც მათ შევ­თა­ვა­ზებთ, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა­ზე. სწო­რედ ასე­თი ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი უნ­და შე­ი­ტა­ნონ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და არა მრა­ვალ­პა­სუ­ხი­ა­ნი ტეს­ტე­ბი, რო­მე­ლიც ძირი­თა­დად ფაქ­ტობ­რი­ვი მა­სა­ლის და­მახ­სოვ­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. პი­ლო­ტის რე­ჟიმ­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რად­გან ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, ის ვაქ­ცი­ოთ რო­გორც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის, ისე კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის/პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, პე­და­გო­გებს რამ­დე­ნი­მე პროგ­რა­მას შე­ვას­წავ­ლით და შემ­დეგ ისი­ნი, თა­ვი­ან­თი მიზ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, შე­არ­ჩე­ვენ, რო­მე­ლი რა დროს გა­მო­ი­ყე­ნონ.
ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი არ უნ­და იყოს მხო­ლოდ საჩ­ვე­ნებ­ლად ­ჩარ­თუ­ლი. დღეს ციფ­რუ­ლი სამ­ყა­რო ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვ გა­რე­მოს წარ­მო­ად­გენს, ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს გა­რე­მო სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის­თ­ვის იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი (მა­გა­ლი­თად, იმა­ვე ალ­გო­რით­მუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი თა­მა­შე­ბი), ეს ყვე­ლა­ფე­რი 150-ე სკო­ლა­ში გა­მო­იც­დე­ბა.
პე­და­გო­გე­ბი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად და ინ­ტე­რე­სით ჩა­ერ­თ­ნენ პრო­ცეს­ში და მათ­თან ყო­ველ­დღი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი გვაქვს. ყვე­ლა­ფერს ერ­თად ვგეგ­მავთ, ასე­ვე ყუ­რადღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან, მე­ო­რე საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი რას გეგ­მავს — რას აკე­თებს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ გეგ­მას­თან იყოს გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი. ვფიქ­რობთ, სკო­ლი­დან რომ გა­მო­ვალთ, უკ­ვე გვექ­ნე­ბა გა­მოც­დი­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი შე­ფა­სე­ბის, მე­თო­დო­ლო­გი­ი­სა და და­გეგ­მ­ვის კუთ­ხით. რაც მთა­ვა­რია, პი­ლოტ­ში მო­ნა­წი­ლე მას­წავ­ლებ­ლებს მო­მა­ვა­ლი სე­მეს­ტ­რის გეგ­მა უკ­ვე გა­წე­რი­ლი ექ­ნე­ბათ. გა­ზაფხულ­ზე, ვფიქ­რობთ, მსგავ­სი პრო­ექ­ტით კი­დევ 50 სკო­ლა­ში შე­ვი­დეთ. თი­თო­ე­ულ სკო­ლას ეყო­ლე­ბა ისე­თი­ვე მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფი — ექ­ს­პერ­ტე­ბი, მე­თო­დის­ტე­ბი, ისტ-ის ექ­ს­პერ­ტი, მკვლე­ვა­რი — რო­გორც ახ­ლა თბი­ლი­სის 150-ე სკო­ლას ჰყავს. ეს იქ­ნე­ბა მო­ბი­ლუ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც მას­ზე მი­მაგ­რე­ბულ სკო­ლებს, ინ­ტერ­ნ­სი­ურ რე­ჟიმ­ში გა­უ­წევს სა­თა­ნა­დო დახ­მა­რე­ბას. ვფიქ­რობთ, მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რე­ბით და­ვა­კომ­პ­ლექ­ტოთ. ეს შე­იძ­ლე­ბა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ბა­ზა­ზე მოხ­დეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რგო­ლი უნ­და გაძ­ლი­ერ­დეს და ად­გილ­ზე მოხ­დეს ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის შე­სა­ბა­მი­სად გან­ვი­თა­რე­ბა. რა თქმა უნ­და, მათ შე­სა­ბა­მი­სად გა­და­ვამ­ზა­დებთ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან პრო­ცეს­ში. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გა­ვა­ჩი­ნოთ ნდო­ბა სკო­ლა­სა და სა­მი­ნის­ტ­როს შო­რის, სკო­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­მი­ნის­ტ­როს მხო­ლოდ „დამ­ს­ჯელ“ ან „შემ­მოწ­მე­ბელ“ ორ­გა­ნოდ კი არა, პირ­ველ რიგ­ში, მხარ­დამ­ჭე­რად უნ­და აღიქ­ვამ­დ­ნენ. ამის მიღ­წე­ვა არც ისე იოლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ვეც­დე­ბით, ეს 150-ე სკო­ლის და შემ­დეგ პი­ლო­ტი­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი და­ნარ­ჩე­ნი სკო­ლე­ბის მა­გა­ლით­ზე და­ვა­ნა­ხოთ. მათ აუცი­ლებ­ლად უნ­და იგ­რ­ძ­ნონ, რომ თუ რა­ი­მე შე­ეშ­ლე­ბათ, ამის გა­მო კი არა­ვინ დას­ჯის, არა­მედ ერ­თად ვი­ფიქ­რებთ და ვიზ­რუ­ნებთ შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე. ასე­თი მიდ­გო­მის გა­რე­შე ვერც სკო­ლა გან­ვი­თარ­დე­ბა და ვერც სის­ტე­მა — რაც მთა­ვა­რია, ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა სკო­ლა, რო­გორც ერ­თი­ა­ნი ინ­ს­ტი­ტუ­ცია. ცალ­კე­ულ­მა წარ­მა­ტე­ბულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მაც იმა­ზე უნ­და იზ­რუ­ნოს, რომ და­ეხ­მა­როს კო­ლე­გებს და ყვე­ლამ ერ­თად თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით აამაღ­ლონ სა­კუ­თარ სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის დო­ნე.
პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბის გარ­და, ყვე­ლა სა­გან­ში გვექ­ნე­ბა სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მის ნი­მუ­შე­ბი, გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, თე­მე­ბის მი­ხედ­ვით გა­წე­რი­ლი, რო­მე­ლიც, ამა­ვე დროს, და­ეყ­რ­დ­ნო­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სტან­დარ­ტებს.
— გეგ­მავთ თუ არა პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინგს?
— პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გებს აუცი­ლებ­ლად შე­ვა­ჯა­მებთ, სწო­რედ ამი­ტომ ვახ­სე­ნე, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი წი­ნას­წარ უკ­ვე შე­ვა­ფა­სეთ და გა­ვა­კე­თებთ შუ­ა­ლე­დურ შე­ფა­სე­ბას სე­მეს­ტ­რის ბო­ლო­საც — პი­ლო­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იმის მო­ლო­დი­ნი არ გვაქვს, რომ ძა­ლი­ან დი­დი ნახ­ტო­მი გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ, მთა­ვა­რია, და­ვი­ნა­ხოთ პროგ­რე­სი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეც­ვ­ლა, დღეს არ­სე­ბუ­ლი სას­კო­ლო გა­რე­მო­სა და ატ­მოს­ფე­როს შეც­ვ­ლის ნიშ­ნე­ბი — თვალ­სა­ჩი­ნო უნ­და გახ­დეს, რომ პრო­ცეს­ში წამ­ყ­ვა­ნი მოს­წავ­ლეა და არა მას­წავ­ლე­ბე­ლი, რად­გან, სამ­წუ­ხა­როდ, მას­წავ­ლე­ბე­ლი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჯერ კი­დევ ცდი­ლობს მენ­ტო­რის როლ­ში ყოფ­ნას.
— რა კრი­ტე­რი­უ­მით შე­ირ­ჩა პირ­ვე­ლი სა­პი­ლო­ტე სკო­ლა და რა ნიშ­ნით შე­არ­ჩევთ და­ნარ­ჩენ 50 სკო­ლას პი­ლო­ტი­რე­ბის შემ­დე­გი ეტა­პის­თ­ვის?
— თბი­ლი­სის 150-ე სკო­ლა­ზე არ­ჩე­ვა­ნი რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის გა­მო შე­ვა­ჩე­რეთ. პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გვქონ­და სკო­ლას­თან, ქარ­თულ-ეს­ტო­ნუ­რი პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ძა­ლი­ან ღია აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ ცვლი­ლე­ბე­ბის­თ­ვის. რე­ა­ლუ­რად, მათ უნ­და შეც­ვა­ლონ სკო­ლა­ში ბევ­რი რამ და ამის­თ­ვის მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქ­ვეს. მე­ო­რე მი­ზე­ზი, რის გა­მოც სკო­ლა შე­ვარ­ჩი­ეთ, ისი­ცაა, რომ არ გვინ­დო­და სა­პი­ლო­ტედ ძა­ლი­ან მა­ღალ­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლა აგ­ვერ­ჩია, უფ­რო მი­სა­ღე­ბი სა­შუ­ა­ლო ზო­მის სკო­ლაა და რაც მთა­ვა­რია, არა ე.წ. „პრეს­ტი­ჟუ­ლი“. ჩვე­ნი სურ­ვი­ლიც ეს იყო, ქა­ლა­ქის ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სკო­ლის მა­გა­ლით­ზე, სკო­ლებს ვაჩ­ვე­ნოთ, რო­გორ შე­უძ­ლი­ათ მი­აღ­წი­ონ დიდ წარ­მა­ტე­ბებს. რაც მთა­ვა­რია, გუნ­დი დაგ­ვ­ხ­ვ­და ძა­ლი­ან კარ­გად გან­წყო­ბი­ლი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, რომ გაგ­ვი­წი­ონ დახ­მა­რე­ბა ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის დახ­ვე­წა­ში. რე­ა­ლუ­რად, ერ­თად ვა­ყა­ლი­ბებთ „მო­დელს“, რად­გან ასე გამ­ზა­დე­ბუ­ლი ფორ­მუ­ლე­ბი, ცხა­დია, არც ჩვენ გვაქვს. ყვე­ლა სკო­ლა­ში ასე უნ­და მოხ­დეს — ერ­თად უნ­და და­ვი­ნა­ხოთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი სკო­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და რე­სურ­სის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. სხვაგ­ვა­რად არ გა­მო­ვა, რად­გან შე­იძ­ლე­ბა იდე­ა­ლუ­რი მო­დე­ლი შევ­ქ­მ­ნათ, მაგ­რამ კონ­კ­რე­ტულ სკო­ლა­ში სა­ერ­თოდ ვერ იმუ­შა­ოს. ამი­ტო­მაც მათ­თან ერ­თად ვსწავ­ლობთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სკო­ლის ბა­ზა­ზე სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გის მიღ­წე­ვა. იდე­ე­ბიც მათ­გან უნ­და წა­მო­ვი­დეს.
პი­ლო­ტი­რე­ბის მე­ო­რე ეტაპ­ზე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დე­და­ქა­ლა­ქის სხვა სკო­ლე­ბიც ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან, მაგ­რამ უფ­რო დი­დი აქ­ცენ­ტი რე­გი­ო­ნებ­ზე გა­კეთ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­თი შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მებს, სკო­ლე­ბი მი­ნი­მა­ლურ პი­რო­ბებს მა­ინც უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დ­ნენ, თუნ­დაც, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე, ინ­ტერ­ნე­ტით აღ­ჭურ­ვი­ლი 12-15 კომ­პი­უ­ტე­რი მა­ინც უნ­და იყოს.
— მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებს ექ­ნე­ბათ პი­ლო­ტი­რე­ბა­ში ჩარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა?
— პირ­ველ ეტაპ­ზე, მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბი ვერ შე­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა სკო­ლა და­ი­ფა­რე­ბა, რად­გან რე­ა­ლუ­რად, ეს არის ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ზა­ნია, უშუ­ა­ლოდ საკ­ლა­სო ოთახ­ში და­ვი­ნა­ხოთ შე­სა­ბა­მის უნა­რებ­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა. უბ­რა­ლოდ, გარ­კ­ვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­დე­ბა, რომ ყვე­ლა სკო­ლა მო­ვიც­ვათ. გა­ზაფხულ­ზე 50 სკო­ლა და­ე­მა­ტე­ბა, შემ­დეგ ეტაპ­ზე კი, 2019 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე — 100-150.
— სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტის გარ­და, კი­დევ რა სა­ხის მხარ­და­ჭე­რა შეს­თა­ვა­ზეთ მას­წავ­ლებ­ლებს ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის და­სა­ნერ­გად?
— წელს, რად­გან ყვე­ლა­ზე დი­დი სი­ახ­ლე „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ შე­მო­ღე­ბა იყო (ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხო „ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ სა­გან­საც — მთლი­ა­ნად გა­და­ხა­ლის­და და გაძ­ლი­ერ­და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტი), ამი­ტომ ჩვენ სწო­რედ ამ საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას და­ვუთ­მეთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა. ზაფხულ­ში დას­რულ­და გა­დამ­ზა­დე­ბის ერ­თი ნა­კა­დი და რად­გან მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­და­ნაც ძა­ლი­ან დი­დი მოთხოვ­ნა გაჩ­ნ­და, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, წლის ბო­ლომ­დე, ისევ აგ­რ­ძე­ლებს ტრე­ნინ­გებს.
თა­ვის­თა­ვად, სი­ახ­ლეა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც. ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა, რომ სტან­დარ­ტის მი­საღ­წე­ვად, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არის ერთ-ერ­თი გზა, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბელ­მა, სხვა გზე­ბიც შე­იძ­ლე­ბა და­სა­ხოს და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ან სხვა რე­სურ­სე­ბი და­იხ­მა­როს. თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს სა­კუ­თა­რი გეგ­მა უნ­და ჰქონ­დეს და ამ გეგ­მა­ში სა­ხელ­მ­ძღვა­ნე­ლოს შე­მო­ი­ტანს დი­დი წი­ლით თუ სხვა რე­სურსს, ეს თა­ვად უნ­და გან­საზღ­ვ­როს.
— წელს სი­ახ­ლეა ისიც, რომ სკო­ლებს უცხო ენის არ­ჩე­ვის მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ
— ამით ევ­რო­პუ­ლი ენე­ბის სწავ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა გვინ­დო­და, რად­გან სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, გერ­მა­ნუ­ლი და ფრან­გუ­ლი ენე­ბი ნელ-ნე­ლა მი­ლე­ვად რე­ჟიმ­ში გა­და­დი­ან, იტა­ლი­უ­რი ისე­დაც ერთ-ორ სკო­ლა­ში ის­წავ­ლე­ბო­და. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რა­ღაც ზო­მე­ბი მიგ­ვე­ღო და სკო­ლებს ვთხო­ვეთ, მი­ნი­მუმ, ორი უცხო­უ­რი ენა შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ მე­ხუ­თე კლას­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ასარ­ჩე­ვად. სხვა­თა შო­რის, ამ შე­თა­ვა­ზე­ბი­სას აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, თურ­მე, მშობ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ სა­ერ­თოდ არ იცის, რომ მათ არ­ჩევ­ნის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ. ფიქ­რო­ბენ, რად­გან სკო­ლა­ში რუ­სუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავთ და რუ­სუ­ლი ის­წავ­ლე­ბა, მათ­მა შვი­ლებ­მაც აუცი­ლებ­ლად ეს ენა უნ­და ის­წავ­ლონ. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ მშობ­ლებ­მა, თუნ­დაც, ამ არ­ჩე­ვა­ნის შე­სა­ხებ გა­ი­გეს. სხვა­თა შო­რის, არა­ერ­თი წე­რი­ლი შე­მო­ვი­და ჩვენ­თან ამის თა­ო­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად, ნი­ნოწ­მინ­დის რა­ი­ო­ნის ერთ-ერ­თი სოფ­ლის სკო­ლი­დან იყო მოთხოვ­ნა — სკო­ლა­ში რუ­სუ­ლი ენა ის­წავ­ლე­ბა, მაგ­რამ სურთ, მათ­მა შვი­ლებ­მა გერ­მა­ნუ­ლი ენა ის­წავ­ლონ. უცხო ენა­ში შე­იძ­ლე­ბა კლა­სის გა­ყო­ფა და მოს­წავ­ლე­თა სურ­ვი­ლი­სა­მებრ დაჯ­გუ­ფე­ბა. თუ სკო­ლა­ში ორი ან მე­ტი პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სია, ოთხი ჯგუ­ფი პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა ენის მი­ხედ­ვით დაჯ­გუფ­დეს — გერ­მა­ნულ­ზე, ფრან­გულ­ზე და ა.შ.
ჩვენ­თან ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო. იტა­ლი­უ­რი ენის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა უკ­ვე მო­ვამ­ზა­დეთ და მა­ლე და­ვამ­ტ­კი­ცებთ. წელს 15-მდე სკო­ლამ აირ­ჩია იტა­ლი­უ­რი, რო­გორც მე­ო­რე ენა. სა­ელ­ჩო პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა­შიც გვეხ­მა­რე­ბა და სა­ხელ­მ­ძღ­ვან­ლო­ე­ბით მო­მა­რა­გე­ბა­შიც. დი­დი იმე­დი მაქვს, ცო­ტა ხან­ში იტა­ლი­უ­რი ენა სხვა სკო­ლებ­შიც არა­ნაკ­ლებ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მხო­ლოდ იმას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ ჩვენ­მა შვი­ლებ­მა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა შეძ­ლონ, ამის­თ­ვის კი აუცი­ლე­ბე­ლია უცხო­უ­რი ენე­ბის აკა­დე­მი­ურ დო­ნე­ზე ფლო­ბა.
დღეს, სკო­ლებ­ში, არ­ჩე­ვი­თი უცხო­უ­რი ენე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია: გერ­მა­ნუ­ლი, ფრან­გუ­ლი, რუ­სუ­ლი, იტა­ლი­უ­რი, ჩი­ნუ­რი ენე­ბი. პრინ­ციპ­ში, სკო­ლას შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ენა აირ­ჩი­ოს, მაგ­რამ, აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს სას­წავ­ლო პროგ­რა­მა. პროგ­რა­მე­ბი კი მხო­ლოდ ჩა­მოთ­ვ­ლილ ენებ­შია შექ­მ­ნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩი­ნურს, საკ­მა­ოდ მოთხოვ­ნა­დი გახ­და და უკ­ვე სრულ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ზე, რო­მე­ლიც ასე­ვე დამ­ტ­კიც­დე­ბა.
— ფი­ზი­კურ აღ­ზ­რ­დას ერ­თი სა­ა­თი და­ე­მა­ტა, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ეს ცვლი­ლე­ბა?
— დაწყე­ბით კლა­სებ­ში წელს ფი­ზი­კურ აღ­ზ­რ­და­ში და­ვა­მა­ტეთ ერ­თი სა­ა­თი, გვეს­მის, რომ სკო­ლებ­ში ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის პრობ­ლე­მე­ბია, მაგ­რამ დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბის მო­ფიქ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, რომ ბავ­შ­ვე­ბი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბით და­კავ­დ­ნენ. ამი­ტომ, ვფიქ­რობთ, თუ სკო­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზი არ აქვს, ამ საგ­ნის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი სა­მი სა­ა­თის ჩა­ტა­რე­ბა უნ­და შეძ­ლოს. მო­გეხ­სე­ნათ, რომ არ­სე­ბობს 25-პრო­ცენ­ტი­ა­ნი გა­და­ნა­წი­ლე­ბის პრაქ­ტი­კა — რო­მე­ლი­მე სა­განს, სხვა საგ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ, აკ­ლ­დე­ბა სა­ა­თი. ახ­ლა ფი­ზი­კურ აღ­ზ­რ­დას, ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და მუ­სი­კას ამ სა­ა­თებს ვე­ღარ მო­აკ­ლე­ბენ, რად­გან დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, რომ ჩა­მოთ­ვ­ლილ დის­ციპ­ლი­ნებ­ში, გაკ­ვე­თი­ლე­ბი სრულ­ყო­ფი­ლად ჩა­ტარ­დეს. ფი­ზი­კურ აღ­ზ­რ­და­ში, I-IV კლა­სებ­ში, კვი­რა­ში ორის ნაც­ვ­ლად, სა­მი გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ტარ­დე­ბა.
— რა სი­ახ­ლე­ე­ბია სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით?
— სკო­ლამ­დელ­თან და­კავ­ში­რე­ბით ასე­თი გეგ­მე­ბი გვაქვს. სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა ჩვენ­თან სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის და, ალ­ბათ, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, ვერც გახ­დე­ბა, რად­გან ეს საკ­მა­ოდ დიდ ფი­ნან­სურ თუ ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­ს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და დრო­ში გა­წე­ლი­ლი პრო­ცე­სია. თუმ­ცა, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა, რაც სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ აუცი­ლე­ბე­ლია პროგ­რა­მა ბა­ღის ბა­ზა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ამ­დე­ნი ბა­ღი არც გვაქვს. ამი­ტომ, სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ სკო­ლა და სწო­რედ მის ბა­ზა­ზე მოხ­დეს არა მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­მედ ნა­ხე­ვარ­დღი­ა­ნი, ანუ სამ­სა­ა­თი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყვე­ლა ოჯახს არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ბავ­შ­ვი სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მი­იყ­ვა­ნოს სკო­ლა­ში, ეს შემ­დ­გომ გა­ნა­პი­რო­ბებს დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ჩა­მორ­ჩე­ნას, რო­მე­ლიც ზე­და სა­ფე­ხუ­რებ­ზე უფ­რო და უფ­რო ღრმავ­დე­ბა. ვფიქ­რობ, სა­ხელ­მ­წი­ფომ, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მა­ინც, უნ­და მო­ა­ხერ­ხოს, რომ სას­კო­ლო მზა­ო­ბის პროგ­რა­მა ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­დეს, რაც თა­ნა­ბარ სას­ტარ­ტო პი­რო­ბებ­ში ჩა­ა­ყე­ნებს ყვე­ლა პირ­ველ­კ­ლა­სელს.
— რა ფა­ზა­შია სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი?
— ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის შემ­დე­გი სა­ბა­ზო ეტა­პი — VII-VIII-IX კლა­სე­ბი — უკ­ვე დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია და, ალ­ბათ, ძა­ლი­ან მა­ლე ­გა­მოცხად­დე­ბა კონ­კურ­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბა­ზე. ამას თა­ვად მი­ნის­ტ­რი და­ა­ა­ნონ­სებს და, პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­მოცხად­დე­ბა შემ­ფა­სებ­ლე­ბის კონ­კურ­სიც.
— სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც პი­ლო­ტი­რე­ბის გა­რე­შე შე­ვა სკო­ლებ­ში, რო­გორც ეს დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში მოხ­და?
— ამ სა­კითხ­ზე სწო­რედ ახ­ლა ვფიქ­რობთ. შე­იძ­ლე­ბა სა­მი კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის კონ­კურ­სი ერ­თ­დ­რო­უ­ლად არ გა­მოცხად­დეს და იყოს მხო­ლოდ მეშ­ვი­დე კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე. და­ნერ­გ­ვის პირ­ვე­ლი წე­ლი მა­ინც პი­ლო­ტი­რე­ბის წლად ით­ვ­ლე­ბა და ამი­ტომ, რო­მე­ლი კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზეც გა­მო­ვაცხა­დებთ კონ­კურსს, შემ­დეგ წელს, შე­სა­ბა­მი­სად, იმ კლა­სის სა­ხელ­მ­ძღვანე­ლო­ე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა მოხ­დე­ბა. ისე­დაც დრო ძა­ლი­ან მცი­რეა და სა­მი კლა­სის ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნა, ამ დრო­ში, ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა, ამი­ტო­მაც ვფიქ­რობთ ასეთ მო­დელ­ზე. ცხა­დია, გა­მომ­ცემ­ლებ­საც შევ­ხ­ვ­დით და იმე­დია, სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე ყვე­ლა­ნი შევ­ჯერ­დე­ბით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები