„სამასწავლებლო“ ურთულესი გამოწვევის პირისპირ

1002

სკო­ლის ბა­ზა­ზე პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე და პე­და­გო­გებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ამის სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ფა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მა­გა­ლით­ზე მინ­და გი­ამ­ბოთ. წე­რი­ლის და­წე­რის იდეა ფა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლის, ეკა­ტე­რი­ნე წუ­ლუ­კი­ძის მი­ერ, ახ­ლა­ხან, სკო­ლა­ში წა­მოწყე­ბულ­მა პრო­ექ­ტ­მა „სა­მას­წავ­ლებ­ლო“ გა­მი­ჩი­ნა. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი, სკო­ლის ბა­ზა­ზე, ახა­ლი მე­თო­დე­ბის, მიგ­ნე­ბე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბაა, რომ­ლის­თ­ვი­საც ეკა­ტე­რი­ნემ ხუთ­შა­ბა­თი დღე და­ა­წე­სა და პირ­ვე­ლი სე­მი­ნა­რის თე­მად „ისტ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბა“ აირ­ჩია. კო­ლე­გებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლა edmodo.com — ვირ­ტუ­ა­ლუ­რი საკ­ლა­სო ოთა­ხის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

 

„ფა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გებს შო­რის ძა­ლი­ან მა­ღა­ლია გუნ­დუ­რი და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა, თუმ­ცა, უკე­თე­სი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად აუცი­ლე­ბე­ლია კი­დევ უფ­რო გაღ­რ­მავ­დეს გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის კულ­ტუ­რა. უჭირს მთას და მთის პე­და­გო­გებს სი­ახ­ლე­ე­ბის ფეხ­და­ფეხ მი­ყო­ლა, მუდ­მი­ვად პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე დგო­მა. გა­დის წლე­ბი, პრობ­ლე­მა პრობ­ლე­მად­ვე რჩე­ბა, მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვაა…“ — ამ­ბობს ეკა­ტე­რი­ნე წუ­ლუ­კი­ძე. სწო­რედ მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბის და­საძ­ლე­ვად და უწყ­ვე­ტი გან­ვი­თა­რე­ბის სურ­ვი­ლით და­იწყო პრო­ექ­ტი „სა­მას­წავ­ლებ­ლო“. პრო­ექ­ტის დაწყე­ბამ­დე, მის­მა ინი­ცი­ა­ტორ­მა სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის კვლე­ვა გა­დაწყ­ვი­ტა და მას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­მო­კითხ­ვა ჩა­ა­ტა­რა — რა აფერ­ხებს მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას? პა­რა­ლე­ლუ­რად მოს­წავ­ლე­ე­ბიც გა­მო­ი­კითხ­ნენ — რა სურთ მათ? რო­გო­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი მოს­წონთ? ორი­ვე მხა­რემ აღ­ნიშ­ნა, რომ აკ­ლი­ათ ინო­ვა­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლე­ბი და სურ­ვი­ლი აქვთ, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უფ­რო მე­ტად ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ი­გეგ­მა პირ­ვე­ლი ხუთ­შა­ბა­თის თე­მაც.

„მე, მათ­თან შე­და­რე­ბით, უკეთ ვიც­ნობ ტექ­ნო­ლო­გი­ებს, ამი­ტომ მინ­და კო­ლე­გებს გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რო. მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან ედ­მო­დოს საკ­ლა­სო ოთახ­ზე დი­დი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნ­და, თუმ­ცა, აქ პრობ­ლე­მა იჩენს თავს, რად­გან, ტექ­ნო­ლო­გი­ებს, ხში­რად, პე­და­გო­გე­ბი არა­მიზ­ნობ­რი­ვად იყე­ნე­ბენ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე. სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მინ­და წა­ვი­დეთ — რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნონ ეფექ­ტუ­რად ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. რაც მთა­ვა­რია, სურ­ვი­ლი მაქვს, მხო­ლოდ მე კი არ ვი­ყო ინი­ცი­ა­ტო­რი და ასე­თი სე­მი­ნა­რე­ბის ჩამ­ტა­რე­ბე­ლი, არა­მედ და­ნარ­ჩე­ნებ­საც მივ­ცე სა­შუ­ა­ლე­ბა, გაგ­ვი­ზი­ა­რონ მე­თო­დე­ბი, რომ­ლე­ბიც აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია და კარ­გად გა­მოს­დით. ამით უკუ­კავ­შირ­საც მი­ვი­ღებთ და სკო­ლა­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კულ­ტუ­რა­საც და­ვამ­კ­ვიდ­რებთ. ვფიქ­რობ, ჩე­მი მცი­რე გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით, კო­ლე­გებ­თან ერ­თად, შევ­ძ­ლებთ ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას. პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა და ყო­ვე­ლი ხუთ­შა­ბა­თი იქ­ნე­ბა დღე, რო­მელ­საც ჩვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნებთ“ — ამ­ბობს ეკა­ტე­რი­ნე.

ეს აუცი­ლებ­ლო­ბა იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა მეს­ტი­ის რა­ი­ო­ნის მას­წავ­ლებ­ლებს, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზის გა­მო, მარ­თ­ლა ძა­ლი­ან უჭირთ, მოკ­ლე­ბუ­ლი არი­ან პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის და­გეგ­მილ ტრე­ნინ­გებ­სა თუ სხვა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბებს. ნა­წი­ლი ვერ იგებს რე­გის­ტ­რა­ცი­ის გა­მოცხა­დე­ბას, ნა­წი­ლის­თ­ვის ძა­ლი­ან რთუ­ლია პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა, თუნ­დაც იმის გა­მო, რომ სო­ფე­ლი 28 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნულ ცენტრს. ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ უმე­ტე­სად ჯგუ­ფე­ბი არ დგე­ბა, რომ ად­გილ­ზე ჩა­ტარ­დეს ტრე­ნინ­გი. გარ­და ამი­სა, ფა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა ცენ­ტ­რის­გან მო­შორე­ბუ­ლია. მას­წავ­ლებ­ლებ­მა მან­ქა­ნა რომ იქი­რა­ონ ჩა­სას­ვ­ლე­ლად და უკან და­საბ­რუ­ნებ­ლად, მი­ნი­მუმ, 100 ლა­რი მა­ინც სჭირ­დე­ბათ. ამ თან­ხის გა­დახ­და, და­მერ­წ­მუ­ნე­ბით, მას­წავ­ლე­ბელს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა. ეკა­ტე­რი­ნეს აზ­რი­თაც, ეს ორი ფაქ­ტო­რი — სი­შო­რე და თან­ხე­ბი — ძა­ლი­ან აფერ­ხებს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას: „იმის­თ­ვის, რომ გა­მევ­ლო ტრე­ნინ­გი „სა­მუ­ზე­უ­მო სწავ­ლე­ბა ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში“, ზუგ­დიდ­ში ჩავ­დი­ო­დი და­სას­წ­რე­ბად და უკან ვბრუნ­დე­ბო­დი. მარ­ტო მგ­ზავ­რო­ბას 5 სა­ა­თი ვუნ­დე­ბო­დი, ხარ­ჯზე რომ აღარ­აფე­რი ვთქვა. ამას ყვე­ლა ვერ ახერ­ხებს, თუნ­დაც, დრო­ის ფაქ­ტო­რის გა­მო. ვსა­უბ­რობთ თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლე­ბელ­ზე, მაგ­რამ იმა­ზე არა, რო­გორ გავ­ხა­დოთ ის თა­ნა­მედ­რო­ვე, თუ­კი ასეთ ხელ­შემ­შ­ლელ ფაქ­ტო­რებს არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. თუ­კი მას­წავ­ლე­ბელ­მა ვერ შეძ­ლო თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ ტრე­ნინ­გე­ბის გავ­ლა, რო­გორ აუწყობს ფეხს თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბას? მოძ­ველ­და ის, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვის­წავ­ლეთ, ბავ­შ­ვე­ბიც გრძნო­ბენ ამას. სა­ბო­ლო­ოდ კი, ყვე­ლა­ფე­რი სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე აისა­ხე­ბა.“

ფა­რის სკო­ლას სულ 13 მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავს, მათ­გან ორი პრო­ექ­ტის „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ მო­ნა­წი­ლეა. 13 პე­და­გო­გი­დან, ორის გარ­და, ყვე­ლა პრაქ­ტი­კო­სია. ეკა­ტე­რი­ნე წუ­ლუ­კი­ძე და პრო­ექ­ტით ჩა­სუ­ლი ერთ-ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბლები არიან. ამის ფონ­ზე კი­დევ უფ­რო მეტ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იძენს ად­გილ­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა. „იქ­ნებ რო­გორ­მე გავ­ზარ­დოთ მა­თი კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის მო­ტი­ვა­ცია, რომ ჩა­ა­ბა­რონ გა­მოც­დე­ბი“ — ამ­ბობს ეკა­ტე­რი­ნე. კო­ლე­გე­ბის­თ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაც, სწო­რედ ამის გა­მო მი­ი­ღო, თან ფიქ­რობს, რომ ტრე­ნინ­გე­ბი მა­ინც ერ­თ­ჯე­რა­დი ხა­სი­ა­თი­საა, ხში­რად ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ეს­წ­რე­ბა, მაგ­რამ შემ­დეგ აღარ იყე­ნებს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში. სკო­ლის ბა­ზა­ზე გან­ვი­თა­რე­ბა კი, მი­სი აზ­რით, უფ­რო ძლი­ე­რი მე­ქა­ნიზ­მია პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის­თ­ვის. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იმუ­შა­ვე­ბენ ამ მე­თო­დით გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და მო­მა­ვალ ხუთ­შა­ბათს პრე­ზენ­ტა­ცი­ას გა­ა­კე­თე­ბენ — რო­გორ იმუ­შა­ვეს გაკ­ვე­თილ­ზე, რა სირ­თუ­ლე­ებს წა­აწყ­დ­ნენ და ა.შ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შეხ­ვედ­რე­ბის კურ­სი რომ ჩამ­თავ­რ­დე­ბა, „სა­მას­წავ­ლებ­ლოს“ მო­ნა­წი­ლე პე­და­გო­გე­ბი სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლებს და­გეგ­მა­ვენ.

დღეს რომ სკო­ლას მხო­ლოდ ორი უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავს, ამის უმ­თავ­რეს მი­ზე­ზად პე­და­გო­გე­ბი დრო­ის ფაქ­ტორს ასა­ხე­ლე­ბენ. ფა­რის სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ, დი­ლი­დან, ოჯახ­ში, სა­მე­ურ­ნეო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა უწევთ და სკო­ლა­ში უკ­ვე დაღ­ლი­ლე­ბი მი­დი­ან. სა­ქო­ნე­ლი ჰყავთ მი­სა­ხე­დი, ოჯახს უნ­და მო­უ­ა­რონ… გაკ­ვე­თი­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი ისევ სახ­ლის­კენ მი­იჩ­ქა­რი­ან — პუ­რი უნ­და გა­მო­აცხონ, სა­დი­ლი მო­ამ­ზა­დონ, და სა­ღა­მოს ისევ სა­ქო­ნელს მი­ხე­დონ ან სხვა სა­მე­ურ­ნეო საქ­მე­ებს გა­უძღ­ვენ. ფაქ­ტობ­რი­ვად, მას­წავ­ლე­ბელს დრო არ აქვს, იზ­რუ­ნოს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. მე­ო­რე პრობ­ლე­მა კი ტრე­ნინ­გებ­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბაა. ეკა­ტე­რი­ნეს აზ­რით, პირ­ვე­ლი უფ­რო დი­დი პრობ­ლე­მაა. ის მას­წავ­ლებ­ლებს, პი­რო­ბი­თად, ორ კა­ტე­გო­რი­ად გა­ნი­ხი­ლავს — „არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მა­ინც წა­ვიდ­ნენ გან­ვი­თა­რე­ბის­კენ, მე­ო­რე კა­ტე­გო­რია კი ისევ იქ დარ­ჩა და ახ­ლა ძა­ლი­ან ეძ­ნე­ლე­ბათ ამ „დის­ტან­ცი­ის“ დაძ­ლე­ვა. პე­და­გო­გე­ბის ნა­წილს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ რა­ღა­ცის ში­შით ვერ დგა­მენ წინ ნა­ბი­ჯებს. ამ ფაქ­ტო­რებს მა­გა­ლი­თებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ვა­სა­ხე­ლებ, თუმ­ცა,ზო­გა­დად, სის­ტე­მა­ში ეს ისევ სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვად დარ­ჩა, რად­გან ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­სა­ვალს, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ვხე­დავ. ბუ­ნებ­რი­ვია, ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ვერ   შე­იც­ვ­ლე­ბა… თუმ­ცა, ფაქ­ტია, რა­ღაც ისე­თი უნ­და მოხ­დეს, რაც მათ მო­ტი­ვა­ცი­ას გაზ­რ­დის. ვფიქ­რობ, თუ ერ­თხელ იგე­მეს წარ­მა­ტე­ბის გე­მო, მე­რე აღარც გა­ჩერ­დე­ბი­ან. რო­ცა გა­ჩე­რე­ბუ­ლი ხარ და არ გინ­და რა­მე გა­ა­კე­თო, ეს მუდ­მივ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­დის და წლე­ბი ტკეპ­ნი ერთ ად­გილს. ვფიქ­რობ, ამ მდგო­მა­რე­ო­ბას იმა­ნაც შე­უწყო ხე­ლი, რომ პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მუდ­მი­ვად პრაქ­ტი­კო­სე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ. ამი­ტომ აღარც აქვთ სურ­ვი­ლი წინ წა­ვიდ­ნენ, ამ­ბო­ბენ „ეს ხომ მა­ინც მაქვს“, „ეს ხომ მა­ინც დამ­რ­ჩე­ბა!“

ეკა­ტე­რი­ნე წუ­ლუ­კი­ძე 2017 წლის „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ ფი­ნა­ლის­ტია. ამ­ბობს, რომ   შე­საძ­ლე­ბე­ლია, ხში­რად მი­სი აქ­ტი­უ­რო­ბა სხვე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის ჩამ­კ­ლა­ვი იყოს. „ზოგ­ჯერ ისე გა­მო­დის, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მი გა­სა­კე­თე­ბე­ლია, კო­ლე­გე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ „შენ ამას უფ­რო კარ­გად გა­ა­კე­თებ“ ან „მა­ინც გა­ა­კე­თებ“. ჩვენ­თან არ არის ში­და­კონ­კუ­რენ­ცია, რაც აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის. სკო­ლა­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი, რად­გან კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბის სხვა შე­დე­გე­ბი მო­აქვს. ყო­ველ­თ­ვის მე ვი­ყო ლი­დე­რი — სწო­რედ ეს არ მინ­და, ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას გა­ვუ­ზი­ა­რებ კო­ლე­გებს, რომ შემ­დეგ ისი­ნი ვაქ­ციო ლი­დე­რე­ბად. „სა­მას­წავ­ლებ­ლოს“ მი­ზა­ნიც სა­ბო­ლო­ოდ ეს არის — ერ­თ­მა­ნეთს გა­ვუ­ზი­ა­როთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და შევ­ქ­მ­ნათ კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მო.

შარ­შან ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა გვქონ­და, ჩვენ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტი გა­ა­კე­თა, ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვეხ­მა­რე, მაგ­რამ ვე­რაფ­რით მი­ვაღ­წიე, რომ კონ­ფერ­ენ­ცი­ა­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი მოხ­სე­ნე­ბა წა­ე­კითხა. ერ­თ­გ­ვა­რი ში­შიც აქვთ აუდი­ტო­რი­ის წი­ნა­შე გა­მოს­ვ­ლის და თა­ვის წარ­მო­ჩე­ნის. ესეც და­საძ­ლე­ვი პრობ­ლე­მაა. ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბელ­თა კლუ­ბი და­ვა­არ­სე რა­ი­ო­ნის მას­შ­ტა­ბით, იქაც მსგავს შემ­თხ­ვე­ვებს ვაწყ­დე­ბი.

მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც მუ­შა­ობს ქარ­თუ­ლი ენის კლუ­ბი. ვცდი­ლობ, და­მა­ტე­ბით ვა­მე­ცა­დი­ნო აკა­დე­მი­ურ წე­რა­ში, რომ რე­პე­ტი­ტორ­თან მომ­ზა­დე­ბა აღარ დას­ჭირ­დეთ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის ვამ­ზა­დებთ. ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­მე­ლიც ახ­ლა „კო­ა­ლი­ცი­ამ — გა­ნათ­ლება ყვე­ლა­სათ­ვის“ და­ა­ფი­ნან­სა, მაგ­რამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რის კლუბ­სა და ეკოკ­ლუბს აბ­სო­ლუ­ტუ­რად უფა­სოდ ვა­მუ­შა­ვებ­დით. სო­ფე­ლი ფა­რი რამ­დე­ნი­მე სო­ფელს აერ­თი­ა­ნებს, მოს­წავ­ლე­ებს შო­რი მან­ძი­ლი­დან უწევთ სი­ა­რუ­ლი, 5 და 8 კილო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი მა­თი საცხოვ­რე­ბე­ლი სკო­ლას. ამი­ტომ, გაკ­ვე­თი­ლე­ბის დამ­თ­ვა­რე­ბის­თა­ნა­ვე მი­დი­ან სახ­ლ­ში, რად­გან მან­ქა­ნა აღარ ელო­დე­ბათ ხოლ­მე და ვე­ღარ რჩე­ბი­ან საკ­ლუ­ბო მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­ზე. გა­მუდ­მე­ბით მი­წევს ამის­თ­ვის ბრძო­ლა, მით უმე­ტეს, ზამ­თარ­ში. აქაც არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში არი­ან ბავ­შ­ვე­ბი — ის, ვინც შეძ­ლებს კლუბ­ში დარ­ჩე­ნას, მეტს გა­ი­გებს და ის­წავ­ლის, ვინც ვერ ახერ­ხებს — ნაკ­ლებს. ასე­თი ტი­პის პრობ­ლე­მე­ბიც ყუ­რად­სა­ღე­ბია.“

ფა­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას სა­ხელ­მ­წი­ფოს აკის­რებს, რად­გან სწო­რედ მან უნ­და შექმნას ისე­თი პი­რო­ბე­ბი, რომ მსგავ­სი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა ქა­ლა­ქი­სა და სოფ­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს შო­რის, ასე­თი თვა­ლ­ში­სა­ცე­მი არ იყოს. მი­სი აზ­რით: „პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბაც აუცი­ლებ­ლად თა­ნა­ბა­რი უნ­და იყოს ყვე­ლას­თ­ვის — სოფ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი არ უნ­და გრძნობ­დეს ქა­ლა­ქე­ლი მას­წავ­ლებ­ლის უპი­რა­ტე­სო­ბას იმის გა­მო, რომ თვი­თონ სო­ფელ­ში და­ი­ბა­და და იქ ას­წავ­ლის. ამის გა­მო­ძა­ხი­ლია, თუნ­დაც, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­მოს­ვ­ლის ში­ში და მო­რი­დე­ბა. სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში დარ­წ­მუ­ნე­ბა, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე დი­დი მო­ტი­ვა­ტო­რია, გახ­დე რჩე­უ­ლი ან უკე­თე­სი. პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ად­გილ­ზე ცენ­ტ­რის ხელ­შეწყო­ბით უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს — ად­გილ­ზე უნ­და შექ­მ­ნან პი­რო­ბე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის და მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის­თ­ვის. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისევ გა­ვა წლე­ბი და ისევ გა­მოწ­ვე­ვად დარ­ჩე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. ძა­ლი­ან ხში­რად, არ იცი­ან მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი და მთის სკო­ლე­ბის გა­სა­ჭი­რი, სა­თა­ნა­დოდ ვერ აფა­სე­ბენ რა ურ­თუ­ლე­სი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგას დღეს სოფ­ლის სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი. ქა­ლა­ქის სა­ზო­მით გა­ზომ­ვა კი მას წარ­მა­ტე­ბას ვერ მო­უ­ტანს. ამი­ტომ სუ­ლაც არ მიკ­ვირს, ქა­ლა­ქე­ლი მას­წავ­ლებ­ლის წარ­მა­ტე­ბე­ბი.“

მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლის ყვე­ლა­ზე დიდ გა­სა­ჭი­რად ეკა­ტე­რი­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის სიმ­ცი­რეს მი­იჩ­ნევს, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ ვინც ჰყავთ (თუნ­დაც 29 ბავ­შ­ვი), მა­თაც ისე­ვე სჭირ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სწავ­ლე­ბა, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნებს. ყვე­ლა­ზე დი­დი სირ­თუ­ლე კი რე­სურ­სებ­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ იხარ­ჯე­ბა ასე, რომ ფა­რის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს ბევ­რად მე­ტი ჰქონ­დეთ, ვიდ­რე, უბ­რა­ლოდ, გაკ­ვე­თი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის არც თემ­ში და არც სკო­ლებ­ში არა­ნა­ი­რი პი­რო­ბა არ არ­სე­ბობს, არც ბიბ­ლი­ო­თე­კა, არც კულ­ტუ­რის სახ­ლი მუ­შა­ობს… ამი­ტომ სკო­ლა არ უნ­და იყოს მხო­ლოდ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, ის კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ცი­ა­საც უნ­და ითავ­სებ­დეს სო­ფელ­ში, რაც ბავშვს და ახალ­გაზ­რ­დას გან­ვი­თა­რე­ბის მე­ტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს. ისე­დაც, მხო­ლოდ სკო­ლაა ის ინ­ს­ტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ახერ­ხებს სოფ­ლად მო­სახ­ლე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, „თუმ­ცა, ნელ-ნე­ლა ეს ფუნ­ქ­ცი­აც იშ­ლე­ბა, რად­გან ყვე­ლას ქა­ლა­ქის­კენ უჭი­რავს თვა­ლი — გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლით ამ­ბობს ეკა­ტე­რი­ნე — იმი­ტო­მაც სჭირ­დე­ბა სკო­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხელ­შეწყო­ბა, რომ სო­ფე­ლი მიგ­რა­ცი­ის­გან და­ვიც­ვათ.“

ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, სკო­ლა­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია, პრო­ექ­ტით მივ­ლე­ნი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც არ არი­ან საკ­მა­რი­სი. ხში­რად ერ­თი საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელს შე­თავ­სე­ბუ­ლი აქვს სრუ­ლი­ად სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ორი ან სა­მი სა­გა­ნი. „ბუ­ნებ­რი­ვია, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხიც და­ბა­ლია. მა­შინ რო­დე­საც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ასე პო­პუ­ლა­რუ­ლია, მა­შინ რო­ცა სტემ საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, ჩვენ­თან ერთ კოლ­ბა­საც ვერ ნა­ხავ, რომ ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა ცდა ჩა­ა­ტა­როს. ისევ სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას­თან მივ­დი­ვარ, მარ­ტო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე არ უნ­და იყოს მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ჯაჭ­ვუ­ლი, კე­თე­ბით სწავ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სია, რა­საც სოფ­ლის სკო­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა მოკ­ლე­ბუ­ლია. ამ თვალ­საზ­რი­სით, მკვეთ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა სოფ­ლი­სა და ქა­ლა­ქის ბავშვს შო­რის, არ­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში გვყავს მოს­წავ­ლე­ე­ბი. იყო წლე­ბი, რო­ცა ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლას ისე ამ­თავ­რებ­დე­ნენ, დე­და­ქა­ლა­ქი სა­ერ­თოდ არ ჰქონ­დათ ნა­ნა­ხი. ახ­ლა ეს პრობ­ლე­მა იმით დავ­ძ­ლი­ეთ, რომ კონ­კურ­სებ­ში ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და გაგ­ვ­ყავს ბავ­შ­ვე­ბი, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი, მათ უფ­რო მე­ტი სჭირ­დე­ბათ. კარ­ჩა­კე­ტი­ლე­ბი არი­ან, ეს კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბა კი­დევ უფ­რო გა­უ­საძ­ლი­სია, რო­ცა ად­გილ­ზე მოს­წავ­ლე­ებს სრულ­ფა­სოვ­ნად გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ.

ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მხო­ლოდ სახ­ლი და სკო­ლაა. ორი წე­ლია, რაც სკო­ლა­ში ინ­ტერ­ნე­ტი გვაქვს, მაგ­რამ არ გვქონ­და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია, ორად ორი კომ­პი­უ­ტე­რია და ისიც გა­მოც­დე­ბის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. რად­გან კომ­პი­უ­ტე­რე­ბი პერ­სო­ნა­ლუ­რია, მას გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ვერ ვი­ყე­ნებ­დით. ახ­ლა­ხან ჩე­მი პრო­ექ­ტი და­ა­ფი­ნან­სა „კო­ა­ლი­ცი­ამ — გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას­თ­ვის“ და ქარ­თუ­ლი ენის კა­ბი­ნე­ტი მო­ვაწყ­ვე. მი­ხა­რია, რომ უკ­ვე აქვთ მას­წავ­ლებ­ლებს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით სარ­გებ­ლობის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შ­ვე­ბი ვერ ფლო­ბენ კომ­პი­უ­ტე­რულ უნა­რებს, რად­გან სახ­ლ­ში ინ­ტერ­ნე­ტი არ აქვთ. სე­მი­ნა­რი „ისტ-ის გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში“ სწო­რედ ამას ისა­ხავ­და მიზ­ნად — იქ­ნებ სკო­ლას და­ვა­ნა­ხოთ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ მე­რე კი­დევ მო­ვითხო­ვოთ კომ­პი­უ­ტე­რე­ბი ან მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბით მო­ვი­პო­ვოთ და­ფი­ნან­სე­ბა. სკო­ლა­ში თუ მე­ტი კომ­პი­უ­ტე­რი გაჩ­ნ­დე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სწავ­ლე­ბა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო რე­ჟიმ­ში გა­და­ვა.“

აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ, ოჯახ­თან ერ­თად, სა­კუ­თარ ფეს­ვებს მიბ­რუ­ნე­ბუ­ლი ეკა­ტე­რი­ნე ძა­ლი­ან წუხს, რომ, რო­გორც მას­წავ­ლე­ბელს, სხვა ბერ­კე­ტი არ გა­აჩ­ნია ახალ­გაზ­რ­დე­ბის სო­ფელ­ში და­სა­კა­ვებ­ლად და მათ­თ­ვის ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი­სა თუ აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­თა­ვა­ზებ­ლად. თუმ­ცა, ეს უფ­რო თავ­მ­დაბ­ლო­ბით ნათ­ქ­ვა­მია, რად­გან მი­სი აქ­ტი­ვო­ბა სკო­ლას გას­ც­და და თე­მის­თ­ვი­საც არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. შექ­მ­ნა ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­მაც გრან­ტე­ბის   მო­პო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტი გა­რე­მოს დაც­ვას უკავ­შირ­დე­ბო­და, შემ­დეგ, უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი სოფ­ლის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის შეს­წავ­ლა­სა და რე­ა­ლი­ზე­ბას შე­ე­ხო. „სვა­ნე­თი, ზო­გა­დად, ტუ­რის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნია, მაგ­რამ ჩვე­ნი სო­ფე­ლი ძა­ლი­ან ღა­რი­ბია. მო­სახ­ლე­ო­ბის 80 პრო­ცენ­ტი სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მაა, მაგ­რამ ვხე­დავ, რომ ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი დი­დია. სწო­რედ ამის გა­მო წა­მო­ვიწყეთ ეს პრო­ექ­ტი, დე­ტა­ლუ­რად შე­ვის­წავ­ლეთ ყვე­ლა რე­სურ­სი და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ნელ-ნე­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი და­იძ­რა. უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია, ჩვენს სო­ფელ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როც გაჩ­ნ­და და, შე­სა­ბა­მი­სად, ტუ­რის­ტე­ბიც გა­მოჩ­ნ­დ­ნენ. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო ნა­ბი­ჯია ჩვე­ნი მხრი­დან გა­დად­გ­მუ­ლი.“

ზო­გა­დად, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­სია თე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბაა სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხებ­ში.   „ვცდი­ლობთ, თუკი რა­ი­მე რე­სურ­სი არ­სე­ბობს სო­ფელ­ში ყვე­ლა­ფე­რი სა­სი­კე­თოდ გა­მო­ვი­ყე­ნოთ. მა­გა­ლი­თად, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ჩვენს სო­ფელ­ში არის უნი­კა­ლუ­რი ჯი­შის ბზა, რო­მე­ლიც არ­სად არ არის და, სამ­წუ­ხა­როდ, გა­და­შე­ნე­ბის პი­რა­საა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ის ბუ­ნებ­რივ ძეგ­ლად გა­მოცხად­დეს. მოვამ­ზა­დეთ პრო­ექ­ტი და მო­ვი­პო­ვეთ და­ფი­ნან­სე­ბა.“

„მთის დღე“ — ასე ერ­ქ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც მთის ნა­წარ­მის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვას და მთის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვის გან­ხილ­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. გა­მო­ფე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბდა სა­წარ­მო, რო­მე­ლიც ეკა­ტე­რი­ნე წუ­ლუ­კი­ძემ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა:

„ერ­თი წლის წინ გა­ვა­კე­თე პრო­ექ­ტი, სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო ქა­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლის მი­ზა­ნია თემ­ში მცხოვ­რე­ბი ქა­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით. სა­წარ­მო ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს — ერ­თი ემ­სა­ხუ­რე­ბა თეთ­რე­უ­ლის კერ­ვას და ამ კუთხით ქა­ლე­ბის და­საქ­მე­ბას, მე­ო­რე — წრე­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლე გო­გო­ნე­ბისთვის ხელ­საქ­მის შეს­წავ­ლას. გო­გო­ნე­ბი ეუფ­ლე­ბი­ან ქარ­გ­ვას, სვა­ნუ­რი ქუ­დე­ბის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ას და სხვა­დას­ხ­ვა აქ­სე­სუ­ა­რე­ბის კე­თე­ბას. ამ მი­ზანს და საქ­მი­ა­ნო­ბას მეს­ტი­ის პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯი რომ გა­ეც­ნო, რამ­დე­ნი­მე სკო­ლას შო­რის ჩვენ შეგ­ვარ­ჩია და მო­ვა­მ­ზა­დეთ პრო­ექ­ტი თე­ქის და­მუ­შა­ვე­ბა­სა და დე­კო­რა­ტი­უ­ლი ქსო­ვი­ლის შექ­მ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­თა ერ­თი ნა­წი­ლის­გან სკო­ლა­ში შევ­ქ­მე­ნით სა­ხე­ლოს­ნო, რომ­ლის კე­თილ­მოწყო­ბა­შიც ლა­დო აფხა­ზა­ვა და­მეხ­მა­რა, მან პრო­ექ­ტ­ში „ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი“ მო­გე­ბუ­ლი თან­ხა — 4 ათა­სი ლა­რი გად­მოგ­ვ­ცა სა­ჩუქ­რად. სკო­ლის სა­ხე­ლოს­ნოს უკ­ვე ბი­ჭე­ბიც შე­მო­უ­ერ­თ­დ­ნენ.

მი­ხა­რია, ნელ-ნე­ლა ჩვე­ნი სა­წარ­მო ინ­ტე­რე­სის სა­გა­ნი ხდე­ბა, გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან და გვიწ­ვე­ვენ გა­მო­ფე­ნებ­ზე. მი­ხა­რია, ჩვენ სო­ფელს რომ წარ­ვად­გენთ, ვაც­ნობთ ხალხს პა­ტა­რა 70-კომ­ლი­ან სო­ფელს, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი შე­მოქ­მე­დე­ბი­თად აზ­როვ­ნე­ბენ, ქმნი­ან და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ. ხში­რად ვფიქ­რობ, უფ­რო მეტ­ნი რომ ვი­ყოთ, რამ­დენ საქ­მეს გა­ვა­კე­თებ­დით, იდე­ე­ბით სავ­სე ხურ­ჯინს ძვრას ვერ ვუშ­ვე­ბით, ვერ გვყოფ­ნის ძა­ლა, სულ 29 მოს­წავ­ლე გვყავს და კი­დევ რო­გორ და რო­დის ვას­წ­რებთ ამ­დენს თა­ვად მიკ­ვირს. მი­ხა­რია ჩე­მი სოფ­ლის, თუნ­დაც, მცი­რე, მაგ­რამ წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი.“

ლალი ჯელაძე

დატოვეთ კომენტარი