რო­გო­რი იყო 2018 წე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის

994

ძა­ლი­ან მძი­მე წლის ბო­ლოა. ამის თქმით, ალ­ბათ, გარ­შე­მომ­ყოფ ოპ­ტი­მის­ტ­თა გუ­ლის­წყ­რო­მას გა­მო­ვიწ­ვევ — რა, კარ­გი არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა? კი, რო­გორ არ მომ­ხ­და­რა, მაგ­რამ, რო­ცა წლის შე­ჯა­მე­ბა­ზე ვფიქ­რობ, თვალს ვა­ხელ თუ არა, რთუ­ლი მო­მენ­ტე­ბი მე­ტად მახ­სე­ნებს თავს. თუმ­ცა არ ვა­პი­რებ ჩე­მი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის ჩა­მოთ­ვ­ლას, რად­გან წი­ნა­სა­ა­ხალ­წ­ლოდ ამ გან­წყო­ბის შექ­მ­ნა არ იქ­ნე­ბა უპ­რი­ა­ნი. გო­ნე­ბა­ში ვე­ძებ ფაქ­ტებს და მოვ­ლე­ნებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მახ­სე­ნებს 2018 წელს. ასეთ მოვ­ლე­ნებს შო­რის კი უპირ­ვე­ლეს ად­გილს წლე­ვან­დე­ლი ფრან­კ­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა იჭერს — ჩვენს ის­ტო­რი­ა­ში, წელს, პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თ­ვე­ლო მას­პინ­ძელ ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გენ­და, თან ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, რომ ღირ­სე­უ­ლი მას­პინ­ძე­ლიც აღ­მოვ­ჩ­ნ­დით.

გა­ზე­თის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბუ­ნებ­რი­ვია, ვფიქ­რობ წლის სა­უ­კე­თე­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებ­სა და მიღ­წე­ვებ­ზე, რო­მე­ლიც გვქონ­და. შორს წას­ვ­ლა არ მო­მი­წევს, რად­გან ახ­ლა­ხან მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლურ­მა ჯილ­დომ, მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, 2018 წლის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ 50 მას­წავ­ლე­ბელს შო­რის, ჩი­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქალ­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი ლა­დო აფხა­ზა­ვა და­ა­სა­ხე­ლა. რო­მე­ლია შემ­დე­გი მოვ­ლე­ნა? ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში, ავ­თან­დილ და ნი­კა კენ­ჭა­ძე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბა — „ჩემ­პი­ონ ძმა­თა დუ­ე­ტი“. თუმ­ცა, იქ­ნებ ჯობ­დეს 2018 წე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა შე­ა­ფა­სონ — რა იყო მათ­თ­ვის წლის სა­უ­კე­თე­სო მოვ­ლე­ნა, ფაქ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ა­მახ­სოვ­რ­დათ, რო­გო­რი იყო 2018 წე­ლი ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის?

თა­მარ მო­სი­აშ­ვი­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ვი­თა­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტი, გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი: „სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მგრძნო­ბი­ა­რეა ქვეყ­ნი­სა და მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ. რთულ რე­გი­ონ­ში ვცხოვ­რობთ და არა­ნაკ­ლებ რთუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა გვაქვს. 2018 წე­ლი მრა­ვალმხრივ იყო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის. 100 წე­ლი შეს­რულ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის გა­მოცხა­დე­ბის დღი­დან. ბო­ლო 27 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობთ ავა­შე­ნოთ სა­ხელ­მ­წი­ფო, მაგ­რამ 70-წლი­ა­ნი საბ­ჭო­თა მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა იმა­ზე მძი­მე აღ­მოჩ­ნ­და, ვიდ­რე 1989 წელს ვფიქ­რობ­დით იმ­დ­რო­ინ­დე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი. თუ ჩვე­ნი ქვეყ­ნის აწ­მ­ყო­სა და მო­მავ­ლის სა­ფუძ­ვ­ლად და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას მი­ვიჩ­ნევთ, 2018 წე­ლი ამ მხრივ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო.

წლის მთა­ვარ მოვ­ლე­ნად შა­ვი ზღვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის საქ­მეს მი­ვიჩ­ნევ­დი. 2018 წლის აგ­ვის­ტო­ში ხა­რის­ხის მარ­თ­ვის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა უნი­ვერ­სი­ტეტს შე­უზღუ­და პირ­ველ კურ­ს­ზე სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის პროგ­რა­მებ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, აკ­რე­დი­ტა­ცია გა­ი­ა­რა.

მა­ნამ, 2017 წელს, მსგავ­სი რეპ­რე­სი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მი ამოქ­მედ­და შა­ჰი­ნის სკო­ლა-ლი­ცე­უ­მი­სა და დე­მი­რე­ლის სკო­ლის მი­მართ. სამ­წუ­ხა­როდ, ეს სკო­ლე­ბი დღეს აღარ არ­სე­ბობს. ვერ შე­იქ­მ­ნა კრი­ტი­კუ­ლი აზ­რი, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას მო­ახ­დენ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­ზე. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე ზე­წო­ლის ჯაჭ­ვი უკავ­შირ­დე­ბა მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­სა და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რისხს. ეს აღი­ნიშ­ნა კი­დეც ევ­რო­კავ­ში­რის ან­გა­რიშ­ში.

შა­ვი ზღ­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვა, უნი­ვერ­სი­ტეტს პირ­ველ­კურ­სელ­თა მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა აღ­დ­გე­ნი­ლი აქვს. ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის შე­დე­გი იყო. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის შა­ვი ზღვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­კითხი კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა, მეტ­მა მო­ქა­ლა­ქემ გა­ი­აზ­რა ზე­წო­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კითხი.

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­მოწ­ვე­ვაა. სის­ტე­მა სუ­პერ­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლია, რაც ბევრ პრობ­ლე­მას ქმნის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. არ ვი­ცი რა არის მი­ზე­ზი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რთუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რე­მო თუ სხვა რამ, მაგ­რამ დღემ­დე ყვე­ლა დრო­ის ხე­ლი­სუ­ფალს ეში­ნია გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის თა­ვი­სუფ­ლე­ბის.

რთუ­ლი 2018 წლის ბო­ლოს მა­ინც ოპ­ტი­მის­ტი მინ­და ვი­ყო და მოვ­ლე­ნებს შევ­ხე­დო ამ­გ­ვა­რად: ძვე­ლი 2018 წე­ლი მი­დის და ახა­ლი 2019 უკ­ვე ზღურ­ბ­ლ­თა­ნაა. გა­მოც­დი­ლე­ბა საკ­მა­ოდ დაგ­ვიგ­როვ­და, იმე­დია მო­მა­ვა­ლი წე­ლი უკე­თე­სი იქ­ნე­ბა და გვექ­ნე­ბა მე­ტად თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა და შე­ვეც­დე­ბით, თა­ვი და­ვაღ­წი­ოთ სუ­პერ­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის მარ­წუ­ხებს, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენს აზ­როვ­ნე­ბა­ში.“

ვარ­დენ ნი­ქა­ბა­ძე, წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ფარ­ცხა­ნა­ყა­ნე­ბის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „2018 წელს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნად მი­ვიჩ­ნევ გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცესს, რომ­ლის პი­ლო­ტი­რე­ბაც 2017 წელს და­იწყო. გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო არა მარ­ტო პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით, არა­მედ ეს იყო, გაკ­ვე­თილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­მო­ღე­ბის და­საწყი­სი. სა­ინ­ტე­რე­სოა იმი­თაც, რომ ეს ერ­თ­ჯე­რა­დი აქ­ტია და მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ პრო­ცე­სის­თ­ვის გა­ცი­ლე­ბით ად­რე ემ­ზა­დე­ბა, უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლად იაზ­რებს ბევრ სა­კითხს და იძენს სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­ულ უნარ-ჩვე­ვებს. 2018 წლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი­დან გა­მოვ­ყოფ­დი მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექტს, რო­მე­ლიც ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის მი­ერ, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, მიმ­დი­ნა­რე­ობს და ბევ­რი სი­ახ­ლე შე­მო­ი­ტა­ნა ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში. 2018 წელს გა­დამ­წყ­ვეტ ფა­ზა­ში შე­ვი­და ასე­ვე ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის თვით­შე­ფა­სე­ბის სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი. ვფიქ­რობ, უახ­ლეს მო­მა­ვალ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი ბევრ სი­ახ­ლეს მო­უ­ტანს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებს.

წელს ძა­ლი­ან ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­უ­ერ­თ­და უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის რი­გებს, ერ­თი მხრივ, გა­უმ­ჯო­ბეს­და მა­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მე­ო­რე მხრივ, პრო­ფე­სი­უ­ლი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სკო­ლა­ზე და მოს­წავ­ლე­ზე აისა­ხა და­დე­ბი­თად.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე, „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ამოქ­მედ­და მოწ­ვე­უ­ლი და მა­ძი­ე­ბე­ლი მას­წავ­ლებ­ლის ინ­ს­ტი­ტუ­ტი. ამით ბევრ ახალ­გაზ­რ­დას და დამ­წყებ მას­წავ­ლე­ბელს მი­ე­ცა შან­სი, გა­მოს­ცა­დოს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სკო­ლებს კი გა­უჩ­ნ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­იწ­ვი­ონ მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ძა­ლი­ან სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. სა­ერ­თო ჯამ­ში, 2018 წელს შე­ვა­ფა­სებ­დი, რო­გორც კარგ და ნა­ყო­ფი­ერ წე­ლი­წადს გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.“

რე­ვაზ აფხა­ზა­ვა, „კო­ა­ლი­ცია — გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას­თ­ვის“, გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი: „ჩე­მი თვალ­თა­ხედ­ვით, 2018 წელს, არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვ­ლი­და სის­ტე­მას, არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ახა­ლი მი­ნის­ტ­რი მო­ვი­და ახა­ლი ხედ­ვე­ბი­თა და სტრა­ტე­გი­ე­ბით, თუმ­ცა, მათ შო­რის, არის რი­გი სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც წი­ნა­მორ­ბე­დი მი­ნის­ტ­რე­ბის ხედ­ვებ­სა და სტრა­ტე­გი­ებ­შიც გვხდე­ბა. ზო­გა­დად, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ეს მემ­კ­ვ­დ­რე­ო­ბი­თი პრინ­ცი­პი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და კარ­გი და სა­ჭი­რო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან იყო მხარ­და­ჭე­რი­ლი და რო­მელ­ზეც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი, გაგ­რ­ძელ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა, ასე­ვე, სკო­ლა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც სწო­რედ წელს გაცხად­და. თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ყვე­ლა­ნი მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში ვართ და ვე­ლით კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მას.

წელს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი   — შე­იც­ვალ­ნენ სსი­პ-ე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც არა­ერ­თი მი­ნის­ტ­რი გა­მო­იც­ვა­ლეს თა­ვის მხრივ. თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნე­ბის ცვლი­ლე­ბა არ­სე­ბი­თად არა­ფერს გვეტყ­ვის, თუ­კი მას რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი არ მოჰყ­ვე­ბა. გარ­კ­ვე­უ­ლი ქვე­ტექ­ს­ტი მიგ­ვა­ნიშ­ნებ­და იმა­ზე, რომ ეს ხდე­ბო­და მე­ტი კორ­დი­ნა­ცი­ის­თ­ვის, მე­ტი გუნ­დუ­რო­ბით მუ­შა­ო­ბის­თ­ვის და სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და რე­ფორ­მის აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში გა­დას­ვ­ლის ხელ­შე­საწყო­ბად. ისიც არის და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი, რომ 2019 წლი­დან რე­ა­ლუ­რად და­ვი­ნა­ხავთ და შე­ვიგ­რ­ძ­ნობთ რე­ფორ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას — კონ­კ­რე­ტულ ინი­ცი­ა­ტი­ვებს. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში მა­ღა­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა და, რაც მთა­ვა­რია, პრო­ცე­სი უფ­რო ღია და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლეა.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­მოწ­ვე­ვე­ბი კვლავ იგი­ვე რჩე­ბა — მას­წავ­ლებ­ლის კორ­პუ­სის გაძ­ლი­ე­რე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე, ეფექ­ტი­ა­ნი და პრაქ­ტი­კა­ში კარ­გად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა, სკო­ლე­ბის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კითხის კი­დევ უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბა და დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ მიდ­გო­მებ­ზე გა­დას­ვ­ლა (რა­ზეც ახ­ლა მი­დის მუ­შა­ო­ბა და ჩვენც აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი). ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის სა­კითხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის­თ­ვის გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც 2019 წელს უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს და თბი­ლი­სის გარ­და ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს გა­და­ე­ცე­მა დე­ლე­გი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით. ეს ძა­ლი­ან სა­ყუ­რადღე­ბო პრო­ცე­სია.

ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა,რომ, წელს გვყავს მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს 2018 წლის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­ნა­ნა კა­პე­ტი­ვა­ძე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლის მი­ზე­ზი კი ის არის, რომ, გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს კონ­კურ­ს­ში, 2017 წლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი ლა­დო აფხა­ზა­ვა მსოფ­ლი­ოს ორ­მოც­და­ათ სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბელს შო­რის მოხ­ვ­და.  

ზო­გა­დად კი, 2018 წე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არაფ­რით ყო­ფი­ლა, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით მას­წავ­ლე­ბელ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლის სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბას. აქ­ვე გეტყ­ვით იმა­საც, რომ, რო­გორც ცნო­ბი­ლია, არ­სე­ბუ­ლი სქე­მა გა­და­ი­ხე­დე­ბა.

მოკ­ლედ ვიტყ­ვი, რომ 2018 წელს უფ­რო მე­ტი ანონ­სი გვაქვს, მათ შო­რის ბევ­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სის­ტე­მის­თ­ვის, ვიდ­რე ქმე­დე­ბა. ამი­ტომ გეტყ­ვით, რომ 2018 წე­ლი აღ­მოჩ­ნ­და გარ­კ­ვე­უ­ლი ხედ­ვე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ე­ბის არე­ე­ბის შე­მო­ხაზ­ვი­სა და სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის წე­ლი­წა­დი. რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ელ­ბა, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ემ­ზა­დე­ბა რა­ღაც გა­დამ­წყ­ვე­ტი კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­და­სად­გ­მე­ლად, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ნა­ბი­ჯე­ბი არ ჩანს. დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ 2019 წლი­დან ხელ­შე­სა­ხე­ბი გახ­დე­ბა და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი.“

გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძე, მარ­ნე­უ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „გა­სუ­ლი წე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო რო­გორც პი­რა­დად ჩემ­თ­ვის, ასე­ვე მთე­ლი ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის­თ­ვის. გა­სულ წელს მო­ვი­პო­ვე წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩე­მი კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა და ანაზღა­უ­რე­ბის გაზ­რ­და. მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი იყო ჩე­მი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დი­რექ­ტო­რე­ბის კონ­კურ­ს­ში, რო­მელ­შიც ვერ და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლე სა­მი­ნის­ტ­როს კო­მი­სი­ის მოთხოვ­ნე­ბი.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ფაქ­ტი იყო გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მას­შ­ტა­ბუ­რი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და მე­ნეჯ­მენ­ტ­ში ახა­ლი გუნ­დის მოს­ვ­ლა. მთე­ლი სის­ტე­მა ელო­დე­ბა და­ა­ნონ­სე­ბულ ცვლი­ლე­ბებს. პი­რა­დად მე დი­დი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი არ მაქვს, შე­სა­ბა­მი­სად, ის ფუ­ლიც ვერ მო­ი­მა­ტებს, რა­საც გა­ნათ­ლე­ბა­ში დებს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ლო­დი­ნი მა­ინც არ­სე­ბობს, რად­გან ზედ­მე­ტი ფუ­ლი სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მას. ვგუ­ლის­ხ­მობ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის შე­უქ­ცე­ვა­დო­ბას სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში. პირ­ველ რიგ­ში, ეს არის სკო­ლე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის რე­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ასევე, დი­რექ­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სა და და­ნიშ­ვ­ნის პრო­ცე­სის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა და აქ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი წე­სე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბა. დე­მოკ­რა­ტი­ულ სკო­ლას დი­დი რო­ლი ეკის­რე­ბა ჩვენს ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­ში. ეს შე­დე­გი კი ვერ მი­იღ­წე­ვა თა­ვი­სუ­ფა­ლი, მა­მა­ცი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სკო­ლის ლი­დე­რის გა­რე­შე. სამ­წუ­ხა­როდ, სულ ახ­ლა­ხან გარ­დაც­ვ­ლი­ლი ზუგ­დი­დის მე-6 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის შემ­თხ­ვე­ვა ბევრ კითხ­ვის ნი­შანს აჩენს. იმე­დი უნ­და ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ყვე­ლა კითხ­ვას გა­ე­ცე­მა სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხი.

მო­მავ­ლის მო­ლო­დინს აჩენს სა­მი­ნის­ტ­როს ახა­ლი მე­ნეჯ­მენ­ტი, რომ­ლე­ბიც პი­რა­დად ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შე­ეც­დე­ბი­ან იმ პრინ­ცი­პე­ბი­სა და სუ­ლის­კ­ვე­თე­ბის გა­ტა­რე­ბას, რა­საც მეც მას­წავ­ლიდ­ნენ — დე­მოკ­რა­ტია, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა, გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, ეფექ­ტუ­რი მე­ნეჯ­მენ­ტი, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა, და­ნა­ხარ­ჯე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა და მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა.“

ცი­ა­ლა ჭიხ­ვა­რია, ჩო­ხა­ტა­უ­რის მუნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ერ­კე­თის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „2018-მა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­მო­ი­ტა­ნა. სა­ა­ტეს­ტა­ტო შე­დე­გე­ბი არ აისა­ხა ქუ­ლე­ბით, გა­ი­ზარ­და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ მას­წავ­ლე­ბელ­თა რიცხ­ვი, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი (I-VI) აღი­ჭურ­ვა ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით, პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­და შე­სა­ბა­მი­სი დამ­ხ­მა­რე ლი­ტე­რა­ტუ­რა და ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. ჩე­მი სკო­ლის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და მიღ­წე­ვე­ბი აისა­ხა სკო­ლის ვებ­გ­ვერ­დ­ზე; ჩემ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­მი­ტა­ნა მოს­წავ­ლე­თა 72-ე სას­წავ­ლო შე­მოქ­მე­დე­ბით კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ, 24 ნო­ემ­ბერს მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­სახ­ლე­ში, XI კლა­სის მოს­წავ­ლემ ფოლ­კ­ლო­რის სექ­ცი­ა­ში

წა­რად­გი­ნა თე­მა — „ვპო­ვე ფეს­ვე­ბი, ანუ ბა­ბუ­ა­ჩე­მი“ და დიპ­ლო­მი და სი­გე­ლი მი­ი­ღო.

თუმ­ცა, ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ისევ პრობ­ლე­მად რჩე­ბა და­ბა­ლი ანაზღა­უ­რე­ბა. მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­მაჩ­ნია, რომ მას­წავ­ლე­ბელს ჰქონ­დეს მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი და სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბა, რა­თა კრე­დი­ტე­ბის დევ­ნა­ში არ და­შორ­დეს სა­კუ­თარ სა­განს და მოს­წავ­ლე­ებს.“  

ნა­თია ფურ­ცე­ლა­ძე, სკო­ლა „ქო­რა­ლის“ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „2018 წლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა, ვფიქ­რობ, ის არის, რომ ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ლა­დო აფხა­ზა­ვა მსოფ­ლი­ოს 50 სუ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბელს შო­რის მოხ­ვ­და. ეს არა მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, არა­მედ ქვეყ­ნის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა.“  

 

 

 

ლალი ჯელაძე 

 

 

 

 

დატოვეთ კომენტარი