25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ქარ­თუ­ლად კითხ­ვა ბავ­შ­ვ­მა ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბით უნ­და ის­წავ­ლოს

spot_img
სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სა­კონ­კურ­სო წე­სით შერ­ჩე­ვი­სა და გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ში რომ გარ­კ­ვე­ულ დარ­ღ­ვე­ვებს ჰქონ­და ად­გი­ლი, ამის შე­სა­ხებ უკ­ვე ით­ქ­ვა პრე­სი­თა და ტე­ლე­ვი­ზი­ით. ახ­ლა კი სკო­ლამ პირ­ვე­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­დე­გიც იხი­ლა: სხვა წიგ­ნე­ბი აირ­ჩი­ეს, სა­მი­ნის­ტ­რომ კი სულ სხვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი შეს­თა­ვა­ზა. პე­და­გოგ­თა დი­დი ნა­წი­ლი სა­მარ­თ­ლი­ა­ნად არის გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლი და კითხუ­ლობს: ამ წიგ­ნე­ბის არ­ჩე­ვა რომ გვდო­მე­ბო­და, თა­ვი­დან­ვე ავირ­ჩევ­დით, რა­ტომ ჩა­ა­ნაც­ვ­ლეს სხვა ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნე­ბით ჩვენ მი­ერ არ­ჩე­უ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიო?!
რო­გო­რია თა­ვად სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ეს დარ­ღ­ვე­ვე­ბი, რა­ტომ აირ­ჩია სკო­ლამ ერ­თი და მი­ი­ღო სულ სხვა, ამის შე­სა­ხებ გვესაუბრება გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, I-IV კლა­სე­ბის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ნა­თე­ლა მაღ­ლა­კე­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.
აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სი უნ­და გა­მოცხა­დე­ბუ­ლი­ყო 2015 წელს, რად­გა­ნაც მოქ­მედ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს ვა­და 2016 წლამ­დე ჰქონ­დათ. სა­მი­ნის­ტ­რომ 2018 წლამ­დე ამ წიგ­ნებს ვა­და ორ­ჯერ გა­უგ­რ­ძე­ლა. მა­შინ პი­რა­დად მე ვთვლი­დი, რომ სა­მი­ნის­ტ­რომ უბ­რა­ლოდ თა­ვი ვერ მო­ა­ბა ამ სა­კითხს, ახ­ლა კი მი­მაჩ­ნია, რომ ეს შეგ­ნე­ბუ­ლად მოხ­და და ვი­ღა­ცას/კონ­კ­რე­ტულ გა­მომ­ცემ­ლო­ბას მის­ცეს დრო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად. ყვე­ლა და­მე­თან­ხ­მე­ბა, რომ რამ­დე­ნი­მე თვე­ში, თუნ­დაც 1 წე­ლი­წად­ში, ვე­რაფ­რით მო­ა­ხერ­ხებ სა­კონ­კურ­სოდ I-VI კლა­სე­ბი­სათ­ვის 20 წიგ­ნის მომ­ზა­დე­ბას (და­ვა­კონ­კ­რე­ტებ: ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში უნ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო 12 წიგ­ნი I-IV კლა­სე­ბი­სათ­ვის — მოს­წავ­ლის წიგ­ნი, მოს­წავ­ლის რვე­უ­ლი, მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი, და 8 წიგ­ნი V-VI კლა­სე­ბი­სათ­ვის — ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ქარ­თუ­ლი ენა, მოს­წავ­ლის წიგ­ნი და მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი). კონ­კურ­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოცხად­და 2017 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ტექ­ნი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი (რო­მელ­თა გა­რე­შე ვერ მომ­ზად­დე­ბო­და სა­კონ­კურ­სო მა­კე­ტე­ბი) ცნო­ბი­ლი გახ­და მხო­ლოდ ივ­ნის­ში. სა­კონ­კურ­სო მა­სა­ლა კი სა­მი­ნის­ტ­რო­სათ­ვის 2017 წლის სექ­ტემ­ბ­რის ბო­ლოს უნ­და ჩაგ­ვე­ბა­რე­ბი­ნა (შემ­დეგ ვა­დამ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოდ გა­და­ი­წია და ოქ­ტომ­ბ­რის პირ­ვე­ლი რიცხ­ვე­ბით გა­ნი­საზღ­ვ­რა). კონ­კურ­სის დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოცხა­დე­ბის გა­მო ძა­ლი­ან მცი­რე იყო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის და­წე­რი­სა და სა­კონ­კურ­სო მა­კე­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბი­სათ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი დრო.
აქ­ვე იმა­საც ვიტყ­ვით, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის და­წე­რი­სა (7 თვე) და ექ­ს­პერ­ტი­ზი­სათ­ვის (6 თვე) ფაქ­ტობ­რი­ვად ერ­თი და იგი­ვე დრო იყო გა­მო­ყო­ფი­ლი. ვფიქ­რობთ, რომ ვა­დე­ბი ექ­ს­პერ­ტი­ზი­სათ­ვის ხე­ლოვ­ნუ­რად იყო გა­წე­ლი­ლი (ექ­ს­პერ­ტე­ბი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ამა­ში ხელ­ფასს იღებ­დ­ნენ), ხო­ლო ავ­ტო­რე­ბი­სა და გა­მომ­ცემ­ლე­ბი­სათ­ვის — ხე­ლოვ­ნუ­რად შემ­ჭიდ­რო­ე­ბუ­ლი, რა­თა ძალ­ზე ცო­ტა დრო ჰქო­ნო­დათ მა­თი შე­ნიშ­ვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­სათ­ვის; მა­გა­ლი­თად: ექ­ს­პერ­ტ­თა პირ­ვე­ლი დას­კ­ვ­ნე­ბი (ისიც ყვე­ლა წიგ­ნ­ზე არა) მხო­ლოდ 2018 წლის აპ­რი­ლის ბო­ლოს მი­ვი­ღეთ და სულ რამ­დე­ნი­მე დღე მოგ­ვ­ცეს შე­ნიშ­ვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­სათ­ვის.
წაგ­ვარ­თ­ვეს ექ­ს­პერ­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სა და ჩვე­ნი აზ­რის და­სა­ბუ­თე­ბის უფ­ლე­ბა. ისი­ნი ჩვენ­თ­ვის ბო­ლომ­დე ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩ­ნენ. მა­თი დას­კ­ვ­ნე­ბი, რაც არ უნ­და სა­და­ვო (ხში­რად არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რიც) ყო­ფი­ლი­ყო, უკ­რი­ტი­კოდ უნ­და მიგ­ვე­ღო. არ იყო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა. ავ­ტო­რე­ბი ბო­ლომ­დე და­ტუქ­სუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის როლ­ში დავ­რ­ჩით. არ გვქონ­და ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბის და­სა­ბუ­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.
არ იყო აპე­ლა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა. უარ­ყო­ფი­თი დას­კ­ვ­ნა მე-5-მე-6 კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე აპე­ლა­ცი­ის ვა­დე­ბის ამო­წურ­ვამ­დე ორი­ო­დე დღით ად­რე მი­ვი­ღეთ. თა­ნაც ჩვენ­თ­ვის ბო­ლომ­დე გა­უ­გე­ბა­რი დარ­ჩა, რო­მელ კომ­პო­ნენ­ტ­ში რამ­დე­ნი ქუ­ლა და­იმ­სა­ხუ­რა ჩვენ­მა ნა­მუ­შე­ვარ­მა (სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გად­მოგ­ზავ­ნილ მა­სა­ლებ­ში მხო­ლოდ „ნედ­ლი ქუ­ლე­ბი“ და „სუფ­თა წო­ნა“ ჩან­და). სა­მი­ნის­ტ­რომ იმის­თ­ვი­საც კი არ შე­ი­წუ­ხა თა­ვი, რომ რე­ა­ლუ­რი ქუ­ლე­ბი დრო­უ­ლად ეც­ნო­ბე­ბი­ნა ჩვენ­თ­ვის.
გრი­ფი­რე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა პრე­ზენ­ტა­ცია მოხ­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­რე­შე. მას­წავ­ლებ­ლებს წვდო­მა მხო­ლოდ ელექ­ტ­რო­ვერ­სი­ა­ზე ჰქონ­დათ, ელექ­ტ­რო­ვერ­სი­ით კი შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ-კარ­გის შე­ფა­სე­ბა (მით უმე­ტეს, რომ გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გა­მო ბევრ მას­წავ­ლე­ბელს არ აქვს წვდო­მა ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სებ­ზე).
ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში დარ­ღ­ვე­უ­ლი იყო ანო­ნი­მუ­რო­ბაც და ამ­დე­ნად, სხვა ავ­ტო­რებ­თან შე­და­რე­ბით, აშ­კა­რად არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო პი­რო­ბებ­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დით. მარ­თა­ლია, სა­კონ­კურ­სო წიგ­ნე­ბი ჩვენ მი­ერ სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად გა­და­მუ­შავ­და და გა­ნახ­ლ­და (რამ­დე­ნად­მე შე­იც­ვ­ლა სა­კითხა­ვი მა­სა­ლა, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­ნახ­ლ­და მე­თო­დუ­რი აპა­რა­ტი, ხე­ლახ­ლა და­ი­წე­რა მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნე­ბი და მოს­წავ­ლის რვე­უ­ლე­ბი, მე-5-მე-6 კლა­სე­ბი­სათ­ვის და­ი­წე­რა სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ქარ­თულ ენა­ში, დაგ­ვე­მატ­ნენ ახა­ლი ავ­ტო­რე­ბი ახა­ლი ხედ­ვე­ბი­თა და კონ­ცეფ­ცი­ით…), მაგ­რამ სა­კონ­კურ­სო წიგ­ნე­ბის „ამოც­ნო­ბა“ ექ­ს­პერტს მა­ინც შე­ეძ­ლო. ეს ნათ­ლად გა­მოჩ­ნ­და მე-5-მე-6 კლა­სე­ბის „დას­კ­ვ­ნა­ში“, სა­დაც ექ­ს­პერ­ტი პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს, რო­მე­ლია ძვე­ლი მა­სა­ლა და რო­მე­ლია — ახა­ლი. აქ­ვე გვირ­ჩევს, რომ ძვე­ლი მა­სა­ლა სა­ერ­თოდ არ უნ­და დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა (რა­ტომ არ უნ­და დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის „იავ­ნა­ნამ რა ჰქმნა?“, ვა­ჟას „შვლის ნუკ­რის ნა­ამ­ბო­ბი“, ან ნ. დუმ­ბა­ძის „ხა­ზა­რუ­ლა“… ეს ჩვენ­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რია), ახა­ლი ავ­ტო­რე­ბი კი არ მოს­წონს (რ. ინა­ნიშ­ვი­ლი, გ. ჩო­ხე­ლი…).
ჩვე­ნი I-IV კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი გრი­ფის მი­ღე­ბის შემ­დე­გაც ვერ მოხ­ვ­და ე.წ. „შეს­ყიდ­ვე­ბის“ სი­ა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ­ზე მას­წავ­ლე­ბელ­თა დიდ­მა ნა­წილ­მა შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი და სექ­ტემ­ბერ­ში სწო­რედ მათ ელო­და, მი­ი­ღო სულ სხვა წიგ­ნი. ამით და­ირ­ღ­ვა არა მხო­ლოდ გა­მომ­ცემ­ლო­ბი­სა და ავ­ტო­რე­ბის, არა­მედ მას­წავ­ლებ­ლის უფ­ლე­ბაც — ას­წავ­ლოს იმ წიგ­ნით, რო­მე­ლიც მას მოს­წონს. სა­მა­გი­ე­როდ „შეს­ყიდ­ვე­ბის სი­ა­ში“ აღ­მოჩ­ნ­და ის წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ველ ეტაპ­ზე გრიფ­მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ნუს­ხა­შიც კი არ იყო. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ფა­სი (ფუ­ლად ერ­თე­ულ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი) სა­მი­ნის­ტ­რო­სათ­ვის გა­ცი­ლე­ბით ღი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, ვიდ­რე მა­თი ში­ნა­არ­სობ­რივ-მე­თო­დუ­რი გა­მარ­თუ­ლო­ბა. ეს ფაქ­ტიც თა­ვის­თა­ვად გარ­კ­ვე­ულ ეჭ­ვებს გვი­ჩენს.
ამ ხარ­ვე­ზე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა კი­დევ გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ცალ­კე მინ­და გა­მოვ­ყო ექ­ს­პერ­ტ­თა სა­კითხი. ძალ­ზე მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლად და სუ­ბი­ექ­ტუ­რად (და ხში­რად არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რა­დაც) მო­ჩან­და მა­თი დას­კ­ვ­ნე­ბი. გვაქვს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ეჭ­ვი, რომ ექ­ს­პერ­ტე­ბი, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს, რამ­დე­ნა­დაც მა­თი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი ხში­რად თი­თი­დან გახ­ლავთ გა­მო­წო­ვი­ლი და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი (ზოგ­ჯერ კუ­რი­ო­ზუ­ლიც) და ზუს­ტად ემ­თხ­ვე­ო­და ჩვე­ნი ე.წ. „კრი­ტი­კო­სე­ბის“ აზრს. და­ვა­კონ­კ­რე­ტებ — გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ში ჩვე­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­იწყო „შა­ვი პი­ა­რი“. ერთ-ერთ ნაკ­ლად სწო­რედ ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის პრინ­ცი­პე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას გვით­ვ­ლიდ­ნენ. ამას ვხე­დავთ ექ­ს­პერ­ტ­თა დას­კ­ვ­ნებ­შიც, სა­დაც ასე­ვე ნაკ­ლად გვით­ვ­ლი­ან პირ­ველ კლას­ში ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის ტექ­ს­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას (ასე­თი ტექ­ს­ტი კი 30-ზე მე­ტია): „სა­სურ­ვე­ლია გა­და­ი­ხე­დოს და გა­და­ხა­ლის­დეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სას­წავ­ლო მა­სა­ლა — ტექ­ს­ტე­ბი, სა­ბავ­შ­ვო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შე­იც­ვა­ლოს მარ­ტი­ვი ბავ­შ­ვი­სათ­ვის გა­სა­გე­ბი, მი­სი ლექ­სი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შერ­ჩე­უ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი თა­მა­ტი­კის სა­კითხა­ვი ტექ­ს­ტე­ბი… 21-ე სა­უ­კუ­ნის გა­ნათ­ლე­ბა, პე­და­გო­გი­უ­რი პრინ­ცი­პე­ბი და ხედ­ვა, გან­ხ­ვავ­დე­ბა იმ ეპო­ქის (სა­უ­ბა­რია ი. გო­გე­ბაშ­ვილ­ზე) მე­თო­დი­კი­სა­გან. კერ­ძოდ, მოთხ­რო­ბა „ერ­თი და ორი“… არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ამ ტექ­ს­ტის შე­ფა­რუ­ლი მე­სი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ შე­იძ­ლე­ბა იყოს აღ­ქ­მუ­ლი პირ­ველ­კ­ლა­სე­ლის მი­ერ… ის გა­ი­გებს, რომ არ უნ­და ილა­პა­რა­კოს და არ უნ­და ჭა­მოს “. (ენა და სტი­ლი უც­ვ­ლე­ლია). ასეთ „შე­ფა­რულ მე­სი­ჯებს“ ხე­და­ვენ ისი­ნი ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის სხვა მოთხ­რო­ბებ­შიც: „უსუ­ნო ყვა­ვი­ლი“, „მე­ნა­ვე­ე­ბი“, „მუქ­თამ­ჭა­მე­ლა“… არა­კო­რექ­ტუ­ლად მი­იჩ­ნევს ექ­ს­პერ­ტი იმ გან­ცხა­დე­ბა­საც, რომ „მშობ­ლი­უ­რი ენა, დე­და­ე­ნა ერ­თია, რამ­დე­ნა­დაც არ­სე­ბო­ბენ ბი­ლინ­გ­ვუ­რი ბავ­შ­ვე­ბი, რო­მელ­თათ­ვი­საც ორი ენა შე­იძ­ლე­ბა იყოს მშობ­ლი­უ­რი“. მოკ­ლედ, პა­ტივ­ცე­მულ­მა ექ­ს­პერ­ტ­მა ასე მარ­ტი­ვად გა­დაწყ­ვი­ტა ბი­ლინ­გ­ვიზ­მის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე ნამ­დ­ვი­ლად არ გახ­ლავთ გა­მოკ­ვ­ლე­უ­ლი, და თვით ტერ­მინ „დე­და­ე­ნის“ არ­სე­ბო­ბაც გარ­კ­ვე­უ­ლი ეჭ­ვის ქვეშ და­ა­ყე­ნა.
ზო­გი­ერ­თი შე­ნიშ­ვ­ნა კუ­რი­ო­ზუ­ლია. მა­გა­ლი­თად, არ მოს­წონთ ფრა­ზა „ცუ­დი ამინ­დი“: „არ­სე­ბობს ამინ­დის მი­მართ სუ­ბი­ექ­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ვი­ღა­ცას მოს­წონს წვი­მა და ქა­რი, ვი­ღა­ცას არ მოს­წონს… ამ­დე­ნად, სიტყ­ვა „ცუ­დი“ საგ­ნის აღ­წე­რი­სათ­ვის არ უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ, ასე­თი კა­ტე­გო­რი­ე­ბით აღ­წე­რა არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი“ (ეტყო­ბა, პა­ტივ­ცე­მულ ექ­ს­პერტს და­ა­ვიწყ­და, რომ „ცუ­დი ამინ­დი“ მოვ­ლე­ნაა და არა სა­გა­ნი, თა­ნაც ქარ­თულ­ში არ­სე­ბობს სიტყ­ვა „ავ­და­რი“, ჩავ­თ­ვა­ლოთ იგი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რის გა­მომ­ხატ­ვე­ლად? ან სა­ერ­თოდ ამო­ვი­ღოთ ქარ­თუ­ლი ენის ლექ­სი­კი­დან სიტყ­ვა „ცუ­დი“, რად­გა­ნაც იგი სუ­ბი­ექ­ტურ აზრს გა­მო­ხა­ტავს? რა ვუ­ყოთ მა­შინ სხვა ზედ­სარ­თა­ვებს: კარ­გი, ლა­მა­ზი… ისი­ნიც ხომ სუ­ბი­ექ­ტურ აზრს გა­მო­ხა­ტა­ვენ?!). ამ­გ­ვარ „შე­ნიშ­ვ­ნებს“ მათ დას­კ­ვ­ნებ­ში მრავ­ლად იხი­ლავთ.
დაგ­ვ­რ­ჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ პა­ტივ­ცე­მუ­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი არ იც­ნო­ბენ სკო­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი — პირ­ველ კლასს, რად­გა­ნაც მი­აჩ­ნი­ათ, რომ პირ­ვე­ლი კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მოს­წავ­ლის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის­თ­ვის არის გან­კუთ­ვ­ნი­ლი, არ იცი­ან, რომ აქ მი­ნი­მუ­მამ­დეა შემ­ცი­რე­ბუ­ლი (ან სა­ერ­თოდ გა­უქ­მე­ბუ­ლი) სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბაც კი. ერ­თ­თა­ვად გვსაყ­ვე­დუ­რო­ბენ: ბავშვს და­მო­უ­კი­დებ­ლად მა­თი შეს­რუ­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბაო. ვინ თქვა, რომ ეს სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი პირ­ველ­კ­ლა­სელ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად უნ­და შე­ას­რუ­ლოს? რის­თ­ვის არის მას­წავ­ლე­ბე­ლი? კი, მეც ვიც­ნობ ახალ მე­თო­დებს, რო­მე­ლიც პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი და მას­წავ­ლე­ბე­ლი აღარ არის გაკ­ვე­თი­ლის წარ­მ­მარ­თ­ვე­ლი, მაგ­რამ პირ­ველ კლასს ეს ნაკ­ლე­ბად ეხე­ბა. ამ ეტაპ­ზე მოს­წავ­ლეს ჯერ კი­დევ არ აქვს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის ჩვე­ვა, იგი მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­მო­უ­მუ­შა­ოს. პირ­ველ კლას­ში მხო­ლოდ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბით არ ის­წავ­ლე­ბა არც წე­რა, არც კითხ­ვა, არ მდიდ­რ­დე­ბა არც ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი, არ ვი­თარ­დე­ბა მეტყ­ვე­ლე­ბა. აქ პე­და­გო­გია სა­ჭი­რო. ვერ გა­ვი­გე: გა­უქ­მ­და უკ­ვე მას­წავ­ლებ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა? წიგ­ნე­ბი პირ­ვე­ლი კლა­სი­დან­ვე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის­თ­ვის უნ­და შე­ვად­გი­ნოთ? ვის სჭირ­დე­ბა დღეს მას­წავ­ლებ­ლის რო­ლის იგ­ნო­რი­რე­ბა?!
ხში­რად ექ­ს­პერ­ტ­თა ნა­წე­რებ­ში გვხვდე­ბა ენობ­რი­ვი შეც­დო­მე­ბი. ერ­თი ნი­მუ­ში ზე­მო­თაც შე­მოგ­თა­ვა­ზეთ. მსგავ­სი შეც­დო­მე­ბი­სათ­ვის აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ქუ­ლებს აკ­ლე­ბენ ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე: მაგ. „ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩვენ ვსა­უბ­რობთ ერ­თი და იგი­ვე ხა­სი­ა­თის, ნე­გა­ტი­ურ-სო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვის ამ­სახ­ველ ში­ნა­არ­ს­ზე“, „ჩვე­ნი სურ­ვი­ლი იყო მა­თი დრო­ში და­შო­რე­ბა ან სხვა პო­ზი­ტი­უ­რი ქცე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ში­ნა­არ­სით ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა, რად­გან პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლი­სათ­ვის უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დეს წიგ­ნი“… რა პრინ­ცი­პით შე­ირ­ჩ­ნენ ეს ექ­ს­პერ­ტე­ბი, რა­ტომ ან­დო მათ სა­მი­ნის­ტ­რომ ასე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­მე, რა­ტომ გა­და­უ­ხა­და 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ფა­სი, სა­ერ­თოდ ჰქონ­დათ თუ არა მათ ფი­ლო­ლო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა… აი, კითხ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ექ­ს­პერ­ტ­თა დას­კ­ვ­ნე­ბის (გან­სა­კუთ­რე­ბით I-IV კლა­სე­ბი­სა) კითხ­ვი­სას გვიჩ­ნ­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ეს გვი­ჩენს ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს, რომ მა­თი ერ­თა­დერ­თი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჩვე­ნი წიგ­ნე­ბის „ჩაყ­რა“ იყო.
აქ­ვე გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლით აღ­ვ­ნიშ­ნავთ, რომ ჩვენს ექ­ს­პერ­ტებს აშ­კა­რად არ მოს­წონთ ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა, სა­კითხა­ვი მა­სა­ლა. ამა­ზე მიგ­ვი­თი­თებს ის უამ­რა­ვი შე­ნიშ­ვ­ნა, რომ­ლე­ბიც მათ აქვთ ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბის (ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის, ი. ჭავ­ჭა­ვა­ძის, ა. წე­რეთ­ლის, გ. ლე­ო­ნი­ძის, რ. ინა­ნიშ­ვი­ლის, გ. ჩო­ხე­ლის…) მი­მართ. არ სწყა­ლო­ბენ პატ­რი­ო­ტულ თუ ფა­სე­უ­ლო­ბით ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­წე­რილ ნა­წარ­მო­ე­ბებს და მათ ამო­ღე­ბას გვირ­ჩე­ვენ (აქაც „შე­ფა­რულ მე­სი­ჯებს“ ხე­და­ვენ). გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კის ქარ­ცეცხ­ლ­ში მო­ექ­ცა რ. ინა­ნიშ­ვი­ლის „კრე­ჭა­ნა“ (თურ­მე ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბებს არ­ღ­ვევს), ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლის „შო­თა რუს­თა­ვე­ლი“ (კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ მოს­წონთ ფრა­ზა: „ამ ქმნი­ლე­ბას აზის ბე­ჭე­დი გე­ნი­ო­სო­ბი­სა“ — თურ­მე ბავ­შ­ვი ვერ გა­ი­გებს), მარ­ტი­ვი დარ­გობ­რი­ვი ტექ­ს­ტი „სა­ი­დან ვი­ცით ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რია“ (ბავშვს არ აინ­ტე­რე­სებს მსგავ­სი სა­კითხე­ბიო), ნ. დუმ­ბა­ძის „ხა­ზა­რუ­ლა“ (აქ უკ­ვე და­ვი­ბე­ნით, ვერ მივ­ხ­ვ­დით, რა­ტომ გვირ­ჩე­ვენ მის ამო­ღე­ბას), ა. წე­რეთ­ლის „მოს­წავ­ლე და მას­წავ­ლე­ბე­ლი“ (აქაც მოს­წავ­ლის უფ­ლე­ბა ირ­ღ­ვე­ვა: თურ­მე ბავ­შ­ვი­სათ­ვის ცოდ­ნის ასო­ცი­რე­ბა მოხ­დე­ბა სას­კო­ლო სწავ­ლე­ბას­თან…), გ. ლე­ო­ნი­ძის „სიყ­ვა­რუ­ლი მაშ გაქვს ვი­სი“ (თურ­მე მხატ­ვ­რუ­ლად ძა­ლი­ან სუს­ტია)… მოკ­ლედ, ერ­თი ჩე­მი კო­ლე­გის თქმი­სა არ იყოს, ამ „ექ­ს­პერ­ტებ­მა“ სას­წ­რა­ფოდ უნ­და „და­ატ­რე­ი­ნინ­გონ“ (მა­თი საყ­ვა­რე­ლი ტერ­მი­ნია) ჩვე­ნი მწერ­ლე­ბი: აუხ­ს­ნან, რო­გორ წე­რონ, რა მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ, და­უ­კონ­კ­რე­ტონ — რო­გო­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი აინ­ტე­რე­სებთ ბავ­შ­ვებს, რა „შე­ფა­რუ­ლი მე­სი­ჯე­ბი“ არ უნ­და მო­დი­ო­დეს მა­თი ნა­წე­რე­ბი­დან, რო­გორ არ უნ­და შე­ლა­ხონ ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბი…
სა­ბო­ლო­ოდ კი, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ვიტყო­დი: არ შე­იძ­ლე­ბა არც ჩვე­ნი პე­და­გო­გი­უ­რი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის და არც ჩვე­ნი სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლო­ბის ასე­თი ხე­ლა­ღე­ბით იგ­ნო­რი­რე­ბა. მი­მაჩ­ნია, რომ ის უნა­რე­ბი, რო­მელ­თაც ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს, მოს­წავ­ლე­ებს, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის კითხ­ვით უნ­და გა­მო­ვუ­მუ­შა­ოთ. ქარ­თუ­ლად კითხ­ვა ბავ­შ­ვ­მა ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბით უნ­და ის­წავ­ლოს. ეს იყო ჩე­მი პო­ზი­ცია და ამ პო­ზი­ცი­ა­ზე ვრჩე­ბი დღე­საც.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები