29 მარტი, პარასკევი, 2024

პოზიტიური გარემო და ჰუმანური განწყობა – ინკლუზიური პროცესის წარმატებით განხორციელების რეცეპტი

spot_img

თბილისის №198 სკოლის დირექტორთან, თეონა ყაჭეიშვილთან საუბრით ვიწყებთ ახალ რუბრიკას „დირექტორი“, რომლის მიზანი საგანამანთლებლო ლიდერის თვისებების წარმოჩენა, წარმატებული პრაქტიკის გაცნობა და სკოლის მართვისა და პოლიტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. რუბრიკის სტუმრები კოლეგებს საკუთარი გამოცდილებით დაეხმარებიან სწორად განსაზღვრონ რა ძირითადი ელემენტებისგან შედგება სკოლის ხარისხი, რა არის ის უმთავრესი, რაც საგანმანათლებლო ლიდერის მისიის შესასრულებალადაა აუცილებელი და როგორ უნდა განხორციელდეს სკოლაში მართვა პროფესიულ განვითარებაზე უწყვეტი ზრუნვით ისე, რომ სკოლის დირექტორი, უპირველეს ყოვლისა, იყოს სასწავლო ლიდერი.

თე­ო­ნა ყა­ჭე­იშ­ვი­ლს სკო­ლის მარ­თ­ვის მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. მას მი­აჩ­ნია, რომ სკო­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­სი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია საქ­მი­სად­მი რწმე­ნა, სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვა, ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა, პო­ზი­ტი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი გა­რე­მო, ცვლი­ლე­ბე­ბის მარ­თ­ვა და მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და ინო­ვა­ცი­უ­რი, სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტე­ბი სა­უ­კე­თე­სო რე­სურ­სად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ კო­ლე­გებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის­თ­ვის.

რას ნიშ­ნავს იყო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი

თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სკო­ლის დი­რექ­ტო­რად მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია ლი­დე­რუ­ლი პო­ზი­ცი­ის გა­რე­შე. რაც უნ­და თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თი და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი პრინ­ცი­პე­ბით მუ­შა­ობ­დე, ხში­რად სა­ჭი­როა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა/მოქ­მე­დე­ბა… სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დერ­მა არა მარ­ტო სას­კო­ლო გუნ­დის მარ­თ­ვა უნ­და შეძ­ლოს, არა­მედ მარ­თოს სა­კუ­თა­რი თვით­მი­ზა­ნი, მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ზრდის ციკ­ლი, ასე­ვე, მარ­თოს ცვლი­ლე­ბე­ბი სკო­ლის შიგ­ნით და არ შე­უ­შინ­დეს ხარ­ვე­ზე­ბის აღი­ა­რე­ბას.

რა ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს სკო­ლის წარ­მა­ტე­ბას

სკო­ლის წარ­მა­ტე­ბას მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს, მაგ­რამ მე გა­მოვ­ყოფ­დი სკო­ლის კულ­ტუ­რას და კლი­მატს, შემ­დეგ მას­წავ­ლე­ბელ­თა და სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას, პროგ­რა­მებს, მე­თო­დი­კას, სას­წავ­ლო რე­სურ­სებ­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ ბა­ზას.

უკა­ნას­კ­ნე­ლი ათ­წ­ლე­უ­ლის მან­ძილ­ზე არა მარ­ტო მას­წავ­ლებ­ლე­ბი, არა­მედ მოს­წავ­ლე­ე­ბიც შე­იც­ვალ­ნენ — უკ­ვე აღარ აქვთ მას­წავ­ლებ­ლის, რო­გორც არა­მი­წი­ე­რი არ­სე­ბის, ხა­ტი… მათ უშუ­ა­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბი და კე­თე­ბით სწავ­ლე­ბა სჭირ­დე­ბათ. ყვე­ლა სკო­ლის­თ­ვის უმ­თავ­რე­სი შე­დე­გი მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბაა.

საბ­ჭო­უ­რი დე­ფექ­ტო­ლო­გი­ის მსხვრე­ვა

„სპე­ცი­ა­ლუ­რი სკო­ლა“, ანუ სკო­ლა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე (შემ­დ­გომ სსსმ) მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ათი წლის წინ, ასო­ცირ­დე­ბო­და მხო­ლოდ ძა­ლი­ან რთულ სა­მუ­შაო გა­რე­მოს­თან, მოს­წავ­ლე­თა „სი­სუს­ტე­ებ­თან“, მათ სხვა­დას­ხ­ვა სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებ­თან და არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში — წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან.

სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა თბი­ლი­სის №198 სკო­ლა­ში. გა­მი­მარ­თ­ლა, რად­გან ჩე­მი დი­რექ­ტო­რო­ბის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის პი­ლო­ტურ წლებს და­ემ­თხ­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად, მეც ვსწავ­ლობ­დი და ვამ­კ­ვიდ­რებ­დი სწორ ხედ­ვას — მას­წავ­ლებ­ლებ­თან, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან, სსსმ მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებ­თან ერ­თად ვამ­ს­ხ­ვ­რევ­დი „საბ­ჭო­ურ დე­ფექ­ტო­ლო­გი­ას“. ად­ვი­ლი ნამ­დ­ვი­ლად არ იყო, ორი­ენ­ტა­ცია მო­გეხ­დი­ნა სსსმ მოს­წავ­ლის ძლი­ერ მხა­რე­ებ­ზე. ვცდი­ლობ­დით გა­რე­მოს ადაპ­ტი­რე­ბას, რე­სურ­სე­ბის მო­ზიდ­ვას, სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინ­გე­ბის მეშ­ვე­ო­ბით კად­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას, უახ­ლო­ე­სი მე­თო­დო­ლო­გი­ე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბას. თუმ­ცა, ხში­რად, სი­ახ­ლე­ე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბა სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და შეც­დო­მე­ბის გზით ხდე­ბო­და.

დღეს, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბაა, ჩვე­ნი სკო­ლა, ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ის შე­დე­გად, გა­და­იქ­ცა ღია სკო­ლად, რო­მელ­საც სხვა სკო­ლე­ბის­თ­ვის სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა შე­უძ­ლია. ეს სურ­ვი­ლი სა­მი­ნის­ტ­როს კონ­ცეფ­ცი­ა­საც ემ­თხ­ვე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ე.წ. „სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი“ სკო­ლე­ბი უკ­ვე რე­სურ­ს­ს­კო­ლე­ბად გა­ნი­საზღ­ვ­რა. №198 სა­ჯა­რო სკო­ლა სა­შუ­ა­ლო და მძი­მე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე და აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს ემ­სა­ხუ­რე­ბა (2018 წლის 1 ნო­ემ­ბ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, სკო­ლა­ში 174 სსსმ მოს­წავ­ლე სწავ­ლობს).

რა დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა   შე­უძ­ლია რე­სურ­ს­ს­კო­ლას სხვა სკო­ლე­ბის­თ­ვის, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კუთხით

ერთ-ერ­თი ფუნ­ქ­ცია, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია რე­სუ­რს­ს­კო­ლამ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, სწო­რედ სხვა სკო­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა მხარ­და­ჭე­რაა. თბი­ლი­სის №198 სა­ჯა­რო სკო­ლას დი­დი ექ­ს­პერ­ტუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, მას­წავ­ლე­ბელ­თა მხარ­და­სა­ჭერ პროგ­რა­მა­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მხრივ. ჩვე­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, მე­ო­რე წე­ლია, მო­ნა­წი­ლე­ობს „მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის“ პროგ­რა­მა­ში — „რე­გი­ო­ნუ­ლი ტუ­რი“. პროგ­რა­მა გუ­ლის­ხ­მობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელ­თა ვი­ზიტს რე­სურ­ს­ს­კო­ლა­ში, სა­დაც ისი­ნი, თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად, რე­ა­ლუ­რად ეც­ნო­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გი­ი­სა და მე­თო­დის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბას.

რე­სურ­ს­ს­კო­ლებს სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რაც შე­უძ­ლი­ათ: UNESCO-ს პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­მი მიზ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის­თ­ვის (მას­წავ­ლებ­ლე­ბის, სსსმ მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბი და სკო­ლის დი­რექ­ცია), წარ­მა­ტე­ბულ ქე­ი­სებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, მომ­ზა­დე­ბუ­ლია აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გ­მო­დუ­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხებ­ში.   ჩვენ სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის კუთხი­თაც რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს. შექ­მ­ნი­ლია ელექ­ტ­რო­ნუ­ლი კა­ტა­ლო­გი და, რაც ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა, შინ სწავ­ლე­ბა­ზე მყოფ მოს­წავ­ლეს, რო­მე­ლიც დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მას იყე­ნებს, სმარ­ტ­ბორ­დის დახ­მა­რე­ბით შე­უძ­ლია, თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან ერ­თად, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში სრულ­ყო­ფი­ლად ჩარ­თ­ვა: დის­კუ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ნაშ­რო­მის გა­ზი­ა­რე­ბა თუ პრე­ზენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა.

ჩვენ­მა სკო­ლამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლი გზამ­კ­ვლე­ვი შექ­მ­ნა აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­საც ყვე­ლა მსურ­ველს უფა­სოდ ური­გებს. ჩვენ ვი­ყა­ვით ერთ-ერ­თი პირ­ველ­თა­გა­ნე­ბი, ვინც, „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კის“ ფონ­დის „სი­ცოცხ­ლის ხის“ საგ­რან­ტო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, აუტის­ტუ­რი სპექ­ტ­რის მქო­ნე მოს­წავ­ლე­თა კლა­სი თბი­ლი­სის ორ სკო­ლა­ში (№198 და №200) გახ­ს­ნა.

მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­სა­ვი­თა­რე­ბე­ლი რე­სურ­სი

ბავ­შ­ვის მრა­ვალ­ფე­რო­ვან გა­სა­ვი­თა­რე­ბელ რე­სურსს ვი­ყე­ნებთ რო­გორც ფუნ­ქ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე აკა­დე­მი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის. ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სხვა­დას­ხ­ვა უმაღ­ლე­სი ფსი­ქი­კუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა­სა და ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ა­თა გა­მარ­ტი­ვე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბენ. ვგეგ­მავთ, შე­იქ­მ­ნას ლე­გო­ტე­კა ბიბ­ლი­ო­თე­კა, სა­დაც სსსმ მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებს მას­ტერ­კ­ლა­სებს ჩა­ვუ­ტა­რებთ სხვა­დას­ხ­ვა გა­სა­ვი­თა­რე­ბე­ლი თა­მა­შის კონ­კ­რე­ტულ სარ­გე­ბელ­ზე, ხო­ლო შემ­დ­გომ, ბიბ­ლი­ო­თე­კის პრინ­ცი­პით, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დით, სსსმ მოს­წავ­ლის მშო­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, სახ­ლ­ში იმუ­შა­ოს შვილ­თან შე­სა­ბა­მი­სი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მუ­შა­ო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის ჩა­ნა­წე­რის მომ­ზა­დე­ბის პი­რო­ბით. ეფექ­ტუ­რად ვი­ყე­ნებთ სხვა­დას­ხ­ვა დამ­ხ­მა­რე სა­შუ­ა­ლე­ბებს, რა­თა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვავ­ლი­ნოთ სსსმ მოს­წავ­ლე­თა პო­ტენ­ცი­ა­ლი.

რას შე­დეგს მო­ი­ტანს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბა

ჩვე­ნი სკო­ლა აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის   მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სა­კითხ­ში, ვი­ნა­ი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი რე­სურ­სია! სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდას და, ზო­გა­დად, მა­თი პრო­ფე­სი­ის აღი­ა­რე­ბას მო­ი­ტანს. ჩე­მი აზ­რით, ყვე­ლა სკო­ლას უნ­და ჰყავ­დეს ცალ­კე სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი და ცალ­კე — ფსი­ქო­ლო­გი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ფსი­ქო­ლო­გის სა­მუ­შაო მი­ზა­ნი და ფუნ­ქ­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის­გან. კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით ფსი­ქო­ლოგს, გა­დამ­ზა­დე­ბის შემ­დ­გომ, შე­უძ­ლია სკო­ლა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ვა­კან­სია და­ი­კა­ვოს. თუმ­ცა, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუ მო­მა­ვალ­ში სკო­ლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი აღარ იქ­ნე­ბა და ეს ორი პრო­ფე­სია ერ­თ­მა­ნეთს გა­ე­მიჯ­ნე­ბა.

პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი

რო­გორც სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, შე­მიძ­ლია რამ­დე­ნი­მე პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვა მივ­ცე ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თულ ყვე­ლა რგოლს:

  • თუ ატყობთ, რომ ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა სა­თა­ნა­დოდ არ ხდე­ბა ან ვერ ამ­ჩ­ნევთ სსსმ მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რესს, აუცი­ლებ­ლად გა­და­ა­ფა­სეთ მოს­წავ­ლე; და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღეთ მშობ­ლის­გან. გახ­სოვ­დეთ, რომ მშო­ბე­ლი ხში­რად ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო წყა­როა!
  • ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ ცვლი­ლე­ბე­ბის! ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ხში­რად, სსსმ მოს­წავ­ლეს­თან სწო­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და ეფექ­ტუ­რი სწავ­ლე­ბის მიღ­წე­ვის ერ­თა­დერ­თი გზაა;
  • მას­წავ­ლებ­ლებ­მა ერ­თად უნ­და და­გეგ­მონ, რა კონ­კ­რე­ტუ­ლი დახ­მა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­სარ­გებ­ლო სსსმ მოს­წავ­ლის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის­თ­ვის. ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს სსსმ მოს­წავ­ლის მხარ­დამ­ჭე­რი, მათ შო­რის — წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი თუ კი­დევ ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მშო­ბე­ლი, პერ­სო­ნა­ლი, ასის­ტენ­ტი?
  • ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის რე­ცეპ­ტია პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მო და ჰუ­მა­ნუ­რი გან­წყო­ბა, „სუს­ტი რგო­ლის არარ­სე­ბო­ბა“ და სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბის რწმე­ნა. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გზა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ხან­და­ხან, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს, მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად ამ გზის გავ­ლა ღირს.

      ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები