მე ამას შევ­ძ­ლებ“ — საუკეთესო გზა წარმატებისთვის -„Mən bunu bacarıram“ – Uğura doğru ən yaxşı yol

833

 

ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის სას­წავ­ლო გეგ­მა გან­კუთ­ვ­ნი­ლია არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის. მი­სი მი­ზა­ნია, უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბა და ამით ხე­ლი შე­უწყოს სა­ხელ­მ­წი­ფოს მთა­ვა­რი მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის კუთხით.

ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს ერ­თი რამ ამოძ­რა­ვებს — მოს­წავ­ლე­ებს ჰქონ­დეთ მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი შე­დე­გე­ბი. რა უნ­და გავა­კე­თოთ ამის­თ­ვის? პირ­ველ, რიგ­ში, ჩვენ არ უნ­და მივ­მარ­თოთ XXI სა­უ­კუ­ნის მოს­წავ­ლე­ებს ისე, რო­გორც XX სა­უ­კუ­ნის მოს­წავ­ლე­ებს. კლას­ში სხვა­დას­ხ­ვა აკა­დე­მი­უ­რი უნა­რის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბი არი­ან, ამი­ტომ მას­წავ­ლე­ბელ­მა თი­თოე­უ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და ისე ას­წავ­ლოს, რო­გორც მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ითხოვს — გა­მო­ი­ყე­ნოს დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი.

კლას­ში ისე უნ­და დავ­გეგ­მოთ გაკ­ვე­თი­ლი, რომ მა­ღალ­შე­დე­გი­ა­ნი მოს­წავ­ლი­სათ­ვის სას­წავ­ლო პრო­ცე­სი არ გახ­დეს უინ­ტე­რე­სო და იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა გაკ­ვე­თილ­ზე. მას­წავ­ლე­ბე­ლი ყო­ველ­დღე უნ­და ფიქ­რობ­დეს სი­ახ­ლე­ებ­ზე, რა­თა მი­ი­ღოს უკე­თე­სი შე­დე­გი. დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბა მთლი­ა­ნად იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნად კარ­გად იც­ნობს პე­და­გოგი თა­ვის მოს­წავ­ლე­ებს და რამ­დე­ნად ით­ვა­ლის­წი­ნებს თი­თო­ე­უ­ლის ცოდ­ნას, უნარ-ჩვე­ვებს. ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მა მას­წავ­ლებ­ლის­გან სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დის ფლო­ბას მო­ითხოვს.

მე, რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი, პირ­ველ რიგ­ში, ვცდი­ლობ კარ­გად გა­ვიც­ნო ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი, აღ­მო­ვა­ჩი­ნო მა­თი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი — რა გა­მოს­დით კარ­გად, რი­სი გა­კე­თე­ბა უჭირთ და ა.შ. სა­გაკ­ვე­თი­ლო თე­მის შერ­ჩე­ვი­სას ვით­ვა­ლის­წი­ნებ კლა­სის აკა­დე­მი­ურ დო­ნეს და მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ვქმნი რე­სურ­სებს, მო­ვი­ძი­ებ ისეთ მე­თო­დებს, რომ გაკ­ვე­თი­ლი მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, მუ­დამ ახა­ლი მე­თო­დე­ბი­სა და რე­სურ­სე­ბის ძი­ე­ბა­ში ვარ. ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი კი იმის მო­ლო­დინ­ში არი­ან, რა იქ­ნე­ბა მათ­თ­ვის ახა­ლი?

ვზუ­რა­ნავ, რომ მათ ჰქონ­დეთ კლას­ში უსაფ­რ­თხო ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მო. ჰქონ­დეთ უპ­რობ­ლე­მოდ გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და თა­ვი­სუფ­ლად შეძ­ლონ კლას­ში მოძ­რა­ო­ბა, ჯგუ­ფუ­რად თუ წყვი­ლებ­ში მუ­შა­ო­ბის დროს. ეს კარ­გად მეხ­მა­რე­ბა გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვა­სა და ჩა­ტა­რე­ბა­ში.

დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სწავ­ლე­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ქარ­თუ­ლი ენის მი­მართ ინ­ტე­რე­სის სტი­მუ­ლი­რე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მო­ზარ­დებ­მა შე­იყ­ვა­რონ ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი. ამი­სათ­ვის სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა უნ­და და­ეთ­მოს ისე­თი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რომ­ლე­ბიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ამ ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის ფსი­ქი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს.

ლექ­სი­კის სწავ­ლე­ბის დროს ვი­ყე­ნებ თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბებს, ჟეს­ტებს. თუ ეს არის აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი სიტყ­ვა და ვერც ჟეს­ტი­თა და ვერც თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბით ავუხ­ს­ნი, მა­შინ   მშობ­ლი­ურ ენა­ზე ვუ­თარ­გ­მ­ნი, რა­თა შეც­დო­მით არ გა­ი­გონ სიტყ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. მოს­წავ­ლე­ებს ვა­ფა­სებ ობი­ექ­ტუ­რად, წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით.

ენის შეს­წავ­ლი­სას აუცი­ლე­ბე­ლია, ყუ­რადღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ოთხი­ვე უნარ-ჩვე­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე — მოს­მე­ნა, კითხ­ვა, წე­რა, ლა­პა­რა­კი. მოს­მე­ნის ნა­წი­ლი­სათ­ვის გვჭირ­დე­ბა აუდიო-ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა, რაც მო­ითხოვს სკო­ლა­ში ტექ­ნი­კის არ­სე­ბო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა სკო­ლას არ აქვს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამი­ტომ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ვას­მე­ნი­ნებ/ვა­ყუ­რე­ბი­ნებ.

კითხ­ვის სწავ­ლე­ბის მრა­ვა­ლი სტრა­ტე­გია არ­სე­ბობს. კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის­თ­ვის კითხ­ვის სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ი­სა და მე­თო­დის შერ­ჩე­ვის დროს, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ მისი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი და სა­გაკ­ვე­თი­ლო კონ­ტექ­ს­ტი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ასე­ვე აუცი­ლე­ბე­ლია და­ვაკ­ვირ­დეთ ჩვენ მი­ერ არ­ჩე­უ­ლი სტრა­ტე­გი­ის ეფექ­ტუ­რო­ბას და შე­ვა­ფა­სოთ ბავ­შ­ვის მიღ­წე­ვე­ბი. შე­საძ­ლოა, სა­ჭი­რო გახ­დეს სტრა­ტე­გი­ის შეც­ვ­ლა ან და­მა­ტე­ბი­თი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, წე­რა რთუ­ლი პრო­ცე­სია. იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლემ შეძ­ლოს წე­რის ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, თუნ­დაც მარ­ტი­ვი სიტყ­ვის და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­წე­რა, მას უნ­და შე­ეძ­ლოს სიტყ­ვის შე­მად­გე­ნე­ლი ბგე­რე­ბის ერ­თ­მა­ნე­თის­გან გარ­ჩე­ვა (წვდო­მა, თუ რა ცალ­კე­უ­ლი ბგე­რე­ბი­სა და ასო­ე­ბის­გან შედ­გე­ბა მო­ცე­მუ­ლი სიტყ­ვა), ბგე­რე­ბის სა­ჭი­რო თან­მიმ­დევ­რო­ბის დაც­ვა წე­რის პრო­ცეს­ში (არ გა­და­ა­ნაც­ვ­ლოს ან არ გა­მო­ტო­ვოს ასო­ე­ბი), ასოს მო­ხა­ზუ­ლო­ბა (არ აერი­ოს მოყ­ვა­ნი­ლო­ბით მსგავ­სი ასო­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ში, მაგ. „ძ“ და „ხ“; „შ“ და „წ“, „ლ“ და „ღ“).

ლა­პა­რა­კის უნარ-ჩვე­ვის გან­ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რა­თა შეძ­ლონ ქარ­თულ გა­რე­მო­ში ადაპ­ტა­ცია. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა, ისე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ, რომ­ლე­ბიც მო­ამ­ზა­დებს მათ რე­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის­თ­ვის. მაგ.: რა ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბი დას­ჭირ­დე­ბათ კა­ფე­ში, მარ­კეტ­ში, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში და ა.შ.

თვით­შე­ფა­სე­ბა. მოს­წავ­ლის თვი­შე­ფა­სე­ბა დი­დად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად ღი­რე­ბუ­ლია იგი გარ­შე­მომ­ყოფ­თათ­ვის, რამ­დე­ნად აღი­ა­რე­ბუ­ლია მათ მი­ერ, რამ­დე­ნად უყ­ვართ და რამ­დე­ნად მი­ღე­ბუ­ლია იგი სკო­ლა­სა და სახ­ლ­ში. ცნო­ბი­ლია, რომ რო­დე­საც ბავ­შ­ვე­ბი კარ­გი წარ­მოდ­გე­ნის არი­ან სა­კუ­თარ თავ­ზე, ისი­ნი უკე­თეს შე­დე­გებს აღ­წე­ვენ სწავ­ლა­ში. მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, შეძ­ლონ ბავშვს გა­ნუ­ვი­თა­რონ სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა, შე­ქე­ბით, მხარ­და­ჭე­რით და წა­ხა­ლი­სე­ბით მი­მარ­თონ ბავ­შ­ვი წარ­მა­ტე­ბის­კენ და შე­უქ­მ­ნან მას გან­წყო­ბა — „მე ამას შევ­ძ­ლებ“, „მე გა­მო­მი­ვა“. ბავ­შ­ვის ამ­გ­ვა­რი გან­წყო­ბა გვეხ­მა­რე­ბა მი­სი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­და­შიც.

ლე­ი­ლა ნა­მა­ზო­ვა, მარ­ნე­უ­ლის მე-8 სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტან­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

Mən bunu bacarıram

 

Gürcü dili dili , ikinci dil kimi təhsil planı qeyri-gürcü məktəblərin şagirdləri üçündür. Onun məqsədi,Dövlət dilinin öyrənilməsi və məktəb təhsilnin , Dövlətin əsas məqsədinin yerinə yetirilməsinin qeydinə qalmaqdır.

 

Hər müəllimin yeganə bir məqsədi var ki, onun şagirdlərinin yüksək akademik nailiyyəti olsun. yüksək akademik naliyyətləri necə əldə edək? Bunun üçün, nə etmək olar? Biz, bizim XXI əsr şagirdlərinə XX əsr şagirdləri kimi yanaşmamalıyıq. Sinifdə başqa və başqa qabiliyyətə malik şagirdlər var. Bunun üçün , müəllim diferensial metodan istifadə edərək hər bir şagirdin bacarıq səviyyəsini nəzərə alıb, onların qavraya biləcəyi səviyyədə öyrətsin.

 

Dərsi planlaşdırarkən nəzərə almalıyıq ki, yüksək akademik səviyyəsi olan şagird üçün, dərs maraqsız olmasın və ümumilikdə şagirdlərin dərsə qoşulması yüksək olsun. Yüksək nailiyyətlər əldə etmək üçün, müəllim hər gün yeniliklər fikirləşməlidir. Diferensialı təhsilin tam keyfiyyətli olması ondan aslıdır ki, müəllim şagirdlərini nə qədər yaxşı tanıyır və onların biliklərini, qabiliyyətlərini nə qədər nəzərə alır. Bu cür yanaşma müəllimdən başqa və başqa öyrənmə və öyrətmə metodlarının bilməsini tələb edir.

 

Mən necə ki, müəllim birinci növbədə çalışıram ki, şagirdlərimi yaxşı tanıyım ki, onların zəif və güclü tərəflərini, nəyi yaxşı və nəyin bacarmadıqlarını aşkarlayım. Dərs mövzusunu seçərkən sinifin akademik səviyyəsini və şagirdlərin bacarıqlarını nəzərə alıram ki, dərs onlar üçün maraqlı olsun. Bunun üçün daima yeni metodların, resursların axtarışındayam. Mənim şagirdlərim isə məndən sabah onlar, üçün yeni nə olacağını gözləyirlər.

 

Calışıramki, onların sinif otağında təhlükəsiz fiziki mühit olsun. Qrup halında və ya cütlüklərələ işləyərkən sinif otağında hec bir problem olmadan hərəkət edə bilsinlər. Bu dərsin planlaşdırmasında və keçməsində mənə çox yardım edir.

 

ibtidai siniflərdə dövlət dilinin öyrənilməsinin əsas məqsədi şagirdin motivasiysını qaldırmaq və gürcü dilinin öyrənilməsinə qarşı maraqını stimullaşdırmadır. yeniyetmələrin gürcü dilinin öyrənməsini sevmələri vacibdir. Bunun üçün, bu yaş qrupunun psixoloji inkişafının özəlliklərini nəzərə alan metodlardan istifadə edilməsinə diqqət edilməlidir.

Leksikanı öyrənərkən əyanı vasitədən, jestlərdən istifadə edirəm. Əgər öyrənəcəyim söz abstrakt sözdürsə onu nə jestlə, nədə əyani vəsaiyitlə aydınlaşdırmaq mümkün deylisə, o zaman həmin sözü ana dilinə tərcümə edib aydınlaşdırıram ki, mənasını səhf başa düşməsinlər. Qabaqcadan hazladığım rubrika kriteriumları əsasında, şagirdlərimi obyektiv qiymətləndiriəm.

 

Dili öyrənərkən hər dörd qabiliyyətin inkişafına – dinləmə, oxuma, yazma və danışma qabiliyyətinə diqqət edilməlidir. Dinləmə hissəsi üçün, audio-video məsələsindən istifadə etmək üçün, məktəblərdə uyğun olan texnikanın olması lazımdır. Təssüflər olsun ki, bu cür vəsaitlər hər məktəb üçün əlçatmazdır. Bunun üçün, telefondan baxma və dinləmə vəsaiti kimi istifadə edirəm.

 

Oxumanın başqa və başqa stradegiyaları məlumdur. Konkret olaraq şagirdə oxumaq stradegiyasını və metodikasını öyrətmək üçün, hər bir uşağın fərdi bacarığını, onun zəif və güclü tərəflərini və dərs kontekstini nəzərə alılmalıyıq hardaki, qeyd edilmiş qabiliyyətin inkişafı yerinə yetirilməlidir. Eyni zamanda bizim seçdiyimiz stradegiyanın keyfiyyətinə diqqət etməliyik və şagirdlərin uğurlarını qiymətləndirməliyik. Ola bilsin stradegiyanı dəyişmək və ya əlavə metodlardan istifadə etmək lazım olsun.

 

Məlum olduğu kimi yazı prosesi çətin bir prosesdir. Bunun üçün, şagird yazma prosedurasını yerinə yetirməlidir, hər hansı bir sadə sözü azad olaraq yazmalıdır. O, sözün tərkibindəki hərifləri bir-birinndən seçməlidir( sözün tərkibindəki hərifləri bir-birindən seçməyi bacarmalıdır) yazma zamanı həriflərin ardıcıllığını qorumağı bacarmalıdır. hərifin düzgün yazılması(oxşar hərifləri bir-biriylə qarışdırmamalıdır).

 

Bizim şagirdlər üçün, danışmaq qabiliyyətini inkişaf etdirmək , gürcü mühitində atapdasiya olmaq üçün, cox vacibdir. Bunun üçün, onlara real situasiyaya uyğun olan tapşırıqların yerinə yetirilməsini məs. kafedə, marketdə, xəstəxanada və s. kimi yerlərdə istifadə ediləcək leksika vahidlərinin öyrənilməsini tapşıraq.

 

Özünüqiymətləndirmə. Şagirdin özünüqiymətləndirməs ondan aslıdırki, o, ətrafındakılar üçün, nə qədər dəyərlidir, onlar tərəfindən nəqədər qəbul edicidir. Onlar tərəfindən nə qəaədr sevilir, məktəbdə və ailədə necə qəbul edirlər.

 

Məlumdur ki, nə vaxt ki uşaqlar özləri haqqda müsbət fikirdədirlər, onların məktəbdə nəticələri yüksək olur.Müəllimlər və valideyinlər, uşaqların özlərinə inam qabiliyyətlərini tərifləməklə, tərəfdarlıqla və müsbət qiyçətləndirməklə inkişaf etdirsinlər və onlara „mən bunu bacarıram“ və „edə biləcəm“ kimi əhval ruhiyyə yaratmağı bacarmalıdırlar. Bunu kimi sözlər uşaqlarda akademik naliyyətlərin yüksəlməsinə və motivasiyanın yüksəlməsinə kömək edir.

 

Namazova  Leyla, Marneulinin 8-li açıq məktəbinin konsultant müəllimi

 

 

დატოვეთ კომენტარი