კარ­გი მხატ­ვ­რო­ბა — ეს მუ­სი­კა, ეს მე­ლო­დიაა

475

 

IST ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, თვალ­სა­ჩი­ნო-პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის უნარ-ჩვე­ვე­ბი­სა და გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მუ­სი­კის ინ­ტეგ­რი­რე­ბულ პრო­ექტ-გაკ­ვე­თილ­ზე მე­სა­მე კლას­ში

მზია სა­ლა­ძე

სსიპ მინ­დია აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ თხილ­ნა­რის №1 საჯარო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

2011-2016 წლე­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა გა­მო­ყოფს ცხრა პრი­ო­რი­ტე­ტულ კომ­პე­ტენ­ცი­ას, რო­მელ­თა შო­რის ერთ-ერ­თი სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო კომ­პე­ტენ­ციაა. იგი გუ­ლის­ხ­მობს სა­მო­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ისე­თი უნა­რე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­გო­რე­ბი­ცაა: შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა, კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, კრი­ტი­კუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბა, სხვი­სი უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის აღი­ა­რე­ბა და სხვ.

მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ მოს­წავ­ლე გა­ცი­ლე­ბით იოლად ინ­ტე­რეს­დე­ბა საგ­ნით, რო­ცა ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის ლექ­ცი­უ­რი ფორ­მის ნაც­ვ­ლად, ინ­ტე­რაქ­ცი­ის­თ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბენ არა მარ­ტო სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, არა­მედ ცვლი­ან სას­წავ­ლო სა­მუ­შა­ო­საც, ხდე­ბა სას­წავ­ლო პა­რა­დიგ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ტრან­ს­ფორ­მა­ცია და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. ამი­ტომ, სწავ­ლე­ბის ში­ნა­არ­სის გარ­და, მას­წავ­ლე­ბელ­მა დი­დი ყუ­რადღე­ბა უნ­და და­უთ­მოს იმ ხერ­ხებ­სა და მე­თო­დებს, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს უფ­რო ად­ვი­ლად და ხა­ლი­სით აათ­ვი­სე­ბი­ნებს ში­ნა­არსს და უვი­თა­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­სამ­კ­ვიდ­რე­ბელ კომ­პე­ტენ­ცი­ებს.

ხე­ლოვ­ნე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბის და­გეგ­მ­ვი­სას ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ბავ­შ­ვე­ბის აღ­ქ­მი­თი უნა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­ვაღ­ვი­ვოთ ინ­ტე­რე­სი ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი, მუ­სი­კი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი­სად­მი, სის­ტე­მა­ში მო­ვიყ­ვა­ნოთ მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, შე­ვუქ­მ­ნათ წარ­მოდ­გე­ნა სხვა­დას­ხ­ვა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მოვ­ლე­ნი­სა და ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს შე­სა­ხებ, რაც ესო­დენ თა­ვი­სე­ბურ ასახ­ვას პო­უ­ლობს მუ­სი­კა­ლურ მხატ­ვ­რულ სა­ხე­ებ­ში.

მოს­წავ­ლეს უნ­და შე­ეძ­ლოს არა მარ­ტო მუ­სი­კის მოს­მე­ნა და აღ­ქ­მა, არა­მედ მი­სი და­ნახ­ვაც. ამ მიზ­ნით დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ხე­ლოვ­ნე­ბის და მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე. ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს მოს­წავ­ლე­თა მრა­ვალ­მ­ხ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას. ხა­რის­ხი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა ითხოვს ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის ეფექ­ტურ გა­მო­ყე­ნე­ბას, მრა­ვალ­ფე­რო­ვან და­ვა­ლე­ბებს, ჯგუ­ფურ სა­მუ­შა­ო­ებს, რაც, თა­ვის მხრივ, ხელს უწყობს მოს­წავ­ლე­თა სო­ცი­ა­ლუ­რი უნა­რე­ბის ძი­რე­ულ გან­ვი­თა­რე­ბას.

მე­თო­დი:

იმი­სათ­ვის, რომ გან­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბი პრაქ­ტი­კა­ში, მე­სა­მე კლას­ში დავ­გეგ­მე შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პრო­ექტ-გაკ­ვე­თი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა­სა და მუ­სი­კა­ში. მუ­სი­კა და ხე­ლოვ­ნე­ბა, კერ­ძოდ მხატ­ვ­რო­ბა, ორი ერ­თ­მა­ნეთ­თან მჭიდ­როდ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დარ­გია, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს თა­მა­შობს ადა­მი­ა­ნის ეს­თე­ტი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. რო­გორც უდი­დე­სი იტა­ლი­ე­ლი მხატ­ვა­რი, მი­ქე­ლან­ჯე­ლო ბუ­ო­ნა­რო­ტი ამ­ბობ­და: „კარ­გი მხატ­ვ­რო­ბა — ეს მუ­სი­კა, ეს მე­ლო­დიაა“. სწო­რედ ამ სიტყ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დავ­გეგ­მე გაკ­ვე­თი­ლი, რო­მელ­ზეც შევ­თა­ვა­ზე მოს­წავ­ლე­ებს უკ­ვე შეს­წავ­ლი­ლი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ნი­მუ­შე­ბის მხატ­ვ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბა.

გაკ­ვე­თი­ლის თე­მა იყო — „კარ­გი მხატ­ვ­რო­ბა — ეს მუ­სი­კა, ეს მე­ლო­დიაა“. მოს­წავ­ლე­ებს ვთხო­ვე, მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მოს­მე­ნი­ლი კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან შერ­ჩე­უ­ლი მე­ლო­დი­ე­ბი და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნათ სხვა­დას­ხ­ვა მხატ­ვ­რე­ბის იმ ნა­ხა­ტებ­თან, რომ­ლებ­საც ამ მე­ლო­დი­ის მოს­მე­ნი­სას წარ­მო­იდ­გენ­დ­ნენ. მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­არ­ჩი­ეს მე­ლო­დია და ხე­ლოვ­ნე­ბის მე­სა­მე კლა­სის პროგ­რა­მულ მა­სა­ლა­ში შეს­წავ­ლი­ლი მხატ­ვ­რე­ბის ნა­ხა­ტებს მი­უ­სა­და­გეს. ასე­ვე მო­ამ­ზა­დეს ტექ­ს­ტი და სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი გა­მარ­თეს. შემ­დეგ კი, და­ხა­ტეს მუ­სი­კის მოს­მე­ნით შთა­გო­ნე­ბუ­ლი ნა­ხა­ტი, რო­მელ­შიც გად­მოს­ცეს მუ­სი­კით გა­მოწ­ვე­უ­ლი გან­წყო­ბი­ლე­ბა და ემო­ცია — რას ხე­დავ­დ­ნენ მუ­სი­კა­ში.

გა­კე­თი­ლის მსვლე­ლო­ბა:

  1. კლა­სი დავ­ყა­ვი ჯგუ­ფე­ბად, სულ 4 ჯგუ­ფი. ჯგუ­ფე­ბი და­ვა­კომ­პ­ლექ­ტე სხვა­დას­ხ­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და უნა­რე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა­გან, რა­თა მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა შეძ­ლე­ბო­და ყვე­ლა ბავშვს;
  2. ჯგუ­ფებს უნ­და შე­ერ­ჩი­ათ მე­ლო­დია (მე­ლო­დი­ა­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ეწე­რა ფურ­ც­ლებ­ზე, მოს­წავ­ლე­ე­ბი შემ­თხ­ვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის წე­სით ირ­ჩევ­დ­ნენ და­ვა­ლე­ბას) და მო­ემ­ზა­დე­ბი­ნათ მხატ­ვ­რე­ბის ნა­ხა­ტე­ბის სლა­იდ შოუ Power Point-ში, ასე­ვე ტექ­ს­ტი პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სათ­ვის და გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ჯგუ­ფის ნა­მუ­შევ­რის პრე­ზენ­ტა­ცია;
  3. მე­ლო­დი­ის შე­სა­ბა­მი­სო­ბა პრე­ზენ­ტა­ცი­ას­თან;
  4. ეტი­უ­დის რეგ­ლა­მენ­ტი — 5 წუ­თი. უნ­და ჩა­ე­ხე­დათ „სუ­ლის სარ­კე­ში“ — სიტყ­ვით, მუ­სი­კით, ნა­ხა­ტით გად­მო­ე­ცათ სათ­ქ­მე­ლი, რაც ხელს შე­უწყობ­და მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას;
  5. უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნათ პრე­ზენ­ტა­ცია. პრე­ზენ­ტა­ცი­ას­თან ერ­თად ევა­ლე­ბო­დათ, და­ნარ­თის სა­ხით, გად­მო­ე­ცათ ერ­თ­გ­ვა­რი ან­გა­რი­ში: ვინ რა საქ­მე შე­ას­რუ­ლა, რო­გორ გა­ი­ნა­წი­ლეს და გა­არ­თ­ვეს თა­ვი და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას;
  6. მოს­წავ­ლე­ებს თა­ვად უნ­და შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ ჯგუ­ფის პრე­ზენ­ტა­ცია, მო­წო­დე­ბუ­ლი რუბ­რი­კის მი­ხედ­ვით.

შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კა:

ს.გ.III.1. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი ელე­მენ­ტი და პრინ­ცი­პი ნა­მუ­შევ­რის შექ­მ­ნი­სას.

ს.გ.III.4. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია ნა­მუ­შევ­რე­ბის შექ­მ­ნა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი­სა და წარ­მო­სახ­ვის მეშ­ვე­ო­ბით.

ს.გ.III.6. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია მუ­შა­ო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და სხვებ­თან ერ­თად.

ს.გ.III.7. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია წა­რად­გი­ნოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ჯგუ­ფუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი და გა­უ­ზი­ა­როს თა­ნაკ­ლა­სე­ლებს აზ­რი და იდე­ე­ბი.

ს.გ.III.12. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბის ში­ნა­არ­სის სხვა საგ­ნებ­ში გან­ვ­ლილ მა­სა­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბა.

მუს.III.7. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვა მოს­მე­ნი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის მი­მართ. მუ­სი­კით გა­მოწ­ვე­ულ გან­წყო­ბი­ლე­ბას, ემო­ცი­ას გად­მოს­ცემს ნა­ხატ­ში.

მუს.III.11. მოს­წავ­ლეს ეს­მის და შე­უძ­ლია წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ მუ­სი­კა გრძნო­ბე­ბი­სა და გან­წყო­ბი­ლე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაა.

პრო­ცე­სის აღ­წე­რა:

პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის დაწყე­ბამ­დე, გა­მოწ­ვე­ვის ფა­ზა­ში, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ვი­სა­უბ­რეთ, თუ რა კავ­შირ­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს მხატ­ვ­რო­ბა მუ­სი­კას­თან. რას ვგრძნობთ, რო­დე­საც ვუც­ქე­რით ნა­ხატს. გვეს­მის თუ არა მუ­სი­კის ჰან­გე­ბი, რო­დე­საც ვუ­ყუ­რებთ მხატ­ვ­რის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ ნა­მუ­შე­ვარს.

ჯგუ­ფე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი:

პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი: პრე­ზენ­ტა­ცია Power Point-ში, კომ­პი­უ­ტე­რი­სა და პრო­ექ­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბით. მუ­სი­კით გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი. სენ-სან­სის სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო ფან­ტა­ზი­ით „ცხო­ველ­თა კარ­ნა­ვა­ლი“ გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ფი­როს­მა­ნის ცხო­ვე­ლე­ბის ნა­ხა­ტე­ბი. პრე­ზენ­ტა­ცი­ას ერ­თ­ვო­და ტექ­ს­ტი.

მე-2 ჯგუ­ფი: პრე­ზენ­ტა­ცია Power Point-ში, კომ­პი­უ­ტე­რი­სა და პრო­ექ­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბით. მუ­სი­კით გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი. გრი­გის „დი­ლით“ გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა მხატ­ვ­რის პე­ი­ზა­ჟე­ბი. პრე­ზენ­ტა­ცი­ას ერ­თ­ვო­და ტექ­ს­ტი.

მე-3 ჯგუ­ფი: პრე­ზენ­ტა­ცია Power Point-ში, კომ­პი­უ­ტე­რი­სა და პრო­ექ­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბით. მუ­სი­კით გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი. შო­პე­ნის ვალ­სი №7-ით გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი რე­ნუ­ა­რის ნა­ხა­ტებ­ში. პრე­ზენ­ტა­ცი­ას ერ­თ­ვო­და ტექ­ს­ტი.

მე-4 ჯგუ­ფი: პრე­ზენ­ტა­ციაა Power Point-ში, კომ­პი­უ­ტე­რი­სა და პრო­ექ­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბით. მუ­სი­კით გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი. ბერ­ლი­ო­ზის „ფან­ტას­ტი­კუ­რი სიმ­ფო­ნი­ის“ ნა­წი­ლი1 Passions-ით გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა მხატ­ვ­რის აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი. პრე­ზენ­ტა­ცი­ას ერ­თ­ვო­და ტექ­ს­ტი.

პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის ბო­ლოს მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­ას­რუ­ლეს ნა­ხა­ტე­ბი, პ. ჩა­ი­კოვ­ს­კის „ყვა­ვი­ლე­ბის ვალ­სის“ თან­ხ­ლე­ბით. ნა­ხა­ტით გად­მოს­ცეს ის, რაც ეს­მო­დათ და ხე­დავ­დ­ნენ მუ­სი­კის მოს­მე­ნი­სას. აღ­წე­რეს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი — რას ხე­დავ­დ­ნენ, რო­დე­საც უს­მენ­დ­ნენ მუ­სი­კას.

შე­ფა­სე­ბა, შე­ჯა­მე­ბა: მოს­წავ­ლე­ებ­მა შე­ა­ფა­სეს ერ­თ­მა­ნე­თის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი. მას­წავ­ლებ­ელ­მა შე­ა­ფა­სა და შე­ა­ჯა­მა გაკ­ვე­თი­ლი.

შე­დე­გი:

ჯგუ­ფურ მუ­შა­ო­ბა­ში მოს­წავ­ლე­თა ინი­ცი­ა­ტი­ვა­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რისხს ზრდის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. სწავ­ლე­ბის ასე­თი მე­თო­დე­ბის, მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ში ავი­თა­რებს მო­ნა­ცემ­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თად, ინო­ვა­ცი­უ­რად წარ­დ­გე­ნის უნარს. მოს­წავ­ლე­ებს უვი­თარ­დე­ბათ სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­მო­ქა­ლა­ქო კომ­პე­ტენ­ცია, რაც გუ­ლის­ხ­მობს სა­მო­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ისე­თი უნა­რე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­გო­რე­ბი­ცაა: შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა, კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, კრი­ტი­კუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბა, სხვი­სი უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის აღი­ა­რე­ბა და სხვ. რო­ცა გვჭირ­დე­ბა იმის გარ­კ­ვე­ვა, თუ რა შე­დე­გი მი­ვი­ღეთ გაკ­ვე­თილ­ზე ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, ვი­ყე­ნებ მას­წავ­ლებ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კას, შემ­დე­გი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით:

  1. რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნად იყო გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ.
  2. რამ­დე­ნად მი­ვაღ­წიე და­სა­ხულ მი­ზანს.
  3. რამ­დე­ნად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნე მო­ცე­მუ­ლი მე­თო­დე­ბი გაკ­ვე­თილ­ზე.
  4. რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სოა ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.

რუბ­რი­კის მი­ხედ­ვით მე­თო­დის შე­ფა­სე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა სწავ­ლე­ბა­ში ინო­ვა­ცია ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნეს. ჩვე­ნი მი­ზა­ნიც ხომ ეს იყო — ბავ­შ­ვებ­ში, მა­თი აღ­ქ­მი­თი უნა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გაგ­ვეღ­ვი­ვე­ბი­ნა ინ­ტე­რე­სი ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი, მუ­სი­კი­სად­მი, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლე­ბი­სად­მი. სის­ტე­მა­ში მოგ­ვეყ­ვა­ნა მა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, გა­მო­ე­მუ­შა­ვე­ბი­ნათ ჯგუ­ფებ­ში მუ­შა­ო­ბის ჩვე­ვა, გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნათ საპ­რე­ზენ­ტა­ციო უნა­რე­ბი.

დას­კ­ვ­ნა:

ცნო­ბი­ლია, რომ მოს­წავ­ლე ყვე­ლა­ზე უკეთ მა­შინ სწავ­ლობს, რო­ცა აქ­ტი­უ­რი და ქმე­დი­თია, და არა მა­შინ, რო­ცა აქ­ტი­ურ და ქმე­დით მას­წავ­ლე­ბელს უყუ­რებს. ასე­თი ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, კლა­სის ყვე­ლა მოს­წავ­ლე ჩა­ერ­თოს მუ­შა­ო­ბა­ში, შეძ­ლოს სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა და გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნოს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ამ­რი­გად, მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლია. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბავ­შ­ვებს არ და­ა­ვიწყ­დე­ბათ ეს მა­სა­ლა. ვფიქ­რობ, ღირს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბის ნუს­ხას ეს ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დი შევ­მა­ტოთ, რა­თა გაგ­ვი­ად­ვილ­დეს სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი, საქ­მი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვა.

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

  1. „სწავ­ლა და შე­ფა­სე­ბა“, დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო;
  2. „მუ­სი­კა“, „ხე­ლოვ­ნე­ბა“, ე.ს.გ. სტან­დარ­ტი;
  3. ტრე­ნინ­გებ­ზე მო­წო­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი;
  4. ს.ლობ­ჟა­ნი­ძე, რო­გორ დავ­გეგ­მოთ და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ პრო­ექტ-გაკ­ვე­თი­ლი

http://mastsavlebeli.ge/uploads/portfolio/sofiko_lobjanize_2.pdf

დატოვეთ კომენტარი