17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

იწყება 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა! 

spot_img

მობილობა ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის პროცესია.
სტუდენტთა მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
მობილობა ხორციელდება წელიწადში ორჯერ – შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში.

მობილობის მსურველი სასურველია გაეცნოს ელექტრონული პორტალით სარგებლობის ვიდეო ინსტრუქციას. 

https://www.youtube.com/watch?v=panQ1IiWqrA

მობილობის პროცესთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხები შეგიძლიათ მიიღოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის

ცხელი ხაზის – 2200 220 საშუალებით, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge

მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდება 2019 წლის 21 და 30 იანვარს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე.
მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, 0 სართულის საკონფერენციო დარბაზი

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები