20 აპრილი, შაბათი, 2024

IBSU სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნის მო­ლო­დინ­ში

spot_img
მაკა ყიფიანი
წლე­ვან­დე­ლი ზაფხუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და დატ­ვირ­თუ­ლი იყო იმ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც 2018-2019 წლებ­ში ამო­ე­წუ­რათ ან ეწუ­რე­ბო­დათ 6-წლი­ა­ნი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პე­რი­ო­დი. ამ­ჯე­რად პრო­ცე­სებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ 12-მა უმაღ­ლეს­მა სას­წავ­ლე­ბელ­მა ავ­ტო­რი­ზა­ცია უპ­რობ­ლე­მოდ მი­ი­ღო, მათ შო­რის შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მაც, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თით­ქოს­და სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გა­მო, საბ­ჭოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ერ­თი წლით აეკ­რ­ძა­ლა პირ­ველ­კურ­სელ­თა მი­ღე­ბა.
სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ზი­ცია — ისი­ნი მი­ზან­მი­მარ­თულ და უსა­მარ­თ­ლო პო­ლი­ტი­კურ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბად აფა­სე­ბენ მომ­ხ­დარს. საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვ­ლებს მარ­თა­ვენ სტუ­დენ­ტე­ბი. ახ­ლა, რო­ცა ყვე­ლა­ნი სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მო­ლო­დინ­ში არი­ან, ახა­ლი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა გახ­და ცნო­ბი­ლი, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ვა­დის 2020 წლის პირ­ველ იან­ვ­რამ­დე გაგ­რ­ძე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტ­თა უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყ­ვა, თუმ­ცა, ეს სხვა თე­მაა და მას სხვა დროს და­ვუბ­რუნ­დე­ბით, ახ­ლა მთა­ვა­რი შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ირ­გ­ვ­ლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბია და კი­დევ ერ­თხელ მო­ვის­მენთ უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა არ­გუ­მენ­ტებს, რის სა­ფუძ­ველ­ზე აფა­სე­ბენ უსა­მარ­თ­ლო პო­ლი­ტი­კურ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბად საბ­ჭოს მი­ერ გა­მო­ტა­ნილ ვერ­დიქტს. ჩვე­ნი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­დან კო­მენ­ტა­რი არა­ვინ გა­ა­კე­თა, რად­გან დი­რექ­ტო­რი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან; თა­ვი შე­ი­კა­ვეს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო­შიც, თუმ­ცა პი­რად სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ „პრო­ცე­სი არა­სა­სურ­ვე­ლად წა­რი­მარ­თა, ისე არა რო­გორც და­გეგ­მი­ლი იყო“. რა იგუ­ლის­ხ­მე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ სიტყ­ვე­ბის მიღ­მა მხო­ლოდ მას შემ­დეგ ისა­უბ­რე­ბენ (ეს პი­რო­ბა საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ მოგ­ვ­ცა), რო­ცა ყვე­ლა­ფერ­ში გა­ერ­კ­ვე­ვი­ან.
ახ­ლა კი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის პა­სუ­ხებს გთა­ვა­ზობთ.
ზვი­ად ფი­ფია, შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი: „ჩვე­ნი პო­ზი­ცია ის არის, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სრუ­ლი­ად უსა­მარ­თ­ლო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ლო­გი­კუ­რი და არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია. ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, შეზღუდ­ვა არა მარ­ტო პირ­ველ­კურ­სე­ლებს, არა­მედ სა­მი­ვე სა­ფე­ხურს ეხე­ბა — დოქ­ტო­რან­ტებს, მა­გის­ტ­რებს, ასე­ვე მო­ბი­ლო­ბით მო­სარ­გებ­ლე პი­რებს. ფაქ­ტობ­რი­ვად, წელს ჩვენ ვერ შევ­ძე­ლით ვერ­ცერ­თი ახა­ლი სტუ­დენ­ტის მი­ღე­ბა. მო­ვითხოვთ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა შემ­ჭიდ­რო­ე­ბულ ვა­დებ­ში მოხ­დეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გა­და­ხედ­ვა, გა­უქ­მე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, აღ­გ­ვიდ­გეს ის უფ­ლე­ბე­ბი, რაც საბ­ჭოს მი­ერ უსა­მარ­თ­ლოდ ჩა­მოგ­ვერ­თ­ვა. ვფიქ­რობ, უნ­და და­უშ­ვან გა­მო­ნაკ­ლი­სი, რა­თა გა­მოცხად­დეს რიგ­გა­რე­შე მო­ბი­ლო­ბა და დაგ­ვიბ­რუ­ნონ ყვე­ლა ის აწ უკ­ვე სტუ­დენ­ტი შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ვი­საც ამის სურ­ვი­ლი ჰქონ­და და დღე­საც აქვს. იმე­დია, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ყვე­ლა სტუ­დენტს და­ვიბ­რუ­ნებთ უკან.
უნი­ვერ­სი­ტე­ტი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის და­კის­რე­ბულ ყვე­ლა, შვი­დი­ვე, სტან­დარტს აკ­მა­ყო­ფი­ლებს, მათ­თან მი­მარ­თე­ბა­ში საბ­ჭოს, პრინ­ციპ­ში, პრე­ტენ­ზია არც ჰქო­ნია. ერთ-ერ­თი სტან­დარ­ტი იყო, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კურ ბა­ზას და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას, შე­ნო­ბებს და ა.შ. სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და შე­ტე­ვა, პირ­და­პი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით. ჩვენ 1995 წლი­დან ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სას­წავ­ლო პრო­ცესს და ამ მხრივ, არ­ცერთ ეტაპ­ზე, არ შეგ­ვ­ქ­მ­ნია არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა. პი­რი­ქით, ყა­და­ღის ფონ­ზე, რომელიც 2013 წელს დაგვეკისრა, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მო­ა­ხერ­ხა ის, რომ წლი­დან წლამ­დე ჰქონ­და უკე­თე­სი და უკე­თე­სი შე­დე­გი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ვი­თარ­დე­ბო­და. რა­ი­მე ტი­პის რეგ­რესს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და შე­სა­ბა­მი­სად, არ­გუ­მენ­ტე­ბი, რომ შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო რა­ი­მე ტი­პის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბა, არ ჩა­ით­ვ­ლე­ბა სე­რი­ო­ზულ არ­გუ­მენ­ტად. მით უმე­ტეს, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც იკ­ვ­ლევ­დ­ნენ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თუ ფი­ნან­სუ­რი კუთხით, უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ერ აღე­ბუ­ლი ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს. ისი­ნი ცალ­სა­ხად აცხა­დებ­დ­ნენ, რომ უნი­ვერ­სი­ტეტს არა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი დაბ­რ­კო­ლე­ბა არ ჰქონ­და. იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ უნი­ვერ­სი­ტეტს და­ვა აქვს სა­სა­მარ­თ­ლო­ში, სტან­დარ­ტებ­თან კავ­ში­რი ნამ­დ­ვი­ლად არ აქვს. უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, ისე­ვე რო­გორც სხვა­დას­ხ­ვა ბიზ­ნე­სორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს აქვთ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის, აღი­ა­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. ეს ნორ­მა­ლუ­რია. უნი­ვერ­სი­ტე­ტი იღებს სესხს იმის­თ­ვის, რომ გა­ნა­ვი­თა­როს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა და ა.შ. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიზ­ნეს პრო­ცე­სია და ამის მა­გა­ლი­თია უამ­რა­ვი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. რა­ტომ­ღაც ცენ­ტ­რ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, რომ შე­იძ­ლე­ბა იყოს პო­ტენ­ცი­უ­რი დაბ­რ­კო­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, რაც სრუ­ლი აბ­სურ­დია და სა­ერ­თოდ, ვფიქ­რობ, მთე­ლი ეს პრო­ცე­სი სა­მარ­თ­ლებ­რივ ჩარ­ჩო­ებს სცდე­ბა, საქ­მე გვაქვს გარ­კ­ვე­ულ რე­კეტ­თან და ფი­ნან­სურ გა­მო­ძალ­ვას­თან. ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ცია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან თან­ხე­ბის ამო­ღე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ არის. მა­თი თი­თო­ე­უ­ლი ქმე­დე­ბა მი­მარ­თუ­ლი უნ­და იყოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ და არა დრა­კო­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­ტა­რე­ბის­კენ. მათ ჰქონ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყვე­ლა ნორ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გაფ­რ­თხი­ლე­ბა მო­ე­ცათ ჩვენ­თ­ვის ან გარ­კ­ვე­უ­ლი ვა­დე­ბი ამ თან­ხე­ბის გას­ტუმ­რე­ბი­სათ­ვის. ასე­თი ფორ­მა, მა­თი მხრი­დან, მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და, შე­ვეც­დე­ბო­დით ეს სა­კითხი დღის წეს­რი­გი­დან დრო­უ­ლად მოგ­ვეხ­ს­ნა. მათ ეს არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და რე­გის­ტ­რა­ცი­ამ­დე ორი დღით ად­რე გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ინ­ფორ­მა­ცია. ამით აბი­ტუ­რი­ენ­ტებს და უნი­ვერ­სი­ტეტს საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ტყ­მა მოგ­ვა­ყე­ნეს, ეს ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი შო­კი იყო. შე­დე­გი, რაც დღემ­დე უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მო­ი­ტა­ნა, უზარ­მა­ზა­რი შრო­მის ნა­ყო­ფია, რა­შიც ჩარ­თუ­ლია უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნუ­რი და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი. გარ­და ამი­სა, შე­ი­ლა­ხა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის უფ­ლე­ბე­ბი, ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც ორ­მა­გად დავ­ზა­რალ­დით — 800 აბი­ტუ­რი­ენ­ტის მი­სა­ღე­ბად ხომ სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ჯი გავ­წი­ეთ! მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა უნი­ვერ­სი­ტე­ტი აგ­რ­ძე­ლებს მუ­შა­ო­ბას, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.
ვი­ნა­ი­დან საბ­ჭომ, ამა­ვე სხდო­მა­ზე, 6 წლით მოგ­ვა­ნი­ჭა ავ­ტო­რი­ზა­ცია, ეს იმა­ზე მეტყ­ვე­ლებს, რომ სხვა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი, გარ­და ფი­ნან­სუ­რი სა­კითხი­სა, მას არ ჰქონ­და, რაც დას­კ­ვ­ნა­შიც კარ­გად ჩანს. აქ გარ­კ­ვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბია, რო­მე­ლიც ეხე­ბა, მა­გა­ლი­თად, ლექ­ტო­რე­ბის სა­ა­თობ­რივ დატ­ვირ­თ­ვას, ტექ­ნი­კურ სა­კითხებს და ა.შ. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რის პა­სუ­ხი­დან აშ­კა­რად ჩანს, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა კარ­გად არც იცოდ­ნენ რას უყ­რიდ­ნენ კენჭს, მათ რა­ტომ­ღაც ეგო­ნათ, ვი­ნა­ი­დან უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქო­ნე­ბა და­ყა­და­ღე­ბუ­ლი იყო, არ გავ­ცემ­დით ხელ­ფა­სებს, არ ვუშ­ვებ­დით სტუ­დენ­ტებს გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­ზე, არ ვა­ფი­ნან­სებ­დით სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მებს… არ ვი­ცი, ისი­ნი გან­ზ­რახ იყ­ვ­ნენ შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნი­ლი თუ სხვა მო­ტი­ვე­ბი ამოძ­რა­ვებ­დათ. ფაქ­ტია, რომ გა­დაწყე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას საბ­ჭოს წევ­რე­ბი არ იყ­ვ­ნენ სა­თა­ნა­დოდ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი, რა­მაც გა­ნუ­ზომ­ლად დი­დი ზი­ა­ნი მოგ­ვა­ყე­ნა. თუმ­ცა, მოკ­ლე­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში ფი­ნან­სუ­რად უნი­ვერ­სი­ტეტს არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა, მაგ­რამ თუ ეს გაგ­რ­ძელ­დე­ბა 1-2 წე­ლი, რა თქმა უნ­და, ლიკ­ვი­და­ცი­ის­კენ წა­ვალთ.
ამე­რი­კე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ ამ საქ­მით და ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ვფიქ­რობ, ეს წი­ნა­პი­რო­ბაა იმი­სა, რომ სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა, ად­რე თუ გვი­ან, აღ­დ­გე­ბა. ექ­ს­პერ­ტებს შეხ­ვედ­რა ჰქონ­დათ გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, პარ­ლა­მენ­ტა­რებ­თან… იმე­დი გვაქვს, ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მა­თი დას­კ­ვ­ნა შე­დე­გი­ა­ნი იქ­ნე­ბა“.
დი­ა­ნა მჭედ­ლიშ­ვი­ლი, შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭო­ში შე­ვი­ტა­ნეთ სა­ჩი­ვა­რი, სა­დაც სამ რა­მე­ზე ვა­კე­თებთ აქ­ცენტს — პირ­ვე­ლი არის ის, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭომ 20 აგ­ვის­ტოს მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა — ერ­თი წლით შეგ­ვიზღუ­და პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბის მი­ღე­ბა, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს უნი­ვერ­სი­ტეტს და შე­ა­ფერ­ხებს მის შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბას.
მე­ო­რე — აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა თა­ვად პრო­ცე­დუ­რის დარ­ღ­ვე­ვა­ზე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო სა­ჯა­რო გან­ხილ­ვას მო­ი­აზ­რებს თა­ვის ფორ­მატ­ში. რო­დე­საც გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, ანუ უარ­ყო­ფი­თი კუთხით წა­რი­მარ­თა მსჯე­ლო­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ, არც ჩვენ და არც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუფს არ მიგ­ვი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რი­თაც შეგ­ვეზღუ­და ჩვე­ნი პო­ზი­ციის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. გა­მოცხად­და ერ­თ­სა­ა­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბა და სწო­რედ ამ ერ­თი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ხუ­რულ კარს მიღ­მა იმ­ს­ჯე­ლეს. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის დას­კ­ვ­ნა­შიც კი წე­რია, რომ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ მი­ვი­ღეთ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაო.
მე­სა­მე — ჩვენ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ით წარ­დ­გე­ნი­ლი გვქონ­და 3500 ად­გილ­ზე მოთხოვ­ნა, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გარ­კ­ვე­უ­ლი ფორ­მუ­ლით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სხვა­დას­ხ­ვა კრი­ტე­რი­უ­მებს (ადა­მი­ა­ნუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბი, პროგ­რა­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ჩა­რიცხ­ვე­ბის დი­ნა­მი­კა, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და სხვ). ფორ­მუ­ლა რომ მი­სა­ღე­ბი იყო, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ერ­თ-ერ­თ­მა ექ­ს­პერ­ტ­მა — მურ­თაზ კვირ­კ­ვა­ი­ამ საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნაცხა­და — ფორ­მუ­ლა ლო­გი­კუ­რია, უბ­რა­ლოდ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ პერ­სო­ნალს გა­ა­ცა­ნი­თო — ეს იყო რე­კო­მენ­და­ცია. გარ­და ამი­სა და­ვა­სა­ბუ­თეთ, რომ ამ ად­გი­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მარ­ტო მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სით კი არ შეგ­ვეძ­ლო, არა­მედ გვჭირ­დე­ბო­და კი­დეც, კერ­ძოდ, ვი­სა­უბ­რეთ იმა­ზე, რომ მა­გის­ტ­რა­ტუ­რის, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის, მო­ბი­ლო­ბის გა­მოცხა­დე­ბა­ზე, რაც სტუ­დენ­ტ­თა უფ­ლე­ბე­ბის ხელ­შემ­წყო­ბია, ად­გი­ლე­ბის ეს რა­ო­დე­ნო­ბა ნამ­დ­ვი­ლად გვჭირ­დე­ბო­და. ამა­ზე მათ სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო მო­საზ­რე­ბა არ გა­მო­უთ­ქ­ვამთ. თუმ­ცა დას­კ­ვ­ნა­ში წე­რია, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭომ კენ­ჭის­ყ­რა­ზე 2500 ად­გი­ლი და­ა­ყე­ნა, რაც აქამ­დე გვქონ­და. საქ­მე იმა­შია, რომ ეს სა­კითხი კენ­ჭის­ყ­რა­ზე სა­ერ­თოდ არ დამ­დ­გა­რა. ამის დას­ტუ­რად არ­სე­ბობს სხდო­მის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი.
რაც შე­ე­ხე­ბა და­კის­რე­ბულ თან­ხას, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­მარ­თ­ლოა, ეს არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი ვა­ლი. რა­ი­მე ტი­პის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­დაც­დო­მა არ გვქო­ნია და ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა. რა გა­და­სა­ხა­დიც გვქონ­და, გა­დახ­დი­ლია. რე­ა­ლუ­რად, ჩვენ გვე­და­ვე­ბი­ან ერ­თხელ გა­დახ­დილ თან­ხას. ჯერ გა­დამ­ხ­დე­ლად უნ­და და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი­ყო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და მე­რე გა­და­ე­ხა­და გა­და­სა­ხა­დი. მოხ­და პრო­ცე­დუ­რუ­ლი დარ­ღ­ვე­ვა — ჯერ გან­ხორ­ცი­ელ­და გა­დახ­და და მე­რე მოხ­და და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა. თან­ხა უკან კი არ დაბ­რუნ­და, უბ­რა­ლოდ არ ჩა­ით­ვა­ლა, ეს თან­ხა სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში დარ­ჩა. სა­ინ­ტე­რე­სო ის იყო, რომ ქალ­ბა­ტო­ნი თა­მარ სა­ნი­კი­ძე ამ­ბობ­და, ქვე­ყა­ნას გა­და­სა­ხა­დებს უმა­ლა­ვე­ნო, ამ დროს ეს ასე არ იყო. ჯერ სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის და და­ვა ამ ეტაპ­ზეც გრძელ­დე­ბა.
ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ხა­რის­ხ­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ეს ერ­თხ­მად აღი­ა­რეს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუფ­მა და მის­მა თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, ენ­დი გიბ­ს­მა. „50-ამ­დე უნი­ვერ­სი­ტე­ტი მაქვს შე­მოწ­მე­ბუ­ლი და იშ­ვი­ა­თად თუ მი­ნა­ხავს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მელ­საც ასე­თი ბედ­ნი­ე­რი სტუ­დენ­ტე­ბი და თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ჰყავს“ — გა­ნაცხა­და ცენ­ტ­რის მი­ერ მოწ­ვე­ულ­მა უცხო­ელ­მა ექ­ს­პერ­ტ­მა“.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები