28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

თამარ ადამიას ზღაპართერაპია – სას­წავ­ლო პრო­ექ­ტი კე­თი­ლი და­სას­რუ­ლით….

spot_img

თამარ ადამია, ბავშვთა ფსიქოლოგი და საბავშვო  მწერალი, 2019 წლისმასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტი

სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, ბავ­შ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი პროგ­ნო­ზე­ბი გა­აჟ­ღე­რეს: ჩვე­უ­ლი რიტ­მის დარ­ღ­ვე­ვა აისა­ხე­ბო­და ბავ­შ­ვის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და მარ­თ­ლაც, მშობ­ლებ­მა მა­ლე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი გახ­დ­ნენ ბრა­ზი­ა­ნე­ბი, ჯი­უ­ტე­ბი, გულ­ჩათხ­რო­ბი­ლე­ბი, კონ­ფ­ლიქ­ტუ­რე­ბი…
ჩვე­ნი ვა­ლია, ვიზ­რუ­ნოთ ბავ­შ­ვის რო­გორც ფი­ზი­კურ, ისე ფსი­ქო­ლო­გი­ურ სი­ჯან­სა­ღე­ზე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩვენ გარ­შე­მო რამ­დე­ნი ბავ­შ­ვი იმ­ყო­ფე­ბა გა­ურ­კ­ვე­ველ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, არ იცის რა ხდე­ბა მის თავს, ვერ გა­და­უწყ­ვე­ტია რო­გორ მო­იქ­ცეს პრობ­ლე­მე­ბის დროს, რო­გორ და­ა­რე­გუ­ლი­როს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თა­ნა­ტო­ლებ­თან. ეს პრობ­ლე­მე­ბი, ჩვენს სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, უფ­რო გარ­თულ­და და თვალ­ში­სა­ცე­მი გახ­და.

 

სწო­რედ ამ დროს გა­მიჩ­ნ­და იდეა – მცი­რე­ო­დე­ნი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­მე­ჩი­ნა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და შე­მევ­სო ის სი­ცა­რი­ე­ლე, რა­საც ისი­ნი გა­ნიც­დიდ­ნენ და შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა სა­ინ­ტე­რე­სო შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ასე და­ი­ბა­და სას­წავ­ლო პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ სივ­რ­ცე­ში გავ­რ­ცელ­და სა­ხელ­წო­დე­ბით – ზღაპ­რე­ბის კონ­კურ­სი. ამ ჟეს­ტით ვცა­დე, თა­ნად­გო­მა გა­მო­მე­ხა­ტა არა მარ­ტო ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სად­მი, არა­მედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, მშობ­ლე­ბის­თ­ვის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის.
თუმ­ცა, ეს არ იყო მხო­ლოდ კონ­კურ­სი, მას ბავ­შ­ვებ­თან ზღა­პარ­თე­რა­პი­ის რო­ლიც უნ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

??? რა­ტომ ზღა­პარ­თე­რა­პია?

ზღა­პარ­თე­რა­პია ზღაპ­რე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას ნიშ­ნავს. ზღა­პა­რი ყვე­ლა ბავშვს უყ­ვარს, რად­გან ის გვიყ­ვე­ბა, გვას­წავ­ლის, მაგ­რამ ჭკუ­ას არ გვა­რი­გებს,  ეხ­მა­რე­ბა ბავშვს, და­ი­ნა­ხოს პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტის სხვა­დას­ხ­ვა გზა, ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა, თვით­შე­ფა­სე­ბა, მო­უხ­ს­ნას ში­ში, აგ­რე­სია და, რაც მთა­ვა­რია, გახ­დეს ჭკვი­ა­ნი, ძლი­ე­რი, ბრძე­ნი, კე­თი­ლი…

ზღაპ­რებ­ში სიმ­ბო­ლუ­რად დევს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­სა­ღე­ბი. ზღა­პარს აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი ფუნ­ქ­ცია აქვს, ის ბავ­შ­ვის აზ­როვ­ნე­ბა­სა და პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და ად­ვი­ლად შე­უძ­ლია, პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნი თა­ნა­გან­ც­დის­კენ გა­ნაწყოს.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­ცა თქვენ ბავშვს ზღა­პარს უკითხავთ, ის ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მიჰყ­ვე­ბა პერ­სო­ნაჟს, მოგ­ზა­უ­რობს, მას­თან ერ­თად დარ­დობს, ფიქ­რობს, გა­მო­სა­ვალს ეძებს, ცდი­ლობს პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწყ­ვე­ტას და რო­ცა  ზღა­პა­რი კე­თი­ლად მთავ­რ­დე­ბა, ბავშვს უტო­ვებს სა­ჭი­რო თვი­სე­ბებს: სი­მა­მა­ცეს, სი­კე­თეს, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბას…

თუ რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ზღა­პარ­თე­რა­პია ბავ­შ­ვებ­თან, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ხით ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე და ბო­ლოს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

???პრო­ექ­ტის მი­სია – ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სებ­თან და გან­ც­დებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა

იმის­თ­ვის რომ კონ­კურ­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, შე­ვარ­ჩიე ჩე­მი ორ­მოც­და­ა­თი ზღა­პა­რი, რო­მე­ლიც ახ­ლოს იყო თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­რე­სებ­თან, პრობ­ლე­მებ­თან და გან­ც­დებ­თან.

გა­მოც­დი­ლე­ბამ მი­კარ­ნა­ხა, რომ ბავ­შ­ვებ­თან, ამ დროს, მხო­ლოდ პა­სი­უ­რი მოს­მე­ნა დიდ შე­დეგს ვერ გა­მო­ი­ღებ­და, სა­ჭი­რო იყო არა მარ­ტო გა­რე­გა­ნი, არა­მედ ში­ნა­გა­ნი მო­ტი­ვა­ტო­რე­ბის ჩარ­თ­ვა. ამი­ტომ, ყო­ვე­ლი ზღაპ­რის წა­კითხ­ვის შემ­დეგ, ბავ­შ­ვებს ვთავ­ზობ­დი, ზღაპ­რის მი­ხედ­ვით შე­ექ­მ­ნათ პერ­სო­ნა­ჟი და ინ­ს­ცე­ნი­რე­ბებ­ში გა­ე­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ.

ვი­საც მსგავ­სი ხერ­ხის­თ­ვის მი­უ­მარ­თავს, და­მე­თან­ხ­მე­ბა, რომ ასე­თი და­ვა­ლე­ბა ბავშვს ეხ­მა­რე­ბა, უკეთ ჩა­უღ­რ­მავ­დეს ზღაპ­რის ში­ნა­არსს, გა­იც­ნოს პერ­სო­ნა­ჟე­ბი, მა­თი გან­ც­დე­ბი. ინ­ს­ცე­ნი­რე­ბის გა­თა­მა­შე­ბას, ასე­ვე, თე­რა­პი­უ­ლი ფუნ­ქ­ცია აკის­რია, პერ­სო­ნა­ჟე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბი­სას ბავ­შ­ვი სა­კუ­თარ თავს გა­მო­ხა­ტავს. მის­თ­ვის თა­მა­ში ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი პრო­ცე­სია, ამი­ტომ, თა­მა­შის ელე­მენ­ტე­ბის შე­მო­ტა­ნით, ვცა­დე სა­სარ­გებ­ლო და სა­სურ­ვე­ლი და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა ერ­თ­მა­ნეთ­თან და ბავ­შ­ვებ­ში მო­ტი­ვა­ცია გა­მე­ზარ­და.

ვი­დე­ო­გა­და­ცე­მას, ყო­ველ­დღე, კი­დევ ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა ახ­ლ­და – ბავშვს უნ­და და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ზღა­პა­რი თა­ვი­სი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ით. ამა­საც, ისევ და ისევ,ზღა­პარ­თე­რა­პი­ის ფუნ­ქ­ცია ჰქონ­და — რო­ცა ბავ­შ­ვი თა­ვი­სი ფან­ტა­ზი­ით ას­რუ­ლებს ზღა­პარს, ამ დროს მას გად­მო­აქვს ქვეც­ნო­ბი­ერ­ში დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბი, ში­შე­ბი, გან­ც­დე­ბი, რაც ასიტყ­ვებს და ახ­დენს გან­ტ­ვირ­თ­ვას.

პრო­ექ­ტ­მა თა­ვი­სი მი­სია შე­ას­რუ­ლა, რად­გან სა­ჭი­რო დროს და­ი­გეგ­მა და ათა­სო­ბით ბავ­შ­ვის ყუ­რადღე­ბა გა­და­ი­ტა­ნა სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცეს­ზე, რო­გო­რი­ცაა: ზღაპ­რის მოს­მე­ნა, ზღაპ­რის დას­რუ­ლე­ბა, ახა­ლი ზღაპ­რის გა­მო­გო­ნე­ბა, პერ­სო­ნა­ჟე­ბის დამ­ზა­დე­ბა და შემ­დეგ, თე­ატ­რა­ლურ გა­თა­მა­შე­ბებ­ში მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა. კონ­კურ­სის ბო­ლოს, „ელ­ფის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ“ ბავ­შ­ვებს დი­დი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უცხა­და და ორი­გი­ნა­ლუ­რი ნაშ­რო­მე­ბის ავ­ტო­რე­ბი – 40 მოს­წავ­ლე – სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი­თა და სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა.

ეს იყო ბავ­შ­ვე­ბის, მშობ­ლე­ბის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის დი­დი ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კონ­კურ­სი. ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­მოს­ვ­ლის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, უამ­რავ შეტყო­ბი­ნე­ბას ვღე­ბუ­ლობ­დი ბავ­შ­ვე­ბის­გან, მა­თი მშობ­ლე­ბის­გან. მას­წავ­ლებ­ლე­ბი მწერ­დ­ნენ, რომ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს და­მა­ტე­ბით რე­სურ­სად იყე­ნებ­დ­ნენ ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­სა და ქარ­თულ ენა­ში.

???რჩე­ვე­ბი

ახ­ლა კი, რამ­დე­ნი­მე რე­კო­მენ­და­ცია მას­წავ­ლებ­ლებს და მშობ­ლებს, ვი­საც გა­უჩ­ნ­და სურ­ვი­ლი, ზღა­პარ­თე­რა­პია გა­მო­ი­ყე­ნოს ბავ­შ­ვებ­თან, მით უმე­ტეს, რომ პან­დე­მია ისევ გრძელ­დე­ბა და ბავ­შ­ვე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ისევ მოკ­ლე­ბუ­ლია სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბას:

?? გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ზღაპ­რის მი­წო­დე­ბა სრუ­ლი­ად უსაფ­რ­თხოა, რად­გან ყვე­ლა ზღა­პარს თა­ვი­სი პერ­სო­ნა­ჟი ჰყავს, მარ­თა­ლია, ის შე­იძ­ლე­ბა თვი­სე­ბე­ბით ჰგავ­დეს ბავშვს, მაგ­რამ ის სხვაა. ბავ­შ­ვი ფიქ­რობს, რომ ეს ზღა­პა­რი მას­ზე არაა, არა­მედ სხვა ადა­მი­ან­ზეა და ის მხო­ლოდ მსმე­ნე­ლია და ცდი­ლობს გაჰ­ყ­ვეს პერ­სო­ნაჟს, ნა­ხოს რო­გორ წყვეტს ის პრობ­ლე­მებს, რაც სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­შიც ეხ­მა­რე­ბა.

?? წა­უ­კითხეთ ზღაპ­რე­ბი უწყი­ნარ, ცბი­ერ და მტა­ცე­ბელ ცხო­ვე­ლებ­ზე, რად­გან ყვე­ლა ზღა­პა­რი სა­ინ­ტე­რე­სოა, ეს ინ­ტე­რე­სი ბავშვს ით­რევს გა­ი­გოს, რო­გორ გა­დაჭ­რის პერ­სო­ნა­ჟი პრობ­ლე­მას და სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რაც გა­უ­ად­ვილ­დე­ბა

?? თუ ბავშვს ქცე­ვი­თი პრობ­ლე­მა აქვს, წა­უ­კითხეთ ზღაპ­რე­ბი, სა­დაც პერ­სო­ნა­ჟე­ბის კარგ და ცუდ საქ­ცი­ელ­ზეა მოთხ­რო­ბი­ლი. ზღა­პა­რი მას სა­ჭი­რო სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და­ა­ფიქ­რებს.

?? თუ ბავშვს  თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უჭირს და კონ­ფ­ლიქ­ტუ­რია, მო­ი­ფიქ­რეთ ზღა­პა­რი და შე­მო­იყ­ვა­ნეთ ერ­თი პერ­სო­ნა­ჟი, რომ­ლის საქ­ცი­ე­ლი ძა­ლი­ან ემ­გ­ვა­ნე­ბა ბავ­შ­ვის საქ­ცი­ელს, შემ­დეგ სთხო­ვეთ, და­ეხ­მა­როს ამ პერ­სო­ნაჟს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში,  მსგავ­სი ზღაპ­რე­ბით, ის ის­წავ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბას თა­ნა­ტო­ლებ­თან, მი­ი­ღებს გა­მოც­დი­ლე­ბას…

?? წა­უ­კითხეთ ბავ­შ­ვებს, ძი­ლის წინ, მოკ­ლე ზღაპ­რე­ბი, ის გაგ­რ­ძე­ლე­ბას იპო­ვის ბავ­შ­ვის გო­ნე­ბა­ში, რაც შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბას და ფან­ტა­ზი­ას გა­ნა­ვი­თა­რებს.

?? გა­მო­ყა­ვით დრო და ზღაპ­რე­ბი მო­არ­გეთ ბავ­შ­ვის პრობ­ლე­მებს, თა­ვა­დაც შეთხ­ზეთ ის­ტო­რი­ე­ბი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვის შფოთ­ვას ჰგავს, შე­მო­იყ­ვა­ნეთ ზღა­პარ­ში უცხო პერ­სო­ნა­ჟი, მო­უ­ყე­ვით მი­სი თავ­გა­და­სა­ვა­ლი,  რო­მე­ლიც, ნა­წი­ლობ­რივ, ბავ­შ­ვის პრობ­ლე­მე­ბით იქ­ნე­ბა  დატ­ვირ­თუ­ლი. მი­ე­ცით ფიქ­რის დრო, და­ეხ­მა­როს პერ­სო­ნაჟს პრობ­ლე­მის გა­დაწყ­ვე­ტა­ში.

?? ზღაპ­რე­ბის წა­კითხ­ვის შემ­დეგ, სთხო­ვეთ გა­მოთ­ქ­ვას აზ­რი, ჰკითხეთ: რო­გორ უნ­და მოქ­ცე­უ­ლი­ყო პერ­სო­ნა­ჟი ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში? სხვა და­სას­რუ­ლი რომ ჰქო­ნო­და ზღა­პარს, თა­ვად რო­გორ და­ას­რუ­ლებ­და?

?? და­ეხ­მა­რეთ ბავშვს, შექ­მ­ნას ზღაპ­რის პერ­სო­ნა­ჟი ფე­რა­დი ქა­ღალ­დით ან პლას­ტი­ლი­ნით და სპონ­ტა­ნუ­რად გა­ი­თა­მა­შოს ინ­ს­ცე­ნი­რე­ბა, თა­ვად მო­ი­ფიქ­როს დი­ა­ლო­გი. ამ დროს, ის თა­ვის გან­ც­დებს გა­ა­სიტყ­ვებს და ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბა.

?? გახ­დით  ბავ­შ­ვის მი­ერ და­გეგ­მი­ლი ინ­ს­ცე­ნი­რე­ბის ერთ-ერ­თი მო­ნა­წი­ლე, ეს ხელს შე­უწყობს თქვენს და­ახ­ლო­ე­ბას ბავ­შ­ვ­თან.

?? თუ ბავ­შ­ვი თქვენ­თან სა­უ­ბარს გა­ურ­ბის და მას­თან შე­უძ­ლე­ბე­ლია რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­უ­ბა­რი, ამ დროს, წა­უ­კითხეთ ზღა­პა­რი, იმ­ს­ჯე­ლეთ, ამ­ს­ჯე­ლეთ, მო­უ­ყე­ვით, შეს­თა­ვა­ზეთ და­ხა­ტოს, გა­მო­ძერ­წოს, და­ამ­ზა­დოს სა­თა­მა­შო. ამ დროს ყვე­ლა გან­საც­დე­ლი გა­და­დის პერ­სო­ნაჟ­ზე.

?? წა­უ­კითხეთ  ზღაპ­რე­ბი და ამოგ­ზა­უ­რეთ იმ სამ­ყა­რო­ში, სა­დაც თავს წარ­მო­იდ­გენს გმი­რად, პრინ­ცად ან პრინ­ცე­სად, გო­ლი­ა­თად, კონ­კი­ად ან ნა­ცარ­ქე­ქი­ად.

?? თუ გსურთ ბავშვს მო­უხ­ს­ნათ ში­შე­ბი, გა­მო­ი­ყე­ნეთ ჯა­დოს­ნუ­რი ზღაპ­რე­ბი. ამ დროს თქვენ შეძ­ლებთ გან­ც­დე­ბის მრა­ვალ­ჯე­რად მო­დე­ლი­რე­ბას და ბავ­შ­ვი სტრე­სე­ბი­სად­მი გამ­ძ­ლე გახ­დე­ბა.

?? ზღაპ­რის წა­კითხ­ვი­სას, ისა­უბ­რეთ სა­ში­ში ხმით, პერ­სო­ნა­ჟი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. გა­მო­ი­ყე­ნეთ სხვა­დას­ხ­ვა ინ­ტო­ნა­ცია და სა­ში­ში ზღა­პა­რი ბო­ლოს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ას­რუ­ლეთ.

?? თუ გვინ­და, ბავშვს თა­ვი­სი ში­ნა­გა­ნი გან­ც­დე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ, წა­უ­კითხეთ სა­ავ­ტო­რო ზღაპ­რე­ბი, სა­დაც მრავ­ლა­დაა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, გრძნო­ბე­ბი, ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი.

?? შე­არ­ჩი­ეთ ისე­თი ზღაპ­რე­ბი, რო­მე­ლიც ახ­ლო­საა ბავ­შ­ვის სქეს­თან, ასაკ­თან, ხა­სი­ათ­თან.

??მო­ი­გო­ნეთ ზღაპ­რე­ბი და გმირს მი­ა­წე­რეთ ყვე­ლა ის გან­ც­და, რაც ბავშვს იმ დროს აწუ­ხებს. ბო­ლოს გმი­რი უნ­და მიხ­ვ­დეს თა­ვის არას­წორ საქ­ცი­ელს და გა­მო­ას­წო­როს. ამის შემ­დეგ, და­ტო­ვეთ ბავ­შ­ვი თა­ვის თავ­თან. დაე იფიქ­როს, რად­გან ზღა­პა­რი, ად­რე თუ გვი­ან, შე­აღ­წევს მის სულ­ში.

?? გა­ი­თა­მა­შეთ სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი თო­ჯი­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით, ბავ­შ­ვი ეც­დე­ბა, თო­ჯი­ნის დახ­მა­რე­ბით, სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი გა­მო­ამ­ჟ­ღა­ვ­ნოს.

?? გა­მო­ი­ყე­ნეთ სა­თა­მა­შო მა­რი­ო­ნე­ტე­ბი, სა­თი­თუ­რა სა­თა­მა­შო­ე­ბი, ისე რო­გორც ჩემს ვი­დე­ო­ებ­შია.

იხილეთ ბმული 

წა­უ­კითხეთ ზღაპ­რე­ბი ბავ­შ­ვებს და მერ­წ­მუ­ნეთ, რაც არ უნ­და მოხ­დეს ზღა­პარ­ში,

ბავ­შ­ვი მშვი­დად იქ­ნე­ბა, რად­გან ყვე­ლა ზღა­პარს კარ­გი და­სას­რუ­ლი აქვს.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები