19 აპრილი, პარასკევი, 2024

მე მინ­და, თვი­თონ გა­ვა­კე­თო არ­ჩე­ვა­ნი – ვიცხოვ­რო თუ მხო­ლოდ თა­ვი და­ვიც­ვა

spot_img

„სამ­წუ­ხა­როდ, 19-დან ბევ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი კვლავ ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში აგ­რ­ძე­ლებს სას­წავ­ლო პრო­ცესს, ჩვე­ნი სურ­ვი­ლი კი ისაა, რომ სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა ჩვე­ულ რე­ჟიმს და­უბ­რუნ­დეს, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, თუმ­ცა მხო­ლოდ შე­დე­გის­კენ ვი­ხე­დე­ბით, მა­ნამ­დე კი პა­ტარ-პა­ტა­რა, მაგ­რამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მაა სა­ჭი­რო.

ჩვენ ვხარ­ჯავთ დროს, ნერ­ვებს, ენერ­გი­ა­სა და ფულს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც მიგ­ვა­ჯაჭ­ვავს და და­მო­კი­დე­ბულს გვხდის ტექ­ნი­კი­სად­მი (ლეპ­ტო­პი, კომ­პი­უ­ტე­რი, ტე­ლე­ფო­ნი), ვი­ნად­გუ­რებთ მხედ­ვე­ლო­ბას და მას­თან ერ­თად, ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას. და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბიც, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც ზე­და ფე­ნას ჰგო­ნია, რომ ასე უკე­თე­სია, რომ ზუ­მი უსაფ­რ­თხოა. კი, ზუ­მი ნამ­დ­ვი­ლად უსაფ­რ­თხო გზაა ახალ­გაზ­რ­დე­ბის დეგ­რა­და­ცი­ის­თ­ვის.

იდეა კი შემ­დე­გია — ზუმს აქვს ერ­თი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მარ­ტი­ვი ფუნ­ქ­ცია, ფო­ტოს და­ყე­ნე­ბა (ფო­ტო პოსტს თან ახ­ლავს), ამი­ტომ შეგ­ვიძ­ლია, ხმა­უ­რი გა­მო­ვიწ­ვი­ოთ და პრობ­ლე­მის სიცხა­დე მე­ტად და­ვა­ნა­ხოთ, რომ ეგებ თა­ვი­ანთ ტვი­ნებ­ში რა­ღაც გა­უ­ნათ­დეთ (ლექ­ტო­რე­ბი არა­ფერ შუ­ა­ში არი­ან, მაგ­რამ რაც მეტ­ნი ვიქ­ნე­ბით, მე­ტად შე­სამ­ჩ­ნე­ვე­ბი ვიქ­ნე­ბით და პრობ­ლე­მის სიმ­წ­ვა­ვე ზემ­დ­გომ ფე­ნამ­დეც მი­ვა).

კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან გა­მო­დით!

და გა­იხ­სე­ნეთ, რომ სწავ­ლა აუდი­ტო­რი­ებ­ში ჯერ 15 სექ­ტემ­ბერს იწყე­ბო­და, შემ­დეგ პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს, შემ­დეგ კი – 19 ოქ­ტომ­ბერს.

გა­იხ­სე­ნეთ, რამ­დენ­ჯერ მოტყუვ­დით.

თუ ფიქ­რობთ, რომ ამ პლატ­ფორ­მით თქვენ­ზე ზრუ­ნა­ვენ, მა­შინ კა­რი ღიაა, მაგ­რამ პირ­ბა­დის გა­კე­თე­ბა არ და­გა­ვიწყ­დეთ.

ყვე­ლამ სა­კუ­თა­რი წვლი­ლი უნ­და შე­ვი­ტა­ნოთ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად!

ჩვენ რო­ბო­ტე­ბი არ ვართ!“

 

იდე­ის ავ­ტო­რი: კა­ხა გარ­ბა­ნე­ლი­ძე

ფო­ტოს ავ­ტო­რი: ერეკ­ლე ფო­ლა­დიშ­ვი­ლი

 

 

 

ამ გან­ცხა­დე­ბას ერთ-ერ­თი სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა ავ­რ­ცე­ლებს. ბუ­ნებ­რი­ვია, მას მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბიც გა­მო­უჩ­ნ­დე­ბი­ან და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბიც. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ახ­ლა მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე მე­ტი აღ­მოჩ­ნ­დეს, რად­გან დღეს ქვე­ყა­ნა­ში, მძი­მე ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნო­მერ პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბის დაც­ვაა. მაგ­რამ, სტუ­დენ­ტე­ბის მოთხოვ­ნას, მის­ცენ აუდი­ტო­რი­ებ­ში სწავ­ლის უფ­ლე­ბა, რო­გორც მათ­თან სა­უბ­რი­სას გა­ვარ­კ­ვიე, ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბიც აქვს. რა­ტომ ითხო­ვენ სტუ­დენ­ტე­ბი პი­რის­პირ სწავ­ლე­ბას და რე­ა­ლუ­რად რა პრობ­ლე­მე­ბი აიძუ­ლებს მათ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სა­პირ­წო­ნედ და­დონ გა­ნათ­ლე­ბა, ამის გარ­კ­ვე­ვა მოძ­რა­ო­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თან, მა­რი­ამ დი­მიტ­რა­ძეს­თან შე­ვე­ცა­დე.

მა­რი­ა­მი ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თ­ლის სკო­ლის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტია. პან­დე­მი­ის დროს, გა­ზაფხუ­ლის სე­მეს­ტ­რ­ზე, რო­ცა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მთლი­ა­ნად გა­და­ვი­და დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე, ის ქო­ბუ­ლეთ­ში, თა­ვის საცხოვ­რე­ბელ ად­გილს და­უბ­რუნ­და და სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა სახ­ლი­დან მო­უ­წია. თუმ­ცა, რო­გორც გვიყ­ვე­ბა, ეს თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რად­გან სახ­ლ­ში მას უწყ­ვე­ტი ინ­ტერ­ნე­ტი არ აქვს, ვერც პრო­ვა­ი­დე­რებ­მა უზ­რუნ­ველ­ყ­ვეს ინ­ტერ­ნე­ტის შეყ­ვა­ნა და დარ­ჩა სტუ­დენ­ტი ტე­ლე­ფო­ნის ამა­რა, რის გა­მოც, ხში­რად მო­უ­წია ინ­ტერ­ნეტ პა­კე­ტე­ბის ყიდ­ვა და ამა­ში ბევ­რი ფუ­ლიც გა­და­ი­ხა­და. მი­სი აზ­რით, მთა­ვა­რი ამ ამ­ბავ­ში ის არის, რომ ასე ფრაგ­მენ­ტუ­ლად, ტე­ლე­ფო­ნით, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა (ხა­რის­ხი­ან­ზე სა­ერ­თოდ ზედ­მე­ტია სა­უ­ბა­რი) თით­ქ­მის შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და.

მა­რი­ა­მი ამ­ბობს, რომ წელს, ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბი­სას, სა­ხელ­მ­წი­ფომ ისე მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ სტუ­დენ­ტე­ბის აზ­რი არც კი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბია.

„ჩვე­ნი მოთხოვ­ნა თა­ვი­დან­ვე იყო, რომ  სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის მო­ე­ცათ არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, ონ­ლა­ინ გვეს­წავ­ლა თუ აუდი­ტო­რი­ებ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ მო­დე­ლი, რო­მე­ლიც გა­ვუგ­ზავ­ნეთ სა­მი­ნის­ტ­როს. შეხ­ვედ­რე­ბის რე­ჟიმ­ში, ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბა სა­მი­ნის­ტ­რო­საც გა­ვა­ცა­ნით და გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხურ­საც. მათ ეს მო­დე­ლი მო­ი­წო­ნეს და გვითხ­რეს, რომ შე­იძ­ლე­ბა სავ­სე­ბით  ლო­გი­კუ­რი და გა­მო­სა­დე­გი მო­დე­ლი ყო­ფი­ლი­ყო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თ­ვის.

მო­დე­ლი გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ სტუ­დენ­ტებს, ვი­საც არ შე­უძ­ლი­ათ ამ რთულ  სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დ­ნენ, ან სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც რისკ-ჯგუფს გა­ნე­კუთ­ნე­ბი­ან, ან, უბ­რა­ლოდ, იმ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­საც  ეში­ნი­ათ ვი­რუ­სის და ერი­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქტს, ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვ­ლას და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სი­ა­რულს, სახ­ლ­ში დარ­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცე­მო­დათ. რე­ა­ლუ­რად, ეს მო­დე­ლი სწავ­ლის  პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში წარ­მარ­თ­ვას გუ­ლის­ხ­მობ­და –  რო­გორც ონ­ლა­ინ, ისე აუდი­ტო­რი­ებ­ში.

იმ სტუ­დენ­ტებს კი, ვი­საც სურ­ვი­ლი გვქონ­და, დის­ტან­ცი­ის დაც­ვით, ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცი­ი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ის ზედ­მი­წევ­ნით შეს­რუ­ლე­ბით, სწავ­ლა აუდი­ტო­რი­ებ­ში გაგ­ვეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვ­ცე­მო­და. სა­მი­ნის­ტ­როს ეს აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რად­გან ძა­ლი­ან ბევრ სტუ­დენტს აქვს ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა და მათ ამის შე­სა­ხებ იცი­ან. თით­ქ­მის არ არ­სე­ბობს სტუ­დენ­ტი, რო­მელ­საც გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის პრობ­ლე­მა მა­ინც არ შე­უქ­მ­ნა დის­ტან­ცი­ურ­მა სწავ­ლე­ბამ. რაც მთა­ვა­რია, სწავ­ლა­ში, ამ პი­რო­ბებ­შიც კი, ჩვენ ფულს ისევ ვიხ­დით, რო­გორც აქამ­დე ვიხ­დი­დით. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ბი­უ­ჯეტ­ში ჩვე­ნი წვლი­ლი შეგ­ვაქვს. სწო­რედ ამი­ტომ უნ­და მოგ­ვე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ჩვენ თვი­თონ მი­ვი­ღოთ  – რა გვირ­ჩ­ევ­ნია. მცი­რეწ­ლოვ­ნე­ბი ხომ არ ვართ, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი არის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რომ­ელსაც სერ­ვის­ისთ­ვის თან­ხას ვუხ­დით.  ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, სერ­ვი­სი უნ­და მი­ვი­ღოთ სრულ­ყო­ფი­ლად, მაგ­რამ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ეს სერ­ვი­სი არ მაკ­მა­ყო­ფი­ლებს, მა­შინ გა­და­სა­ხა­დი მა­ინც უნ­და შეგ­ვიმ­ცი­რონ. სამ­წუ­ხა­როდ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როც და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბიც, რო­გორც ჩანს, გვი­ყუ­რე­ბენ, რო­გორც მცი­რეწ­ლო­ვან ბავ­შ­ვებს და ჩვენ ნაც­ვ­ლად, თა­ვად იღე­ბენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს და გვას­წავ­ლი­ან პრო­ფე­სი­ებს კი არა, იმას, თუ რო­გორ მო­ვიქ­ცეთ.

თუმ­ცა, ჩვენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს მის­ცეს არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მაც ამა­შია  – ჩვენ შე­სა­ხებ ,ჩვენ გა­რე­შე, მი­ღე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­ში, ჩვე­ნი აზ­რი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს, არა­ვინ გვე­კითხება რა გვინ­და და რატომ.  სის­ტე­მაა ასე­თი  — გვკარ­ნა­ხო­ბენ ჩვენ­თ­ვის რა არის უკე­თე­სი ისე, რომ არც ჩვენს სა­ჭი­რო­ე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ და არც ჩვე­ნი აზ­რი აინ­ტე­რე­სებთ.

მე მინ­და აუდი­ტო­რი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ასე გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი ვა­დით სახ­ლ­ში ჯდო­მა და იმის ლო­დი­ნი, ვაქ­ცი­ნა რო­დის შე­იქ­მ­ნე­ბა, ჩემ­თ­ვის აბ­სურ­დია და, სა­მო­მავ­ლოდ, არა­ნა­ირ პერ­ს­პექ­ტი­ვას არ მაძ­ლევს. შე­საძ­ლოა, 4 წლით გა­მომ­კე­ტონ…  და მარ­თ­ლა თუ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ვი­რუს­თან თა­ნაცხოვ­რე­ბა უნ­და ვის­წავ­ლოთ, მოგ­ვ­ცენ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ვის­წავ­ლოთ. მე მინ­და, თვი­თონ გა­ვა­კე­თო არ­ჩე­ვა­ნი – ვიცხოვ­რო თუ მხო­ლოდ თა­ვი და­ვიც­ვა.“

სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის მი­ზა­ნი მის სახე­ლ­წო­დე­ბა­ში­ვეა გაცხა­დე­ბუ­ლი – „სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“.  მა­თი სურ­ვი­ლი აუდი­ტო­რი­ა­ში ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბაა, თუმ­ცა, მა­რი­ა­მის თქმით, ამ პი­რო­ბებ­ში, სა­ერ­თოდ გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა დგე­ბა კითხ­ვის ნიშ­ნის ქვეშ, არა­თუ ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა. სა­მარ­თ­ლის სკო­ლის სტუ­დენ­ტი სვამს კითხ­ვას – „რო­გორ მი­ვი­ღოთ ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის ფონ­ზე მა­შინ, რო­ცა სტუ­დენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას არა აქვს არც კომ­პი­უ­ტე­რი და არც ინ­ტერ­ნე­ტი?“ ამ­ბობს, რომ,  სამ­წუ­ხა­როდ, სტუ­დენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა, ვი­საც მა­ღალ­მ­თი­ან სოფ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა მო­უ­წი­ა, გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა აღ­მოჩ­ნ­დ­ა, რად­გან, „უმ­რავ­ლე­სო­ბას არა აქვს არც ტექ­ნი­კა და არც უწყ­ვე­ტი ინ­ტერ­ნე­ტი. იცის ვინ­მემ რამ­დენ­მა სტუ­დენ­ტ­მა შე­ი­ჩე­რა ამის გა­მო სტა­ტუ­სი? ან შე­უ­ჩე­რეს. ახალ­გაზ­რ­დებ­მა და­კარ­გეს სამ­სა­ხუ­რი და ვე­ღარ იხ­დი­ან სწავ­ლის გა­და­სა­ხადს. შე­უძ­ლე­ბე­ლია ასეთ რე­ა­ლო­ბა­ში სტუ­დენ­ტებს უთხ­რა, რომ ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მე­ტიც, უხერ­ხუ­ლია, რად­გან უმ­რავ­ლე­სო­ბას  სა­ერ­თოდ არა­ნა­ირ სწავ­ლე­ბა­ზე არ მი­უწ­ვ­დე­ბა ხე­ლი. სა­ხელ­მ­წი­ფოს არც ჩვე­ნი აზ­რი და არც ჩვე­ნი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი არ აინ­ტე­რე­სებს. მე პი­რა­დად ვი­დე­ქი ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე, რო­ცა პან­დე­მი­ის დროს, გა­სულ სას­წავ­ლო წელს, ქო­ბუ­ლეთ­ში, ჩემს სახ­ლ­ში დავ­ბ­რუნ­დი,  იქ კი არ მაქვს უწყ­ვე­ტი ინ­ტერ­ნე­ტი. სახ­ლ­ში ინ­ტერ­ნე­ტიც კი ვერ შე­ვიყ­ვა­ნე, რად­გან რამ­დენ­ჯე­რაც დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა პრო­ვა­ი­დერ­თან, იმ­დენ­ჯერ რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე დამ­ტო­ვეს. და ეს მხო­ლოდ ჩემს თავს არ ხდე­ბა, მა­სობ­რი­ვი პრობ­ლე­მაა, ძა­ლი­ან ბევრ ოჯახს არ აქვს  ინ­ტერ­ნე­ტი შეყ­ვა­ნი­ლი. ამა­ზე ვინ­მეს ხომ უნ­და ეზ­რუ­ნა ან, უბ­რა­ლოდ, ეფიქ­რა, რომ ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აუცი­ლებ­ლად აღ­მოჩ­ნ­დე­ბო­და დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა. თუ გა­ი­ძუ­ლე­ბენ,  რომ ონ­ლა­ინ რეჟ­იმით ვის­წავ­ლოთ, მა­შინ ხე­ლი უნ­და შეგ­ვიწყონ, მი­ნი­მუმ ინ­ტერ­ნე­ტი მა­ინც უნ­და გვქონ­დეს. რა­ი­მე ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი ხომ უნ­და გა­და­ედ­გა სა­ხელ­მ­წი­ფოს — პა­სუ­ხის­მ­გე­ბელ და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღებ პი­რებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. კი ბა­ტო­ნო, ვი­ყი­დე ინ­ტერ­ნეტ პა­კე­ტი და ჩავ­რ­თე ტე­ლე­ფო­ნი, მაგ­რამ, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ტე­ლე­ფო­ნით ფრაგ­მენ­ტუ­ლად მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი? ტე­ლე­ფო­ნით რომ მსურ­დეს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, მა­შინ იუთუ­ბის არხს ჩავ­რ­თავ და ვუ­ყუ­რებ ვი­დე­ოს და, რაც მთა­ვა­რია, ამა­ში თან­ხა­საც არ გა­და­ვიხ­დი.“

რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიღ­მა და რო­გორ მი­დის სას­წავ­ლო პრო­ცე­სი  უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში? მა­რი­ამ დი­მიტ­რა­ძე, ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას, ამ­ბობს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ისევ იძუ­ლე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბი აამუ­შა­ვეს, რად­გან აიძუ­ლე­ბენ სტუ­დენ­ტებს, იარონ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, თუნ­დაც პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თ­ვის და არა­ვინ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა იმით, რო­გორ უნ­და მო­ა­ხერ­ხოს რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ­მა სტუ­დენ­ტ­მა, ერ­თი საგ­ნის­თ­ვის (რად­გან რე­ა­ლუ­რად პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი სწო­რედ ერთ სა­გან­ში შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სტუ­დენტს), თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, ორ დღე­ში? „ამა­ზე არც არა­ვის უფიქ­რია და არც არა­ვის უსა­უბ­რია. ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი სტუ­დენ­ტი დაგ­ვი­კავ­შირ­და, გა­მოგ­ვეხ­მა­უ­რა. გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ამ კუთხით სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნათ. სამ­წუ­ხა­როა, რომ აქაც ჩვე­ნი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არა­ვინ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. ამი­ტო­მაც შევ­თა­ვა­ზეთ სა­მი­ნის­ტ­როს მო­დე­ლი, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ყვე­ლა სტუ­დენ­ტის ინ­ტე­რესს. ისე მი­დის სი­ტუ­ა­ცია, რომ სტუ­დენ­ტე­ბის გარ­და, სტუ­დენ­ტე­ბის პრობ­ლე­მებ­ი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის თე­მა­ტი­კით და რე­ა­ლუ­რად, იმ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და პრობ­ლე­მებ­ზე, რაც ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მი­ის ფონ­ზე მძვინ­ვა­რებს, არ ფიქ­რობენ.

ჩვე­ნი აზ­რი მხო­ლოდ ვიწ­რო წრის – უმ­ცი­რე­სო­ბის აზ­რი არ არის. ძა­ლი­ან ბევ­რი თა­ნა­მო­აზ­რე ახალ­გაზ­რ­და გვყავს, ვი­საც აუდი­ტო­რი­ა­ში სურს სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. ბევ­რი გვწერს, ყო­ველ­დღი­უ­რად, მხო­ლოდ ჩვე­ნი ახი­რე­ბა კი არ არის. ჯგუფ­ში, ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, 16 ათა­სი სტუ­დენ­ტი შე­იკ­რი­ბა და სუ­ლაც არ არის ეს ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი  რა­ო­დე­ნო­ბა.“ – გვითხ­რა მა­რი­ამ­მა.

პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, პი­რის­პირ სწავ­ლე­ბის­თ­ვის, სა­ხელ­მ­წი­ფო ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­ზა­დე­ბო­და, შე­მუ­შავ­და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, აუდი­ტო­რი­ებ­ში სტუ­დენ­ტ­თა უსაფ­რ­თხო სწავ­ლე­ბის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად ახა­ლი წე­სე­ბი დად­გინ­და. თუმ­ცა, კო­ვიდ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რიცხ­ვის ზრდას­თან ერ­თად, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა და სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა 1 ოქ­ტომ­ბ­რის­თ­ვის გა­მოცხად­და, შემ­დეგ ისევ 19 ოქ­ტომ­ბ­რამ­დე გა­და­ი­დო. არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში სტუ­დენ­ტე­ბის აუდი­ტო­რი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბას თვი­თონ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის რექ­ტო­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლიც აპ­რო­ტეს­ტებ­და. სა­მი­ნის­ტ­რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ისევ შეც­ვა­ლა და გა­მოცხად­და ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბა — ახლა სტუ­დენ­ტე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მხო­ლოდ პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად მივ­ლენ, ხო­ლო სწავ­ლის უმთავ­რე­სი ნა­წი­ლი დის­ტან­ცი­უ­რად წა­რი­მარ­თე­ბა. მა­რი­ა­მის და მი­სი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის მოთხოვ­ნა — და­აბ­რუ­ნონ აუდი­ტო­რი­ებ­ში, მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ერ­თ­გ­ვარ დი­ლე­მას ქმნის და სას­წორ­ზე დებს არ­ჩე­ვანს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა მარ­თ­ლა სა­ვა­ლა­ლო აღ­მოჩ­ნ­დეს, თუმ­ცა, სტუ­დენ­ტე­ბის ამ მოთხოვ­ნას მე­ო­რე მხა­რეც აქვს — გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი უთა­ნას­წო­რო­ბა. პან­დე­მი­ამ უთა­ნას­წო­რო­ბა კი­დევ უფ­რო გა­ამ­ძაფ­რა და უფ­რო მე­ტად ამო­ი­ტა­ნა ზე­და­პირ­ზე, თო­რემ, რე­ა­ლუ­რად, ის ჩვენს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ყო­ველ­თ­ვის იყო.

კი­დევ ერ­თი სა­კითხი, რო­მელ­ზეც სტუ­დენ­ტე­ბის ჯგუფს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ჰქონ­და სა­უ­ბა­რი, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის შემ­ცი­რე­ბა იყო. სა­მარ­თ­ლის სკო­ლის სტუ­დენ­ტი აცხა­დებს, რომ სწო­რედ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ის­წავ­ლა (ეკო­ნო­მი­კის პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ვალ ნა­წილ­ში), რომ ხა­რის­ხის შემ­ცი­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, უნ­და მცირ­დე­ბო­დეს სერ­ვი­სის თან­ხაც. „რა­ტომ არ მცირ­დე­ბა ჩვე­ნი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი? — კითხუ­ლობს მა­რი­ა­მი — ეს ხომ თვალ­ში­სა­ცე­მია და ბევ­რი კვლე­ვა არ სჭირდე­ბა იმის და­ნახ­ვას, რო­გორ და­ე­ცა სწავ­ლის ხა­რის­ხი“. ამ­ბობს, რომ ეს კითხ­ვა მან სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც და­უს­ვა, მაგ­რამ პა­სუ­ხი იყო ბუნ­დო­ვა­ნი და გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი. „სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ვერ გა­ვი­გე. და­ახ­ლო­ე­ბით, ასე­თი ში­ნა­არ­სის პა­სუ­ხი მი­ვი­ღე, რომ ეკო­ნო­მი­კა ვერ გა­უძ­ლებს მსგავს დარ­ტყ­მას, ძა­ლი­ან დი­დი თან­ხე­ბი და­ი­კარ­გე­ბა და ა.შ. სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ აქაც ისევ არ იფიქ­რა სტუ­დენ­ტებ­ზე და მათ ინ­ტე­რე­სებ­ზე. ჩვენ სა­ხელ­მ­წი­ფოს ნა­წი­ლი არ ვართ? ჩვენ რო­გორ გა­ვუძ­ლებთ ასეთ მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ დარ­ტყ­მას?  მა­ინ­ც­და­მა­ინც სტუ­დენ­ტე­ბის გა­და­სა­ხა­დე­ბი გა­და­არ­ჩენს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას? და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი – ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა ის, რა­ზეც ჩვენ და უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის მო­მენ­ტ­ში, შევ­თან­ხ­მ­დით. უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­საც მინ­და იგი­ვე ვკითხო: რა­ტომ არ მცირ­დე­ბა, სწავ­ლის ხა­რის­ხის შემ­ცი­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩვე­ნი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი?

50%-იანი გრან­ტი მაქვს, მაგ­რამ რო­გორ გა­და­ვი­ხა­დო დარ­ჩე­ნი­ლი 50%? იქ­ნებ, ამ კითხ­ვა­ზე გაგ­ვ­ცეს სა­ხელ­მ­წი­ფო­მაც და უნი­ვერ­სი­ტეტ­მაც პა­სუ­ხი, მით უფ­რო, რო­ცა გა­ნათ­ლე­ბას ახ­ლა ტე­ლე­ფო­ნით, ფრაგ­მენ­ტუ­ლად, ვი­ღებ. ძა­ლი­ან მოკ­ლედ კი, დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას ასე შე­ვა­ფა­სებ – პან­დე­მი­ის ფონზე გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ეს არის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ძა­ლი­ან წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბა!“

უმაღ­ლე­სი სწავ­ლე­ბის ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლი, სტუ­დენ­ტ­თა ნა­წი­ლის აზ­რით, ვერ პა­სუ­ხობს მათ მოთხოვ­ნებს და ვერც კო­ვი­დის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის გა­მოდ­გე­ბა დი­დად, მა­რი­ა­მის მსგავ­სად კი, ალ­ბათ, ბევ­რი სტუ­დენ­ტი ელის სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან პა­სუხს კითხ­ვ­აზე — რა­ტომ არ ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ხელ­მ­წი­ფო მათ სა­ჭი­რო­ე­ბებს, წარ­თ­მე­ულ არ­ჩე­ვან­ზე რომ აღარ­აფე­რი ვთქვათ. ცხა­დია, ეს ყვე­ლა სტუ­დენ­ტის აზ­რი არ არის და მე­ო­რე ნა­წი­ლის მოთხოვ­ნას, ვინც პი­რის­პირ სწავ­ლის დაწყე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­და, თა­ვი­სი სი­მარ­თ­ლე აქვს.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები