20 აპრილი, შაბათი, 2024

სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები, საჭიროების შემთხვევაში, ექიმებს კოვიდის მართვაში დაეხმარებიან

spot_img

28 ოქტომბერს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა განცხადება, რომ სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები გადამზადდებიან და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმებს კოვიდის მართვაში დაეხმარებიან.

მიხეილ ჩხენკელი: „დღეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს იმისთვის, რომ შეიქმნას ერთგვარი სამედიცინო პერსონალის რეზერვი და, საჭიროების შემთხვევაში, ისინი ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში და დაეხმარებიან ჩვენს ექიმებს.

მე დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს. ამ პროცესს დავიწყებთ და, მაქსიმუმ, ერთ კვირაში უკვე გვექნება ეს ბაზა სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების, რომლებმაც გაიარეს ეს სწრაფი ტრენინგი და, საჭიროების შემთხვევაში, იქნება სრული მზაობა, რომ ისინი ჩაერთონ პროცესში და დაეხმარონ ჩვენს ექიმებს.

მომზადების კურსი იქნება მრავალწახნაგიანი და სიტუაციიდან გამომდინარე, რაშიც დასჭირდებათ ჩვენს ექიმებს დახმარება, შესაბამისად, ჩვენი უფროსკურსელი სტუდენტები მათ ამაში დაეხმარებიან.“

იმავე დღეს მიხეილ ჩხენკელმა სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებთან და სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებთან გამართა სამუშაო შეხვედრა. მინისტრმა რექტორებს უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება და სამოქმედო გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ პროცესის ეფექტიანი მართვის მიზნით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც, პანდემიური სიტუაციის შესაბამისად, კოორდინაციას გაუწევს უფროსკურსელების გადამზადებასა და, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო პროცესში ჩართვას. შესაბამისად, შეიქმნება სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელთა ბაზა, რომლებსაც გავლილი ექნებათ გადამზადების სწრაფი კურსი.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები