აჭარაში ნამყოფი 2100 პედაგოგის ტესტირება დაიწყო

495

ამირან გამყრელიძე: პრემიერმა გააჟღერა, რომ ორი კვირით უნდა შეჩერდეს სწავლა დიდი ქალაქებში, სადაც მობილობა ყველაზე მეტია. ამ ეტაპზე, ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი დამხმარე იქნება ინფექციის შემდგომ შეკავებაში. ახლა ვიწყებთ გაფართოებულ ტესტირებას, დაახლოებით 2100-მდე მასწავლებელია ნამყოფი აჭარის ზღვის სანაპიროზე, ამ ზაფხულს, ყველა აღრიცხული გვყავს თითქმის, ყველას დაეგზავნა შესაბამისი ინფორმაცია და ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვას აქვს მათი სიები. აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან, მათ მოგვცეს იმ პედაგოგების სიები, ვინც იყვნენ აჭარის ზღვის სანაპიროზე, რაც მომატებული რისკ-ფაქტორი იყო წელს და ყველა ამ მასწავლებელს დღეს, ხვალ, ზეგ ტესტირება ჩაუტარდება. შემუშავებულია, ასევე სტრატეგია, 45000 მასწავლებლის ლაბორატორიულად რანდონული გამოკვლევის შესახებ, რათა დარწმუნებული ვიყოთ, როცა მასწავლებელი სკოლაში მიდის, ის არ არის ინფიცირების სტადიაში.

დატოვეთ კომენტარი