ვებსკოლა აბიტურიენტებისთვის

614

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აბიტურიენტებისთვის იწყებს ახალ პროექტს – „ვებსკოლას“ . პროექტი 4 მაისიდან 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება და ვებინარებზე დარეგისტრირებას მსურველები დღეიდან შეძლებენ – რეგისტრაციის მარტივი ფორმა ვებგვერდზე https://el.ge/ , ვებინარების ბლოკში, უკვე განთავსებულია.

პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლებისა და „ტელესკოლის“ დანერგვის შემდეგ, ახალი პროექტი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში გაუწევს დახმარებას.

📌 პროექტის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც პლატფორმა https://el.ge/ -ზე აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს.

📌თითოეული ვებინარის აუდიოჩანაწერი შეინახება და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება. გარდა ამისა, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, ღიად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, შეკითხვები, სურვილები და შენიშვნები, რაც განიხილება და გათვალისწინებული იქნება შემდგომი ვებინარების დაგეგმვისას.

ვებინარები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე  https://el.ge/webinars

დატოვეთ კომენტარი