29 მარტი, პარასკევი, 2024

თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“ აფართოებს

spot_img

თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“ აფართოებს და მასში დამატებით 230 ბენეფიციარს რთავს. მოლოდინის რეჟიმში მყოფი 230 ბავშვი პროგრამაში ეტაპობრივად წლის ბოლომდე ჩაერთვება.

კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მერიის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით გასულ წელს 1000 ბავშვისთვის გამოყოფილი დაფინანსება წელს 1230 ბენეფიციარამდე გაზარდა: „შარშან ჩვენ გავზარდეთ პროგრამით მოსარგებლეთა ასაკის ზედა ზღვარი 15-დან 18 წლამდე და ამან მნიშვნელოვანი შეღავათი მისცა ოჯახებს. პროგრამის ფარგლებში ყოველთვიურად ერთი ბავშვის დასაფინანსებლად გამოყოფილია 400 ლარი. პროგრამით მოსარგებლეები ასაკობრივ ჯგუფებად არიან დაყოფილი და მათ თვის განმავლობაში კომპლექსური თერაპიის 20 სეანსი უტარდებათ. სეანსები მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები