ღა­ლა­ტი თუ მო­ვა­ლე­ო­ბა

2479

„ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბა მარ­ტი­ვიც არის და რთუ­ლიც ერ­თ­სა და იმა­ვე დროს; ეს იმის­გან არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რა თვა­ლით შევ­ხე­დავთ…“ „ჩვენ კი გვგო­ნია, რომ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა, თა­ვი­სი გა­ნუ­ზო­მე­ლი გზნე­ბი­სა და სტი­ქი­უ­რი აზ­როვ­ნე­ბის წყა­ლო­ბით, იმ­დე­ნად წინ იყო წა­სუ­ლი, ან უკეთ, იმ­დე­ნად მაღ­ლა, რომ ჩვე­ნი კა­ბი­ნე­ტუ­რი მწიგ­ნობ­რო­ბა ვერც კი შეძ­ლებს იმის და­ნახ­ვას, რა­საც ჩვე­ნი პო­ე­ტი ხელ­შე­სა­ხე­ბად გა­ნიც­დი­და. ჩვენ მხო­ლოდ უნ­და ვიკ­ვ­ლი­ოთ ის ამო­ცა­ნე­ბი, რო­მე­ლიც ფშა­ვის მწვერ­ვა­ლე­ბი­დან ჩვენ­მა პო­ეტ­მა გად­მო­უ­ყა­რა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კი არა, — მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას. ამ ამო­ცა­ნა­თა შო­რის ის ძი­რი­თა­დი, რო­მე­ლიც მთელ თა­ნა­მედ­რო­ვე აზ­როვ­ნე­ბას და ამ­ბებს სა­ფუძ­ვ­ლად უდევს, არის ადა­მი­ა­ნი“ (ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლი, „რჩე­უ­ლი ნა­წე­რე­ბი“, 1965წ.)

ჩემს წე­რილ­ში მინ­და ვი­სა­უბ­რო ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას პო­ე­მა „სტუ­მარ-მას­პინ­ძ­ლის“ პერ­სო­ნაჟ ქალ­ზე — აღა­ზა­ზე. რო­ცა პო­ე­მას წა­ი­კითხავ, იბა­დე­ბა კითხ­ვა: აღა­ზა ზვი­ა­და­უ­რის და­ტი­რე­ბით ღა­ლა­ტობს ქმარს თუ მო­ვა­ლე­ო­ბას იხ­დის „ვაჟ­კა­ცის კარ­გის“ წი­ნა­შე? ამ კითხ­ვას რომ პა­სუ­ხი გავ­ცეთ, მივ­ყ­ვეთ ტექ­ს­ტის თხრო­ბას. რა­ტომ წა­ვი­და აღა­ზა ზვი­ა­და­უ­რის სიკ­ვ­დი­ლით დას­ჯის სა­ყუ­რებ­ლად? ის ხომ მი­სი ოჯა­ხი­სა და ქის­ტე­ბის მტე­რი იყო? ვა­ჟა გვე­უბ­ნე­ბა:

„ურიცხ­ვი კა­ცი და ქა­ლი

ჭა­ლა­ზე შე­მო­ე­ფი­ნა…“

„სიკ­ვ­დი­ლი ყვე­ლას გვა­ში­ნებს,

სხვას თუ ჰკვლენ, ცქე­რა გვწა­დი­ან.“

აქ ჩანს მთე­ლი თე­მის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა. აღა­ზაც მათ შო­რის არის, მით უმე­ტეს, რომ ზვი­ა­და­უ­რი მი­სი ქმრის სტუ­მა­რი იყო. რო­ცა ზვი­ა­და­უ­რი ვერ მოჰ­კ­ლა მტრის ხელ­მა, „გუ­ლი გუ­ლად­ვე რჩე­ბო­და“, ატირ­და ქა­ლი, მაგ­რამ ცრემ­ლე­ბი და­მა­ლა, რომ არა­ვის და­ე­ნა­ხა, ხალ­ხის უკან დად­გა. მარ­ტო გუ­ლი კი არ აუჩუყ­და,

„ფიქ­რობ­და ბრაზ­მო­რე­უ­ლი:

„ნე­ტა­ვი მომ­ცა ცუ­ლიო,

ნე­ტა­ვი ნე­ბას მაძ­ლევ­დეს

დე­და­კა­ცო­ბის რჯუ­ლიო,

რომ ეგ ვა­ცოცხ­ლო, სხვას ყვე­ლას

გა­ვაფ­რ­თხო­ბი­ნო სუ­ლიო.“

ეს უკ­ვე პრო­ტეს­ტია აღა­ზა­სი ქის­ტე­ბის მი­მართ, რაც გა­მო­იწ­ვია ზვი­ა­და­უ­რის ვაჟ­კა­ცურ­მა სიკ­ვ­დილ­მა. ქა­ლი მარ­ტო ხევ­სურს კი არა, მის ცოლ­საც თა­ნა­უგ­რ­ძ­ნობს, ებ­რა­ლე­ბა, რად­გან „ქმრის ტრფო­ბა გა­უც­ვ­დე­ბო­და“. თვი­თონ ქის­ტებ­მაც ხომ აღი­ა­რეს: „კარ­გი ვაჟ­კა­ცი ყო­ფი­ლაო“. რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, ქალს, დე­დას ბარ­ბა­რო­სუ­ლად მოკ­ლუ­ლი ვაჟ­კა­ცი არ შეს­ცო­დე­ბო­და და გულ­წ­რ­ფე­ლი ცრემ­ლით არ და­ე­ტი­რე­ბი­ნა.

ვა­ჟაც ამარ­თ­ლებს აღა­ზას საქ­ცი­ელს და ამ­ბობს:

„სიკ­ვ­დილ­სა გლო­ვა უხ­დე­ბა,

მკვდარ ძმას-ტი­რი­ლი დი­საო…“

მარ­ტო აღა­ზა კი არა,

„ზვი­ა­და­ურ­სა გლო­ვობ­და

შფოთ­ვა და ბორ­გ­ვ­ნა წყლი­საო,

ნი­ა­ვად ჩა­მო­ნა­დე­ნი

ოხ­ვ­რა მა­ღა­ლის მთი­საო.“

რო­გორც ვხე­დავთ, ბუ­ნე­ბა გლო­ვობს, თუმ­ცა ქალს ერი­დე­ბა:

„ერთ მხრივ ხათ­რი აქვს თე­მი­სა,

მე­ო­რით — ღმერ­თი აში­ნებს,

ქის­ტე­თის მტრი­სა მო­ზა­რეს

თავს რის­ხ­ვას გად­მო­ა­დი­ნებს.“

აღა­ზა გუ­ლით მოქ­მე­დებს. ის თავს ვალ­დე­ბუ­ლად თვლის, იგ­ლო­ვოს უჭი­რი­სუფ­ლო ვაჟ­კა­ცი. ქალ­მა იცის, რომ თე­მი ვერ გა­უ­გებს, შე­რის­ხავს, მო­ღა­ლა­ტედ ჩათ­ვ­ლის, რად­გან ზვი­ა­და­უ­რი სხვა რჯუ­ლის არის, თა­ნაც ქის­ტე­ბის მტე­რია. ამი­ტომ ღა­მეს ელო­დე­ბა, რომ გუ­ლი­ა­ნად და­ი­ტი­როს სტუ­მა­რი. ერთ ხანს ჯო­ყო­ლაც არ გახ­სე­ნე­ბია. მკვდარს მუხ­ლ­მოყ­რით და­ეყ­რ­დ­ნო, და­ი­ტი­რა, მე­რე სა­მი ბა­ლა­ნი ააჭ­რა, ჩი­ქი­ლის ტოტ­ში შე­ახ­ვია და რა მოხ­და? თით­ქოს მთე­ლი სამ­ყა­რო აუმ­ხედ­რ­და სხვი­სი ქმრის დამ­ტი­რე­ბელ ქალს. მკვდრე­ბი, მათ შო­რის მი­სი ძმა ება­რიც, უნა­მუ­სოო, მოს­დევ­დ­ნენ, უნა­მუ­სოს ეძახ­და მთე­ლი გა­რე­მო. იქ­ნებ მარ­თ­ლა უღა­ლა­ტა აღა­ზამ ჯო­ყო­ლას? იქ­ნებ მარ­თ­ლა უნა­მუ­სოა? ამ დროს ქმა­რი ხომ არ გახ­სე­ნე­ბია? ის ქა­ლი იყო და, შე­საძ­ლოა, გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად მო­ე­წო­ნა ზვი­ა­და­უ­რი. ეს თუ ასეა, მა­შინ რა­ტომ გა­უმ­ხი­ლა ქმარს სი­მარ­თ­ლე? იმა­ნაც ხომ უთხ­რა:

„იტი­რე?! მად­ლი გიქ­ნია,

მე რა გამ­გე ვარ მა­გი­სა?

დი­აცს მუ­და­მაც უხ­დე­ბა

გლო­ვა ვაჟ­კა­ცის კარ­გი­სა.“

ჯო­ყო­ლა კარ­გად იც­ნობს თა­ვის ცოლს, ის ვერ მო­ატყუ­ებს. ამი­ტომ სჯე­რა მი­სი გულ­წ­რ­ფე­ლო­ბის და შე­უ­ქო საქ­ცი­ე­ლი. ალ­ბათ, ამი­ტომ გა­ბე­და აღა­ზამ და მე­ო­რე დღეს მთის­კენ გა­რე­კა სა­ქო­ნე­ლი, რომ სა­საფ­ლა­ო­ზე სვა­ვე­ბი და ყორ­ნე­ბი და­ეფ­რ­თხო, რომ ზვი­ა­და­უ­რის გვა­მი მა­თი და­ჯიჯ­გ­ნი­სა­გან და­ეც­ვა. აქ გა­მოჩ­ნ­და მი­სი ქა­ლუ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბა მოკ­ლუ­ლი­სად­მი. ხევ­სუ­რი ხომ უცხო მი­წა­ზე მოკ­ვ­და ახ­ლობ­ლე­ბი­სა­გან და­უ­ტი­რე­ბე­ლი.

აღა­ზა არ შე­იძ­ლე­ბა მო­ღა­ლა­ტე იყოს. ან რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს მკვდა­რი შე­უყ­ვარ­დეს. მას ცოცხა­ლი ზვი­ა­და­უ­რის მი­მართ სიმ­პა­თია არ გას­ჩე­ნია. ვა­ჟას პერ­სო­ნა­ჟი ქა­ლი უზ­ნეო ვერ იქ­ნე­ბა. მის მი­მართ მკითხ­ველს პო­ე­მის და­საწყის­ში­ვე და­დე­ბი­თად გა­ნაწყობს, რო­ცა აღა­ზას პორ­ტ­რეტს ხა­ტავს:.„რო­გო­რაც ალ­ყა ტა­ნა­და, ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი ცით მოწყ­ვე­ტი­ლი“.

გრი­გოლ კიკ­ნა­ძე აღ­ნიშ­ნავს: „პო­ეტ­მა თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ად­გი­ლი არ მის­ცა ზნე­ობ­რი­ვად მდა­ბალ­სა და მდა­რეს. არ­სად მას ერ­თი სიტყ­ვაც კი არ დას­ც­დე­ნია ქვე­ნა გრძნო­ბა­თა აღ­გ­ზ­ნე­ბებ­ზე. ბუ­ნე­ბის შვი­ლი ცხოვ­რე­ბის ამ მხა­რეს არ ეხე­ბა. ქა­ლის სი­ლა­მა­ზეს ვა­ჟა ათას­ნა­ირ შე­და­რე­ბას უძებ­ნის… ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ქალს ადა­მი­ა­ნის ხე­ლი ქვე­ნა გრძნო­ბით ვერ შე­ე­ხე­ბა. მი­სი ქა­ლე­ბი მოკ­რ­ძა­ლე­ბის, ამაღ­ლე­ბუ­ლო­ბის გან­ც­დას ბა­დე­ბენ მკითხ­ველ­ში“. აღა­ზა ღირ­სე­უ­ლი ქა­ლია. ის ზვი­ა­და­ურ­ში მტერს კი არა, ადა­მი­ანს ხე­დავს. ხევ­სუ­რი მას ჯო­ყო­ლას მე­გობ­რად მი­აჩ­ნია:

„ცრემ­ლე­ბი შე­მი­წი­რია

იმ შე­ნი მე­გობ­რი­სა­და“ — ამ­ბობს.

აღა­ზა ერ­თ­გუ­ლია ქის­ტი­სა. მას ეამა­ყე­ბა ჯო­ყო­ლას ცო­ლო­ბა. მოკ­ლულ ქმარს

„ცრემლს ას­ხუ­რებ­და ხში­რა­და…

ეკე­რე­ბო­და გულ-მკერ­დ­ზე

ქმარს მარ­გა­ლი­ტის ღი­ლა­და.“

ქა­ლი ფიქ­რობს, რომ თა­ვი­ან­თი საქ­ცი­ე­ლით, ცოლ­მაც და ქმარ­მაც:

„ორ­თავ შევ­ცო­დეთ, ქის­ტებ­სა

მათ შა­მიჩ­ვე­ნეს ქმა­რია…

მე უფ­რო დი­დი ცოდ­ვა მაქვს,

უცხოს­თ­ვის ცრემ­ლი ვღვა­რია.“

აღა­ზამ ადა­მი­ა­ნუ­რი ვა­ლი მო­ი­ხა­და, მად­ლი ქნა, ხევ­სუ­რი რომ და­ი­ტი­რა. თემ­მა გა­წი­რა მი­სი ქმა­რი, ამი­ტომ მა­საც აღარ ედ­გო­მე­ბო­და მათ­თან და თა­ვი მდი­ნა­რე­ში და­იხ­რ­ჩო. ვა­ჟა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ლოც­ვით ეხ­მა­რე­ბა ქალს, რო­მე­ლიც მის­მა ღმერ­თ­მა არ და­ინ­დო.

„აღა­ზა გან­წი­რულ სტუ­მარს კი არა, ღირ­სე­უ­ლად გა­მოვ­ლე­ნილ ვაჟ­კაცს სტი­რის. მან ეს კა­ცი იდე­ა­ლუ­რად, ბო­ლო წუ­თებ­ში, მო­მაკ­ვ­და­ვი, არ­სე­ბი­თად მკვდა­რი, არა კა­ცი, არა­მედ არ­სი შე­იყ­ვა­რა, მან იხი­ლა ის, რაც, ალ­ბათ, უძი­ლო ღა­მე­ებ­ში წარ­მო­ედ­გი­ნა და ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ჯილ­დო-ქა­ლის ცრემ­ლი მი­ა­გო“ (თენ­გიზ წო­წო­ნა­ვა).

ვა­ჟა ჰუ­მა­ნის­ტია. მი­სი პერ­სო­ნა­ჟე­ბი: ჯო­ყო­ლა, ზვი­ა­და­უ­რი, აღა­ზა — ყვე­ლა უყ­ვარს, ყვე­ლა ღირ­სე­უ­ლია. ზვი­ა­და­ურს „ცით ჩა­მო­სულ სვეტს“ უწო­დებს და უცხო მხა­რე­ში უმოწყა­ლოდ და­საკ­ლა­ვად ვერ გა­ი­მე­ტებს უჭი­რი­სუფ­ლოდ, და­უ­ტი­რებ­ლად. „რა­კი ამ კა­ცის ფი­ზი­კუ­რი ლაშ­ქ­რო­ბა და გა­მარ­ჯ­ვე­ბა არ შედ­გა, სუ­ლი­ე­რი ლაშ­ქ­რო­ბა და გა­მარ­ჯ­ვე­ბა უნ­და შედ­გეს. აღა­ზა, სი­ნა­ნუ­ლით და­სუს­ტე­ბუ­ლი ქა­ლი, სწო­რედ სუ­ლი­ე­რი ლაშ­ქ­რო­ბის მო­ნა­პო­ვა­რია. ის არის გვირ­გ­ვი­ნი, რო­მელ­საც სამ­ყა­რო და პი­რა­დად გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­ტი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა გა­მარ­ჯ­ვე­ბულ ზვი­ა­და­ურს მი­ა­გებს“ (თენ­გიზ წო­წო­ნა­ვა).

აღა­ზა არ არის მო­ღა­ლა­ტე. ის ჯო­ყო­ლას ერ­თ­გუ­ლი ცო­ლია, ქა­ლია, რო­მე­ლიც ვალ­მოხ­დი­ლი მი­დის ამ ქვეყ­ნი­დან.

თა­მარ ჩხა­ი­ძე

სსიპ ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის №199 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

გამოყენებული ლიტერატურა:

ვახ­ტანგ რო­დო­ნაია, ნი­ნო ნა­კუ­დაშ­ვი­ლი, ავ­თან­დილ არა­ბუ­ლი, მა­რი­ნე ხუ­ციშ­ვი­ლი, ლა­ლი და­თაშ­ვი­ლი — ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, მე-11 კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „სწავ­ლა­ნი“, 2012 წ.

ვახ­ტანგ კო­ტე­ტიშ­ვი­ლი — „რჩე­უ­ლი ნა­წე­რე­ბი“, თბი­ლი­სი , 1965წელი.

გრი­გოლ კიკ­ნა­ძე — „ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბა“.

თბი­ლი­სი, 1957წ.

თენ­გიზ წო­წო­ნა­ვა — „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი სკო­ლა­ში“, 2009წ.

დატოვეთ კომენტარი