29 მარტი, პარასკევი, 2024

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ENQA-ს წევ­რო­ბის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა

spot_img

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პას­თან ასო­ცი­რე­ბის დღის წეს­რი­გით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, ბო­ლო სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის (ENQA) წევ­რო­ბი­სათ­ვის, რაც გუ­ლის­ხ­მობს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნას და წევ­რო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლას.
ოქ­ტომ­ბ­რის ბო­ლოს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­ვა ENQA-ს შემ­ფა­სე­ბელ­თა მი­სია, რო­მე­ლიც შე­ა­ფა­სებს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნული ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბას, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მი­ი­ღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას წევ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.
თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რო­ბა და რო­გორ ემ­ზა­დე­ბა ცენ­ტ­რი ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის­თ­ვის — გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ვა­შა­კი­ძე.
— ევ­რო­პულ ასო­ცი­ა­ცი­ას­თან შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მის მი­ხედ­ვით, წევ­რო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლა გი­წევთ. რა მოთხოვ­ნე­ბი უნ­და და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ცენ­ტ­რ­მა იმის­თ­ვის, რომ გახ­დეს ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი?
— 2015 წლი­დან დღემ­დე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სფე­რო­ში არა­ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­შო­ბა­ში მოყ­ვა­ნას ევ­რო­პუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტან­დარ­ტებ­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებ­თან (ESG —2015). რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გად არ­სე­ბი­თად შე­იც­ვა­ლა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რის შე­დე­გა­დაც, რე­სურ­სებ­სა და მო­ნი­ტო­რინ­გ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სის­ტე­მის ნაც­ვ­ლად, ჩვენ მი­ვი­ღეთ შე­დე­გებ­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა, ასე­ვე გავ­ზარ­დეთ სტუ­დენ­ტ­თა რო­ლი ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე მე­ქა­ნიზ­მებ­ში და მაქ­სი­მა­ლუ­რად ავით­ვი­სეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა.
— ამ­ჟა­მად, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის შე­ფა­სე­ბის 7 სტან­დარ­ტი გვაქვს და რო­გორც ვი­ცით, ეს ევ­რო­პუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტე­ბია. ხომ არ შე­იც­ვ­ლე­ბა შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი?
— არა, ეს სტან­დარ­ტე­ბი, ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილ­ში, სავ­სე­ბით შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმ მოთხოვ­ნებს, რა­საც ევ­რო­პა გვი­ყე­ნებს და რაც აუცი­ლე­ბე­ლია იმის­თ­ვის, რომ გავ­ხ­დეთ ENQA-ს წევ­რე­ბი. ამი­ტომ ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილ­ში არ­სე­ბით ცვლი­ლე­ბებს არ ვგეგ­მავთ. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ცე­დუ­რებს, ისი­ნი შე­საძ­ლოა გა­და­ი­ხე­დოს მე­ტი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბის, სიცხა­დის და ეფექ­ტუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით. ასე­ვე ბევ­რი გვექ­ნე­ბა სა­მუ­შაო ექ­ს­პერ­ტ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­სა და ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ში­და მე­ქა­ნიზ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბის მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა, სტუ­დენ­ტებ­მა მი­ი­ღონ უფ­რო ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა, ხო­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მი­ე­ცეთ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის თან­მიმ­დევ­რუ­ლი და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მე­ბი შექ­მ­ნან და სა­კუ­თა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი სრუ­ლად გა­ნა­ვი­თა­რონ.
— რით არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რო­ბა და რა მო­ლო­დი­ნე­ბი უნ­და გვქონ­დეს?
— რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წევ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, ექ­ს­პერ­ტ­თა შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, იღებს ასო­ცი­ა­ცი­ის საბ­ჭო. ჩვენ გა­ვაგ­ზავ­ნეთ თვით­შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­ში, რო­მელ­საც გა­ეც­ნო ENQA-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფი. ამის შემ­დ­გომ, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩა­ი­ნიშ­ნა შე­ფა­სე­ბის ვი­ზი­ტი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც შე­მოწ­მ­დე­ბა რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა თვით­შე­ფა­სე­ბის ან­გა­რიშ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­ნამ­დ­ვი­ლეს. შემ­ფა­სე­ბელ ჯგუფს ასე­ვე უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კვლე­ვა აწარ­მო­ოს და გა­არ­კ­ვი­ოს, თვით­შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­შის მიღ­მა, ხომ არ დარ­ჩა სხვა სა­კითხე­ბი ან ხომ არ არ­სე­ბობს კითხ­ვე­ბი, რო­მელ­საც სჭირ­დე­ბა გა­და­მოწ­მე­ბა. ამის შემ­დ­გომ, და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვე­ში, ვე­ლო­დე­ბით მათ პირ­ველ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას, ანუ პირ­ვე­ლად შე­ფა­სე­ბას, რის შე­მდე­გაც გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩვე­ნი კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ვა­კე­თოთ შე­ფა­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ყვე­ლა­ზე გვი­ან, გა­ზაფხუ­ლის­თ­ვის გვე­ცო­დი­ნე­ბა, რა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს ENQA ჩვენს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.
რა­ტომ გვა­ინ­ტე­რე­სებს და რა­ტომ გვინ­და ENQA? ENQA-ში წევ­რო­ბას ძა­ლი­ან ბევ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს. ENQA-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბით და­ვა­დას­ტუ­რებთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლომ შე­ას­რუ­ლა ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხ­მე­ბით და­კის­რე­ბუ­ლი ამო­ცა­ნა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მე­ქა­ნიზ­მე­ბი დაუახ­ლო­ვა ევ­რო­პულს. ამას­თა­ნა­ვე ENQA-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბით ცენ­ტ­რი ევ­რო­პის სივ­რ­ცის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი გახ­დე­ბა და ისარ­გებ­ლებს ყვე­ლა იმ უპი­რა­ტე­სო­ბით, რო­მე­ლიც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს (მა­გა­ლი­თად, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­მოც­ვ­ლა, სხვა­დას­ხ­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის წარ­დ­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­ექ­ს­პერ­ტო რე­სურ­სის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ა.შ.). ასე­ვე, ENQA-ს წევ­რო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ზრდის ნდო­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მი­მართ და წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ავ­ტო­მა­ტუ­რი აღი­ა­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბას.
— ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, ხომ არ არის რა­ი­მე ვა­დე­ბი, მა­გა­ლი­თად, ოთხი-ხუ­თი წლის შემ­დეგ ისევ ხომ არ მოხ­დე­ბა მათ მი­ერ შე­ფა­სე­ბა?
— ისე­ვე, რო­გორც სა­ავ­ტო­რი­ზა­ციო და სა­აკ­რე­დი­ტა­ციო შე­ფა­სე­ბე­ბი, ENQA-ს შე­ფა­სე­ბაც რე­გუ­ლა­რულ ხა­სი­ათს ატა­რებს. ENQA-ს წევ­რო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი ყო­ველ 5 წე­ლი­წად­ში ერ­თხელ გა­დი­ან შე­ფა­სე­ბას. ამას გარ­და, წევ­რო­ბის საწყის ეტაპ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ ვიქ­ნე­ბით და ორი წლის შემ­დეგ მოგ­ვი­წევს ENQA-ში ან­გა­რი­შის წარ­დ­გე­ნა ჩვენ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან, ცვლი­ლე­ბებ­თან და ENQA-ს ექ­ს­პერ­ტ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.
— სა­მო­მავ­ლოდ ENQA-ს წევ­რო­ბა შეც­ვ­ლის ცენ­ტ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, სკო­ლებ­სა და პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლე­ბთან მი­მარ­თე­ბა­ში?
— არა, ENQA-ს წევ­რო­ბა ეხე­ბა მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ნა­წილს.
— რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და­კავ­ში­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს?
— სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭო კო­ლე­გი­უ­რი ორ­გა­ნოა, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბელ ფორ­მატ­ში საქ­მი­ა­ნობს და და­მო­უ­კი­დებ­ლად იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ 15 ოქ­ტომ­ბერს, სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭომ მი­ი­ღო შა­ვი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­სარ­გებ­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭოს ფუნ­ქ­ცია სწო­რედ იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ გა­და­ხე­დოს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას და თუ სა­ჭი­როდ ჩათ­ვ­ლის, შე­უძ­ლია, სა­კითხი ხე­ლა­ხა­ლი გან­ხილ­ვის­თ­ვის და­აბ­რუ­ნოს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო­ში. სწო­რედ ამ ფაქ­ტის მომ­ს­წ­რე­ნი გავ­ხ­დით. ახ­ლა ჯე­რი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭო­ზეა.
— თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი…
კონ­კ­რე­ტულ გეგ­მებ­ზე სა­უ­ბა­რი ნაჩ­ქა­რე­ვი იქ­ნე­ბა. გუნ­დ­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად ვა­ა­ნა­ლი­ზებ 2017-2018 წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას და ვცდი­ლობ და­ვი­ნა­ხო ხარ­ვე­ზე­ბი და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო მა­თი გა­მოს­წო­რე­ბის გზე­ბი. ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან შე­მიძ­ლია იმის თქმა, რომ ცენ­ტ­რის ამო­სა­ვა­ლი პრინ­ცი­პი იქ­ნე­ბა „სტუ­დენ­ტის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სი“ და ყვე­ლა რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ერ და­იდ­გეგ­მე­ბა, სწო­რედ ამ პრინ­ციპ­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ასე­ვე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ კი­დევ უფ­რო მე­ტი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მო­ბა ექ­ს­პერ­ტ­თა რე­სურ­სის და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ში­და მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ცენ­ტ­რის ბა­ზა­ზე შე­იქ­მ­ნე­ბა „ხა­რის­ხის სკო­ლა“, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერ­ზე იზ­რუ­ნებს.
ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები