24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

დი­რექ­ტო­რი სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის სა­თა­ვე­ში მყო­ფი ფი­გუ­რაა

spot_img

 

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია მო­რის დან­დუ­რიშ­ვი­ლი, სსიპ ქა­ლაქ ხა­შუ­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­საც სკო­ლის მარ­თ­ვის ოთხ­წ­ლი­ან­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ უჩ­ვე­ნა, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მი­სი­ის შე­სას­რუ­ლებ­ლად უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია სკო­ლა­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია და მას­ზე რე­ა­გი­რე­ბა.

სკო­ლის წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა

სკო­ლის წარ­მა­ტე­ბა ბევრ ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ამი­ტომ გა­მი­ჭირ­დე­ბა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მეს და­სა­ხე­ლე­ბა, თუმ­ცა, შე­ვეც­დე­ბი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რები მა­ინც გა­მოვ­ყო, რო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი სკო­ლის მო­დელს ქმნის: მო­ტი­ვა­ცია; დრო­ი­სა და ფი­ნან­სე­ბის ეფექ­ტუ­რი მარ­თ­ვა; რე­ა­ლის­ტუ­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა, მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და სკო­ლის ეფექ­ტუ­რი მარ­თ­ვა; სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ეფექ­ტუ­რი მარ­თ­ვა და ლი­დე­რო­ბა; პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა; მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სის­ტე­მა; გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა; თა­ნას­წო­რო­ბა; აღი­ა­რე­ბა; მოს­წავ­ლე­თა ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის გაზ­რ­და; მშობ­ლებ­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია. და­მერ­წ­მუ­ნეთ, თუ­კი სას­კო­ლო გა­რე­მო­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, მა­შინ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ის წარ­მა­ტე­ბულ სკო­ლა­თა რიცხ­ვ­შია.

პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­ს სქე­მა

კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში სკო­ლის წარ­მა­ტე­ბულ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს ისე­თი სას­წავ­ლო გა­რე­მო, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­ზე და სა­ზო­გა­დო­ე­ბას სთა­ვა­ზობს სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებს, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, სკო­ლა­ში სქე­მის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი იქ­ცა ერ­თ­გ­ვარ სა­მუ­შაო ჯგუ­ფად, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სკო­ლა­ში სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­მა ხა­შუ­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მი­სი პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბა არ იყო, თუმ­ცა, სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და­იწყო. სკო­ლამ შე­ი­მუ­შა­ვა კონ­კურ­სე­ბი­სა და ტეს­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის წე­სი, დე­ბუ­ლე­ბა და და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად წა­რუდ­გი­ნა სკო­ლის დი­რექ­ტორს.

სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლის ვა­კან­სი­ის გა­ჩე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი მო­ნა­წი­ლე­ობს კან­დი­და­ტის შერ­ჩე­ვა­ში (გა­სა­უბ­რე­ბა და სხვ.) და რე­კო­მენ­და­ცი­ას წა­რუდ­გენს სკო­ლის დი­რექ­ტორს; ამის გარ­და, სკო­ლა­ში ატა­რებს გა­მო­კითხ­ვებს სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის შე­სა­ხებ და შე­დე­გე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ­ზა­დებს და ატა­რებს ტრე­ნინ­გებს, კონ­ფე­რენ­ცი­ებს, სე­მი­ნა­რებს, სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებს სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით.

ამის შე­დე­გად, სკო­ლა­ში გა­ი­ზარ­და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, პე­და­გო­გებ­მა სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ანა­ლი­ზი და­იწყეს. სკო­ლა გახ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვის ად­გი­ლი. იმის გარ­და, რომ გა­ი­ზარ­და მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ტი­ვა­ცია, გაჩ­ნ­და გან­ც­და, რომ სკო­ლის ბა­ზა­ზე არ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი შე­იძ­ლე­ბა სკო­ლის ძლი­ერ მხა­რედ იქ­ცეს; მას­წავ­ლებ­ლე­ბი მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი გახ­დ­ნენ და, რაც მთა­ვა­რია, შე­დე­გე­ბი აისა­ხა მოს­წავ­ლე­ებ­ზე — გა­ი­ზარ­და მა­თი აკა­დე­მი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და შემ­ცირ­და გაც­დე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. უფ­რო მე­ტიც, გა­ი­ზარ­და მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა.

ამ­ზა­დებს თუ არა სკო­ლა მოს­წავ­ლეს მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია, მოს­წავ­ლე მო­ამ­ზა­დოს მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის, თუმ­ცა ამ მოთხოვ­ნის სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და­ნერ­გ­ვი­სას ვაწყ­დე­ბით პრობ­ლე­მებს. კერ­ძოდ, მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სა­კითხს. ხში­რად და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­მო სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის მთა­ვა­რი იდეა გვა­ვიწყ­დე­ბა და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი ვხდე­ბით ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბა­ზე და არა ცოდ­ნის ტრან­ს­ფერ­ზე. მი­მაჩ­ნია, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა­ში არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოს­წავ­ლე­ში გა­ნა­ვი­თა­რო შე­სა­ბა­მი­სი უნარ-ჩვე­ვე­ბი და მო­ამ­ზა­დო იგი მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის.

რა ამო­ცა­ნებს უყე­ნებს 21-ე სა­უ­კუ­ნე სკო­ლის დი­რექ­ტორს

თა­ნა­მედ­რო­ვე გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ეპო­ქა­ში იყო სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი საკ­მა­ოდ დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა და ამას­თა­ნა­ვე სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გახ­დე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი აღარ არის მხო­ლოდ მე­ნე­ჯე­რი, იგი სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის სა­თა­ვე­ში მყო­ფი ფი­გუ­რაა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დერ­ზე პირ­და­პირ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი სკო­ლის წარ­მა­ტე­ბა. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დერ­მა უნ­და შეძ­ლოს: და­ეხ­მა­როს მას­წავ­ლებ­ლებს მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სწავ­ლე­ბა­ში; შექ­მ­ნას ისე­თი გა­რე­მო, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას; 21-ე სა­უ­კუ­ნის მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო მიდ­გო­მე­ბით შექ­მ­ნას სწავ­ლის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის; ხე­ლი შე­უწყოს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ეფექ­ტურ ჩარ­თუ­ლო­ბას სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

ასე­ვე, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დერს შე­ეძ­ლოს სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის ეფექ­ტუ­რი მარ­თ­ვა. მას­წავ­ლე­ბელს აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნო, რომ სხვე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ში წვლი­ლის შე­ტა­ნა შე­უძ­ლია, ზრდის მის მო­ტი­ვა­ცი­ას, რაც პირ­და­პირ­პ­რო­პორ­ცი­უ­ლად აისა­ხე­ბა მუ­შა­ო­ბის ხა­რის­ხ­ზე. თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბამ, ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბამ და გუნ­დურ­მა მუ­შა­ო­ბამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გარ­და­ტე­ხა მო­ახ­დი­ნა ჩვე­ნი სკო­ლის წარ­მა­ტე­ბის გზა­ზე. შე­დე­გად, ბო­ლო სა­მი სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხა­შუ­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა 40%-ით გა­ი­ზარ­და.

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის №1 გა­მოწ­ვე­ვა/პრობ­ლე­მა

პრობ­ლე­მაა მოს­წავ­ლის აღ­ზ­რ­და­ში სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის არა­თა­ნა­ბა­რი ჩარ­თუ­ლო­ბა. მას­წავ­ლე­ბე­ლი-მოს­წავ­ლე-მშო­ბე­ლი თა­ნა­ბა­რი დო­ზით უნ­და მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ მოს­წავ­ლის სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის დი­ნა­მი­ურ პრო­ცეს­ში. ორი­ენ­ტი­რე­ბის და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის და­სახ­ვა ერ­თობ­ლი­ვი ფიქ­რის, მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად უნ­და ხდე­ბო­დეს, რაც მი­სი შეს­რუ­ლე­ბის ერთ-ერ­თი გა­რან­ტი გახ­დე­ბა.

ძა­ლა­დო­ბა სკო­ლა­ში — პრე­ვენ­ცია და რე­ა­გი­რე­ბის გზე­ბი

სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვის ხელ­შეწყო­ბას ყო­ველ­დღი­უ­რი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა. მით უფ­რო, რომ სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი სახ­დე­ლე­ბი და ძა­ლა­დო­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის, რო­გორც ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლის, ასე­ვე მო­ძა­ლა­დის (რო­გორც არას­რულ­წ­ლოვ­ნის, ასე­ვე სრულ­წ­ლოვ­ნის) სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებ­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე. სკო­ლა­ში სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა არ ექ­ცე­ვა ზრუნ­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სას­კო­ლო კულ­ტუ­რის შექ­მ­ნას.

სა­მუ­შაო ჯგუ­ფის (რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან: დი­რექ­ტო­რი, მო­ად­გი­ლე, დამ­რი­გებ­ლე­ბი, მან­და­ტუ­რე­ბი, მშობ­ლე­ბი) მი­ერ ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მას­ზე ეფექ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ჩვენს სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და

გა­მოვ­ლე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბის ანა­ლი­ზი და მა­თი დაჯ­გუ­ფე­ბა თვი­სებ­რი­ვი და რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით; სის­ტე­მა­ტუ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლი და მო­ძა­ლა­დე ბავ­შ­ვე­ბის დაც­ვის და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა — ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­უბ­რე­ბი, მა­თი ჩარ­თ­ვა კლას­გა­რე­შე და სკო­ლის­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბებ­ში; მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გი ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბის ამოც­ნო­ბის ხერ­ხე­ბის შე­სას­წავ­ლად; სკო­ლა­ში შე­მუ­შავ­და ბავ­შ­ვის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ში­და ინ­ს­ტ­რუქ­ცია; მოს­წავ­ლე­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით შე­იც­ვა­ლა სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სი. სის­ტე­მა­ტუ­რად ვა­ტა­რებთ ე.წ. „ში­ნა­გა­ნა­წე­სის დღეს“, მოს­წავ­ლე­ე­ბი დის­კუ­სი­ის რე­ჟიმ­ში გა­ნი­ხი­ლა­ვენ ში­ნა­გა­ნა­წეს­თან (კონ­კ­რე­ტუ­ლად იმ მუხ­ლებს, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­თა ქცე­ვას­თან) და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებს. წარ­მა­ტე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის“ პრო­ექ­ტი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა, სწო­რედ ძა­ლა­დო­ბის თე­მას (ბუ­ლინ­გი, კი­ბერ­ბუ­ლინ­გი) მი­ექ­ცა.

ყო­ვე­ლი თვის პირ­ვე­ლი პა­რას­კე­ვი სკო­ლა­ში გა­მოცხად­და, რო­გორც „მოს­წავ­ლის დღე“, მე­ო­რე პა­რას­კე­ვი — „მშობ­ლის დღე“, მე­სა­მე პა­რას­კე­ვი — „მას­წავ­ლებ­ლის დღე“. ამ პე­რი­ოდ­ში, მათ ვხვდე­ბი და ვსა­უბ­რობთ პრობ­ლე­მებ­ზე. რაც მთა­ვა­რია, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა რე­ა­ლუ­რი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო — სკო­ლა­ში გა­ი­ზარ­და ძა­ლა­დო­ბის აღ­ქ­მა; მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­და სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი; ბავ­შ­ვის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ში­და ინ­ს­ტ­რუქ­ცია მძლავრ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად იქ­ცა ზრუნ­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი უსაფ­რ­თხო სას­კო­ლო კლი­მა­ტის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად; მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას სკო­ლა ში­ნა­გა­ნა­წე­სის იმ მუხ­ლე­ბით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­თა აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით შე­ვი­მუ­შა­ვეთ.

რად­გან სკო­ლა­ში 2018 წე­ლი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლის წლად გა­მოცხად­და, ჩვენ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზეთ ამ მოკ­ლე ხან­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გე­ბი, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და მთე­ლი რი­გი პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბა. შე­იც­ვა­ლა მოს­წავ­ლე­თა, მშო­ბელ­თა და თა­ნამ­შ­რო­მელ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლა­დო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბის მი­მართ; სას­კო­ლო გა­რე­მო გახ­და მე­ტად მზრუნ­ვე­ლი რო­გორც მსხვერ­პ­ლის, ასე­ვე მო­ძა­ლა­დის მი­მართ და გა­ჩ­ნ­და მა­თი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრე­ცე­დენ­ტე­ბი.

ყუ­რად­სა­ღე­ბია ის ფაქ­ტი, რომ სკო­ლის მი­მართ ნდო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა საგ­რ­ძ­ნობ­ლად აიწია, რომ­ლის ერთ-ერ­თი გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი, დრო­ის მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა აღ­მოჩ­ნ­და. სა­ერ­თო ჯამ­ში კი, ხა­შუ­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის კი­დევ უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი და უსაფ­რ­თხო გახ­და.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი კო­ლე­გებს

ვი­სურ­ვებ­დი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი იყოს: სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი და არა უბ­რა­ლოდ მე­ნე­ჯე­რი, შე­მოქ­მე­დი და არა უბ­რა­ლოდ „შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი“, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და არა ნი­ჰი­ლის­ტი, ინო­ვა­ტო­რი და არა ტრა­დი­ცი­უ­ლი, ღია და არა ჩა­კე­ტი­ლი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რი და არა, უბ­რა­ლოდ, დი­რექ­ტო­რი/მმარ­თ­ვე­ლი.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

 

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები