25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჩემპიონ ძმათა დუეტი

spot_img

მა­თი სა­ხე­ლე­ბი უკ­ვე ჭი­და­ო­ბის ყვე­ლა ქო­მაგ­მა იცის, რად­გან ის­ტო­რია გა­და­წე­რეს — ძმე­ბი ავ­თან­დილ და ნი­კა კენ­ჭა­ძე­ე­ბი თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში, 23-წლამ­დელ­თა შო­რის, 74 და 79 კი­ლოგ­რა­მებ­ში, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნე­ბი გახ­დ­ნენ, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხ­ვე­ვაა. მსოფ­ლი­ოს ჭი­და­ო­ბას არ უკ­ვირს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ძმე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ბევრ ძმას უვარ­ჯი­შია ერ­თად, მაგ­რამ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონ ძმა­თა დუ­ე­ტი აქამ­დე არ გვყო­ლია.

ძმე­ბი რა­ჭი­დან აფ­რინ­დ­ნენ სა­ჭი­დაო მწვერ­ვა­ლე­ბის და­საპყ­რო­ბად — პირ­ვე­ლი ტო­ლა ამ­ბ­რო­ლა­უ­რის რა­ი­ონ­ში, შემ­დეგ მე­ზო­ბე­ლი ჭრე­ბა­ლო, სა­დაც ჭი­და­ო­ბის ან­ბანს ეზი­არ­ნენ, აქამ­დე მო­სას­ვ­ლე­ლად კი მარ­გა­ლი­ტე­ბი­ვით აკინ­ძეს წარ­მა­ტე­ბე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ასაკ­ში. ახ­ლა უფ­როს­თა ჯე­რია და აკი უფ­როს­მა — ავ­თომ, 23-იანებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბამ­დე ერ­თი თვით ად­რე, ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში იჭი­და­ვა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლი. თუმ­ცა 21-22 წლის ბი­ჭე­ბის­თ­ვის ეს ჯერ მხო­ლოდ და­საწყი­სია და ყვე­ლა თან­ხ­მ­დე­ბა, რომ წინ კი­დევ არა­ერ­თი გა­მარ­ჯ­ვე­ბაა.

ძმებს მიღ­წე­უ­ლი სადღე­ი­სო­დაც და­უ­ფას­დათ: მა­თი სა­ხე­ლი ეწო­და ჭრე­ბა­ლოს სა­ჭი­დაო დარ­ბაზს, ხო­ლო რე­გი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა, გო­ჩა ენუ­ქი­ძემ თბი­ლის­ში საცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნით და­ა­სა­ჩუქ­რა. რა­ჭა­ში, ბო­ლო წლებ­ში, საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­მო­ცოცხ­ლ­და სპორტული ცხოვრება, ძმე­ბის წარ­მა­ტე­ბა კი ამ პრო­ცესს კი­დევ უფ­რო დიდ ბიძგს მის­ცემს.

რა­კი 23-იანებ­ში ჩემ­პი­ო­ნი პირ­ვე­ლად ნი­კა გახ­და, ინ­ტერ­ვი­უც მას­თან სა­უბ­რით და­ვიწყეთ.

— ნი­კა, რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ 23-წლი­ან­თა მსოფ­ლი­ო­ზე თქვენს გა­მოს­ვ­ლას?

— ჩემ­პი­ო­ნო­ბა ძა­ლი­ან მინ­დო­და და ამის­თ­ვის ვემ­ზა­დე­ბო­დი კი­დეც. თან რა­კი ჩე­მი ძმაც ჭი­და­ობ­და, ორ­მა­გად მონ­დო­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ორი­ვეს მოგ­ვე­გო. ვი­ცო­დი, ეს ძა­ლი­ან მა­გა­რი იქ­ნე­ბო­და ჩვენ­თ­ვი­საც და ხალ­ხის­თ­ვი­საც. ავ­თო უფ­რო ლი­დე­რად და გა­მარ­ჯ­ვე­ბის კან­დი­და­ტად მი­იჩ­ნე­ო­და, მე კი ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი მყავ­დ­ნენ და სა­ჩემ­პი­ო­ნოდ რთუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი უნ­და გა­მევ­ლო.

— თუმ­ცა საკ­მა­ოდ იოლად მო­ი­გეთ. რო­მელ ორ­თაბ­რ­ძო­ლას გა­მო­არ­ჩევ­დით?

— ისე­თი მონ­დო­მე­ბუ­ლი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მარ­თ­ლაც მო­ვი­გე, გა­მორ­ჩე­უ­ლი შეხ­ვედ­რა კი ფი­ნა­ლი იყო რუს გა­ჯი ნა­ბი­ევ­თან. ის მსოფ­ლი­ოს შარ­შან­დე­ლი ჩემ­პი­ო­ნია და და­ძა­ბულ შეხ­ვედ­რა­ში 3:0 მო­ვუ­გე.

— მწვრთნელ­მა რო­გო­რი ტაქ­ტი­კით და­გა­ვა­ლათ მას­თან ჭი­და­ო­ბა?

— წი­ნას­წარ ვერც მწვრთნე­ლი და­გა­ვა­ლებს და ვერც შენ გან­საზღ­ვ­რავ რა­მეს, რად­გან არ იცი, რო­გორ და­გიხ­ვ­დე­ბა მე­ტო­ქე. ცხა­დია, უნ­და შეხ­ვი­დე საბ­რ­ძოლ­ვე­ლად და მო­ი­პო­ვო უპი­რა­ტე­სო­ბა, მაგ­რამ ვერ იტყ­ვი, რომ ან ერთ ილეთს გა­ა­კე­თებ, ან მე­ო­რეს, ამას თვი­თონ ჭი­და­ო­ბა გაჩ­ვე­ნებს, მი­სი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა.

— ავ­თო, ალ­ბათ, თქვე­ნი მიღ­წე­ვის გა­მო ჩემ­პი­ო­ნო­ბას ნამ­დ­ვი­ლად ელო­დით, მაგ­რამ თა­ვი­დან­ვე გა­ი­სიგ­რ­ძე­გა­ნეთ, რომ ძმებ­მა ის­ტო­რი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვეთ?

ავ­თო: — ჩემ­პი­ო­ნო­ბას მარ­თ­ლაც ვე­ლო­დი და ამ გან­წყო­ბით ვი­ყა­ვი ტურ­ნირ­ზე წა­სუ­ლი, მაგ­რამ ჩე­მი ძმის გა­ჩემ­პი­ო­ნე­ბა უფ­რო დი­დი შეგ­რ­ძ­ნე­ბა იყო. ცხა­დია — ჩე­მიც, მაგ­რამ იმ წუ­თე­ბი­დან ჩე­მი ძმის გა­მარ­ჯ­ვე­ბის სი­ხა­რუ­ლი უფ­რო მახ­სოვს, ვიდ­რე სა­კუ­თა­რი. თუმ­ცა ის ფაქ­ტი, რომ პირ­ვე­ლად ჩვენ გავ­ხ­დით ძმე­ბი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემდგ უფ­რო აღ­ვიქ­ვით, ხალ­ხის რე­აქ­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ჭი­და­ო­ბი­სას კარ­გად ვერ აანა­ლი­ზებ, რა გა­ა­კე­თე, მაგ­რამ რო­ცა ბრუნ­დე­ბი და ხე­დავ ამ­დე­ნი ხალ­ხის რე­აქ­ცი­ას, მათ და­დე­ბით გან­წყო­ბას შენ მი­მართ, ბედ­ნი­ერ სა­ხე­ებს, მა­შინ ხვდე­ბი, რომ რა­ღაც კარ­გი გაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, რა­მაც ხალ­ხი გა­ა­ხა­რა და გა­ა­ბედ­ნი­ე­რა. ეს მარ­თ­ლაც კარ­გი შეგ­რ­ძ­ნე­ბაა.

ნი­კა: — რო­გორც გითხა­რით, კარ­გად კი ვი­ყა­ვი ამ შე­ჯიბ­რე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ვერ იტყ­ვი, რომ უეჭ­ვე­ლად მო­ი­გებ, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ავ­თომ, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში, ძლი­ე­რი რუ­სი და­ა­მარ­ცხა და ჯგუფ­ში­ვე ჩა­მო­ი­შო­რა ლი­დე­რე­ბი, მე­ო­რე მხა­რეს კი ისე­თი მე­ტო­ქე არა­ვინ ჰყავ­და, ვინც გა­მარ­ჯ­ვე­ბა­ში ხელს შე­უშ­ლი­და. ამ შეხ­ვედ­რის მე­რე იყო ჩე­მი ფი­ნა­ლი და რო­ცა გა­ვი­მარ­ჯ­ვე, ხო­ლო ავ­თო ფი­ნალ­ში იყო, უკ­ვე ვი­ცო­დით, რომ ორი­ვე ჩემ­პი­ო­ნი ვხდე­ბო­დით. ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბას არ ვე­ლო­დით, მაგ­რამ ვი­ცო­დით, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი ამ­ბა­ვი იქ­ნე­ბო­და, რად­გან ორი ძმის ერ­თად გა­მარ­ჯ­ვე­ბა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი ამ­ბა­ვია.

— ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი დახ­ვედ­რა სად მო­გიწყ­ვეს?

ავ­თო: — რა­ჭა­ში, ჭრე­ბა­ლო­ში ჩას­ვ­ლი­სას. აერო­პორ­ტ­შიც ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი დაგ­ვ­ხ­ვ­და, მაგ­რამ იქ ვე­ლო­დე­ბო­დი ამას, რა­ჭა­ში კი არ მო­ვე­ლო­დი, იმ­დე­ნი ხალ­ხი იყო შეკ­რე­ბი­ლი. ამას და­ე­მა­ტა ჩვე­ნი დე­პუ­ტა­ტის, გო­ჩა ენუ­ქი­ძის სა­ჩუ­ქა­რი. იმ წუ­თას შოკ­ში ვი­ყა­ვი, ამ­დე­ნი ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი… მოკ­ლედ, ეს ემო­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან დიდ სი­ხა­რულ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ეს უფ­რო დი­დი სი­ხა­რუ­ლი იყო თუ ბუ­ქა­რეს­ტ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა?

— არა, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბა სულ სხვა სი­ხა­რუ­ლია. ასე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა არ მქო­ნია არა­სო­დეს. რო­ცა კვარ­ცხ­ლ­ბეკ­ზე ადი­ხარ და შე­ნი ქვეყ­ნის ჰიმ­ნი გეს­მის, ამას არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა. თან ჰიმ­ნ­თან ერ­თად ხე­დავ, რომ ამ­დენ დრო­შებს შო­რის შე­ნი ქვეყ­ნის დრო­შა ყვე­ლა­ზე მაღ­ლაა, ამა­ზე დი­დი ემო­ცია არ არ­სე­ბობს. ამას რომ ხე­დავ, მა­შინ ხვდე­ბი სპორ­ტ­ს­მე­ნი, რომ შე­ნი შრო­მა და­ფას­და და ამის­თ­ვის ღირ­და წვა­ლე­ბა.

— ჭი­და­ო­ბა თა­ვი­დან­ვე გინ­დო­დათ, თუ სხვა გა­ტა­ცე­ბე­ბიც გქონ­დათ?

ნი­კა: — ჩვენს სკო­ლა­ში გა­იხ­ს­ნა ჭი­და­ო­ბის წრე. სპორ­ტის სხვა სა­ხე­ო­ბა არც იყო, რომ ყო­ფი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბა, სხვა­ზე შევ­სუ­ლი­ყა­ვით. მა­შინ პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით და მოგ­ვე­წო­ნა ლე­იბ­ზე კოტ­რი­ა­ლი, ცო­ტა ვი­ჭი­და­ვეთ კი­დეც, ცო­ტა ვი­თა­მა­შეთ და მოგ­ვე­წო­ნა. მე­რე პა­ტარ-პა­ტა­რა შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე წა­ვე­დით და მო­ვი­გეთ, თუმ­ცა, ალ­ბათ, იმის პო­ტენ­ცი­ა­ლიც გვქონ­და, დი­დი სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვით. ასე და­ვინ­ტე­რეს­დით ჭი­და­ო­ბით. ჭა­ბუ­კე­ბის ნაკ­რებ­ში რომ მოვ­ხ­ვ­დით, მა­შინ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლი გვქონ­და დიდ სპორ­ტ­ში დარ­ჩე­ნა. გვჯე­რო­და, წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ­დით, თუმ­ცა ვი­ცო­დით, რომ ამის­თ­ვის დი­დი შრო­მა იყო სა­ჭი­რო, ოღონდ რო­დის მო­ვი­დო­და ეს დი­დი წარ­მა­ტე­ბა, ზუს­ტად ვე­რა­ვინ იტყო­და. ეს დრო ახ­ლა დად­გა, რო­ცა შრო­მა და მონ­დო­მე­ბა დაგ­ვი­ფას­და.

ავ­თო: — ჩვენ წი­ნა­შე არ­ჩე­ვა­ნი არც დამ­დ­გა­რა. მეც და ჩემს ძმა­საც ჭი­და­ო­ბა, საბ­რ­ძო­ლო სა­ხე­ო­ბე­ბი კი მოგ­ვ­წონ­და, მაგ­რამ რა­ჭა­ში სხვა არ­ჩე­ვა­ნი არც იყო. ამი­ტომ ჩვენს სკო­ლა­ში — ჭრე­ბა­ლო­ში რო­ცა გა­იხ­ს­ნა ჭი­და­ო­ბის სექ­ცია, იქ შე­ვე­დით. თან ახა­ლი იყო, გვი­ზი­დავ­და, სპორ­ტიც მოგ­ვ­წონ­და და და­ვიწყეთ ვარ­ჯი­ში. მა­შინ მე მეშ­ვი­დე, ნი­კა კი მე­ექ­ვ­სე კლას­ში იყო. თან­და­თან მო­ვი­წამ­ლეთ ამ სპორ­ტით, მე­რე პა­ტა­რა შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე მედ­ლე­ბიც მო­ვი­პო­ვეთ და უკ­ვე გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად გავ­ყო­ლო­დით სპორტს. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი თა­მაზ მუ­რუ­სი­ძე იყო, ვის­თა­ნაც ორი წე­ლი­წა­დი ვი­ვარ­ჯი­შეთ, მე­რე კი ქუ­თა­ის­ში გა­და­ვე­დით კო­ბა ახ­ვ­ლე­დი­ან­თან, რომელიც ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლია. იქი­დან — თბი­ლის­ში აგერ, უკ­ვე 6 წე­ლი­წა­დია, გი­ორ­გი გოგ­შე­ლი­ძეს­თან ვემ­ზა­დე­ბით. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩვე­ნი სპორ­ტუ­ლი წინ­ს­ვ­ლა და გან­ვი­თა­რე­ბა ამის შემ­დეგ და­იწყო. გოგ­შე­ლი­ძე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ჩვენს სპორ­ტულ ცხოვ­რე­ბა­ში, ალ­ბათ, ასე­თი წარ­მა­ტე­ბე­ბი არ გვექ­ნე­ბო­და. არც ერ­თი ტურ­ნი­რი, მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი არ გა­მო­უ­ტო­ვე­ბია, მუ­დამ ჩვენ გვერ­დით იყო და ყო­ველ­დღი­უ­რად, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ჩვენ­თა­ნაა. მას მარ­თ­ლაც დი­დი ამა­გი აქვს ჩვენ­ზე.

— რო­გორც ტურ­ნი­რებ­ზე ვხე­დავ, ის უფ­რო მე­გო­ბა­რია თქვე­ნი, მაგ­რამ სა­ვარ­ჯი­შო პრო­ცეს­ში რო­გო­რია?

— რო­ცა დარ­ბაზ­ში შევ­დი­ვართ, მარ­თ­ლაც მწვრთნე­ლი­სა და მოს­წავ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. მი­სი სიტყ­ვა ჩვენ­თ­ვის კა­ნო­ნია და რა­საც გვა­ვა­ლებს, რა­საც გვე­უბ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფერს თავ­დახ­რი­ლი ვა­კე­თებთ. გვჯე­რა მი­სი და არ გვაქვს პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა არც ერთ და­ვა­ლე­ბა­ზე — ვი­ცით, რომ რა­საც გვა­ვა­ლებს, ეს ჩვენ გვჭირ­დე­ბა. თან დის­ციპ­ლი­ნის გა­რე­შე შე­დე­გი არ მო­ვა, დარ­ბა­ზის გა­რეთ კი მარ­თ­ლაც მე­გობ­რე­ბი ვართ.

— დი­დი სპორ­ტი დი­დი შრო­მა­ცაა. რამ­დე­ნად ხართ მზად ამის­თ­ვის?

— ეს უკ­ვე ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წე­სია. ბუ­ნებ­რი­ვია, არის მო­მენ­ტე­ბი, რო­ცა ვიღ­ლე­ბით და იქ­ნებ ვარ­ჯი­შის ხა­ლი­სიც არა გვაქვს, მაგ­რამ მწვრთნე­ლიც ხე­დავს ამ ყვე­ლა­ფერს და იცის, რო­დის უნ­და მო­უკ­ლოს, რო­დის დაგ­ვას­ვე­ნოს. შე­ჯიბ­რე­ბე­ბის მე­რე გვაქვს რამ­დე­ნი­მე დღე იმის­თ­ვის, რომ მოვ­წყ­დეთ სპორტს, ჭი­და­ო­ბას, რა­თა და­ვის­ვე­ნოთ, გა­ვი­სე­ირ­ნოთ, ვა­კე­თოთ ის, რაც ჩვე­ნი ჰო­ბია და გვსი­ა­მოვ­ნებს. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ახა­ლი ენერ­გიით ვიწყებთ ვარ­ჯიშს. მწვრთნე­ლი აბა­ლან­სებს ამ ყვე­ლა­ფერს და არ გვქო­ნია ის მო­მენ­ტი, რომ ჭი­და­ო­ბა მოგ­ვ­ბეზ­რე­ბია, სულ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ სა­ვარ­ჯი­შოდ.

— ჰო­ბი ახ­სე­ნეთ და თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

— თა­ვი­სუ­ფალ დროს ძი­რი­თა­დად მე­გობ­რებ­თან ვა­ტა­რებ, ისე კი ძა­ლი­ან მიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, თუნ­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ბუ­ნე­ბა­ში გა­სე­ირ­ნე­ბა, რამ­დე­ნი­მე დღით კა­რ­ვით წას­ვ­ლა, სა­დაც სუ­ლი­ე­რად ის­ვე­ნებ, მაგ­რამ ხში­რად ვერ ვა­ხერ­ხებ. უცხო­ეთ­ში, შე­ჯიბ­რე­ბე­ბის მე­რე, ვცდი­ლობ, და­ვათ­ვა­ლი­ე­რო იქა­უ­რო­ბა. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რომ მქონ­დეს, აუცი­ლებ­ლად ვი­მოგ­ზა­უ­რებ­დი.

— ბავ­შ­ვო­ბას რო­გორ იხ­სე­ნებთ?

ავ­თო: — უკ­ვე 10 წე­ლი­წა­დია, ამ­ბ­რო­ლა­ურ­ში, ჭრე­ბა­ლო­შიც გვაქვს სახ­ლი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ახ­ლაც იქ ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ მე იქ, პრაქ­ტი­კუ­ლად, არც მიცხოვ­რია — რო­ცა რა­ჭა­ში ჩავ­დი­ვარ, მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში, პირ­ველ ტო­ლა­ში ვრჩე­ბი, სა­დაც და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე.

ბავ­შ­ვო­ბა და რა­ჭა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. ცუ­დი მო­გო­ნე­ბე­ბი ნამ­დ­ვი­ლად არ მაქვს და თა­ვი­დან რომ ვიწყებ­დე ცხოვ­რე­ბას, არა­ფერს შევ­ც­ვ­ლი­დი, ყვე­ლა­ფერს ისევ ისე დავ­ტო­ვებ­დი. რაც იყო, ყვე­ლა­ფე­რი სა­ჭი­როა და სა­სარ­გებ­ლო.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­ჭა­ში იშ­ვი­ა­თად ჩავ­დი­ვართ — მაქ­სი­მუმ, 3-4 დღე. სულ შეკ­რე­ბებ­ზე და ვარ­ჯი­შებ­ზე ვართ, თუმ­ცა მო­ნატ­რე­ბა და სურ­ვი­ლი მუ­დამ დი­დია, რომ ხში­რად ჩა­ვი­დეთ და მშობ­ლებ­თა­ნაც ახ­ლოს ვი­ყოთ. გვეს­მის, რომ ამ­ჯე­რად საქ­მეს ასე სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ალ­ბათ, მო­ვა დრო, რო­ცა მთე­ლი ოჯა­ხი ერ­თად ვიცხოვ­რებთ. ოღონდ რა­ჭა­ში თუ თბი­ლის­ში, ეს ჯერ არ ვი­ცი, მაგ­რამ რა­ჭას რომ არ დავ­კარ­გავ, ეს ვი­ცი. არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, თბი­ლის­ში ვიცხოვ­რებ, უცხო­ეთ­ში თუ სად, მაგ­რამ რა­ჭას­თან ყო­ველ­თ­ვის მექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა. მას­ზე უკე­თე­სი ად­გი­ლი არ­სად მე­გუ­ლე­ბა.

ნი­კა: — ბავ­შ­ვო­ბი­დან, რა­ჭა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი­დან ყვე­ლა­ფე­რი ტკბი­ლად მახ­სენ­დე­ბა და არც მე არ შევ­ც­ვ­ლი­დი არა­ფერს. რაც მი­ნა­ხავს და რო­გორც მიცხოვ­რია, ის ცხოვ­რე­ბა მომ­წონს.

— სპორ­ტის და სწავ­ლის შე­თავ­სე­ბას რო­გორ ახერ­ხებ­დით, ხელს ხომ არ გიშ­ლი­დათ სპორ­ტი სწავ­ლა­ში?

ავ­თო: — რომ გითხ­რათ, ხელს არ გვიშ­ლი­და-მეთ­ქი, მო­გატყუ­ებთ. რო­ცა პრო­ფე­სი­უ­ლად ხარ სპორ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი, უმაღ­ლეს დო­ნე­ზე სწავ­ლა რთუ­ლია, თუმ­ცა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია და თუ მო­ინ­დო­მებ, გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ბი.

— მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან გქო­მა­გო­ბენ, მაგ­რამ თქვენს შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე დას­წ­რე­ბა უჭირთ. გან­სა­კუთ­რე­ბით თურ­მე — მა­მას.

ავ­თო: — კი, მარ­თ­ლაც უჭირთ დას­წ­რე­ბა. იქ­ნებ არ იყოს იმ­დე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ უცხო­ეთ­ში ყვე­ლა შე­ჯიბ­რე­ბა­ზე წა­მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც კი ჩვენც არ გვინ­და მა­მის დას­წ­რე­ბა, იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რია და იმ­დე­ნად გა­ნიც­დის. რო­ცა სა­ჭი­და­ოდ შევ­დი­ვართ, არ გვინ­და იმა­ზე ფიქ­რი, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან რა­მე არ და­ე­მარ­თო­სო. იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, თუნ­დაც ერ­თი წლის წი­ნან­დე­ლი ჩა­ნა­წე­რის ყურე­ბა­საც კი გა­ნიც­დის. ამი­ტომ შე­თან­ხ­მე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ჩვენს შე­ჯიბ­რე­ბებს არ უნ­და და­ეს­წ­როს.

ნი­კა: — მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლო­ბენ და ამი­ტომ არ ვას­წ­რებთ ჩვენს შე­ჯიბ­რე­ბებს, თო­რემ მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბაა აქამ­დე რომ მო­ვე­დით. ჩვენ­თან ერ­თად ისი­ნიც ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ სპორტს ბო­ლომ­დე გავ­ყო­ლო­დით და ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს გვიწყობ­დ­ნენ. ოჯა­ხი­დან სა­ვარ­ჯი­შოდ წა­მოს­ვ­ლა თა­ვი­დან გაგ­ვი­ჭირ­და, მით უფ­რო — პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მა­ინც შევ­ძე­ლით, რად­გან ეს გა­სა­კე­თე­ბე­ლი იყო.

— არა­და, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ძმე­ბი ერთ წო­ნა­შიც ჭი­და­ობ­დით და წარ­მო­მიდ­გე­ნია, თქვე­ნი უშუ­ა­ლო შეხ­ვედ­რი­სას მშობლები რა დღე­ში იქ­ნე­ბო­დნენ.

ავ­თო: — კი, მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და. დე­და უფ­რო ხში­რად დაგ­ვ­ყ­ვე­ბო­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე, მაგ­რამ იმ­დე­ნად გა­ნიც­დი­ან და ნერ­ვი­უ­ლო­ბენ, ეს ჩვენ­ზეც მოქ­მე­დებს. ამი­ტომ, ჩვე­ნი თხოვ­ნით, არ ეს­წ­რე­ბი­ან ტურ­ნი­რებს და ტე­ლე­ვი­ზო­რით გვა­დევ­ნე­ბენ თვალს.

    

— ავ­თო, უფ­როს­თა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ცუ­დად არ გა­მო­სულ­ხართ — 22 წლის დე­ბი­უ­ტან­ტ­მა ფი­ნა­ლი იჭი­და­ვეთ და ფრე­ზე წა­ა­გეთ, მაგ­რამ დამ­რ­ჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რუს ზა­ურ­ბეკ სი­და­კოვ­თან შეხ­ვედ­რე­ბის მე­ტი პრაქ­ტი­კა, ცო­ტა მე­ტი სი­თა­მა­მე რომ გქო­ნო­დათ, და­ა­მარ­ცხებ­დით… ფი­ნა­ლამ­დე მან უძ­ნე­ლე­სი ბა­დე გა­ი­ა­რა, პირ­და­პირ გა­და­თე­ლა მსოფ­ლი­ოს და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი, თქვენ­თან კი ფრედ და­ას­რუ­ლა პა­ექ­რო­ბა.

— სი­და­კო­ვი ჩემ­თ­ვის უცხო მე­ტო­ქე არაა. ვე­ლო­დი მას­თან მო­გე­ბას და ამ გან­წყო­ბი­თაც გა­ვე­დი, მაგ­რამ იყო პა­ტა­რა ტაქ­ტი­კუ­რი შეც­დო­მა, იყო ნერ­ვი­უ­ლო­ბა იმა­ზე, რომ პირ­ვე­ლად ვჭი­და­ობ­დი მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალს და ზედ­მე­ტად მო­ვინ­დო­მე მო­სა­გე­ბად — ამ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბამ და ამ გან­ც­დამ შემ­ბო­ჭა, რის გა­მოც ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ვერ გა­მო­ვავ­ლი­ნე. 23-წლი­ა­ნებ­შიც ამი­ტომ გა­მო­ვარ­ჩევ ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლურ შეხ­ვედ­რას რუს ტი­მურ ბი­ჟო­ევ­თან — მას­თან შეხ­ვედ­რი­სას სი­და­კოვ­თან მარ­ცხი მახ­სენ­დე­ბო­და და ვცდი­ლობ­დი, იქ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი არ გა­მე­მე­ო­რე­ბი­ნა. უფ­როს­თა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა ქვეყ­ნის, მწვრთნე­ლე­ბის, სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე და ამ ემო­ცი­ებ­მა შემ­ბო­ჭა კი­დეც. უფ­რო­სებ­ში პირ­ვე­ლად ვჭი­და­ობ­დი მსოფ­ლი­ოს ფი­ნალს, თუმ­ცა და­ვი­ნა­ხე ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მივ­ხ­ვ­დი, რომ ყვე­ლას­თან შე­მიძ­ლია მო­გე­ბა. ამი­ტომ მომ­დევ­ნო მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლო­ბა­ზე სულ სხვა გან­წყო­ბით გა­ვალ. რწმე­ნის თვალ­საზ­რი­სით, გა­ვი­ზარ­დე ამ ფი­ნა­ლის შემ­დეგ. რო­ცა იმათ უგებ, ვი­საც აქამ­დე ეკ­რა­ნი­დან ხე­დავ­დი, ვინც უკ­ვე ოლიმ­პი­უ­რი და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნია, რწმე­ნა გე­მა­ტე­ბა. მწვრთნელ­თან ერ­თად კონ­კ­რე­ტულ მე­ტო­ქე­ებ­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ვმუ­შა­ობთ, ვარ­ჯი­შებ­ზე გავ­დი­ვართ მათ ძლი­ერ­სა თუ სუსტ მხა­რე­ებ­ზე. ამ­გ­ვა­რად ვემ­ზა­დე­ბით მო­მა­ვა­ლი სე­ზო­ნი­სათ­ვის და ლი­ცენ­ზი­ის ასა­ღე­ბად.

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები