29 მარტი, პარასკევი, 2024

ჩაკვეტაძე ისტორიულ ტრანსფერთან?

spot_img

 

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჯერჯერობით უდიდესი ტრანსფერის კონტურები იკვეთება: 15 ნოემბერს ანდორაი გასამართავ ანდორა საქართველოს მატჩს მსოფლიოს ფეხბუირთის სუპერკლუბის, ესპანური „ბარსელონას“ სკაუტები დაესწრებიან საქართველოს ნაკრების შემტევის, 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძეზე დასაკვირვებლად.

 

ჩაკვეტაძე ამჟამად ბელგიური „გენტის“ კუთვნილებაა, სადაც რამდენიმე თვის წინ გადავიდა თბილისის „დინამოდან“ 1.5 მილიონ დოლარად. მიმდინარე სეზონში მან უკვე გაიტანა 7 გოლი 4 კლუბში, დანარჩენი კი _ ნაკრებში, თან ორივე ასპარეზზე საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი და ცნობილი კლუბების ყურადღებაც მიიპყრო. ახალგაზრდა ქართველ ტალანტს რომ ბელგიაში არავინ გააჩერებს, ამაზე უკვე ღიად წერს ევროპული მედია, მათი სიტყვების დასტურად კი ბარსელონელთა დაინტერესებაც გამოდგება.

ცოტა უფრო ადრე ცნობილმა გერმანულმა საიტმა „ტრანსფერმარკეტმა“ გაამხილა ქართველისადმი გერმანული საკლუბო ფეხბურთის საკმოად მსხვილი მოთამაშის და წლევანდელი ბუნდესლიგის დაუმარცხებლად მოთამაშე ლიდერის, დორტმუნდის „ბორუსიას“ ინტერესის შესახებაც, თუმცა ეს არ იქნება ბოლო ამბავი _ ჩაკვეტაძე ხომ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელადაა აღიარებული და მასზე „ნადირობის“ სეზონიც გახსნილად გამოცხადდა, რაც ჯერ მხოლოდ დასაწყის ფაზაშია. არადა, დასაწყისი იმდენად ხმაურიანია, უფრო მაღალ დონეს ვერც ინატრებდა კაცი _ „ბარსელონა“, „დორტმუნდი“… ამაზე მაღალი დონე არც არსებობს.

ჩაკვეტაძე თუ მართლა გადაიბირეს კატალონიელებმა, ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრანსფერი იქნება, რასაც თავისი მასშტაბურობით კახი კალაძის იტალიურ „მილანში“ გადასვლა თუ დაუდგება გვერდით.

 

ირაკლი თავაძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები