19 აპრილი, პარასკევი, 2024

მაგისტრანტების საყურადღებოდ

spot_img

მაგისტრანტი, რომელიც ჩაირიცხება ორ ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, ვალდებულია 2020 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაწეროს განცხადება იმის თაობაზე, თუ რომელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სურს მიიღოს გრანტი. 

თუ მაგისტრანტი არ წარადგენს განცხადებას, ცენტრში, 9 ოქტომბრის ჩათვლით:

✔️ მისი დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისათვის აბსოლუტური ქულით რანჟირება, პირველ რიგში, ხდება იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელზეც შესაბამის წელს, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში, მეტი თანხა განაწილდა.

✔️ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის წელს, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში, თანაბარი თანხა განაწილდა, მაშინ აბსოლუტური ქულით რანჟირება, პირველ რიგში, შესრულდება ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებაზე.

⏩ თუ მაგისტრანტი ვერ მოიპოვებს გრანტს მის მიერ განცხადებაში მითითებულ პირველ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მაშინ მისი დაფინანსების საკითხი განიხილება განცხადებაში მითითებულ მეორე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე და ა.შ.

⏩ მაგისტრანტის მიერ განცხადებაში მითითებულ რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე გრანტის მოპოვების შემთხვევაში, განცხადებაში მითითებულ მომდევნო საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე მისი დაფინანსების საკითხი არ განიხილება.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები