6 ივლისიდან ყველა სახელმწიფო და კერძო კოლეჯი განაახლებს სასწავლო პროცესს

373

✔ 🎯 საქართველოს მასშტაბით მოქმედმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებათა უმეტესობამ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმება გაიარა და მიმდინარე წლის 6 ივლისიდან სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღო.

✔🎯 მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2020 წლის მარტიდან კოლეჯებში სწავლა შეწყდა. ივნისის თვიდან კი პროფესიული პროგრამების მხოლოდ ერთი ნაწილი განახლდა დისტანციურ რეჟიმში.

🔵 ➡ ამ ეტაპზე ინსპექტირება გრძელდება და 6 ივლისიდან, ყველა სახელმწიფო და კერძო კოლეჯი განაახლებს სასწავლო პროცესს.

დატოვეთ კომენტარი